Siknadmo Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 Siknadmo მე რამე საწინააღმდეგო კი არ მაქვს. ბელადიც რომ გახდეს ალასანია, ბელად მიშას, ბელადი ალასანია მირჩევნია. უბრალოდ გადამეტებული ნდობაც არ მაქვს ამ ადამიანის.ჩვენს ეპოქაში, ბელადობის სურვილი შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს,რომელმაც ვთქვათ ბავშვობის ასაკაში მიიღო ფსიქიური ტრამვა,აწუხებს კომპლექსები და სჭირდება თვითრწმენა,ანუ ადამინს რომელმაც სიმწიფის ასაკში ვერ ჩამოყალიბდა პიროვნებად,არ იცის რა არის მეგობრობა, არ გააჩნია სიყვარულის გრძნობა,სძულს ის გარემო სადაც გაიზარდა,ასეთი ადამიანები ოცნებობენ განუსაზღვრელ ძალაუფლებაზერომ საკუთარ თავს და გარშემო მყოფთ დაუმტკიცონ თავიანთი პიროვნების მნიშვნელობაეხლა თუკი ამას ემატება გადამეტებული სექს. ფანტაზიები,მაშინ ძალიან მძიმე შედეგს ვიღებთ,ანუ განდიდების მანია + აღვირახსნილობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 თუ ასეტი ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ,ნაცმოძრაობაზე უფრო უღირსი ხალხი დღეს მე პირადად, პოლიტიკურ სპექტრში არ მეგულებადა ნაციონალები აქ საერთოდ რა შუაშია, მე ვთქვი რომ ოპოზიციას როგორც იქნა ეღირსა თქო ერთი მეტნაკლებად ნორმალური ადამიანი რომელსაც შეიძლება კაცმა ხმა მისცეს... ძალიან ცუდი სამუშაო მასალაა ერორებისთვის ადვილი იყო ბადრიზე, გრეჩიხაზე და ადვილია ნოღაიდელზე მუშაობა,მაგრამ ალასანია თავისი გაწონასწორებულობით+პროდასავ���ური ორიენტაციითნაცმოს პროპაგანდისტებს მოქმედების შესაძლებლობას არ აძლევს, არ გაუმართლათრეალობას ადეკვატურად ვერ აფასებთ და რავქნა ეხლა მე... ბადრი გადატრიალებას რომ აპირებდა და ნოღაიდელი რუსებს რომ ულოკავს მაგაზე არ უნდა თქვან რომ ცუდია? ხოლო ალასანია ნორმალური რომ არის მაგაზე ძნელი კი არაა მუშაობა არამედ ჯერ ჯერობით ცუდს არაფერს არ აკეთებს და შესაბამისად დედაც არააქვს საგინებელი და ნორმალურად მოეპყრობა მას ხალხი იმედია და აგრესიაც არ ექნება არავის, მაგრამ თქვენ სხვა სამყაროში ხართ ალბათ და ფიქრობთ რომ ის ჩანაწერები ბადრიზე გაყალბებული იყო როგორც ყველაფერი ამ დედამიწაზე გაყალბებულია და საწყალი კაცი ნერვიულობით მოკლეს ამ კაციჭამიებმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 საწყალი კაცი ნერვიულობით მოკლეს ამ კაციჭამიებმაერორის ვერსიის ცოლს მოუკლია ყველაფერი უნდა გავფილტროთ ჩვენ გონებაში და ისე მივიღოთ ინფოდ. :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 fashisti ... ბადრი გადატრიალებას რომ აპირებდააპირებდა რო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 აპირებდა რო?რავი იმ ვიღაცას ორი მეშოკი საარჩევნო ბილეთები რომ უნდა აეღო ხელში წინასწარ 5-იანები შემოხაზული რომ იყო და რომ უნდა ეთქვა მე გაყალბება დამავალეს მაგრამ პატრიოტი ვარ და ამას არ ვიზავო მერე კი შეიარაღებული ხალხით პარლამენტის შენობა რომ უნდა დაეკავათ აი ეს ყველაფერი რას ნიშნავს ნეტა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 fashisti რავი იმ ვიღაცას ორი მეშოკი საარჩევნო ბილეთები რომ უნდა აეღო ხელში წინასწარ 5-იანები შემოხაზული რომ იყო და რომ უნდა ეთქვა მე გაყალბება დამავალეს მაგრამ პატრიოტი ვარ და ამას არ ვიზავო მერე კი შეიარაღებული ხალხით პარლამენტის შენობა რომ უნდა დაეკავათ აი ეს ყველაფერი რას ნიშნავს ნეტა?სად იყო შეიარაღებული ხალხი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 რავი იმ ვიღაცას ორი მეშოკი საარჩევნო ბილეთები რომ უნდა აეღო ხელში წინასწარ 5-იანები შემოხაზული რომ იყო და რომ უნდა ეთქვა მე გაყალბება დამავალეს მაგრამ პატრიოტი ვარ და ამას არ ვიზავო მერე კი შეიარაღებული ხალხით პარლამენტის შენობა რომ უნდა დაეკავათ აი ეს ყველაფერი რას ნიშნავს ნეტა? :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 Siknadmo თუ თქვენთვის ადამიანი საშუალებაა და არა მიზანი;თუ თქვენ იჯერებთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის სასურველია;თუ თქვენ განსხვავებას ვერ პოულობთ ზრდილსა და ბრიყვს შორის;ამ შემთხვევაში ბედნიერი და კმაყოფილი ყოფილხართ!!! მე კი დღეს სამშობლოს ტერიტორიის 20 პროცენტი დავკარგე და ამაში აღა-მაჰმად-ხანს ვერ დავადანაშაულებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 Siknadmo თუ თქვენთვის ადამიანი საშუალებაა და არა მიზანი;თუ თქვენ იჯერებთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის სასურველია;თუ თქვენ განსხვავებას ვერ პოულობთ ზრდილსა და ბრიყვს შორის;ამ შემთხვევაში ბედნიერი და კმაყოფილი ყოფილხართ!!! მე კი დღეს სამშობლოს ტერიტორიის 20 პროცენტი დავკარგე და ამაში აღა-მაჰმად-ხანს ვერ დავადანაშაულებ.ორი ნიანგი მიფრინავდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 თუ მისი თითოეული მომხრე არ გახდება ნებაყოფლობითი აქტივისტი! ძალიან სწორი მოწოდებაა, ცოტა ორგანიზაცია უნდა ამ საქმეს, სხვანაირად მართლა არაფერი გამოვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 Siknadmo ორი ნიანგი მიფრინავდათქვენ შემთხვევაში მგონი ასეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 prologic ალიან სწორი მოწოდებაა, ცოტა ორგანიზაცია უნდა ამ საქმეს, სხვანაირად მართლა არაფერი გამოვა.რა სახის ორგანიზაცია? ინდივიდების აქტივობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ზოგად ჩარჩოში! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mamoo Posted February 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 ისევ ბელადს ვეძებთ, არადა მოსაძებნია ოდნავ უკეთესი ვიდრე წინა და სოფელიც აშენდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 (edited) mamoo ისევ ბელადს ვეძებთ, არადა მოსაძებნია ოდნავ უკეთესი ვიდრე წინა და სოფელიც აშენდება.საიდან დასკვნა რომ ბელადს ვეძებთ? Edited February 21, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted February 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2010 (edited) ინტერპრესნიუსი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიასთან. - ბოლო დღეების განმავლობაში “ალიანსის” ერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. არსებობს თუ არა დაშლის საფუძველი? - მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ერთიან კანდიდატზე შეთანხმების პროცესში ჩავერთო. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოვნახოთ პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთავს და არ მინდა რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს იბრძვის არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლისთვის, გამოკლდეს ამ პროცესს. “ალიანსში” გვაქვს თითქმის ყველა პოზიციაზე თანხვედრა, რომელიც უკავშირდება საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ასპექტებს, გავქვს შეთანხმებული პოზიციები, რომ მხოლოდ არჩევენების გზით უნდა იყოს მიღწეული ხელისუფლებუს ცვლა. თუმცა გვაქვს უთანხმოება, იმასთან დაკავშირებით, როგორი ფორმით უნდა გამოიკვეთოს ოპოზიციის საერთო კნდიდატი. მე ჩემი ნაბიჯით “ალიანსის” წევრებს ვაძლევ შესაძლებლობას, თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება. - ანუ თქვენ თანხმდებით პრაიმერში მონაწილოებას? - ჩემს პოლიტიკურ ძალას კვლავინდებურად აქვს ბევრი შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრაიმერის ჩატარება. გვაქვს შეთავაზება სხვა ფორმებზე. საზოგადეობასთან ერთად ჩამოვყალიბდებით, როგორი პროცესი იქნება უფრო მისაღები საზოგადოებისთვის.- “ალიანსი საქართველოსთვის” იშლება? - “ალიანსში” შემავალი პოლიტიკური ძალები მივედით დასკვნამდე, რომ, რადგან არ გვაქვს პოზიციათა თანხვედრა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის ფორმაზე, დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავერთოთ თუ არა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში. - ეს ნიშნავს თუ არა “ალიანსის” დაშლას? - ეს ნიშნავს მოქმედების თავისუფლებას. რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობის გაგრძელების სხვა ფორმას, ეს უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება. - “ალიანსი” როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას? სოზარ სუბარის პოზიცია როგორია? - “ალინსში” მოქმედების თავისუფლებაზე შეთანხმება მიღწეულია. სოზარ სუბარიც საქმის კურსშია, ის ახლა ჰააგაში იმყოფება და მიიღებს გადაწყვეტილებას, ისევე როგორც “ალიანსი”. ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ შევედით, რა თქმა უნდა, წინააღმდეგოგებით იქნება სავეს. მაგრამ ეს რაც არ უნდა რთული იყოს, მე ვდგამ პირველ ნაბიჯს. ყველა კარი ღიაა პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც კი თავის კანდიდატურას ასახელებს. ლაპარკი დიდი ხანია, მიდის ერთიანი კანდიდატის შეთანხმებაზე, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურ ძალებს, ერთმანეთთან წლების მანძილზე ჩამოყალიბებული უთხანმოებების გამო, უჭირთ. ჩემი ნაბიჯით მე მინდა დემონსტრირება გავუკეთო იმას, რომ ყველა კარი ღიაა და შეთანხმება ყველაფერზე შეიძლება. - ბატონო ირაკლი, იბადება კითხვა, როცა აყენებდით კანდიდატურას, მაშინ რატომ არ დაფიქრდით ამაზე? - მაშინ სხვა პოლიტიკური კონტექსტი იყო. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ვთქვით, რომ ვიღებთ არჩევენებში მონაწილეობას. ოპოზიციის დიდ უმრავლესობა არჩევნებზე იმ მოცემულ მომენტში არ ფიქრობდა. დღეს ამ იდეას ბევრი შემოუერთდა და ეს ჩვენმა ნაბიჯმაც განაპირობა. - მაგრამ ამ ახალ ბრძოლაში “ალიანსი” აღარ მოგყვებათ...- “ალიანსის~ დანარჩენი წევრები არ იღებენ მონაწილეობას იმ კონსულტაციებში, სადაც მე ჩემს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მივდივარ. კიდევ ვიმეორებ, მათი გადაწყვეტილება იქნება დამოუკიდებელი და ამ გადაწყვეტილებას გააცნობენ საზოგადეობას. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. “ალიანსი” პრაიმერში სახელისუფლო ჩარევის საშიშროებას ხედავს... - რჩებით თუ არა “ალიანსი საქართველოსთვის” კანდიდატად მერის არჩევნებზე? - ამ შემთხვევაში მე ვარ ჩემი პარტიის კანდიდატი. მათ შეაძლოა, სხვა გადაწყვეტილებაც მიიღონ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. - ყველა ოპოზიციური კანდიდატი იღებს მონაწილეობას კანდიდატის შერჩევის პროცესში? მათ შორის “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი გიორგი ჭანტურია, გოგი თოფაძე და სხვები? - ეს კარი ყველასთვის ღიაა. ჯერ უცნობია, ვინ მიიღებს მონაწილეობას. ვნახოთ, ვინ მოხსნის კანდიდატურას და ვინ დააყენებს.ეს უახლოეს დღეებში გამოიკვეთება. - კონკრეტულად, როგორ აპირებთ ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას?- ჩვენ შევთავაზეთ პოლიტიკური შეთანხმების ჩვენეული ვარიანტი. პრაიმერთან დაკავშირებითაც გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან. - ოპოზიციური ერთობა პანაცეააა? რამდენი პოლიტიკური ძალაა თანახმა თქვენს შეთავაზებაზე? - ეს გამოჩნდება კონსულტაციებზე, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება. ვნახავთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ - არა. ჩვენ ერთიან კანდიდატზე უნდა შევთანხმდეთ და არა - პოლიტიკურ გაერთიანებაზე. - ამ სცენარს, ახალა რაზეც თქვენ საუბრობთ, საზოგადეობაში დიდი ხანია, განიხილავენ და მას ზოგი ლევან გაჩეჩილაძის სცენარს ეძახის, ზოგიც - გიგა ბოკერიას ვარიანტს. . . - ეს არც გაჩეჩილაძის სცენარია და არც გიგა ბოკერიასი. ეს არის ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ გათითოკაცებული პარტიები წარმატების შანს ვუშვებთ ხელიდან. ჩვენ საზოგადეობას უნდა დავუდასტუროთ ერთი რამ, რომ არა მარტო ვიცით როგორ უნდა განხორციელდეს ცვლილებები, არამდე შეგვიძლია კიდეც ამის გაკეთება. ჩვენ არ ვთანხმდებით პოლიტიკურ ბლოკზე. ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ერთობას - ჩვენ მხოლოდ გვინდა შევთანხმდეთ ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის მოდელზე. ერთი კანდიდატი გამოიკვეთოს და ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. ამ შემთხევეაში წარამატების შანსი ცხადია იზრდება. ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენციითა და დეპატებით დავუდასტურებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომლის პოლიტიკური პლატფორმაა უფრო უკეთესი. - დაახლოებით, როდისთვის გამოიკვეთება ერთიანი კანდიდატი? - უახლოეს მომავალში უნდა დამთვარდეს ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცესი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კამპანიას ვწყვეტ და ველოდები კანდიდატის გამოკვეთას. მე ვაპირებთ აქტიურად ვაწაარმოო წინასაარჩევნო კამპანია. კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ. - პრაიმერის საორგანიზაციო კომიტეტში ზურაბ ნოღაიდელიც მონაწილეობს, მასთან თანამშრომლობას აპირებთ? - ის არ აყენებს საკუთარ კანდიდატურას და ამ პროცესში შესაბამისად არც მონაწილეობს. თუკი ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადეობის წევრები შევლენ. - ამ პროცესიდან დისტენცირებული იქნება ზურაბ ნოღაიდელის ფინანსური რესურსი? - რა თქმა უნდა. აფსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნოღაიდელისგან წამოსული დაფინანსება. მისგან წამოსული ნებისმიერი დაფინანსება ჩვენთვის არის მიუღებელი და არანაირ მონაწილეობას მაგაში არ მივიღებთ. - ეს არის თქვენი პირობა? - რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი პირობა, რომელიც თუ არ შესრულდა იმ პროცესში მე არ წავალ. ჩემი პირობაა, რომ მხოლოდ საოზგადოებამ უნდა ჩაატაროს ეს პროცესს, იქნება დებატები და ამ გზით გამოვლინდება ერთიანი კანდიდატი. მე კამპანიას ვაწარმოებ მხოლოდ ჩემი პარტიის ფინანსური შესაძლებლობებით. სხვა ფული, მით უმეტეს ნოღაიდელის, რა თქმა უნდა ჩემითვის მიუღებელია. - თქვენი ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე აპირებს თუ არა საკუთარი კანდიდატურის დასახელებას მერობისთვის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში?- მე რამდენადაც ვიცი ლევან გაჩეჩილაძე დღეს არ არის მერობის კანდიდატი, მაგრამ თუ ის დააყენებს თავის კანდიდატურას, სწორედ ამ არჩევენებში დავამარცხებ ლევან გაჩეჩილაძეს. - პრაიმერში მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მხოლოდ ოპოზიციურიად განწყობილი ელექტორატი დარეგისტრირდეს, რომელაც, შესაძლოა, თქვენ არ მოგანიჭოთ უპირატესობა. ასეთ შემთხვევაში რას აპირებთ? - ოპოზიციური ამომრჩეველიც დასარწმუნებელია, ჩვენს უპირატესობაში. ჩვენ გვჭირდება საზოგადეობის სრული მხარდაჭერა. დარმუწნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ, ამაზე ვისაუბროთ პრაიმერი რომ ჩატარდების შემდეგ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126168.html მოვიდნენ შარი და ჩეგესტო და აგვიხსნან რა ხდება! Edited February 22, 2010 by Blaugranator Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.