Goddess Posted February 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 Goddess მე მურთაიზოდობის პრობლემას შემდეგნაირად ვხედავ, უფრო სწორედ მიზეზი1. ეს აძლევს მამაკაც კომფორტს ცხოველურ დონეზე(, რომლსაც უდიდესი ნაწილი ნებაყოფლობით არ დათმობს)2.აღზრდა --> შესაბამისად აზროვნებაზეშეუღლება ხდება ჰორმონულ დონეზე, რომელიც საკმაოდ მალე წყნარდება ხოლმე, შემდეგ რა უქნან ამ ხალხმა "ოჯახებს" ხომ უნდა შეინარჩუნოს არა.მოკლედ რისი თქმა მინდა ჩვენთან საკმაოდ იშვიათია სულიერი კავშირი, რადგან სექსუალური ლტოლვა ჯაბნის ამ ყველაფერს, ამას ემატება აღზრდის მეტოდები(მაგ, ქალი ქუხნაში და ა.შ.)აქვე ქალებს მინდა რომ შეგახსენოთ, ერთის მხრივ გინდათ ემანციპაცია, ხოლო მეორეს მხრივ ჯენტლმენობის ინსტიტუტის შენარჩუნება(პრინციპში არ გვაქვს მაგრამ მაინც), მაგრამ იციტ რომესენი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს საკმაოდ ხელს უშლის?გარკვეულ წილად გეთანხმები. ახლა კი, მას შემდეგ, რაც პირველი დაწყობილი და ჩამოყალიბებული აზრი გაჟღერდა, მზად ვარ მეც დავაფიქსირო ჩემი წარმოდგენა ამ საკითხის ირგვლივ და ვეცდები დავასაბუთო, რაში გეთანხმები და რაში არა. კი, მამაკაცს ნამდვილად აძლევს კომფორტს. არსებობს ქალი, რომელიც, როგორც მოძალებულ სექსუალურ ლტოლვებს გიკმაყოფილებს, ასევე გასმევს, გაჭმევს, ტაკოს გწმენდს და ასევე შენზე დაბალ სოციალურ სტატუსსაც კარგად იფერებს. რა თქმა უნდა წარმოუდგენელი კომფორტია ეს მამაკაცისთვის და რომელი ჭკუათმყოფელი მოიკვეთს ამ განცხრომას საკუთარი ხელით?!პრობლემაც ამაშია! ის, რომ ეს არსბობდა, ამის ონტოლოგიას მოდი ნუ ჩავეძიებით, საიდან წამოვიდა ესეთი ტრადიციები, მაგრამ, ეს დრომოჭმული ტრადიციები ემანსიპირებული ქალის საუკუნეში რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, ეს არის ქალის ბრალი. ამ კომფორტს რომელი კაცი გააპროტესტებს თავისით? რომელი კაცი შეცვლის? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქალების უფლება. მე იმას ასი წელი არ ვგულისხმობ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და ჩვენც ლიფები დავწვათ, თმა შევიჭრათ ყველამ და კაბა აღარ ჩავიცვათ (არ მიყვარს ფემინისტები), უბრალოდ, მეტად უნდა დავაფასოთ საკუთარი თავი, პოტენციალი და უდიდესი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში (მითუმეტეს ქართული საზოგადოების).კაცებს ნელ ნელა უნდა ჩამოერთვას დაუმსახურებელი პრივილეგიები. გააპროტესტებს? ცივი წყალი დალიოს, თან როგორ იცი? თავისით ადგეს, დაისხას და დალიოს და არა წყალი მომიტანე ქალო და დალიოს ზუსტად ვიცი, მშვენივრად შეეგუებიან ამას კაცები (თუ ქალი ქალობს) და რაც დარჩებათ იმის კმაყოფილნიც იქნებიან დიდად. რაც შეეხება ოჯახის სტაბილურობასა და სულიერ კავშირებზე აგებას (საქართველოს მაგალითზე ვისაუბროთ), ეგ სულ სულ სხვა პრობლემაა. ეგ არის მწირი, ან ზოგ შემთხვევაში, არანაირი სექსუალური განათლება და კულტურა. არაფრისმომცემი აპკის კულტი. ამაზე ცალკე მსჯელობა შეიძლება და საინტერესოც არის, მაგრამ ფორუმულ რეალობაში, სამწუხაროდ, არ გამოდის, ვინაიდან სიტყვა ქალიშვილობის გაგონებაზე იცი შენც, რა ამბავი ტყდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 მე იმას ასი წელი არ ვგულისხმობ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და ჩვენც ლიფები დავწვათ, თმა შევიჭრათ ყველამ და კაბა აღარ ჩავიცვათ (არ მიყვარს ფემინისტები), უბრალოდ, მეტად უნდა დავაფასოთ საკუთარი თავი, პოტენციალი და უდიდესი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში (მითუმეტეს ქართული საზოგადოების).ლიფის დაწვა ზოგზოგიერთებს კი გახარებს:irusha: , მაგრამ რელური პრობლემას წარმოადგენს ქალების მიერ ასევე აღიარებული სამუშოების ორ კატეგორიას: კაცის და ქალის საქმე , იგივე სიტუაცია სპროტშიცმაგ. ქალთა ფეხბურთი, რატომ არ უცნდებატ ქალებს სურვილი ბურთი გააგორონ და კაცებს აცვენონ რომ მათსავე "მოედანზე" ანუ სპორტის სახეობაში არ არიან ჯაბანი? ამ კომფორტს რომელი კაცი გააპროტესტებს თავისით? რომელი კაცი შეცვლის?ეს რეალურად აღარა კომფორტი, თუ რა თქმა უნდა ცხოვრების თანამგზავრი "უფასო მოსამსახურის" კატეგორიაში არ გადის.რადგან კომფორტი იმ სულიერებაში და ურთიერთ პატივისცემაში, რასაც თანაცხოვრებას უნდა ახლდეს. ტუ ერთი მხოლოდ დივანზე წევს და ლუდი მომიტანეს გაიძახის, ხოლო მეორე წაქცევამდე დარბის იქეთ აქეთ, იქ საუბრისთვისაც აღარ რჩება დრო და საშუალება. რაც შეეხება ოჯახის სტაბილურობასა და სულიერ კავშირებზე აგებას (საქართველოს მაგალითზე ვისაუბროთ), არ არის სულ სხვა რამ,თუ არ მესლება დაოჯახებული ხარ და მე მგონი დიდი განსხვავება,ხელი-ხელ ჩაკიდებულს ყოფნასა და ერთად ცხოვრებას შორის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 პოსტებიდან გამომდინარე როგორ გეტყობათ, რომ ჯერ არ გაგიყვიათ უღელში თავი მერწმუნეთ ხალხოოოოოოო - უმნიშვნელოვანესია ქალისა და კაცის თანაცხოვრების პირველი სამი წელი. აი იმ სამ წელიწადში როგორც მოექცევით ერთმანეთს ისე გაგრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. თუ კაცს თავიდანვე არ აჩვენებ, რომ შენ ხარ პიროვნება, გაქვს შენი ინტერესები, შეგიძლია შენი უფლებების დაცვა მერე ამას აზრი აღარ ექნება. ანუ ცოლმაც და ქმარმაც ერთმანეთი უკაცრავად და თავიდანვე უნდა გაწვრთნან თუ ქალი როგორც კი მივიდა კაცის ოჯახში და ეგრევე დაეტაკა ცოცხს და აქანდაზს და "უბორკა" დაიწყო და მარტო საჭმელების კეთებაზე და სახლის ლაგებაზე იზრუნა - იფიქრებს კაცი, რომ ეს ასეც უნდა იყოს და შესაბამისად დაჯდება გაზეთით ხელში სავარძელში აპა რას იზამს. ცოლსა და ქმარს შორის საჭიროა საუბარი. უნდა აგრძნობინოთ ერთMანეთს რომ გესმით და უფრთხილდებით საჭირო კი არა აუცილებელია. აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ასე რომ ჩემი დაჩაგრულო ქალებო ისევ თქვენი ბრალია ყოლფერიი პ.ს.ეხლა ისე არ გამიგოთ, რომ ქალმა არაფერი არ უნდა აკეთოს და მარტო თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს. არამც და არამც. ოჯახზე და შვილებზე ზრუნვა უპირველეს ყოვლისა ქალის ვალია. უბრალოდ უნდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი. რაშიც ისევ და ისევ ქმარი უნდა დაგეხმაროთ სამი შვილი მყავს, არც ძიძა და არც მოსამსახურე არ მყავს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ინტერნეტისთვისაც კი მოვიცალე აი ეხლა ხომაა ათის ნახევარი, საჭMელიც გაკეთებული მაქვს და სახლიც დალაგებულია. ბავშვებს ჯერ სძIნავთ სანამ გაიღვიძებენ შემიძლია ჩემს თავსაც მივხედო როგორ მოვასწარი? უბარლოდ ადრე ავდექი ძალიან, თქვენც ადექით ადრე და ყველაფერი კარგად იქნება :D თვითრეკლამას კი არ ვეწევი, არც ბრძნული გამომეტყველებით ვიძლევი ამპარტავნულ რჩევებს, (არაა ოღონდ ეს არა ) უბრალოდ თვითგვემაში მყოფ ქალებს მეგობრულ რჩევას ვაძლევ. რა იცი რომელი შემოხეტიალდება ფორუმზე. წაიკითხავს და ცოტა დაფიქრდება წავედი ეხლა მე ბავშვებმა გაიღვიძეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted February 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 ჭანო ლიფის დაწვა ზოგზოგიერთებს კი გახარებს , მაგრამ რელური პრობლემას წარმოადგენს ქალების მიერ ასევე აღიარებული სამუშოების ორ კატეგორიას: კაცის და ქალის საქმე , იგივე სიტუაცია სპროტშიცმაგ. ქალთა ფეხბურთი, რატომ არ უცნდებატ ქალებს სურვილი ბურთი გააგორონ და კაცებს აცვენონ რომ მათსავე "მოედანზე" ანუ სპორტის სახეობაში არ არიან ჯაბანი?მოდი ასე ვთქვათ, არის რაღაცეები, რაც დედა ბუნებამ დაგვიწესა და დაგვიყო, როგორც ქალისა და კაცის საქმე ( აი აქ არ ვეთანხმები სწორედ ფემინისტებს, რომლებიც აბსოლუტურ იდენტურობას მოითხოვენ მამაკაცურ სქესთან). ის, რომ კაცი ბავშვს ვერ გააჩენს და ძუძუს ვერ მოაწოვებს ეს ხომ ბუნებით არის განპირობებული და ასევე ის, რომ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს კაცი ქალზე უკეთ გაწევს, ესეც ხომ ბუნებით არის განპირობებული? მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მაგალითად კაცმა სრულად მოიხსნას ვალდებულება ბავშვზე ზრუნვისა და მხოლოდ საღამოს 10 წუთიანი უწი პუწით შემოიფარგლოს?? კაი, ძუძუს ვერ მოაწოვებს, მაგრამ პამპერსის გამოცვლა და ბავშვის დაბანა აბსოლუტურად თანაბარი წარმატებით შეუძლია, როგორც კაცს, ისევე ქალს.რაც შეეხება ფეხბურთს, აბა ერთი ამერიკაში მოიკითხე, რაოდენ პოპულარულია ქალთა ფეხბურთი! ეს რეალურად აღარა კომფორტი, თუ რა თქმა უნდა ცხოვრების თანამგზავრი "უფასო მოსამსახურის" კატეგორიაში არ გადის.რადგან კომფორტი იმ სულიერებაში და ურთიერთ პატივისცემაში, რასაც თანაცხოვრებას უნდა ახლდეს. ტუ ერთი მხოლოდ დივანზე წევს და ლუდი მომიტანეს გაიძახის, ხოლო მეორე წაქცევამდე დარბის იქეთ აქეთ, იქ საუბრისთვისაც აღარ რჩება დრო და საშუალება.ხო, მე კი გეთანხმები აბსოლუტურად და ჩემი ოჯახი ეგეთი არასოდეს იქნება, ვინაიდან, თუ დაემსგავსა ან ტენდეცია შევნიშნე ეგრევე დამთავრდება ჩემი ოჯახური ცხოვრების ისტორია, მაგრამ, რეალობა და მოცემულობა ხომ ეგეთია? ძალიან დიდი პროცენტი ოჯახებისა ხომ ეგრე ატარებს თავიანთ დარჩენილ ცხოვრებას?არ არის სულ სხვა რამ,თუ არ მესლება დაოჯახებული ხარ და მე მგონი დიდი განსხვავება,ხელი-ხელ ჩაკიდებულს ყოფნასა და ერთად ცხოვრებას შორის.ნუ, ერთის მხრივ კი, იგივე პრობლემა იმ გაგებით, რომ ესეც ქალების მოსაგვარებელია და არა კაცების, მაგრამ, ქალიშვილობის ინსტიტუტი თავად იმდენად დიიიიიიდი და ამოუწურავი თემაა, რომ ამ თემის ქვეშ მაინც არ გავაერთიანებ, მიუხედავად საწყისის ერთიანობისა.dariala გეთანხმები სწორედ მაგაზე მაქვს მეც საუბარი ჩემს ბოლო პოსტში! სანამ ქალი თავის თავის ფასს თავად არ შიგნებს და არ ისწავლის, არავინ მიართმევს ისე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 ქმრების მიჩმორების კლუბი მაქვს.... მსურველებს ვიღებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 ის, რომ კაცი ბავშვს ვერ გააჩენს და ძუძუს ვერ მოაწოვებს ეს ხომ ბუნებით არის განპირობებული და ასევე ის, რომ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს კაცი ქალზე უკეთ გაწევს, ესეც ხომ ბუნებით არის განპირობებული? მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მაგალითად კაცმა სრულადმეშახტეობას არ ვგულისხმობ,მაგრამ ბევრი რამ არის რაც დაყოფილია.რაც შეეხება ფეხბურთს, აბა ერთი ამერიკაში მოიკითხე, რაოდენ პოპულარულია ქალთა ფეხბურთი!ბევრგანა სპორტი პოპულარული, ჩვენთან მეტ ნაკლებად ჭადრაკია ქალების სპორტი. ქმრების მიჩმორების კლუბი მაქვს.... მსურველებს ვიღებმიჩმორებული ქმარი ვისაც უნდა, იმას საერთოდ არ ჭირდება ქმარი, თუ გაუმართლა იგიც ტეტია მურთაზის მეტს არ იმსახურებს(იმჰო) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ჭანო +1. რა ტყუილად დავპოსტე ამ თემაშიიი... მეუღლეთა კლუბი ყოფილა. :viciousgirl : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 არაფრისმომცემი აპკის კულტი.ამის დამწერი ქართველი ქალის როლზე საქართველოს ისტორიაში, დაფიქრებულა ოდესმე? აბა პატივისცემით რა უნდა გელაპარაკო და აგიხსნა, უპატივცემულოდ კი არ მსურს. ვინა ხარ, საკუთარ თავს თვითონ გაეცი პასუხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ბადრი_წიქორაძე ა, იცის კაცმა ქართველი ქალის როლზე საქართველოს ისტორიაშითქვენ იძახეთ, რატო არ გვსვავდნენ ერთ სუფრაზეო...ეხლა ისტორიას ვერ მოგიყვებით მე და... იმდენი კი ვიცი რო მე მე მყოფნის... :viciousgirl : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted February 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 ჭანო მეშახტეობას არ ვგულისხმობ,მაგრამ ბევრი რამ არის რაც დაყოფილიააი ცოტა კვალი დამეკარგა უკვე, აქ რაზე ვსაუბრობდით... ჰოდა, მოდი განვიხილოთ ეს დაყოფები. მოვიყვანოთ მაქსიმალურად მაგალითები. დავასახელოთ, რომელი დაყოფაა სამართლიანი და როგორი არა. wanderer რა ტყუილად დავპოსტე ამ თემაშიიი... მეუღლეთა კლუბი ყოფილა.რაის მეუღლეთა კლუბი?? :spy: ბადრი_წიქორაძე თქვენ რაღაც გაწუხებთ პატივცემულო, ამოთქვით :nekro: ხო, ასევე ძალიან მაინტერესებს, რადგან არაფრისმომცემ აპკზე აიმრიზეთ, ეგებ თქვენ კარგად ამიხსნათ, რა სარგებელს გვაძლევს აპკი. თუმცა.. მოითმინეთ.. მოდი საერთოდ აგერ ამ თემაში გადავინაცვლოთ, მხოლოდ, განვიხილოთ ყველაფერი კულტურულად, ერთმანეთის აზრების პატივისცემით! http://planeta.ge/index.php?showtopic=16705 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 (edited) ვიდრე საქმე ისეა, რომ ქართველი მამრები საკუთარ პიროვნულ ღირსებას საცოლის აპკის მთლიანობით, მერე უკვე ცოლის კაბის სიგრძით და დეკოლტის სიღრმით ზომავენ.... მოკლედ, რა...ქართველი ქალის როლი საქართველოს ისტორიაში ... მთლად ვერ გავიგე აპკი და როლი... Edited February 25, 2010 by irene Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 მე არ მოვიყვანდი გატისკულ გოგოს.... :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სლავიკა Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 მე არ მოვიყვანდი გატისკულ გოგოს....რაში გატისკულს? :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 სლავიკა რაში გატისკულს?აპკში. :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სლავიკა Posted February 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2010 სლავიკა აპკში. აპკში არა მემბრანაში კიდე :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.