Jump to content
Planeta.Ge

ნასკი გამხადე ქალო


Recommended Posts

ამ ბოლო დროს ქალები შედარებით უფრო თვითმყოფადები გავხდით. ბევრნი ვართ დასაქმებულები, ნაკლებად გავხდით დამოკიდებულნი. ქალი ნელნელა იცვლის პოზიციას საზოგადოებრივ სტატუსის საფეხურზე. ყველაფერი ეს შესამჩნევია ახლად შექმნილ ოჯახებშიც (ვგულისხმობ, ახალი თაობის ოჯახები). თუმცა, ჭეშმარიტ გენდერულ თანასწორობამდე, მგონი, მაინც ძალიან ძალიან შორს ვართ.

 

მოდი, განვიხილოთ მაგალითები, როცა ვფიქრობთ, რომ უფლებები ილახება ქალის. არ არის აუცილებელი მსგავსი მაგალითები მოყვანილი იყოს მეუღლეების ურთიერთობიდან. ქალბატონების უფლებებს ოჯახში მშობლებიც არც თუ ისე იშვიათად ავიწროვებენ.

 

მაგალითისათვის დავიწყებ მე:

 

განვიხილავ ყველაზე ყველაზე ბანალურ შემთხვევას:

 

მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ოჯახში არ მუშაობს, მაინც ქალს უწევს მთელი სახლის ლაგება, საჭმლის კეთება, ბავშვების მოვლა, სარეცხის რეცხვა და ამავდროულად, ყოველდღე სამსახუში ვირულად მუშაობაც.

ქმარი კი სავარძელშია საჯდომშეზრდილი და უდრტვინელად უყურებს ტელევიზორს.

 

ეს ნორმალურია თქვენის აზრით?

 

მაინტერესებს, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების აზრიც.

Edited by Goddess
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 118
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური. ერთერთი ძირძველი და ფესვგადგმული პრობლემაა საქართველოში. ამის მოგვარებას დიდი დრო უნდა, უნდა შეიცვალოს ზოგადად ქართველი კაცის და ქალის(აც) ფსიქოლოგია. საერთოდაც მე შეუძლებელი მგონია ეგ ამბავი :*
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

ისე, მაინც, რომელი მხარე არის უფრო მეტად ქმედითუნარიანი და პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს?

 

მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი აზრი ამის თაობაზე, თუმცა, ჯერ უზერების აზრებს მოვისმენ სიამოვნებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  dariala said:
რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური. ერთერთი ძირძველი და ფესვგადგმული პრობლემაა საქართველოში. ამის მოგვარებას დიდი დრო უნდა, უნდა შეიცვალოს ზოგადად ქართველი კაცის და ქალის(აც) ფსიქოლოგია. საერთოდაც მე შეუძლებელი მგონია ეგ ამბავი :*

 

 

 

შეუძლებელი არაფერია

 

თუ საზოგადოება ამას მოინდომებს და

 

მენტალობაში დაიწყებს მაგ აზიატიური მიდრეკილებების რღვევას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

  Goddess said:
ქმარი კი სავარძელშია საჯდომშეზრდილი და უდრტვინელად უყურებს ტელევიზორს.

 

ეს ნორმალურია თქვენის აზრით?

ნორმალური კი არა, ძალიანაც ასწორებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Goddess said:
dariala

ისე, მაინც, რომელი მხარე არის უფრო მეტად ქმედითუნარიანი და პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს?

მე მგონია რომ ორივე მხარეზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა. როცა კაცი ჩაგრავს ქალს ამაში ცოტათი ქალიცაა დამნაშავე. მე იმას ვგულისხმობ, რომ თავი არავის არ უნდა დააჩაგვრინო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Goddess said:
მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ოჯახში არ მუშაობს, მაინც ქალს უწევს მთელი სახლის ლაგება, საჭმლის კეთება, ბავშვების მოვლა, სარეცხის რეცხვა და ამავდროულად, ყოველდღე სამსახუში ვირულად მუშაობაც.

ქმარი კი სავარძელშია საჯდომშეზრდილი და უდრტვინელად უყურებს ტელევიზორს.

 

ეს ნორმალურია თქვენის აზრით?

 

ვისი თვალთახედვით ნორმალური? ის დაჩაგრული ქალი თავის მდგომარეობას აცნობიერებს და მაინც აგრძელებს ამ კაცთნ ცხოვრებას? თუ არ "იცის " დაჩაგრული რომაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Goddess said:
ეს ნორმალურია თქვენის აზრით?

Goddess

ეჰ, ჩემო კარგო, ხომ იცი, არ შეიძლება მგელს ვეგეტერიანელობა მოსთხოვო. ასე რომ, გაეშვით "სავარძელში საჯდომშეზრდილ" მამრებს :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ცოლი მუშაობს და ქმარი არა, კეთილი უნდა ინებოს ამ ქმარმა და საჭმელიც გააკეთოს და სახლიც დაალაგოს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვუერთდები იმ უზერთა პათოსს, რომელიც არ იწონებს ამას, თუმცა, ვეთანხმები Siknadmo ]ს, რომელმაც ალალად დააფიქსირა რეალობა.

 

კი ბევრს ვტლიკინებთ "პრადვინუტ" იდეებზე, მაგრამ, როგორ რეალობაში ცხოვრობთ თქვენ? პირადად თქვენ?

 

რამდენის ოჯახში რეცხავს სარეცხს მამა, ან რამდენს გინახავთ მამათქვენი ხელებაკაპიწებული ჭურჭელს რომ რეცხავს?

 

 

dariala

  dariala said:
მე მგონია რომ ორივე მხარეზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა

ნელ-ნელა შემოვაპარებ ჩემს აზრებს. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ქალის გარდასატეხია ეს პრობლემა. კაცი კი, აჰყვება მერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess[b/]

რატომ გგონიათ რომ არ ხდება ეგრე, აი მაგალითად ჩემს ქმარს ბევრჯერ გაურეცხია ჭურჭელი როცა მე არ მცალია, ასევე გაუფენია სარეცხიც, სახლიც დაულაგებია. თუმცა ეს მხოლოდ მაშIნ როცა მე არ მცალია ან ცუდად ვარ. ისეეე? შენც არ მომიკვდე :blush:

Indian_Summer[b/]

რა კარგი ნიკი გაქვთ :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

შენ ახალი თაობა ხარ და ჩემი არ იყოს, შენთან არის ნათელი გამონათებები, თუმცა, აუცილებელია ცუდად იყო და კვდებოდე, რომ შეითავსოს სახლის საქმე, ვთქვათ, მამაკაცმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • შექმენი...