Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ლესელებმა სოფელში ~გახსნილი~ ხიდის მუშების ~როლში~ თანასოფლელები ამოიცნეს

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ კვირას, სოფელ ლესაში მდინარე ლეისწყალზე 24-მეტრიანი ხიდი გაიხსნა. აღნიშნული ხიდი 30 წლის განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და ოზურგეთისა და ლანჩხუთის მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ტროტუარები და საგზაო ნიშნები. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია ~სახარიამ~ შეასრულა. აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 101 000 ლარი გამოიყო. ხიდის გახსნას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიისა და ლანჩხუთის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თუმცა, აღნიშნული ხიდი რეალურად ადრე გაკეთდა, მაგრამ ამჯერად მოხდა მისი ოფიციალური გახსნა: ~თვეების წინ გახსნილი ხიდი იმ დღეს უცბად ~გადაკრასკეს~ _ წინადღეს წვიმდა და კვირას გადაღებეს. მუშები სადღა იყვნენ და ფორმა დაგვირიგეს იქ მცხოვრებლებს, შემდეგ კი გაგვხადეს...~ _ ამბობს მოსახლეობა.

ეს ბოლო პერიოდში მეორე შემთხვევაა, როცა ~ტელეპიარის~ დროს ~დადგმულ სცენარებს~ იყენებენ. შეგახსენებთ, რომ ძველით ახალ წელს მიხეილ სააკაშვილს სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახში მასპინძლის როლში ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობები დაახვედრეს, ამჯერად კი, რამაზ ნიკოლაიშვილს ხელი მუშების ნაცვლად ხიდთან ახლოს მცხოვრები ლესელებისთვის ჩამოართმევინეს. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, გახმაურდა, რადგან ხიდზე ~ჩამწკრივებული~ მუშები სინამდვილეში სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებსაც ერთ რამეზე დასწყდათ გული _ ქუდები და ფორმა მაინც ეჩუქებინათო.

 

http://gurianews.com/saz15.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი წინადადება მაქ - მოდით ეს "სასტაულები" მოვაგროვოთ ერთ ტემაში და საარჩევნოდ შევინახოთ, რომ გაახურებენ მაშინ ავაფაროთ ცხვირზე!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ერთი წინადადება მაქ - მოდით ეს "სასტაულები" მოვაგროვოთ ერთ ტემაში და საარჩევნოდ შევინახოთ, რომ გაახურებენ მაშინ ავაფაროთ ცხვირზე!

რრაღა უნდა ააფარო, მთელი ქვეყანა ნაცებს დასცინის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცით, ადრე ეს მართლა მუშაობდა:

 

ზუგდიდში "გახსნილ" ქარხანას იმედის თვალით შეჰყურებდა რუსთავი, ჩვენთანაც გახსნიანო;

გურიაში აშენებულ ხიდს რაჭა, ჩვენთანაც ააშენებენო;

სვანეთში დაგებულ გზას ფშავ-ხევსურეთი, ჩვენთანაც გაიყვანენო.

 

მაგრამ წლები გადის, კუთხე აღარ დარჩა საიდანაც ამგვარი სპექტაკლების ტელეტრანსლირება არ მომხდარიყო და ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა კუთხემ ნახა, რომ არათუ "მათთანაც" გაკეთდება რამე, არამედ სახელდახელო ბუტაფორიების აგება მიმდინარეობს, ჩამოივლიან ჯიპების კოლონით, იქეიფებენ, იცეკვებენ, იმღერებენ და...

 

ერთი ანეგდოტი გამახსენდა:

 

მიხოს მეზობელი, რომელსაც უაღრესად უჭირდა, გაყიდის სახლ-კარს, მიწებს, ყველაფერს და წავა ამერიკაში, ერთ თვეში ჩამოვა მაგარი გაზმანული, ბოლო მოდელი მერსედესით, მაგარ სახლს აიშენებს, მოკლედ ძალიან დიდი ფულით და ქონებით ბრუნდება.

მიზო ეკითხება, რა იშოვე ამნაირი, რა ქენი ამერიკაშიო? რა ვქენი და მივედი თეთრ სახლთან, დავდექი მუხლებზე და ბალახის ჭამა დავიწყე, გადმოიხედა კლინტონმა ფანჯრიდან და მკითხა რას აკეთებო? მე ვუთხარი, რა ვქნა მშია და საჭმელი არ მაქვსო. შეწუხდა კაცი ძალიან და მილიონი დოლარი მაჩუქაო.

მიხოსაც ჭკუაში დაუჯდება, თვითონაც გაყიდის ყველაფერს, მაგრამ ვიზას არ ჩაურტყამენ და მივა თბილისში, მთავრობის სახლთან, დადგება მუხლებზე და დაიწყებს ბალახის ძოვას. გადმოხედავს შევარდნაძე და რას შვრებიო? ესე და ესე, მიჭირს, მშია, არაფერი არ მაქვს და რა ვქნაო? მერე შე უბედურო,სულ რო გადაძოვე ყველაფერი, შეინახე ცოტა, ზამთარში რა უნდა ჭამოო? :read:

 

ასე ჩვენი საქმე, პირში ჩალაგამოვლებულები დაგვტოვა ყველა.

 

ვატყობ მე, დაიცლება საქართველო ჯანსაღი ნაწილისგან და დარჩებიან აქ შევარდნაძეები, მძოველები და რამდენიმე სტატისტი, ლენტის დასაჭერად და ფონზე "კასკით" და უნიფორმით დასადგომად.

 

გუშინ ერთი, ოდესღაც დიდი და ბედნიერი, უპატიოსნესი და უწესიერესი ოჯახი გავაცილეთ საქართველოდან, სამუდამოდ დატოვეს ქვეყანა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს ავსტრიაში. ჯერ თებერვალი არ მილეულა და უკვე მეორე ოჯახს გამოვემშვიდობე.

 

ცრემლებიც აღარ მაქვს უკვე. შენი დედა ვატირე მიშა! შენი დედაც ვატირე ვანო! თქვენი დედები ვატირე კიდევ ყველასი ვინც ერთგულად მსახურებთ ამათ. თქვენი ფეშქაში იყოს ჩემი წილი ქართული მიწა, ცა, ჰაერი და წყალი, ოღონდ ერთმანეთი არ დაძიძგნოთ და დაკორტნოთ მის გასაყოფად.

 

საბუთები გამზადებული მაქვს უკვე, მაისის ბოლომდე ვაცდი და თუ არაფერი შეიცვალა მეც ვტოვებ ამ ქვეყანას. რაც მაქვს ყველაფერს ბოლო კაპიკამდე გაჭირვებულ ოჯახებს დავურიგებ და წავალ. ორი ძმაკაცის გარდა აღარავინ დამრჩა ამ ქვეყანაში, სული და სიცოცხლე გაუმწარეს ყველას და აღარ მესამშობლოება მე ეს ქვეყანა, ცარიელი ქვები, ბალახი და ღრუბლებია ჩემთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:read:

ლესელებმა სოფელში ~გახსნილი~ ხიდის მუშების ~როლში~ თანასოფლელები ამოიცნეს

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ კვირას, სოფელ ლესაში მდინარე ლეისწყალზე 24-მეტრიანი ხიდი გაიხსნა. აღნიშნული ხიდი 30 წლის განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და ოზურგეთისა და ლანჩხუთის მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ტროტუარები და საგზაო ნიშნები. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია ~სახარიამ~ შეასრულა. აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 101 000 ლარი გამოიყო. ხიდის გახსნას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიისა და ლანჩხუთის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თუმცა, აღნიშნული ხიდი რეალურად ადრე გაკეთდა, მაგრამ ამჯერად მოხდა მისი ოფიციალური გახსნა: ~თვეების წინ გახსნილი ხიდი იმ დღეს უცბად ~გადაკრასკეს~ _ წინადღეს წვიმდა და კვირას გადაღებეს. მუშები სადღა იყვნენ და ფორმა დაგვირიგეს იქ მცხოვრებლებს, შემდეგ კი გაგვხადეს...~ _ ამბობს მოსახლეობა.

ეს ბოლო პერიოდში მეორე შემთხვევაა, როცა ~ტელეპიარის~ დროს ~დადგმულ სცენარებს~ იყენებენ. შეგახსენებთ, რომ ძველით ახალ წელს მიხეილ სააკაშვილს სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახში მასპინძლის როლში ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობები დაახვედრეს, ამჯერად კი, რამაზ ნიკოლაიშვილს ხელი მუშების ნაცვლად ხიდთან ახლოს მცხოვრები ლესელებისთვის ჩამოართმევინეს. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, გახმაურდა, რადგან ხიდზე ~ჩამწკრივებული~ მუშები სინამდვილეში სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებსაც ერთ რამეზე დასწყდათ გული _ ქუდები და ფორმა მაინც ეჩუქებინათო.

ვირტუალური სახელმწიფოს ხიბლი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

თუმცა, აღნიშნული ხიდი რეალურად ადრე გაკეთდა, მაგრამ ამჯერად მოხდა მისი ოფიციალური გახსნა

როდის ადრე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...