kisa Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 analgin მთავარი : სამართალი მოსპო! 1. აყვა პროვოკაციას (ან თავად წამოიწყო), რომლითაც საქართველო ჩაითრია წინასწარ განწირულ ომში და დაკარგა ტერიტორიები (კოდორი, ახალგორი, პერევი). 2. 7 ნოემბერი (უკომენტაროდ!!!) 3. ადამიანის ყველა ძირითადი უფლება შეზღუდა: არჩევნების, თავისუფალი სიტყვის, კერძო საკუთრების. 4. მიუხედავად მისი გაპრეზიდენტების შემდეგ დადებული პირველივე დაპირებისა ( გაგახსენებთ, ზურაბ ჟვანია და მისი მინისტრთა კაბინეტი რომ ამოიყენა გვერდში და ყველა არხის პირდაპირი ეთერით რომ გვამცნო: კარგად დაიმახსოვრეთ ეს ადამიანები, დავინახავ რომელიმე ამათ ცოლს, ძმას, ბიძაშვილს და ა.შ. მოულოდნელად აღმოაჩნდება ბიზნესის ნიჭი ან ამათი ქონება დაიწყებს ზრდას და უტუტუტუტუტუტუოოოო!!!...), იმაზე ძლიერი კლანური მმართველობა შექმნა, ვიდრე მისი წინამორბედის დროს იყო. 5. დედა მოუკლა განათლების სისტემას და ძიძა ან მეურვეც კი არ აუყვანა. 6. გაანახევრა და გაამეოთხედა მანამდე არსებული ისედაც მწირი სამუშაო ადგილები. 7. ბიუროკრატიული კორუფციის განადგურებით შექმნა ელიტარული კორუფცია. 8. ქვეყანას დააკარგვინა საექსპორტო ბაზრის 90%, რამაც პირდაპირპროპორციულად სოფლის მეურნეობის სექტორი დააიმპოტენტა და თვითდასაქმებული ადამიანების (ფერმერების და გლეხების) შემოსავალი შეძლებულის ზღვარს მიახლოებულიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ჩამოიყვანა. 9. ნატოში შესვლის პერსპექტივები სამუდამოდ ან რამოდენიმე ათეული წლით გააქრო. 10. ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის რბილად რომ ვთქვათ არასამართლებრივი ფორმებით დევნა - ფიზიკური ანგარიშსწორება: ვალერი გელაშვილი, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი, კობა დავითაშვილი, ძმები გაჩეჩილაძეები და ათეულობით "გირგვლიანი". რაც შეეხება კარგს (ალალად): -რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებელი გახადა სახელმწიფო. -თბილისსა და ბათუმში დასუფთავების სამსახური ხუთიანზე მუშაობს. -მიუხედავად სუბიექტური მიზეზებისა, სამშენებლო სექტორში რევოლუცია მოხდა. -მიუხედავად სუბიექტური მიზეზებისა, კანონიერი ქურდები მოაშორეს. -მიუხედავად მძიმე გადაცდომებისა, დანაშაულებისა, შეცდომებისა და სუბიექტურობისა, საპატრულო სამსახური ათასჯერ და მეტჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს ვიდრე გაიშნიკები და ოპერები. -საჯარო რეესტრი -მომსახურების სააგენტო მოკლედ, ვიზუალურ ფორმებს არა უჭირს, მითუმეტეს წინა პრეზიდენტის მმართველობასთან, მაგრამ შინაარსი კატასტროფულია. იაფფასიანი პუტანა ხომ იცით როგორია? გაპრანჭული, გაკრასკული, გაზმანული, მარა შიგნიდან ჯერ ერთი ბოზია და მეორეც რო გაიხდის ყველანაირ ფორმას კარგავს და იმდენად გულისამრევია მხოლოდ თავად გულისამრევი ან უგონოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თუ მიეკარება. აი ზუსტად ეგეთი ქვეყანა შექმნა მისტერ გაქცეულ-წაქცეულმა გალსტუკიცოხნიამ. smile.gifდაგიწერია ყველაფერი რასაც ვფიქრობდიმხოლოდ ერთს დავამატებ - მოირგო და გააუპატიურა კონსტიტუცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 გააუპატიურა კონსტიტუციაქალიშვილი იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 ლ ი ც ი ქალიშვილი იყო?მხოლოდ ქალიშვილის გაუპატიურებაა დანაშაული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 მხოლოდ ქალიშვილის გაუპატიურებაა დანაშაული?kisa იუმორზე აცრილი ხარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 ლ ი ც ი kisaიუმორზე აცრილი ხარ? D.gif 060.gifდღეს კი - რუსებმა ოქროს მედალი აიღეს ოლიმპიადაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 analgin გასაგებია შენი პოსტი. მამენტ შეიძლება არის კიდეც ასეთი განუკითხაობა, მე არ მქონია შეხება და არ ვიცი.ჩემი წარმოდგენით ქვეყანაში სამართალი და კანონი სუფევს.სოდის თანამშრომელს აუდგეს და წაგართვას რამე - არ ვიცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 დღეს კი - რუსებმა ოქროს მედალი აიღეს ოლიმპიადაზე kisa ჰო, მაგრად გატეხა. გუნდურში მაინც მაგრად ერხევათ, არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 analgin 5. დედა მოუკლა განათლების სისტემას და ძიძა ან მეურვეც კი არ აუყვანაროგორ ვერ ეწყობა ხალხი ფულით, როგორ?! http://s7.rimg.info/00a9a9fc22b4fb89d20c7eb6f87e6fb8.gifარ გვინდა ასეთი განათლების სისტემა არა!! რა კარგი იყო, გადაიხდიდი ფულს და დაგსვამდნენ გინდა იურიდიულზე და გინდა სამედიცინოზე http://s16.rimg.info/c9d36c5f654ee58725bca0a281661937.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 რუსებმა ოქროს მედალი აიღეს ოლიმპიადაზე ერთი ადგილი ვიცი, სადაც კარგად შეინახავენ მაგ მედალს.. :D ნეტა ქართველები რას ვშვებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 (edited) Saturn არ ვიცი ღირს თუ არა მაგაზე ბოდიშის მოხდა მაგრამ განათლების სისტემის რეფორმა შენ თუ იმ ნიშნულზე დაგყავს, რომ ადრე გამოცდებში ხალხი ფულს იხდიდა და ეხლა აღარ, მაშინ უვიცი ყოფილხარ. ისე, სხვათაშორის, თავის დროზე მე უკაპიკოდ ჩავაბარე და იმ წლის ნაკადში ყველაზე მაღალი შეფასება დავიმსახურე. ზეპირ გამოცდებში ყველგან პირველი გავედი და ნახევრამდეც არ მივსულვარ, გამომიშვეს - თავისუფალი ხარ, ხუთიანიო. შენ მაგას ვერ (ჩემი დაჟინებული აზრით კი არ) მიხვდები, მაგრამ მე მაგალითად მეთორმეტე კლასის მოსწავლე ძმა მყავს (ალალი), რომელსაც აგერ უკვე ორი წელია ერთი გაკვეთილი არ ჩატარებია, მასწავლებლებს თუ ნახულობს ან მოსატ...ად მიყავს ან ექსკურსიაზე მიდიან (სახელმწიფო სკოლაში სწავლობს), 4 წელია მაგის მომზადებული გაკვეთილი არ გვინახავს არავის და მეექვსე კლასის მერე ჯიბეებში ხელბჩაწყობილი მიდის სკოლაში. ყველაზე უცნაური ისაა, რომ კლასში საუკეთესო მოსწავლედ ითვლება და რაღაც სიგელი მოათრია ამას წინათ...მაგს გავეშვათ და ჩემს სადარბაზოში 3 სტუდენტი ცხოვრობს. ამ საკითხს სამსჯელოდ მოუხდება და 1-2-3 კურსის სტუდენტები არიან კაკრაზ. პირველ კურსელს კვირაში ორჯერ 45 წუთიანი ლექციები აქვს, მეორეკურსელს ლექტორები ახალი მასალის სათაურს ეუბნებიან მხოლოდ და ინფორმაციის მოძიებას დამოუკიდებლად სთხოვენ ინტერნეტიდან და ბიბლიოთეკიდან ( ნეტა ერთი ვისაც ინტერნეტის და ბიბლიოთეკის საშვის ფული არა აქვს როგორ უნდა ისწავლოს, ეს მეთოდი სულ რომ მისაბაძი იყოს... ), მესამე კურსელი კი იმავე დღეშია რაც ჩემს ძმაზე გითხარი. ნუ რად მინდა ეხლა მაგალითები და ახსნები, ვინ რა უნდა მიმტკიცოს, როცა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში (ყოფილი პედაგოგიურის, უცხო ენების და ფიზკულტურულის ჰიბრიდი) მოდულის ხელმძღვანელად ( თანამედროვე განათლების სისტემაში ეს იგივე კათედრის გამგეა) ისეთი ტიპია, რომელსაც ჩემთვის პლანი (მარიხუანა) ჩამოქონდა კახეთიდან, არაყზე ვაგზავნიდი ხოლმე, ჯოკერში პანჩურებს ვუგებდი ან თუ მომიგებდა სამიანს ვაწერინებდი მისთვის გამოცდაზე. მაგ ტოტო კუტუნიომ ვის რა უნდა ასწავლოს?????ცნობისათვის, რომ იცოდე, გია ხუბუას და გიგი თევზაძეს 16 000-16 000 ლარი აქვთ ხელფასი+ ულიმიტო მობილური+ულიმიტო მივლინებები+გიგი თევზაძეს 2 მანქანა ემსახურება უნივერსიტეტის ხარჯზე (ერთი პირადად მას და მეორე მის ოჯახს), ორივე მანქანა ულიმიტო ბენზინით და ტვერელის გვერდზე რომ კორპუსი შენდება ის სინამდვილეში კორპუსი არაა გიგი თევზაძის კერძო საცხოვრებელი სახლია. გიგი თევზაძე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორია, რომელმაც ხარისხი მგლების ფსიქოლოგიაზე დაიცვა...სატურნ მერამდენედ გითხრა - გ რ ც ხ ვ ე ნ ო დ ე ს !მე დაუნახავი არ ვარ ვარ და თივის ზვინში ნემსს ვხედავ, მიშას პლუსებზე ხმამაღლა ვსაუბრობ ხოლმე და შენ მიშას მინუსებზე თუ არ ილაპარაკებ ხმას მაინც ნუ ამოიღებ და ნუ გააპრავებ.ტეხავს ბიჯო, ტეხააავს!!!...ხო, ისე, ჩაუჯექი და დაფიქრდი, ფულით მოწყობა და მერე სწავლა ჯობია თუ უფულოდ ჩაბარება და მერე ყვერებში მახათით გვირისტების დალიანდაგება... Edited February 21, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 :D მაგდალენა ნოინერმაააააა მოიგოოოოოოოოოო!!!!!!! ( არ მომკლათ ეხლა სპორტში კაციშვილი არ არის) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 analgin განათლების სისტემის რეფორმა შენ თუ იმ ნიშნულზე დაგყავს, რომ ადრე გამოცდებში ხალხი ფულს იხდიდა და ეხლა აღარმათემატიკაში არის ასეთი ცნება: აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობა. გამოცდებში ფულის არ გადახდა ზუსტად ასეთ პირობას წარმოადგენს. არაა საკმარისი კარგი განათლების სისტემის შესაქმნელად, მაგრამ თუ როდესმე გინდა შექმნა აუცილებელია რომ აბითურიენტი ქრთამს არ იხდიდეს უმაღლეს სასწავლებელში მოსაწყობად. მასწავლებლებს თუ ნახულობს ან მოსატ...ად მიყავსან შენ გაქვს ძალიან მდიდარი ფანტაზიის უნარი ან შენს ძმას მე იმას კი არ ვამბობ, რომ განათლების სისტემა კარგად მუშაობს თქო, პირიქით. მაგრამ დაანგრიესო რომ იძახით, ეგაა სისულელე რადგან არ შეიძლება იმის დანგრევა რაც უკვე დანგრეული და მიწასთან გასწორებულია. კარგი სისტემა ვერ შექმნესო რომ გეთქვა დაგეთანხმებოდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 Saturn ხო, მაგარი ფანტაზია სჭირდება იმას, 18 წლის მოსწავლე ბიჭი შამპანურს რო იყიდის და 30 წლის მასწავლებელ გოგოს, რომელიც მარტო ცხოვრობს, სახლში აადგება : Saturn არანაირად არაა ეგ სისულელე. შენ ხომ მიიღე განათლება საქართველოში, მე ხომ მივიღე? ამ ფორუმელების 95%-მაც ხომ მიიღო? ეხლა ვეღარ იღებენ მაგის მეათედსაც კი.რა ვიცი, მე სკოლაში მაგარი მასწავლებლები მყავდა და ყოველგვარი რეპეტიტორების და დამატებითი მომზადების გარეშე (თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ინგლისურზე დავდიოდი ბავშვობიდან) ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში, ყველაზე მაღალი შეფასებით.მერე უნივერსიტეტში აგრეთვე ძალიან მაღალი დონის ლექტორები მასწავლიდნენ, დამსახურებული სამეცნიერო ხარისხის მქონენი და უამრავი სახელმძღვანელოს ავტორები.და ეხლა? ნახევარი ჩემი კლასის და კურსის გოგოები ასწავლიან სკოლებში, ჩემი უნივერსიტეტიდან (ყოფილი "პუშკინი") კი პროფესორ-მასწავლებლების 95% გაანთავისუფლეს სამსახურიდან (პირადად ჩემი ლექტორების, კათედრის გამგეების და დეკანატის 100%) და მათ ადგილას მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით "სწავლობდნენ" და მე მეუბნებოდნენ "აუ, ეს კიდე ლექციაზე შედისო", ჯოკერს, ჭაჭას და პლანს ვერ ელეოდნენ და ერთადერთი რაც აქვთ ცხოვრებაში გაკეთებული შენი და ჩემხელა დროშას იქნევდნენ 2003-ის ნოემბერში. არც ერთი ხუთიანი არ უწერიათ ჩათვლის წიგნაკში და ეს ადამიანები დღეს ვინმეს ასწავლიან და ჭკუას არიგებენ.აქ უკეთეს-უარესზე არაა ლაპარაკის. ადრე იყო არასასურველი დონის, უბრალოდ თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩენილი განათლების სისტემა. თუმცა ნებისმიერი მსურველი უფასოდ და ხარისხიანად შეძლებდა ძლიერი საბაზისო განათლების მიღებას, რომელსაც პატარა ტრეინინგიღა სჭირდებოდა, რომ თანამედროვე მეთოდოლოგიით დამშვენებულიყო.ეხლა სახელმწიფო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში (გარდა სამედიცინო უნივერსიტეტისა) საერთოდ ვეღარ მიიღებ განათლებას. მხოლოდ რამდენიმე კერძო სასწავლებელშია მართლა მაღალი დონის სწავლა, მაგრამ იქ ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ მოხვდება. ოთხ-ხუთნიშნა თანხის გადახდა მოუწევს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.