shamili Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უინსტონ ჩერჩილს შეადარა თავი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობას 1940-1945 და 1951-1955 წლებში ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება. რუსული სააგენტოს ინფორმაციით, სააკაშვილი ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა. "მიაჩნიათ, რომ მე ცხელი და შემტევი ვარ. სწორედ ასე ახასიათებდნენ ჩერჩილს ამერიკაში",-აღიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ შეიარაღებული კონფლიქტების განახლების საფრთხეს არ გამორიცხავს. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, შეჭრა ისევ მოხდეს, თუმცა, არ კონკრეტდება, საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ეხება თუ არა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქართული ქვედანაყოფები ავღანეთის პროვინცია გილმენდში ჩავლენ. ამ რეგიონში ნატო-ს ჯარები და ავღანელი ჯარისკაცები "თალიბანის" მოძრაობის მებრძოლების წინააღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციას - "მოშტარაკს" ატარებენ. ვინა სთქვა საქართველოზე ეგ არის ლომი კვდებაო ... ჩემი სოლიდარობა და თანადგომა ბატონ სააკაშვილს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის წმინდათაწმინდა ბრძოლაში ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 არის ეს თემაhttp://planeta.ge/index.php?showtopic=16396 იხურება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 მზეო, ამოდი, ამოდი,ნუ ეფარები გორასა,სიცივეს კაცი მოუკლავს,საწყალი აგერ გორავსა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts