analgin Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 (edited) ეხლა დავფიქრდი და მთელი ისტორიის მანძილზე საქართველომ ვერ იგუა სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობისა და მოწყობის ვერცერთი ფორმა.საერთოდ ქართველები რადიკალიზმითა და მაქსიმალიზმით გამოვირჩევით: ჩვენში მონარქია ტირანიაში გადადის, მემარჯვენეობა ფაშიზმში, მემარცხენეობა კომუნიზმში და ა.შ. ქვეყნის არსებობის მანძილზე, ყოველ 10-15 წელიწადში ერთხელ მუდმივად იფეთქებდა ხოლმე აჯანყებები მეფის, ფეოდალების, ბატონების, სახელმწიფოს მეთაურებისა თუ პრეზიდენტების წინააღმდეგ; მუდმივად უკმაყოფილონი ვიყავით და მუდმივად ვთვლიდით რომ ვიღაც ჩვენი პირიდან ამორთმეული ლუკმით უშრომლად, არხეინად და უზრუნველად ცხოვრობდა. ერთადერთი ხანგრძლივი პერიოდი (შედარებით) კომუნიზმი იყო, რომელიც გავითავისეთ და ჩვენი უკმაყოფილება თუ არ გაქრა, მაქიმალურად შემცირდა. 70 წლის განმავლობაში მმართველთა მიმართ პროტესტი არ გაჩენილა მანამ, სანამ მმართველობის ფორმა და იდეოლოგია იმდენად არ შესუსტდა, რომ "პერესტროკის" შემდეგ კოოპერატივების, ინდმეწარმეების, შპს-ების სახით დასავლეთიდან კაპიტალიზმისა და მემარჯვენეობის ვირუსმა არ მოიცვა ქვეყანა, ერთი შეხედვით ნელა, თუმცა ისტორიისთვის საკმაოდ სწრაფად, მაქსიმუმ 7-8 წელიწადში. არ იფიქროთ ის დრო და ის იდეოლოგია მიმაჩნდეს ჩვენთვის საუკეთესო, რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. მე ის მაინტერესებს რატომ მოხდა ასე და რა იყო ამის მიზეზი? იუზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არა? © ლიცი Edited February 17, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 analgin დამოკიდებულება მაქვს. მე ის მაინტერესებს რატომ მოხდა ასე და რა იყო ამის მიზეზი?მუქთად ვჭამდით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 არ იფიქროთ ის დრო და ის იდეოლოგია მიმაჩნდეს ჩვენთვის საუკეთესო, რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. მე ის მაინტერესებს რატომ მოხდა ასე და რა იყო ამის მიზეზი?ალბატ კავკასიურ ხასიათსია, კონკრეტულად კი "ხვალემ იფიქროს ხვალისა" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 (edited) analgin საერთოდ ქართველები რადიკალიზმითა და მაქსიმალიზმით გამოვირჩევით: ჩვენში მონარქია ტირანიაში გადადის, მემარჯვენეობა ფაშიზმში, მემარცხენეობა კომუნიზმში და ა.შ.ბაგრატიონებს არ ახასიათებდათ მმართველობის ტირანული მეთოდები,ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებ,სოც. დეკები კი საკმაოდ ნორმალური მემარცხენეები იყვნენ-კომუნისტური გადახრების გარეშე,უბრალოდ სუსტი მმართველები აღმოჩნდნენ, აი მემარჯვენები კი რეალურად არც გვყოლია,გვყვავდნენ ეგ. წოდებული ეროვნულები,. რომლებიც წაიფაშიტებდნენ, მაგრამ მათ ეკონომიკური კონცეფცია არც ქონიათასე რომ მათ მემარჯვენეებად ვერ ჩავთვლი Edited February 17, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებჰაილენდერი (გორეცი) მეგონე ერთი შეხედვიტ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 Siknadmo როგორ არ ახასიათებდათ კაცო, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა მიშასავით თითო დათრობაზე თუ კაიფში ვისაც უნდოდათ იმას მოუტ....ნენ ცოლს, დას ან ქალიშვილს, ან სულაც უბიწოებას დააკარგვინებდნენ, ერთი თვალში არმოსვლა იყო საკმარისი და თავს წააგდებინებდნენ, თვალებს დასთხრიდნენ, მარჯვენას მოკვეთდნენ, სახლ-კარს დაუწვავდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ბნელ და დამპალ დილეგი ჩაამწყვდევდნენ, დაწესებული ბეგარის ზემოდან როცა უნდოდათ, რასაც უნდოდათ, ვისაც უნდოდათ და რამდენსაც უნდოდათ წაართმევდნენ.დასავლური მონარქიებისგან განსხვავებით აქ სასამართლო არ არსებობდა. ბატონის ხოშზე წყდებოდა ყველაფერი, პირდაპირ. newstudio ვერ დაგეთანხმები. ცეკას, რაიკომის მდივნები და ჩინოვნიკები კი ჭამდნენ მუქთად, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი შრომით და ოფლით ჭამდა. იმ დროიდან შეიძლება ასაკის გამო ნაკლები მახსოვს, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ჩემი ოჯახის წევრები (მშობლები, ბებია-ბაბუა, ბიძები, ბიცოლები) დილის 6-7 საათზე დგებოდნენ რომ სამსახურში არ დაეგვიანათ და საღამოს ძალიან დაღლილები ბრუნდებოდნენ სახლში. მე არ ვთვლი რომ ქართველები ზარმაცები ვართ, უბრალოდ ზომიერება არ გვაქვს და ვართ მაქსიმალისტები. მუქთად ჭამდნენ არა, ალბათ უფრო უფასდებოდათ გაწეული შრომა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 რატომ მოხდა ასე და რა იყო ამის მიზეზი?მიზეზი ის არის რომ ქართული საზოგადოება ძალიან შორს არის სამოქალაქო საზოგადოებისგან, ანუ "человек человеку волк" პრონციპით მოქმედებს პრაქტიკულად ყველა და სხვა ადამიანის პრობლემა არავის, ან თითქმის არავის არ ადარდებს. ეს კი თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების შესაძლებლობას არ აძლევს საზოგადოებას და შესაბამისად საზოგადოება ვერც იმაში ყალიბდება თუ რა არის კარგი, რა ცუდი, რომელი გზა არის მისაღები, რომელი არა და ასე შემდეგ მოკლედ .. ამ ყველაფრის გამო ხდება ის რაც ხდება და ასე გაგრძელდება ვიდრე ადამიანები სიტყვაზე მარტო არ იქნებიან ადამიანები და საქმითაც გაამყარებენ ამ ბუნებით ბოძებულ განაცხადს .. ისე კი ლიბერალურ მემარცხენეობას ალტერნატივა არ აქვს მე რომ მკითხოს ადამიანმა .. ეგ არის ქართული საზოგადოება არანაირი იდეოლოგიისთვის არ არის დღეს მზად და ვერც იქნება ვიდრე ზემოთ აღნიშნულ საკითხებში არ მოხდება გარღვევა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 asds მიზეზი ის არის რომ ქართული საზოგადოება ძალიან შორს არის სამოქალაქო საზოგადოებისგან,პირიქით, ნელა მარ ამაინც ყალიბდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 (edited) analgin საერთოდ ქართველები რადიკალიზმითა და მაქსიმალიზმით გამოვირჩევით: ჩვენში მონარქია ტირანიაში გადადის, მემარჯვენეობა ფაშიზმში, მემარცხენეობა კომუნიზმში და ა.შ. სანამ კანონი არ იკანონებს,ეგრე იქნება ყოველთვის. ცენტრისტობა ხომ არ გვეცადა? Edited February 18, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 ცენტრისტობა ხომ არ გვეცადა?დაცენტრილები არ ვართ??! მეტი რაღა გინდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 (edited) analgin როგორ არ ახასიათებდათ კაცო, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა მიშასავით თითო დათრობაზე თუ კაიფში ვისაც უნდოდათ იმას მოუტ....ნენ ცოლს, დას ან ქალიშვილს, ან სულაც უბიწოებას დააკარგვინებდნენ, ერთი თვალში არმოსვლა იყო საკმარისი და თავს წააგდებინებდნენ, თვალებს დასთხრიდნენ, მარჯვენას მოკვეთდნენ, სახლ-კარს დაუწვავდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ბნელ და დამპალ დილეგი ჩაამწყვდევდნენ, დაწესებული ბეგარის ზემოდან როცა უნდოდათ, რასაც უნდოდათ, ვისაც უნდოდათ და რამდენსაც უნდოდათ წაართმევდნენ.დასავლური მონარქიებისგან განსხვავებით აქ სასამართლო არ არსებობდა. ბატონის ხოშზე წყდებოდა ყველაფერი, პირდაპირ.ვერ დაგეთანხმები, დასავლურ მონარქიებშიც განუკითხაობა იყო ისეთივე როგორც ჩვენთან,პირველი ღამის უფლება არსებობდა იქ, ხოლო ჩვენთან ამ ტრადიციამ ფეხი ვერ მოიკიდა, არადა ძალიანაც ეცადეს, უფრო მეტიც, ვახტანგ მეფის სამართლის მიხედვით, თუკი ბატონი სქესობრივ კონტაქტს დაამყარებდ გლეხის ქალთან და გლეხი ამის გამო მოკლავდა ბატონს, ის ამ მკვლელობისთვის პასუხს არ აგებდა, ასეთი რამ შუა საუკუნეების ევროპაში წარმოუდგენელი იყო,გამორჩეული ვითარება იყო სამეგრელოში სადაც ასე ვთქვათ ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად ირღვეოდა, აღმ. საქართველოში ბატონისადმი ან მეფისადმი მონური მორჩილება არ ყოფილა სახასიათო,ერეკლე მეფის მაგალითიც კმარა ამისთვის Edited February 18, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 (edited) ქართული სამართლის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობებია http://www.justice.gov.ge/index.php?lang_i...amp;lang_id=GEO ძველი ქართული იურისპრუდენციის განვითარების ხარისხი საყურადღებო და მისაბაძია ბევრი თანამედროვე სახელმწიფოსთვისაც კი. ქართული სამართალი ითვალისწინებდა სამართალწარმოების დახვეწილ და გარკვეულწილად, შუა საუკუნეების ევროპული სამართალწარმოებისათვის უცნობ ფორმებსაც კი. კერძოდ, მე-12 საუკუნის ქართული სასამართლო იყო სამსაფეხურიანი და დამოუკიდებელი სამეფო ხელისუფლებისაგან. გარდა ამისა, ქართული სასამართლოს კოლეგიები იკრიბებოდა რეგიონული, იერარქიული, და პროფესიული ნიშნით. ცალკე არსებობდა აზნაურთა, მოქალაქეთა (ვაჭარ-ხელოსანთა) და გლეხთა სასამართლო კოლეგიები. ასევე საასამართლო კოლეგიები კუთხეების მიხედვით და რაც მთავარია, კორპორაციული გაერთიანებების მიხედვით (მევენახეთა, ფეიქართა, მესაქონლეთა, მიწათმოქმედთა და სხვ). ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული სამართლის ძეგლების დახვეწილობის ხარისხი. ქართული სამართლის ძეგლები ითვალისწინებდა არამარტო დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთმიმართების საკითხს, არამედ - მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ უზრუნველეყო დანაშაულის გამოსწორება-გამოსყიდვის საკითხები. ძალზედ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც პრევენციის, ასევე პრეცედენტული სამართლის საკითხებს. ქართულ სამართალში ძალზედ დიდი ყურადღება ექცეოდა აღწერის, რეგისტრაციის (როგორც ქონების, ისე მოქალქეების), რეესტრში გატარების საკითხებს. პირველი ქართული წარწერა, რომელიც მიწის ნასყიდობის ფაქტს ადასტურებს, ქვაჯვარზეა ამოკვეთილი და VI საუკუნით თარიღდება. ის წყისის წარწერის სახელით არის ცნობილი. (ფოტო) მაღალ დონეზე იყო განვითარებული სამართლის წარმოება როგორც რეგიონების, ისე _ უწყებების მიხედვითაც. ამის დასტურია სამცხე-საათაბაგოს სამართლის ძეგლთა კრებული _ ბექა-აღბუღას სამართალი, რომელიც მე-13-14 საუკუნეების მიჯნაზე არის შექმნილი და შემდგომში ცენტრალური სახელმწიფო სისტემის უმნიშვნელოვანეს ძეგლადაც იქცა. «ხელმწიფის კარის გარიგება» გარკვეულწილად, საკონსტიტუციო აქტია. მეტიც, სამწუხაროდ ჩვენამდე ვერ მოაღწია ვერც ყურთლუ-არსლანის დასის მოთხოვნათა კრებულმა და ვერც იმ კონსტიტუციურმა აქტმა, რომლითაც დარეგულირდა ყურთლუ-არსლანის გამოსვლა. თუმცა, ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ სპეციალური სამართლებრივი აქტით (კოდექსით, ძეგლით), 1185 წელს საქართველოს დარბაზს (პარლამენტს) მიენიჭა თანამდებობის პირთა დანიშვნის, ომის გამოცხადების, ზავის დადების, ბიუჯეტის დამტკიცების, გადასახადების ოდენობის განსაზღვრისა და საქართველოს რეგიონული მოწყობის განსაზღვრის ექსკლუზიური უფლება. ამიერიდან მეფეს მხოლოდ წარმომადგენლობითი _ სარდლის ფუნქცია დარჩა. რაც შეეხება აღმასრულებელ ფუნქციას, ამას მხოლოდ დარბაზთან შეთანხმებით და დარბაზის მონაწილეობით ახორციელებდა. 1185 წლის აქტით საქართველოს დარბაზმა (პარლამენტმა) საკმაოდ ფართო ფუნქციები შეიძინა. მეტიც, ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ეპოქიდან მონასტერთა ტიპიკონების დამტკიცება საქართველოს დარბაზის (პარლამენტის) პრეროგატივას წარმოადგენდა. Edited February 18, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 სხვის დაკრულზე ცეკვის აკრძალვა უშველის საქართველოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.