Siknadmo Posted March 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2010 (edited) სამწუხაროდ ალასანიამ ვერ შეძლო ხალხის დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა,ბუნებრივია ვგულისხმობ ანტიმიშისტურად განწყობილ ელექტორატს, ნორმალურ თბილისელებს, ვისაც ბიდლოს ნაღდად ვერ უწოდებ ნამდვილად არ ვიცი რა ვურჩიო, ეხლა ჩემს რჩევაზე არაა მაგრამ მამენტს მოსაზრებაც რომ გამოვთქვა ამ მიმართულებით არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან დეპრესირებული გახდა ამომრჩეველი, რწმენა დაკარგული, უფრო სწორად ნდობა დაკარგულიეს კი საბოლოო ჯამში მიშისტების გამარჯვების საწინდარია Edited March 28, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2010 Saturn რა გიხარია? ასეთ იდიოტობას სანამ დაწერ დაფიქრდი ხოლმე გირჩევნია !რატომ ღელავ მაკუსი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2010 ძალიან დეპრესირებული გახდა ამომრჩეველი, რწმენა დაკარგული, უფრო სწორად ნდობა დაკარგულიეს კი საბოლოო ჯამში მიშისტების გამარჯვების საწინდარიაზატიშე პერედ ბური.... ასეტი დუმილი მრავლისმთქმელია. რევოლუციების წინა პწერიოდებს გადავხედოთ. დეპრესირებული საზოგადოება ყველაზე დიდი ნაღმია. არანაირი ქარაგმა. უბრალოდ დენძთძის კასრია ეს ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted March 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2010 ნეტა რას იზამს ალასანია არჩევნებს როცა გააყალბებენ, ინტერესით ვკვდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 ნეტა რას იზამს ალასანია არჩევნებს როცა გააყალბებენ, ინტერესით ვკვდები რას იზამს და იტყვის ხალხის ბრალიაო, არ დამიჯერესო, 40%-ზე მეტი არ გამოვიდა, ჩემს გამარჯვებას კი 85 სჭირდებოდაო. დაჯდებიან ის და დღეს მაგის პარტიაში გაწევრიანებული და ორ ხმაში ცოტა ხანს იტირებენ, მერე კი ბარიშებს დაითვლიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 ბადრი_წიქორაძე მერე კი ბარიშებს დაითვლიან. თუ წააგებენ რა "ბარიშებს" ჩაითვლიან??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 რას იზამს და იტყვის ხალხის ბრალიაო, არ დამიჯერესო,გამორიცხეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 გამორიცხეთ მე კი გამოვრიცხავ, მაგრამ ალილო და ხვალეო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 (edited) მე კი გამოვრიცხავ, მაგრამ ალილო და ხვალეო...ბატონო ბადრი, არჩევნებზე არმისვლა ვერ შეძლებს რაიმე სახით შეაშინოს ხელისუფლება. მაინც მოხერხდება იმ გარკვეული პროცენტის ელექტორატის მოზიდვა,რაც ლეგიტიმაციის ფასადს აუცილებლად შექმნის.ეს გზა კონფორმიზმია კვლავიდებურად სააკაშვილის კეთილ ნებაზე დაყრდნობა,რაც მას არ გააჩნია და სამწუხაროდ არც აპირებს შეიცვალოს.მიტინგების და გაფიცვის გზა აგრეთვე დისკრედიტირებულია. იმედის მუხტის პირობებშიც კი ვერ მოხერხდა რაიმე ღირებულის შექმნა. ეს გზაც გამოვრიცხოტ ამ ეტაპზე თუ დავაკვირდებით საერთაშორისო რეაქციებს, არის სურვილი ჩვენტან ყოფა შეიცვალოს. ერთი მხრივ, ეს ევროპელტა "შეშფოთებული "პოზაა ,რადგანაც რუსეთთან არ სურთ წინააღმდეგობა,მაგრამ არის აუცილებლობაც რომ იხილონ უკეთესი ხელისუფლება, ვიდრე დღეს გვყავს. საკმარისი ქარაგმებია აღნიშნულის გასაცნობიერებლად და ერთადერთი ლეგიტიმური გზა არჩევნებია. დღეს ალასანიას ესაჭიროება მხარდაჭერა, კრიტიკაც და ეს ჩვენზეა. ეს არაა ალასანიას არჩევნები, არამედ ჩვენ ვირჩევთ ჩვენ გზას.თუ დამარცხდა , ჩვენ ვმარცხდებით და უნდა ვუყუროთ ეროვნული საბჭოს უშედეგო, ექსტრემისტულ ყვირილს .ამას არ სჯობია ბოლომდე ვიბრძოლოთ. გაყალბდა და მზად ვიყოთ ყველა პასუხისათვის?!ჩვენ ვიყოთ მზად. ან ვემზადოთ შემდეგში საპარლამენტოსათვის ან ინიციატივა დალაგებული ხალხის ხელში იყოს?! ვიმეორებ, ალასანია თუ წააგებს ,როგორც პოლიტიკოსი მაინც დარჩება მოთამაშედ. არ დააბრალებს "ხალხს" , მაგრამ ერთადერთი ის იბრძვის გამარჯვებისათვის. Edited March 30, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 არჩევნებზე არმისვლა ვერ შეძლებს რაიმე სახით შეაშინოს ხელისუფლება. მართალია. მაინც მოხერხდება იმ გარკვეული პროცენტის ელექტორატის მოზიდვა,რაც ლეგიტიმაციის ფასადს აუცილებლად შექმნის. ესეც მართალია. მიტინგების და გაფიცვის გზა აგრეთვე დისკრედიტირებულია. იმედის მუხტის პირობებშიც კი ვერ მოხერხდა რაიმე ღირებულის შექმნა. ეს გზაც გამოვრიცხოტ ამ ეტაპზე ეს გზა უკვე გამორიცხულია. ეს 50% - სათვის ბრძოლის დროს უნდა გამოეყენებინათ. პარტიის წევრები მარტო მაშინ კი არ უნდა გაახსენდეთ რესპებს (სხვებსაც), როცა დეპუტატებს ირჩევენ, არამედ ასეთ შემთხვევებში სავალდებულო უნდა იყვეს მიტინგებზე გამოსვლა.ახლა გვიანია თითზე კბენანი. ალასანია შეიძლება მისი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე ტყულდებოდეს, მას პატრონები (”საერთაშორისო საზოგადოება”) ატყულებდნენ და ყველაფერი ამის მიზანი, მათი მიშიკოს დემოკრატიული იმიჯის აღდგენა იყოს და არა რეალურად საქართველოს დახმარება. ერთი სიტყვით ამ არჩევნების მოგება უტოპიაა და ალასანიას იმედზე ყოფნას არ ვურჩევდი მათ, ვისაც საქართველო უანგაროდ უყვარს. ძალიან გამოუცდელია. რაზეც მის პარტიაში ცაგარეიშვილის გაწევრიანებაც მეტყველებს. კაცობა დაუწუნა ოტია იოსელიანმა ალასანიას და ამიტომ უთხრა უარი შეხვედრაზე. ცაგარეიშვილის გვერდით ყოფნა კი რა კაცობას შემატებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 მის მიზანი, მათი მიშიკოს დემოკრატიული იმიჯის აღდგენა იყოს და არა რეალურად საქართველოს დახმარება.მიშიკოს ვერაფერი ვეღარ შეალამაზებს. ეს ერთხელ მოხდა და მან შანსი გაუსვა (ნომებრის შემდეგ) ცაგარეიშვილის გვერდით ყოფნა კი რა კაცობას შემატებს?გია უწესო კაცი არაა, როგორც ვიცი. სხვაზე მეტად ნამდვილად არაა . მასზე კარგის მთქმელებს რამდენიმეს ვიცნობ და რა ვთქვა აბა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 lasha_alo გია უწესო კაცი არააერთი ეგაა რომ შევარდანაძის დროს გაიშნიკი იყო, სხვა მხრივ რა უჭირს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ბადრი_წიქორაძე ეს გზა უკვე გამორიცხულია.ვერ დაგეთანხმებით, თუ გაყალბდა და როგორც ჩანს გაყალბდება... უნდა მოყვეს და აუცილებლად მოყვება მძლავრი საპროტესტო გამოსვლები....მაგრამ ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მივიდეთ, რომ ხელისუფლებას გაყალბება დასჭირდეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 (edited) მე ბატონო ლაშა ადამიანებზე ვსაუბრობ, როგორც პოლიტიკოსებზე, განა ჩემი მეზობლების შესახებ ოდესმე ან სადმე დამიწერია, ასეთია და ისეთი - თქო? ცაგარეიშვილმა თავის კაცობას პოლიტიკაში მაშინ გადაუსვა ხაზი, როცა პარლამენტში შევიდა, ერთი პარტიიდან მეორეში სირბილს რომ თავი დავანებოთ. Edited March 30, 2010 by ბადრი_წიქორაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ირაკლი ალასანია - პოზიციათა თანხვედრა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილთან მოხერხდა08 / 04, 2010 15:59 “ალიანსის” თანათავმჯდომარეებმა შიდა კონსულტაციები დაასრულეს.როგორც კონსულტაციების შემდეგ მათ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, კონსულტაციები დასრულებულია და “ალიანსი” აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას.“ჩვენ განვიხილეთ იმ კონსულტაციების შედეგები, რომელსაც აწარმოებდა სოზარ სუბარი ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ დავასკვენით, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პოზიციათა თანხვედრა მოხდა სალომე ზურაბიშვილთან, რომელთანაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს; დანარჩენ ძალებთან კი, შეთანხმება ვერ მოხერხდა”, – აღნიშნა ალასანიამ.მისივე თქმით, სწორედ ამის გამო კონსულტაციებს “ალიანსი” დასრულებულად აცხადებს. ალასანიამ აღნიშნა, რომ ეს იყო კონსულტაციები, რომლებიც საზოგადოებასთან “ალიანსს” პირნათლად აქცევს, ვინაიდან “ალიანსმა” სცადა ყველა გზა, რათა მომხდარიყო სასარგებლო შეთანხმება საერთო საქმისთვის. ერთიანი კანდიდატების შერჩევის საკითხზე "ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი კონსულტაციებს ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მართავდა. შეხვედრები შედგა „ეროვნულ საბჭოსთან“, ნინო ბურჯანაძესთან, „მრეწველებათან“, შალვა ნათელაშვილთან; კიდევ ორ ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებმაც, სოზარ სუბარის ინფორმაციით, შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ ისურვეს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ძალიან რთულ მდგომარეობაში დატოვეს ალასანია. ერთადერთი კარგი ისაა, რომ თუ ალასანიამ მაინც შეძლო არჩევნებში გამარჯვება, მთელი დანარჩენი ე.წ. ოპოზიცია სამუდამოდ ჩაირეცხება. (ეროვნულ ფორუმს და ლეიბორისტებს არ ვგულისხმობ). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.