Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  • Replies 805
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მთავარია ამ "მარცხიდან" სწორი დასკვნა იყოს გამოტანილი

 

სწორი დასკვნა იქნებოდა 50% -ზე ვერ შეთანხმების შემდეგ ბოიკოტის გამოცხადება და აქციების მოწყობა. რომ იკვეხნიან ამდენი და ამდენი წევრი გვყავსო, გამოეყვანათ ისინი მაინც პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე ამ (მარტო ამ) მოთხოვნით. დაეშანტაჟებინათ ხელისუფლება არ მონაწილეობით. პარალელურად ემუშავათ საერთო კანდიდატზე (არა გრეჩიხებთან და ნოღაიდელ - ბურჯანაძესთან) და შეექმნათ სხვაგვარი მოცემულობა, ვიდრე დღესაა.

 

მკვდარის გაცოცხლება ძნელია და მე თუ უფრო მართალი გამოვედი ვიდრე ალასანია, რაღაა მაშინ მისი, როგორც პოლიტიკოსის ფასი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

მას ნამდვილად შეუძლია განაწყოს მისთვის სასარგებლოდ პირად დონეზე მოწინააღმდეგე.

 

აშშ-ს უდიადესი პრეზიდენტი ავრაამ ლინკოლნი სიამაყით ამბობდა, რომ მას ყველა მტერი ყავს განადგურებული. როდესაც კითხეს ეს როგორ მოახერხა, მან უპასუხა: მტრები მოყვარებად აქცია. ეს არის დიდი პოლიტიკოსის უნარი!!!

ჩვენთან (ზოგიერთი "უგუნური") კი მოყვრებს მტრად აქცევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

რაღაა მაშინ მისი, როგორც პოლიტიკოსის ფასი?

დღევანდელი მომენტით ნუ ვიმსჯელებთ..

გათვლის და ჭკუის დატანების უნარებში მოვიკოჭლებთ და მაგიტომ არის, რომ ხვალ და ზეგზე არ ვფიქრობთ, მაინცდამაინც დღეს გვინდა შედეგი, აქ და ამჟამად!

 

ეს არის საზოგადოების ძალიან ცუდი თვისება - სულსწრაფობა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშშ-ს უდიადესი პრეზიდენტი ავრაამ ლინკოლნი სიამაყით ამბობდა, რომ მას ყველა მტერი ყავს განადგურებული. როდესაც კითხეს ეს როგორ მოახერხა, მან უპასუხა: მტრები მოყვარებად აქცია. ეს არის დიდი პოლიტიკოსის უნარი!!!

 

ამის გარდა მას ალბათ სხვა დადებითი, პოლიტიკოსისათვის საჭირო თვისებებიც ჰქონდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გათვლის და ჭკუის დატანების უნარებში მოვიკოჭლებთ

 

რატომ შე დალოცვილო, რატომ მოვიკოჭლებთ?

 

მე მაგალითად არ მოვიკოჭლებ. რასაც ხელი მომიკიდია ყველაფერი ბოლომდე მიმიყვანია, რასაც ვერ მოვერეოდი, არ შევჭიდებივარ.

 

არ მჯერა, რომ მარტო მე ვარ ასეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

არ მჯერა, რომ მარტო მე ვარ ასეთი.

ვა.. ძვირფასმანქანიანი და ამავედროს გაღლეტილი ცოტა გინახია?

საქეიფოდ კრედიტის გამომტანი ცოტა გყავს ნანახი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

ამის გარდა მას ალბათ სხვა დადებითი, პოლიტიკოსისათვის საჭირო თვისებებიც ჰქონდა.

 

რა თქმა უნდა კი. აღასრულა დიალექტიკის კანონები, რაოდენობა გადაიყვანა თვუსებაში და შედეგმაც არ დააყოვნა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

რატომ შე დალოცვილო, რატომ მოვიკოჭლებთ?

 

მე მაგალითად არ მოვიკოჭლებ. რასაც ხელი მომიკიდია ყველაფერი ბოლომდე მიმიყვანია, რასაც ვერ მოვერეოდი, არ შევჭიდებივარ.

 

არ მჯერა, რომ მარტო მე ვარ ასეთი.

 

თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.

 

“მადლობა შენდა დამბადებელო,

ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა,

როგორიც ამ დღეს საჭირო არი,

სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა,

ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ,

მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!”

/ვაჟა/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეტა იკაკო შუქის და გაზის ფასებზე რას ამბობს?

ცოტას მაინც არ გააიაფებს?

მაგით წაართმევენ ხმებს ქრისდემები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ნეტა იკაკო შუქის და გაზის ფასებზე რას ამბობს?

ცოტას მაინც არ გააიაფებს?

მაგით წაართმევენ ხმებს ქრისდემები

მარტა, ნუთუ სჯერა ხალხს ამ "ანკესის"?

ვინ რას გააიაფებს, თბილისის მერი საერთოდ ვერ ერევა ამ საქმეში - მარეგულირებელი კოპმისია მაგას არ ექვემდებარება

 

Marta1

ფუფ1 ეს რა გამახსენე 250 ლარი ვთხლიშე გუშინ გადასახადებში :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუთუ სჯერა ხალხს ამ "ანკესის"?

იფიფ-2003 რამხელა ჭიაყელა ჩაყლაპეს თავის ანკესიანად...რეებსაა რომ ჰკვირობ ეხლა>?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

იფიფ-2003 რამხელა ჭიაყელა ჩაყლაპეს თავის ანკესიანად...რეებსაა რომ ჰკვირობ ეხლა>?

რაცხა მჭირს მგონი :)

 

რატომ არ მჯერა, რატომ? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი სიტყვით სამწუხაროა, რომ დემოკრატიის შუქურის მომავალი გაბრწყინების ფაქტის წინაშე ვდგავართ.

ვიდრე ახალი, გაუსვრელი პოლიტიკოსები არ გამოჩნდებიან (თუ გვიან არ იქნა) ჩვენი დღევანდელი პოლიტიკოსების იმედი მტერს ექნა.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ალასანია ამ ხელისუფლების თამაშს არ თამაშობს, არ იყო ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობა საჭირო 50% -იანი ზღვარის გარეშე. თუ დამარცხდა მისი ფასი, როგორც პოლიტიკოსის ნოლის ტოლი იქნება (ჩემს თვალში მაინც) და მიშასგან კარგი ფული ეკუთვნის ნაცმოძრაობის გაპრავებისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ გჯერათ ბატონო ლაშა, რომ შესაძლებელია ამომრჩეველთა 80-85%-ის გამოყვანა?

ბადრი_წიქორაძე

თუ ხელისუფლების დემონტაჟი გვინდა, მაშინ უნდა გამოვიდეთ

 

ასეთი კაცი ესაწიროება ქვეყანას. ნამდვილად ასე ვფიქრობ.

lasha_alo

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...