Jump to content
Planeta.Ge

გაბრიელ გარსია მარკესი


Recommended Posts

გაბრიელ გარსია მარკესი

 

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) (6 მარტი, 1928) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.

 

გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის, მაგიური რეალიზმი, წამყვანი ფიგურა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მწერლობა ამ სტილისთვის ემბლემურია, მისი კატეგორიზაცია მხოლოდ მასში შეუძლებელი იქნებოდა.

 

ცხოვრება და შემოქმედება

 

გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთი ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.

 

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი" იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გაცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ-გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.

 

მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ-გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" და "სიყვარული შავი ჭირის დროს". ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.

 

გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი "მარტოობის ასი წელიწადი" გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. წიგნი მოგვითხრობს მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაბოდიან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა, მისი ნაყოფიერი და შემოქმედებითი ლიტერატურული კარიერისათვის.

 

1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს - ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედი ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, "ლა რეპუბლიკა"-ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციის გამო.

 

2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა წინ: Vivir Para Contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი - ახალ ბესტსელერად იქცა.

 

რომანები

 

* 1962 – ავბედითი საათი (La Mala Hora)

* 1967 – მარტოობის ასი წელიწადი (Cien Anos De Soledad)

* 1975 – პატრიარქის შემოდგომა (El Otono Del Patriarca)

* 1981 – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (Cronica De Una Muerte Anunciada)

* 1985 – სიყვარული შავი ჭირის დროს (El Amor En Los Tiempos Del Colera)

* 1989 – გენერალი მის ლაბირინთში (El General En Su Laberinto)

* 1994 – სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ (Del Amor Y Otros Demonios)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

პოლკოვნიკს არავინ სწერს

მინდა

და წიგნი ვერვიშოვე

:((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომკალით და ვერ ვიტან ამ მწერალს რა

რატო?

 

მე წავიკითხე! ქართულად! :crazy:

 

გაქვს წიგნი? :( :( :cry: :)) :)

:user: :user: :user: :user: :user: :user: :user: :user: :user: :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაქვს, მარა შენ რა ხეირი, მე რო მაქვს ეგ წიგნი... :crazy:

კაკრასრა

რა წამრმოდგენაც მაქვს შენზე

ამართლებ წარმატებით :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაკრასრა

რა წამრმოდგენაც მაქვს შენზე

ამართლებ წარმატებით :(

:blink:

 

"პოლკოვნიკს არავინ სწერს"-ის (:rolleyes:) არმთხოვებელის წარმოდგენა გქონდა ჩემზე? :blink:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა კლდის პირას მდოგომ საოცდავ არსებას ხელს რომ კარვას

ისეთის :rolleyes:

 

გასაჭირში რომ მარტოდ ატოვებსსს :( :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ტიპის მწერლები არ მომწონს... რო უნდა აგატიროს როგორმე :(

 

და მხედველობაში "ბოლო (ან უკანსკნელი) სტიყვა" გაქვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა არა ეგ ბოლო სიტყვა კიდე ცალკე ბაზარია... შემოქმედებაც მასეთია რა... არ დევს დუხი... არაფერს არ ამბობს ჩემთვის ეს კაცი დგას და წერს "საგრუზავ მასალებს"
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა კლდის პირას მდოგომ საოცდავ არსებას ხელს რომ კარვას

ისეთის :rolleyes:

 

გასაჭირში რომ მარტოდ ატოვებსსს :( :(

არაფერი გეტყობა საცოდავი არსების! :straight face:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა არა ეგ ბოლო სიტყვა კიდე ცალკე ბაზარია... შემოქმედებაც მასეთია რა... არ დევს დუხი... არაფერს არ ამბობს ჩემთვის ეს კაცი დგას და წერს "საგრუზავ მასალებს"

ააჰა

გასაგებია

 

არაფერი გეტყობა საცოდავი არსების! :straight face:

ავატარი მაინც შეცვალე რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...