newstudio Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 “ალიანსი საქართველოსთვის” ოპოზიციას გაერთიანების ფორმულას სთავაზობს - ყველა პარტიას მინუს ერთი. “ალიანსი საქართველოსთვის” “მინუს ერთში” ნოღაიდელის პარტიას გულისხმობს. “ალიანსის” თანათავმჯდომარეები დავით გამყრელიძე და დავით უსუფაშვილი აცხადებენ, რომ ნოღაიდელს დღეს აქვს გაურკვეველი როლი ქართულ პოლიტიკაში, კრიმინალური წარსული და, შესაბამისად, ამ ადამიანთან მოლაპარაკებებს “ალიანსი საქართველოსთვის” არ აპირებს. “ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარეები დანარჩენ პოლიტიკურ ძალას, როგორც თავად აცხადებენ, აძლევენ მოლაპარაკების შანსს, ყველას ეპატიჟებიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, წინაპირობების გარეშე. როგორც დავით უსუფაშვილმა დააკონკრეტა, წინაპირობების გარეშე ნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ამ მაგიდასთან უნდა შეიკრიბოს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება.“ალიანსის“ კანდიდატებად რჩებიან ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი), თუმცა თუ ოპოზიციური ძალებიდან ვინმე დაამტკიცებს, რომ არსებობენ ამ ორ პოლიტიკურ ფიგურაზე უფრო ძლიერი კანდიდატები, ამ შემთხვევაში “ალიანსი საქართველოსთვის” გაერთიანებულ კანდიდატს მხარს დაუჭერს”,-აღნიშნა უსუფაშვილმა. თუმცა, “ალიანსის” აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია. “მივიჩნევთ, რომ “ალიანსი” არის თვითკმარი და ძლიერი გაერთიანება, მაგრამ უფრო ძლიერი ერთობა წაადგება ქვეყანას. ოპოზიციურ ძალებს ამ არჩევნების წინ ვაძლევთ გაერთიანების და მოლაპარაკებების ბოლო შეთავაზებას. არავინ უნდა მოვიდეს ახირებული იდეებით და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ მაგიდასთან არ ვეპატიჟებით და ვერ მოვილაპარაკებთ ზურაბ ნოღაიდელთან, რომლის პოლიტიკური როლი ჩვენთვის მიუღებელი და გაურკვეველია”,– განაცხადა უსუფაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 ძალიან კარგი.რადგან ოპოზიციას სთავაზობს ამიტომ მინუს ერთი. სხვა შემთხვევაში მინუს ორი, ანუ დაემატება ნაციონალური მოძრაობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 (edited) ალიანსი საქართველოსთვის” ოპოზიციას გაერთიანების ფორმულას სთავაზობს - ყველა პარტიას მინუს ერთი. “ალიანსი საქართველოსთვის” “მინუს ერთში” ნოღაიდელის პარტიას გულისხმობს.ჰეჰ, არადა რამდენი ძალისხმევა გაწია ნაცმომ ნოღას მტრის ხატად ქცევისთვის, საღოლ ალიანსი, ნაცმაცუნებს წყალში ჩაუყარეს ამდენი შრომა Edited February 17, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 თუმცა თუ ოპოზიციური ძალებიდან ვინმე დაამტკიცებს, რომ არსებობენ ამ ორ პოლიტიკურ ფიგურაზე უფრო ძლიერი კანდიდატები, ამ შემთხვევაში “ალიანსი საქართველოსთვის” გაერთიანებულ კანდიდატს მხარს დაუჭერს”,-აღნიშნა უსუფაშვილმა. თუმცა, “ალიანსის” აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია.დატმო ერტხელ უსუფამ გრეჩიხაზე--იგივე შეცდომას იმედია არ იზამენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 (edited) არავინ უნდა მოვიდეს ახირებული იდეებით და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ მაგიდასთან არ ვეპატიჟებით და ვერ მოვილაპარაკებთ ზურაბ ნოღაიდელთან, რომლის პოლიტიკური როლი ჩვენთვის მიუღებელი და გაურკვეველია”,– განაცხადა უსუფაშვილმა.ბუახახახა, ორჯერ არის ნოღა ნახსენები, ჭოჭი ანცებს : პროექტი, კოდური სახელწოდებით ნოღა-ნაცმოს ჩაუვარდა Edited February 17, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 T_A_T დატმო ერტხელ უსუფამ გრეჩიხაზე--იგივე შეცდომას იმედია არ იზამენძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდით მაშინ ტატ. წესით ანდა აგვეღო და ცალკე გამოვსულიყავ, მაგრამ ხომ ცალსახად ამბიციურობა და სკამის სურვილი დაგვბრალდებოდა. დავრჩით და მთელმა არჩევნებმა ჩვენს კისერზე გადაიარა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 ეს ბოლო დღეებია არ შეიძლება ყველამ მოხსნას თავისი კანდიდატურა და ერთ საერთო, უპარტიო კანდიდატზე შეთანხმდნენ? ოღონდ გრეჩიხაზე არა.მაგალითად დათო მაღრაძეზე რომ შეაჩერონ არჩევანი რომელი იტყვის უარს და რატომ?უნდა შევთავაზო დღეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 არავინ უნდა მოვიდეს ახირებული იდეებითეს ალბათ პრაიმერისტებს ეხებათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 analgin ოღონდ გრეჩიხაზე არაადრე ხო გიყვარდა გრეჩიხა? :buchti: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 მაგალითად დათო მაღრაძეზეუპსეს ალბათ პრაიმერისტებს ეხებათ.გნაწ იხ ვ შეიუ დურაკოვ! და ისე ნოღAიდელი კრიმინალური წარსულის მატარებელია და ბურჯიკა არა?ისე ნოღAიდელი აპრილის მოვლენებსაც გაემიჯნა ასე რომ ეხლა დაასწრეს-ალბათ ნაკლებად რომ სტკენოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ შეიძლება გამონჩდნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ნოღაიდელთან კავშირს ვერ დათმობენ. ამის შესახებ, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა წინაპიროებების გარეშე შესთავაზა. ამასთან, ~ალიანსის~ ლიდერები აცხადებენ, რომ მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ პარტიასთან არ სურთ მოლაპარაკება. “ჩვენ აქტიურად ვაპირებთ გადავიდეთ მოლაპარაკებებზე მათთან ვინც გაიზიარებს ფორმულას - “ყველას მინუს ერთი”. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ძვირფასი აღმოჩნდეს ბატონი ნოღაიდელი. ამ შემთხევევაში ჩვენ ღიად და პატიოსნად ვუცხადებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ამ კომპრომისს, თუნდაც ერთიანობის იდეის გამო, ვერ დავუშვებთ. ზურაბ ნოღაიდელი თავისი წარსულითა და დღევანდელი ორიენტაციით მთლიანად მიუღებელია ჩვენთვის”, - განაცხადა გამყრელიძემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 Saturn როგორც ადამიანი და ეხლაც ეგრეა. მაშინ როცა მისი კანდიდატურა იყო დაყენებული საპრეზიდენტოდ, ნათლად იყო გაცხადებული, რომ ის იქნებოდა 3-6 თვე, რათა პროცედურულად დაენიშნა რეფერენდუმი ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლისა, ამის მერე გადადგებოდა და ინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები. მე ამას ვუჭერდი მხარს და ეხლაც დავუჭერ განხორციელებადი რომ იყოს და არა გრეჩიხას.ეხლაც თუ დააყენებენ გრეჩიხას კანდიდატად, ეხლაც დავუჭერ მხარს. უბრალოდ მაგრად მეცოდება ამდენი ბოღმა და ავადმყოფი ხალხის ხელში. არ მინდა ისევ გაგრძელდეს და გაძლიერდეს მისი ბოლო სიტყვებით ლანძღვა თითიდან გამოწოვილი ჭორების საფუძველზე...ტიპი სახლს ყიდის, რომ ახალდაქორწინებულ შვილს ცალკე სახლი უყიდოს და ამათმა წიტელ პარკში ცამეტი მილიონიო, შვეიცარიაში ვილა აქო, ესაო ისაო.უცნაური ისაა, რომ ოპოზიციონერთა ნაწილი მიშასთან ალიანსში ადანაშაულებს, ხელისუფლება კი რუსეთთან. მაგრად გაიბანძა თავი თავისი მიამიტომით და ვერ მოტვინა რო გულწრფელობა ყველაზე საშიში პოლიტიკაა საქართველოში, ბეწვის ხიდზე სიარულია.ნუ მკიდია, ვისაც გინდათ გააგრძელეთ მისი დაცინვა და ლანძღვა, მე მასთან ჩემი პიროვნული დამოკიდებულება მაქვს და დავიტოვებ უფლებას არ გავითვალისწინო ვინ რა ჭორი მოისმინა და რა ლოგიკური დასკვნები გააკეთა. საკუთარი თვალების და ყურების უფრო მჯერა. მის უახლოეს წრეს ვიცნობ სათითაოდ და ერტად აღებული ყველას და რამე რომ ყოფილიყო პირველი მე გავიგებდი.რაც გინდა ის იღადავე სატურნ. რეაქცია აღარ მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 (edited) ძალიან კარგი.რადგან ოპოზიციას სთავაზობს ამიტომ მინუს ერთი. სხვა შემთხვევაში მინუს ორი, ანუ დაემატება ნაციონალური მოძრაობა.ალასანია ვაჟკაცი მამის შვილია და ჯერ კიდევ აქვს შანსი სუბარი მოიშოროს, იმ ალიანსიდან გამივიდეს და დამოუკიდებლად შექმნას მემარჯვენე ცენტრისტული მიმართულების ეროვნული, ანტირუსული პოლიტიკური გუნდი და რაც მთავარია ერისა და ბერის გასაგონად განაცხადოს რომ 1 . მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოს უპირობო, სრულ დეოკუპაციამდე საქართველო არ აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან. 2 . საქართველოს უპირობო, სრულ დეოკუპაციამდე მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლება გააძლიერებს რუსეთის იმპერიაზე სამართლებრივ ზეწოლას დეოკუპაციის კუთხით ყველა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციის ( ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, გაერო, ჰააგის სასამართლო, სარჩელი შეიარაღებული აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნოწმენდის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეაზე და სხვა ) და მსოფლიო სამართლის ყველა შესაბამისი პუნქტის გამოყენებით. 3 . არაფრის დიდებით არ მოაწერს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას ხელს სეპარატისტებთან. 4 . საქართველო შეინარჩუნებს უნიტარულ ტერიტორიულ მოწყობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამონაკლისის სახით. 5 . მკაცრად გააკონტროლებს საზღვრებს, მაგრამ არაფრის დიდებით არ მოახდენს საზღვრის დემარკაციას არც თურქეთთან, არც სომხეთთან, არც აზერბაიჯანთან და აფხაზეთის დაბრუნების შემდეგ არც რუსეთთან. 6 . საფუძველს ჩაუყრის საქართველოს ჰიპერმილიტარისტულ სახელმწიფოდ, მასობრივი განადგურების იარაღის ექსპორტიორ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას აი ამ გადაწყვეტილებებს თუ მიიღებს ალასანია მე პირველი დავუდგები გვერდში Edited February 17, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 (edited) ძუკუ რადგან ოპოზიციას სთავაზობს ამიტომ მინუს ერთი. სხვა შემთხვევაში მინუს ორი, ანუ დაემატება ნაციონალური მოძრაობა. ესენი ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ ჩემის აზრით.ნოღაიდელი და მიშა. Edited February 17, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 shamili 6 . საფუძველს ჩაუყრის საქართველოს ჰიპერმილიტარისტულ სახელმწიფოდ, მასობრივი განადგურების იარაღის ექსპორტიორ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას :auf: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.