Goddess Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 (edited) ამ ბოლო დროს ქალები შედარებით უფრო თვითმყოფადები გავხდით. ბევრნი ვართ დასაქმებულები, ნაკლებად გავხდით დამოკიდებულნი. ქალი ნელნელა იცვლის პოზიციას საზოგადოებრივ სტატუსის საფეხურზე. ყველაფერი ეს შესამჩნევია ახლად შექმნილ ოჯახებშიც (ვგულისხმობ, ახალი თაობის ოჯახები). თუმცა, ჭეშმარიტ გენდერულ თანასწორობამდე, მგონი, მაინც ძალიან ძალიან შორს ვართ. მოდი, განვიხილოთ მაგალითები, როცა ვფიქრობთ, რომ უფლებები ილახება ქალის. არ არის აუცილებელი მსგავსი მაგალითები მოყვანილი იყოს მეუღლეების ურთიერთობიდან. ქალბატონების უფლებებს ოჯახში მშობლებიც არც თუ ისე იშვიათად ავიწროვებენ. მაგალითისათვის დავიწყებ მე: განვიხილავ ყველაზე ყველაზე ბანალურ შემთხვევას: მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ოჯახში არ მუშაობს, მაინც ქალს უწევს მთელი სახლის ლაგება, საჭმლის კეთება, ბავშვების მოვლა, სარეცხის რეცხვა და ამავდროულად, ყოველდღე სამსახუში ვირულად მუშაობაც. ქმარი კი სავარძელშია საჯდომშეზრდილი და უდრტვინელად უყურებს ტელევიზორს. ეს ნორმალურია თქვენის აზრით? მაინტერესებს, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების აზრიც. Edited February 20, 2010 by Goddess Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური. ერთერთი ძირძველი და ფესვგადგმული პრობლემაა საქართველოში. ამის მოგვარებას დიდი დრო უნდა, უნდა შეიცვალოს ზოგადად ქართველი კაცის და ქალის(აც) ფსიქოლოგია. საერთოდაც მე შეუძლებელი მგონია ეგ ამბავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 dariala ისე, მაინც, რომელი მხარე არის უფრო მეტად ქმედითუნარიანი და პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს? მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი აზრი ამის თაობაზე, თუმცა, ჯერ უზერების აზრებს მოვისმენ სიამოვნებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური. ერთერთი ძირძველი და ფესვგადგმული პრობლემაა საქართველოში. ამის მოგვარებას დიდი დრო უნდა, უნდა შეიცვალოს ზოგადად ქართველი კაცის და ქალის(აც) ფსიქოლოგია. საერთოდაც მე შეუძლებელი მგონია ეგ ამბავი შეუძლებელი არაფერია თუ საზოგადოება ამას მოინდომებს და მენტალობაში დაიწყებს მაგ აზიატიური მიდრეკილებების რღვევას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 Goddess ქმარი კი სავარძელშია საჯდომშეზრდილი და უდრტვინელად უყურებს ტელევიზორს. ეს ნორმალურია თქვენის აზრით?ნორმალური კი არა, ძალიანაც ასწორებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 dariala ისე, მაინც, რომელი მხარე არის უფრო მეტად ქმედითუნარიანი და პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს?მე მგონია რომ ორივე მხარეზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა. როცა კაცი ჩაგრავს ქალს ამაში ცოტათი ქალიცაა დამნაშავე. მე იმას ვგულისხმობ, რომ თავი არავის არ უნდა დააჩაგვრინო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ოჯახში არ მუშაობს, მაინც ქალს უწევს მთელი სახლის ლაგება, საჭმლის კეთება, ბავშვების მოვლა, სარეცხის რეცხვა და ამავდროულად, ყოველდღე სამსახუში ვირულად მუშაობაც. ქმარი კი სავარძელშია საჯდომშეზრდილი და უდრტვინელად უყურებს ტელევიზორს. ეს ნორმალურია თქვენის აზრით? ვისი თვალთახედვით ნორმალური? ის დაჩაგრული ქალი თავის მდგომარეობას აცნობიერებს და მაინც აგრძელებს ამ კაცთნ ცხოვრებას? თუ არ "იცის " დაჩაგრული რომაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 ეს ნორმალურია თქვენის აზრით?Goddess ეჰ, ჩემო კარგო, ხომ იცი, არ შეიძლება მგელს ვეგეტერიანელობა მოსთხოვო. ასე რომ, გაეშვით "სავარძელში საჯდომშეზრდილ" მამრებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sin165 Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 თუ ცოლი მუშაობს და ქმარი არა, კეთილი უნდა ინებოს ამ ქმარმა და საჭმელიც გააკეთოს და სახლიც დაალაგოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 ვუერთდები იმ უზერთა პათოსს, რომელიც არ იწონებს ამას, თუმცა, ვეთანხმები Siknadmo ]ს, რომელმაც ალალად დააფიქსირა რეალობა. კი ბევრს ვტლიკინებთ "პრადვინუტ" იდეებზე, მაგრამ, როგორ რეალობაში ცხოვრობთ თქვენ? პირადად თქვენ? რამდენის ოჯახში რეცხავს სარეცხს მამა, ან რამდენს გინახავთ მამათქვენი ხელებაკაპიწებული ჭურჭელს რომ რეცხავს? dariala მე მგონია რომ ორივე მხარეზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობანელ-ნელა შემოვაპარებ ჩემს აზრებს. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ქალის გარდასატეხია ეს პრობლემა. კაცი კი, აჰყვება მერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 არაფერი შეიცვლება.ყველაფერი ისევ ისე დარჩება როგორ ეხლაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 Goddess[b/]რატომ გგონიათ რომ არ ხდება ეგრე, აი მაგალითად ჩემს ქმარს ბევრჯერ გაურეცხია ჭურჭელი როცა მე არ მცალია, ასევე გაუფენია სარეცხიც, სახლიც დაულაგებია. თუმცა ეს მხოლოდ მაშIნ როცა მე არ მცალია ან ცუდად ვარ. ისეეე? შენც არ მომიკვდე Indian_Summer[b/]რა კარგი ნიკი გაქვთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 dariala გმადლობთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 dariala შენ ახალი თაობა ხარ და ჩემი არ იყოს, შენთან არის ნათელი გამონათებები, თუმცა, აუცილებელია ცუდად იყო და კვდებოდე, რომ შეითავსოს სახლის საქმე, ვთქვათ, მამაკაცმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 გავხდი, აბა არ გავხდი იმ ნასკს, მარააა/// ჩავტენი ყურებში//// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.