shavlego91 Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 shavlego91 საინტერესო და ღირებული მონაცემებიალინკს თუ დააგდებ მადლობელი ვიქნები ახლა ვერ მოგაწვდი...იმედია მალე დავდებ ლინკს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 კონფედერაცია სამოქალაქო ომის დასრულებისა და ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის ვფიქრობ ყველაზე რეალური შესაძლებლობაა, მაგრამ არც აფხაზეთი, არც ოსეთი და არც დანარჩენი საქართველო კონფედერაციისთვის მზად არ არის .. სამწუხაროდ ამ თემაზე არავინ ან თითქმის არავინ არ მუშაობს ..ზაქარეიშვილ–ცაბოშვილ– ხუბუა მუშაობენ 10 წელია..ტყუილის მეასეჯერ გამეორება. არ არსებობს ბუნებაში რესპების საქართველოს კონფედერაციული მოწყობის გეგმა. ხუბუა არაა ჩემი დასაცავი, მაგრამ მას აქვს დაწერილი წიგნი, რომელიც ზოგადად ფედერაციულ სისტემებს განიხილავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 გარედან ფედერაციული და ახლოს,რომ მივედი კონფედერაციული(კახელის არ იყოს)...ეს კონცეფციები სამეცნიერო კონფერენციებზეც გვაქვს განხილული და დასკვნები იყო ცალსახა.. შეეშვით ბატონებო მარიონეტების დაცვებს, საქართველოს დაცვაზე დახარჯეთ ენერგია...ესაა ჩემი კომენტარი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 shavlego91 გარედან ფედერაციული და ახლოს,რომ მივედი კონფედერაციული(კახელის არ იყოს)...ეს კონცეფციები სამეცნიერო კონფერენციებზეც გვაქვს განხილული და დასკვნები იყო ცალსახა..მაგარი კოფერენციები იყო ეტყობა და შესაბამისი დასკვნებიც. თქვენი აზრით ესპანეთი კონფედერაციული ქვეყანაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 ანზორ გვარამია, ივლისი, 2008 წელი ჩეჩნები, ინგუშები, ადეღეელები და სხვებიც ქართველთა სისხლით ნათესავები არიან, როგორც იბერიულ-კავკასიური ოჯახის წევრები. თუ ვინ ჩაახშო ეგ ცნობიერება, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ. ავტორი ენგურის ხიდთან: სათვალთვალო ჯიხურში ჩეჩენი იჯდა. შორეულ მთებს გასცქეროდა ერთობ მოწყენილი. სარკმელზე რომ დაუკაკუნეს, ფეთიანივით წამოხტა და ავტომატი მოიმარჯვა. ჯიხურთან წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება ახალგაზრდა იდგა. "ზემლიაკ, - შეეხვეწა იგი ჩეჩენს, - დამეხმარე ძმურად!" - "ვინა ხარ?" -"აფხაზი, ასტიკო ესართია!" "ქართველი?" "არა. ხომ გითხარი, აფხაზი-მეთქი!" "რა გინდა?" " ხიდზე ბიძაშვილი მელოდება, გთხოვ შემახვედრო, აჰა, აჯიკა და არაყი მოგიტანე!" "კი მაგრამ შენი ბიძაშვილი ხომ აფხაზია, და ზუგდიდში რა უნდა?" "არა ის ქართველია. მე რუსეთის მოქალაქე ვარ შენსავით, ის კი საქართველოს მოქალაქეა!" ხიდის მეორე მხარეს ისეთივე წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება ახალგაზრდა იდგა. "შენ ხარ ესართია?"- ჰკითხა მას ჩეჩენმა. "ჰო, მე ვარ. ქართულად ჩემი გვარი ნიშნავს :ეს ერთიაო". "რა გქვია?" -"ძუკუ". " რაღა ორშაბათი აირჩიეთ შესახვედრად. მძიმე დღეა პონედელნიკ. თქვენებურად რა ჰქვია?" "ორშაბათი, ანუ თუთაშხა.- უპასუხა ძუკუმ. "აა- გაოცდა ჩეჩენი. პონაშემუ "ორმ". ვტორნიკ კაკ პოვაშემუ?" "სამშაბათი." ვაა. პონაშემუ "სამშ". შენი ის მითხარი კაკ ვოსკრესენიე პოვაშემუ?" "კვირა." აი საოცრება, - ამოიყვირა ჩეჩენმა,- პონაშემუ "კირა"! ძუკუ ხუმრობის ხასიათზე დადგა, რაღაცას უამბობდა. ჩეჩენი აღარ უსმენდა, მოწყენილი ჩანდა, ფიქრებს მისცემოდა. სათვალთვალო პუნქტთან გააჩერა ჩეჩენმა მანქანა. ძუკუ და ასტიკო ერთმანეთს გადაეხვივნენ. კარგა ხანს იყვნენ გადაჭდობილი, რომ გამოერკვნენ, ჩეჩენი უკვე იქ აღარ იდგა. მთელი კვირა ეძება რუსის ოფიცრობამ ჩეჩენი. მაგრამ ვერსად ვერ ნახა. თავის მთებში გაქცეულიყო ჩეჩენი ......... ძუკუ წაიკითხე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე ლაპარაკი არასწორია,დავილაპარაკებთ მხოლოდ მაშინ როდესაც საქ. გახდება ნორმალური ქვეყანა,ანუ იქნება მიმზიდველი,ეს ერთი,მეორე დარეგულირდება ურთიერთობა რუსეთთან და აფხაზურ ელიტასთან,აი შემდეგ უკვე შესაძლებელია ვაჭრობა, დღეს ჩვენ ვერაფერს შევთავაზებთ, გახვრეტილი ჯიბე გვაქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლების მოღვაწების შტრიხები-1990 წლის 11 დეკემბერს უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება ;1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობაზე ხელმოწერა,;აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები); Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.