Jump to content
Planeta.Ge

რევაზ ინანიშვილი


Recommended Posts

http://i031.radikal.ru/0805/68/8f33fabaf84e.jpg

 

ბიოგრაფია

 

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში.

 

1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943-45-ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.

 

1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო და მუშაობა დაიწყო "სამგორის" არხის მშენებლობაზე.

 

1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

 

1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.

 

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში".

 

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში.

 

1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.

 

1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი.

 

პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" - 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.

 

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

მისი მოთხრობების ძირითადი კრებულები:

 

"მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან" (1958)

"წვეთები ფოთლებზე" (1962)

"ცოსფერი გორგალი" (1968)

"საღამო ხანის ჩანაწერები" (1971)

"ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა" (1974)

"ჩიტების გამომზამთრებელი" (1978)

 

მწერალს ეკუთვნის საბავშვო კრებულებიც:

 

"ბედნიერი მთა" (1960)

"ბიბო" (1964)

"სად ცხოვრობს მეზღაპრე" (1970)

"მგლის ლეკვები" (1973)

"შორი თეთრი მწვერვალი" (1976), რომელშიაც 1977 წ. მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

 

მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები:

 

"არდადეგები"

"დაბრუნებული ღიმილი"

"ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"

"ფერმა მთაში"

"ზაფხული სოფლად" ("პასტორალი", თანაავტორი ოთარ იოსელიანი)

"ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე)

"ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია)

 

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მიყვარს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები განსაკუთრებირ კი "ნატვრის ხე"
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მიყვარს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები განსაკუთრებირ კი "ნატვრის ხე"

 

ისადა

ლეონიძის არ არი ეგ?

თუ ინანიშვილის როელიმე მოთხრობას ქვია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მიყვარს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები განსაკუთრებირ კი "ნატვრის ხე"

 

 

 

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=1450

 

 

აქეთ მობრძანდი გენაცვალე :chups:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მიყვარს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები განსაკუთრებირ კი "ნატვრის ხე"

ლეონიძისაა ნატვრის ხე... და მშვენიერი მოთხრობაა :)) მარა შენ რევაზას მოსყიდული პლაგიატი ხარ და ვითხოვ დაგედოს აიპი ბანი! http://talk.ge/style_emoticons/default/connie_skilletgirl.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლანა ნუ მარცხვენ ბოლოს და ბოლოს ერთად დავდივართ ქართულზე და ერთად ვწერთ თემებს!

 

ნუ გამაგიჟე ეხლა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...