Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ძუკუ

4.ძალიან ცუდი, თუ პირველ ორში ნოღაიდელი გაერია.

რაღაცაში მართალია ალასანია. არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის იზოლირება. სოციოლოგიური კვლევებიდანაც ჩანს რომ მოსახლეობის დაახლოებით 10% დადებითად აფასებს ნოღაიდელი მოსკოვში ვოიაჟებს. ჩემი აზრით არ შეიძლება ამ ხალხის ქვეყნის მტრებად გამოცხადება. უბრალოდ ყველა პარტია (მათ შორის ნოღაიდელის პარტიაც) თავისი რეიტინგის შესაბამისად უნდა იყოს ჩართული ამ ამბებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 805
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

McLaren

რაღაცაში მართალია ალასანია. არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის იზოლირება. სოციოლოგიური კვლევებიდანაც ჩანს რომ მოსახლეობის დაახლოებით 10% დადებითად აფასებს ნოღაიდელი მოსკოვში ვოიაჟებს. ჩემი აზრით არ შეიძლება ამ ხალხის ქვეყნის მტრებად გამოცხადება. უბრალოდ ყველა პარტია (მათ შორის ნოღაიდელის პარტიაც) თავისი რეიტინგის შესაბამისად უნდა იყოს ჩართული ამ ამბებში.

მე ვიზიარებ ჩემი პარტიის პოზიციას და ერთი მედლის ორ მხარესტან, ნაციონალებთან და ნოღაიდელთან არაფერი საერთო არ შემიძლია მქონდეს.

ერთმა აფორმოს ხელშეკრულება "ედინაია როსიასთან", მეორემ კი დედა აგინოს რუსებს და იყვნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყებული ბრძოლა დიდი კოშმარის დასრულებამდე, ნორმალური ცხოვრების დასაწყისამდე, -ასეთი განცხადება გააკეთა ჭადრაკის სასხლეში მიმდინარე შეკრებაზე “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა, პოეტმა დავით მაღრაძემ.

მისივე აზრით, ირაკლი ალასანიამ გადადგა ნამდვილი ლიდერის ნაბიჯი, როდესაც განაცხადა თანხმობა ღია კონსულტაციებზე ერთიანი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.

“ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს და გარანტირებულს გახდის ჩვენს გამარჯვებას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებასთან ერთად გამოკვეთს ერთიან კანდიდატს და სიმბოლო იქნება მისი რეალურად ოპოზიციური გაერთიანების”, - აღნიშნა მაღრაძემ.

მაღრაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის გამოკვეთას ალტერნატივა არ აქვს.

“საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა პრაიმერის მექანიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ნუ შექმნიან შთაბეჭდილებას, “პროვინციაში უცხო სიტყვას რომ გაიგებენ და აიტაცებენ ხოლმე”.

“უნდა შეჯერდნენ ისეთ მექანიზმზე, სადაც ნაკლებად იქნება შესაძლებელი ხელისუფლების ჩარევა”,-დასძინა მაღრაძემ.

მანვე წამოაყენა ინციატივა, რომ შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რათა თბილისში კიდევ ერთი დიდი შეკრება გაიმართოს.

“ამ შეკრებაზე მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს თბილისის მოსახლეობის განწყობა და სულისკვეთება”,-აღნიშნა დავით მაღრაძემ.

ჭადრაკის სასახლეში “საზოგადოებრივი დარბაზის” ინიციატივით ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრება მიმდინარეობს.

დღევანდელ შეკრებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მექანიზმზე უნდა იმსჯელონ.

შეხვედრას უამრავი ადამიანი ესწრება, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

ჭადრაკის სასახლეში იმყოფებიან “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

ოო ეხლა წამოვა ელიტა , კუკავა , ძიძი , დავითაშვილი ..

ეგენი Vეჩნი პრიპრავები არიან)))

 

ალასანიამ მადლობთ მხარდაჭერისთვისო ისე თქვა...მაგი კანდიდატის მომზსნელი არ არის :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ახალი ამბავი არ იცოდი რო არ მოხსნიდა კანდიდატურას ..

 

 

აუ ძიძი გაიტანეთ რა..

 

 

დარბაზის რეაქციასაც დაეტყო ვინ უნდა იყოს საერთო კანდიდატი..

 

 

 

ოო დიდი კობა გამოვიდა კობა ზი გრეით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავითაშვილამ უკვე წამოაყრანტალა. ოპოზიცია ერთიანიაო)))))

 

მე მგონი წინასწარ გაააჟღერა რაც ხვალ უნდა ეთქვათ)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ტეხავს რომ რესპები და მემარჯვენეები არ არიან, მაგრად ტეხავს

გული მიგრძნობს იქნებიან!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...