მალინა Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა დღეს ისეთი მძიმეა, როგორიც არასოდეს ყოფილა. საერთაშორისო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დედამიწის კლიმატის ცვლილებაში ადამიანების წვლილი 90 პროცენტს შეადგენს. ყველა ბუნებრივი ცვლილება სწორედ ადამიანის მოქმედებითაა გამოწვეული. მრავალი მეცნიერი ამბობს, რომ მომავალში ტემპერატურა შესაძლოა 2–დან 11 გრადუსამდე გაიზარდოს, ხოლო ზღვის დონე ნახევარ მეტრზე მაღლა აიწევს. ასევე გამოითქმება ვარაუდი, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე საკუთარი ღერძის გარშემო შეიცვლება. და ეს ყველაფერი არ არის. არცთუ სახარბიელო პროგნოზების თანახმად, დიდ, მაღალ ქედებზე და პოლუსებზე ყინული დადნება. ზოგიერთი რაიონი მთლიანად წყლით დაიფარება, სხვა ადგილებში კი გვალვა დაისადგურებს. ადამიანებს უწყლობა შეაწუხებს. მოსახლეობას თავს შიმშილი და ეპიდემიები დაატყდება. ფინალურ აკორდად კი ფლორისა და ფაუნის თითქმის მეოთხედით შემცირება იქცევა. ნავთობის მსოფლიო წარმოება თავის პიკს 2009–დან 2018 წლამდე მიაღწევს. ეს გარდატეხის მომენტი იქამდე მიგვიყვანს, რომ ნავთობის წარმოება შემცირებას დაიწყებს, და ბოლოსდაბოლოს ეს საკვების ნაკლებობამდე და სხვადასხვა ქვეყნების გამუდმებულ კამათამდე მიგვიყვანს ამოწურვის პირას მყოფი რესურსების კუთვნილებასთან დაკავშირებით. 2020 წელს ევროპას უამრავი წყალდიდობა დაატყდება თავს, რომლებიც მოსავლის უდიდეს ნაწილს გაანადგურებს. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ წვიმები სულ უფრო იშვიათად წამოვა, შეიძლება სასოფლო–სამეურნეო კულტურების 50 პროცენტი დაზარალდეს. ამ დროისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 7,6 მილიარდ ადამიანი იქნება. 2030 წელს ყველა მარჯნის რიფის თითქმის მეხუთედი გაქრება, ხოლო აზიის სანაპიროებთან ეს დანაკარგი 30 პროცენტს შეადგენს. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,3 მილიარდამდე გაიზრდება. არქტიკული ზღვის ყინულები 2040 წლისთვის გადნება, თუმცა მრავალი მეცნიერი ამ ვარაუდს არ ეთანხმება და ამ პროცესს 2060–დან 2105 წლამდე ვარაუდობს. 2050 წელს იმის დიდი ალბათობაა, რომ პატარა ალპური ყინულები გაქრება, ხოლო დიდი მყინვარები თავიანთი მოცულობის 70 პროცენტს დაკარგავენ. 2060 წელს აღმოსავლეთ აზიაში მოსავალი 20 პროცენტით გაიზრდება, ცენტრალურ აზიაში კი 30 პროცენტით შემცირდება. ამგვარი ცვლილებები სხვა კონტინენტებზეც შეინიშნება. ცხოველთა სამყაროს მეოთხედი გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდება. 2080 წლისთვის ადამიანთა დასახლებების 20 პროცენტს წყალდიდობები წალეკავს. სანაპიროებზე მცხოვრებ 100 მილიონ ადამიანს ყოველწლიური წყალდიდობები შეაწუხებს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს თავს ტროპიკული გრიგალები დაატყდება. 1,1–დან 3,2 მილიარდამდე ადამიანი წყლის კატასტროფული უკმარისობით დაზარალდება, ხოლო 600 მილიონს შიმშილობა შეაწუხებს. ამ ყველაფერს დაემატება ტროპიკული ცხელების ეპიდემია, რომელიც 3,5 მილიარდ ადამიანს დაატყდება თავს. 2100 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ყველა დასაშვებ ზღვარს გადასცილდება. ეკოსისტემას კლიმატის ცვლელებასთან შეგუება მოუწევს. მუდმივი გამყინვარებისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩება. დედამიწის თითქმის 40 პროცენტზე სხვაგვარი კლიმატი დამყარდება, ხოლო გადაშენებული მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობა მილიონს მიაღწევს. 2200 წლისთვის კი დღე წამის მეათედით შემცირდება, ვინაიდან ოკეანეების ზომის ცვლილების გამო დედამიწა დამძიმდება და მეტი სიჩქარით იბრუნებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 მე მჯერავს და რაც მალე დაიღუპება, მით უკეთესი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 (edited) რამდენი უბედური კატაკლიზმები ხდება დღესდღეობით თუ გადავხედავთ, ძნელი დასაჯარებელი არ უნდა იყოს ეს "ვარაუდები".. ბოლოს და ბოლოს მეცნიერები მუშაობენ ამაზე.. თუმცა იქნებ მანამდე არც მიაღწიოს კაცობრიობამ, ან იქნებ გამოსწორდეს.. ეს არავინ იცის... მთავარია, ადამიანები გონს მოვეგოთ და გავუფრთხილედეთ რამდენადაც შესაძლებელია ჩვენი მხრიდან..თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანებს ზემოთ მდგომი ადამიანები მართავენ, რომელთა მმართველობას ერთი ადამიანი ვერ შეეწინააღმდეგება .. აღდგენას კი უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე განადგურებას დასჭირდა ... Edited February 20, 2010 by Pariz Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gvanci_gvanci Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 ყველაფერია მოსალოდნელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 მეცნიერები მუშაობენ ამაზე.. ზუსტად ეგ მეცნიერები აჩქარებენ პრცესს :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 ზუსტად ეგ მეცნიერები აჩქარებენ პრცესს :TAT: მაგას ვიძახი, ზემოთ მდგომ ადამიანებში ეგენი ვიგულისხმე.. მაგრამ ყველა მეცნიერს ერთ ქვაბში ნუ ვხარშავთ..ეგ სხვა მეცნიერები არიან.. ყველაფერი რაც დღეს გვაქვს მაგათი დამსახურებაა, თუმცა სავალალო შედეგებით.. მივაღწიეთ სასწაულებს, მაგრამ ვანადგურებთ დედამიწას.. ისევ მაგათმა იციან ამ შედეგების ფასი ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 ყველა მეცნიერს ერთ ქვაბში ნუ ვხარშავთ.. არა, როგორ გეკადრებათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 (edited) საერთაშორისო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დედამიწის კლიმატის ცვლილებაში ადამიანების წვლილი 90 პროცენტს შეადგენს. ყველა ბუნებრივი ცვლილება სწორედ ადამიანის მოქმედებითაა გამოწვეული.მრავალი მეცნიერი ამბობს, რომ მომავალში ტემპერატურა შესაძლოა 2–დან 11 გრადუსამდე გაიზარდოს, ხოლო ზღვის დონე ნახევარ მეტრზე მაღლა აიწევს. ასევე გამოითქმება ვარაუდი, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე საკუთარი ღერძის გარშემო შეიცვლება.და ეს ყველაფერი არ არის. არცთუ სახარბიელო პროგნოზების თანახმად, დიდ, მაღალ ქედებზე და პოლუსებზე ყინული დადნება. ზოგიერთი რაიონი მთლიანად წყლით დაიფარება, სხვა ადგილებში კი გვალვა დაისადგურებს. ადამიანებს უწყლობა შეაწუხებს. მოსახლეობას თავს შიმშილი და ეპიდემიები დაატყდება. ფინალურ აკორდად კი ფლორისა და ფაუნის თითქმის მეოთხედით შემცირება იქცევა.ნავთობის მსოფლიო წარმოება თავის პიკს 2009–დან 2018 წლამდე მიაღწევს. ეს გარდატეხის მომენტი იქამდე მიგვიყვანს, რომ ნავთობის წარმოება შემცირებას დაიწყებს, და ბოლოსდაბოლოს ეს საკვების ნაკლებობამდე და სხვადასხვა ქვეყნების გამუდმებულ კამათამდე მიგვიყვანს ამოწურვის პირას მყოფი რესურსების კუთვნილებასთან დაკავშირებით.2020 წელს ევროპას უამრავი წყალდიდობა დაატყდება თავს, რომლებიც მოსავლის უდიდეს ნაწილს გაანადგურებს. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ წვიმები სულ უფრო იშვიათად წამოვა, შეიძლება სასოფლო–სამეურნეო კულტურების 50 პროცენტი დაზარალდეს. ამ დროისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 7,6 მილიარდ ადამიანი იქნება.2030 წელს ყველა მარჯნის რიფის თითქმის მეხუთედი გაქრება, ხოლო აზიის სანაპიროებთან ეს დანაკარგი 30 პროცენტს შეადგენს. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,3 მილიარდამდე გაიზრდება.არქტიკული ზღვის ყინულები 2040 წლისთვის გადნება, თუმცა მრავალი მეცნიერი ამ ვარაუდს არ ეთანხმება და ამ პროცესს 2060–დან 2105 წლამდე ვარაუდობს.2050 წელს იმის დიდი ალბათობაა, რომ პატარა ალპური ყინულები გაქრება, ხოლო დიდი მყინვარები თავიანთი მოცულობის 70 პროცენტს დაკარგავენ.2060 წელს აღმოსავლეთ აზიაში მოსავალი 20 პროცენტით გაიზრდება, ცენტრალურ აზიაში კი 30 პროცენტით შემცირდება. ამგვარი ცვლილებები სხვა კონტინენტებზეც შეინიშნება. ცხოველთა სამყაროს მეოთხედი გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდება.2080 წლისთვის ადამიანთა დასახლებების 20 პროცენტს წყალდიდობები წალეკავს. სანაპიროებზე მცხოვრებ 100 მილიონ ადამიანს ყოველწლიური წყალდიდობები შეაწუხებს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს თავს ტროპიკული გრიგალები დაატყდება. 1,1–დან 3,2 მილიარდამდე ადამიანი წყლის კატასტროფული უკმარისობით დაზარალდება, ხოლო 600 მილიონს შიმშილობა შეაწუხებს. ამ ყველაფერს დაემატება ტროპიკული ცხელების ეპიდემია, რომელიც 3,5 მილიარდ ადამიანს დაატყდება თავს.2100 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ყველა დასაშვებ ზღვარს გადასცილდება. ეკოსისტემას კლიმატის ცვლელებასთან შეგუება მოუწევს. მუდმივი გამყინვარებისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩება. დედამიწის თითქმის 40 პროცენტზე სხვაგვარი კლიმატი დამყარდება, ხოლო გადაშენებული მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობა მილიონს მიაღწევს.2200 წლისთვის კი დღე წამის მეათედით შემცირდება, ვინაიდან ოკეანეების ზომის ცვლილების გამო დედამიწა დამძიმდება და მეტი სიჩქარით იბრუნებს.მალინა ამის წყაროს ვერ მეტყვი? Edited February 20, 2010 by irene Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 irene ერთ-ერთ საიტზე იდო წორდის ფაილის სახით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 irene ერთ-ერთ საიტზე იდო წორდის ფაილის სახით გასაგებია... არმაგედონია რა - გული მისკდება რომ ვკითხულობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 irene მე პახოდუ ვითვლი, რომელში რამდენის ვიქნები :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 irene მე პახოდუ ვითვლი, რომელში რამდენის ვიქნები :D ჩემზე არა, ჩემს ძმიშვილებზე ვითვლი :ravic: თავს მოვიკლავ ცვეტში .... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 irene ძმიშვილებზეუფ :ravic:(( კაი რა..... მე ჩემზე და ნეკროზე ჩვენ არ გვიწვეს მგონი :duel: არადა მე მინდა რომ მომიწიოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 irene უფ :ravic:(( კაი რა..... მე ჩემზე და ნეკროზე ჩვენ არ გვიწვეს მგონი :duel: არადა მე მინდა რომ მომიწიოს რა უფ არ გამაგიჟო ეხლა ეგენი არიან ჩემი "ნეკროები" და რად გინდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 irene ეგენი არიან ჩემი "ნეკროები" :ლოოოოლ :ravic:) და რად გინდა?რავი მინდა.... მაინტერესებს რა მოხდება... აუ მართლა მინდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.