Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Siknadmo

 

მე რამე საწინააღმდეგო კი არ მაქვს. ბელადიც რომ გახდეს ალასანია, ბელად მიშას, ბელადი ალასანია მირჩევნია.

 

უბრალოდ გადამეტებული ნდობაც არ მაქვს ამ ადამიანის.

ჩვენს ეპოქაში, ბელადობის სურვილი შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს,

რომელმაც ვთქვათ ბავშვობის ასაკაში მიიღო ფსიქიური ტრამვა,

აწუხებს კომპლექსები და სჭირდება თვითრწმენა,

ანუ ადამინს რომელმაც სიმწიფის ასაკში ვერ ჩამოყალიბდა პიროვნებად,

არ იცის რა არის მეგობრობა, არ გააჩნია სიყვარულის გრძნობა,

სძულს ის გარემო სადაც გაიზარდა,

ასეთი ადამიანები ოცნებობენ განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე

რომ საკუთარ თავს და გარშემო მყოფთ დაუმტკიცონ თავიანთი პიროვნების მნიშვნელობა

ეხლა თუკი ამას ემატება გადამეტებული სექს. ფანტაზიები,

მაშინ ძალიან მძიმე შედეგს ვიღებთ,

ანუ განდიდების მანია + აღვირახსნილობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 805
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

თუ ასეტი ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ,

ნაცმოძრაობაზე უფრო უღირსი ხალხი დღეს მე პირადად, პოლიტიკურ სპექტრში არ მეგულება

და ნაციონალები აქ საერთოდ რა შუაშია, მე ვთქვი რომ ოპოზიციას როგორც იქნა ეღირსა თქო ერთი მეტნაკლებად ნორმალური ადამიანი რომელსაც შეიძლება კაცმა ხმა მისცეს...

 

 

ძალიან ცუდი სამუშაო მასალაა ერორებისთვის

ადვილი იყო ბადრიზე, გრეჩიხაზე და ადვილია ნოღაიდელზე მუშაობა,

მაგრამ ალასანია თავისი გაწონასწორებულობით+პროდასავ�

��ური ორიენტაციით

ნაცმოს პროპაგანდისტებს მოქმედების შესაძლებლობას არ აძლევს,

 

არ გაუმართლათ

რეალობას ადეკვატურად ვერ აფასებთ და რავქნა ეხლა მე... ბადრი გადატრიალებას რომ აპირებდა და ნოღაიდელი რუსებს რომ ულოკავს მაგაზე არ უნდა თქვან რომ ცუდია? ხოლო ალასანია ნორმალური რომ არის მაგაზე ძნელი კი არაა მუშაობა არამედ ჯერ ჯერობით ცუდს არაფერს არ აკეთებს და შესაბამისად დედაც არააქვს საგინებელი და ნორმალურად მოეპყრობა მას ხალხი იმედია და აგრესიაც არ ექნება არავის, მაგრამ თქვენ სხვა სამყაროში ხართ ალბათ და ფიქრობთ რომ ის ჩანაწერები ბადრიზე გაყალბებული იყო როგორც ყველაფერი ამ დედამიწაზე გაყალბებულია და საწყალი კაცი ნერვიულობით მოკლეს ამ კაციჭამიებმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწყალი კაცი ნერვიულობით მოკლეს ამ კაციჭამიებმა

ერორის ვერსიის ცოლს მოუკლია :) ყველაფერი უნდა გავფილტროთ ჩვენ გონებაში და ისე მივიღოთ ინფოდ. :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აპირებდა რო?

რავი იმ ვიღაცას ორი მეშოკი საარჩევნო ბილეთები რომ უნდა აეღო ხელში წინასწარ 5-იანები შემოხაზული რომ იყო და რომ უნდა ეთქვა მე გაყალბება დამავალეს მაგრამ პატრიოტი ვარ და ამას არ ვიზავო მერე კი შეიარაღებული ხალხით პარლამენტის შენობა რომ უნდა დაეკავათ აი ეს ყველაფერი რას ნიშნავს ნეტა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

რავი იმ ვიღაცას ორი მეშოკი საარჩევნო ბილეთები რომ უნდა აეღო ხელში წინასწარ 5-იანები შემოხაზული რომ იყო და რომ უნდა ეთქვა მე გაყალბება დამავალეს მაგრამ პატრიოტი ვარ და ამას არ ვიზავო მერე კი შეიარაღებული ხალხით პარლამენტის შენობა რომ უნდა დაეკავათ აი ეს ყველაფერი რას ნიშნავს ნეტა?

სად იყო შეიარაღებული ხალხი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი იმ ვიღაცას ორი მეშოკი საარჩევნო ბილეთები რომ უნდა აეღო ხელში წინასწარ 5-იანები შემოხაზული რომ იყო და რომ უნდა ეთქვა მე გაყალბება დამავალეს მაგრამ პატრიოტი ვარ და ამას არ ვიზავო მერე კი შეიარაღებული ხალხით პარლამენტის შენობა რომ უნდა დაეკავათ აი ეს ყველაფერი რას ნიშნავს ნეტა?

:ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თუ თქვენთვის ადამიანი საშუალებაა და არა მიზანი;

თუ თქვენ იჯერებთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის სასურველია;

თუ თქვენ განსხვავებას ვერ პოულობთ ზრდილსა და ბრიყვს შორის;

ამ შემთხვევაში ბედნიერი და კმაყოფილი ყოფილხართ!!!

 

მე კი დღეს სამშობლოს ტერიტორიის 20 პროცენტი დავკარგე და ამაში აღა-მაჰმად-ხანს ვერ დავადანაშაულებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თუ თქვენთვის ადამიანი საშუალებაა და არა მიზანი;

თუ თქვენ იჯერებთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის სასურველია;

თუ თქვენ განსხვავებას ვერ პოულობთ ზრდილსა და ბრიყვს შორის;

ამ შემთხვევაში ბედნიერი და კმაყოფილი ყოფილხართ!!!

 

მე კი დღეს სამშობლოს ტერიტორიის 20 პროცენტი დავკარგე და ამაში აღა-მაჰმად-ხანს ვერ დავადანაშაულებ.

ორი ნიანგი მიფრინავდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ მისი თითოეული მომხრე არ გახდება ნებაყოფლობითი აქტივისტი!

 

 

ძალიან სწორი მოწოდებაა, ცოტა ორგანიზაცია უნდა ამ საქმეს, სხვანაირად მართლა არაფერი გამოვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

ალიან სწორი მოწოდებაა, ცოტა ორგანიზაცია უნდა ამ საქმეს, სხვანაირად მართლა არაფერი გამოვა.

რა სახის ორგანიზაცია? ინდივიდების აქტივობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ზოგად ჩარჩოში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისევ ბელადს ვეძებთ, არადა მოსაძებნია ოდნავ უკეთესი ვიდრე წინა და სოფელიც აშენდება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mamoo

ისევ ბელადს ვეძებთ, არადა მოსაძებნია ოდნავ უკეთესი ვიდრე წინა და სოფელიც აშენდება.

საიდან დასკვნა რომ ბელადს ვეძებთ?

 

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინტერპრესნიუსი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიასთან.

 

- ბოლო დღეების განმავლობაში “ალიანსის” ერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. არსებობს თუ არა დაშლის საფუძველი?

 

- მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ერთიან კანდიდატზე შეთანხმების პროცესში ჩავერთო. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოვნახოთ პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთავს და არ მინდა რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს იბრძვის არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლისთვის, გამოკლდეს ამ პროცესს. “ალიანსში” გვაქვს თითქმის ყველა პოზიციაზე თანხვედრა, რომელიც უკავშირდება საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ასპექტებს, გავქვს შეთანხმებული პოზიციები, რომ მხოლოდ არჩევენების გზით უნდა იყოს მიღწეული ხელისუფლებუს ცვლა. თუმცა გვაქვს უთანხმოება, იმასთან დაკავშირებით, როგორი ფორმით უნდა გამოიკვეთოს ოპოზიციის საერთო კნდიდატი. მე ჩემი ნაბიჯით “ალიანსის” წევრებს ვაძლევ შესაძლებლობას, თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება.

 

- ანუ თქვენ თანხმდებით პრაიმერში მონაწილოებას?

 

- ჩემს პოლიტიკურ ძალას კვლავინდებურად აქვს ბევრი შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრაიმერის ჩატარება. გვაქვს შეთავაზება სხვა ფორმებზე. საზოგადეობასთან ერთად ჩამოვყალიბდებით, როგორი პროცესი იქნება უფრო მისაღები საზოგადოებისთვის.

- “ალიანსი საქართველოსთვის” იშლება?

 

- “ალიანსში” შემავალი პოლიტიკური ძალები მივედით დასკვნამდე, რომ, რადგან არ გვაქვს პოზიციათა თანხვედრა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის ფორმაზე, დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავერთოთ თუ არა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში.

 

- ეს ნიშნავს თუ არა “ალიანსის” დაშლას?

 

- ეს ნიშნავს მოქმედების თავისუფლებას. რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობის გაგრძელების სხვა ფორმას, ეს უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება.

- “ალიანსი” როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას? სოზარ სუბარის პოზიცია როგორია?

 

- “ალინსში” მოქმედების თავისუფლებაზე შეთანხმება მიღწეულია. სოზარ სუბარიც საქმის კურსშია, ის ახლა ჰააგაში იმყოფება და მიიღებს გადაწყვეტილებას, ისევე როგორც “ალიანსი”. ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ შევედით, რა თქმა უნდა, წინააღმდეგოგებით იქნება სავეს. მაგრამ ეს რაც არ უნდა რთული იყოს, მე ვდგამ პირველ ნაბიჯს. ყველა კარი ღიაა პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც კი თავის კანდიდატურას ასახელებს. ლაპარკი დიდი ხანია, მიდის ერთიანი კანდიდატის შეთანხმებაზე, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურ ძალებს, ერთმანეთთან წლების მანძილზე ჩამოყალიბებული უთხანმოებების გამო, უჭირთ. ჩემი ნაბიჯით მე მინდა დემონსტრირება გავუკეთო იმას, რომ ყველა კარი ღიაა და შეთანხმება ყველაფერზე შეიძლება.

 

- ბატონო ირაკლი, იბადება კითხვა, როცა აყენებდით კანდიდატურას, მაშინ რატომ არ დაფიქრდით ამაზე?

 

- მაშინ სხვა პოლიტიკური კონტექსტი იყო. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ვთქვით, რომ ვიღებთ არჩევენებში მონაწილეობას. ოპოზიციის დიდ უმრავლესობა არჩევნებზე იმ მოცემულ მომენტში არ ფიქრობდა. დღეს ამ იდეას ბევრი შემოუერთდა და ეს ჩვენმა ნაბიჯმაც განაპირობა.

- მაგრამ ამ ახალ ბრძოლაში “ალიანსი” აღარ მოგყვებათ...

- “ალიანსის~ დანარჩენი წევრები არ იღებენ მონაწილეობას იმ კონსულტაციებში, სადაც მე ჩემს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მივდივარ. კიდევ ვიმეორებ, მათი გადაწყვეტილება იქნება დამოუკიდებელი და ამ გადაწყვეტილებას გააცნობენ საზოგადეობას. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. “ალიანსი” პრაიმერში სახელისუფლო ჩარევის საშიშროებას ხედავს...

 

- რჩებით თუ არა “ალიანსი საქართველოსთვის” კანდიდატად მერის არჩევნებზე?

 

- ამ შემთხვევაში მე ვარ ჩემი პარტიის კანდიდატი. მათ შეაძლოა, სხვა გადაწყვეტილებაც მიიღონ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

 

- ყველა ოპოზიციური კანდიდატი იღებს მონაწილეობას კანდიდატის შერჩევის პროცესში? მათ შორის “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი გიორგი ჭანტურია, გოგი თოფაძე და სხვები?

 

- ეს კარი ყველასთვის ღიაა. ჯერ უცნობია, ვინ მიიღებს მონაწილეობას. ვნახოთ, ვინ მოხსნის კანდიდატურას და ვინ დააყენებს.ეს უახლოეს დღეებში გამოიკვეთება.

 

- კონკრეტულად, როგორ აპირებთ ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას?

- ჩვენ შევთავაზეთ პოლიტიკური შეთანხმების ჩვენეული ვარიანტი. პრაიმერთან დაკავშირებითაც გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან.

 

- ოპოზიციური ერთობა პანაცეააა? რამდენი პოლიტიკური ძალაა თანახმა თქვენს შეთავაზებაზე?

 

- ეს გამოჩნდება კონსულტაციებზე, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება. ვნახავთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ - არა. ჩვენ ერთიან კანდიდატზე უნდა შევთანხმდეთ და არა - პოლიტიკურ გაერთიანებაზე.

- ამ სცენარს, ახალა რაზეც თქვენ საუბრობთ, საზოგადეობაში დიდი ხანია, განიხილავენ და მას ზოგი ლევან გაჩეჩილაძის სცენარს ეძახის, ზოგიც - გიგა ბოკერიას ვარიანტს. . .

- ეს არც გაჩეჩილაძის სცენარია და არც გიგა ბოკერიასი. ეს არის ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ გათითოკაცებული პარტიები წარმატების შანს ვუშვებთ ხელიდან. ჩვენ საზოგადეობას უნდა დავუდასტუროთ ერთი რამ, რომ არა მარტო ვიცით როგორ უნდა განხორციელდეს ცვლილებები, არამდე შეგვიძლია კიდეც ამის გაკეთება. ჩვენ არ ვთანხმდებით პოლიტიკურ ბლოკზე. ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ერთობას - ჩვენ მხოლოდ გვინდა შევთანხმდეთ ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის მოდელზე. ერთი კანდიდატი გამოიკვეთოს და ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. ამ შემთხევეაში წარამატების შანსი ცხადია იზრდება. ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენციითა და დეპატებით დავუდასტურებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომლის პოლიტიკური პლატფორმაა უფრო უკეთესი.

 

- დაახლოებით, როდისთვის გამოიკვეთება ერთიანი კანდიდატი?

 

- უახლოეს მომავალში უნდა დამთვარდეს ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცესი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კამპანიას ვწყვეტ და ველოდები კანდიდატის გამოკვეთას. მე ვაპირებთ აქტიურად ვაწაარმოო წინასაარჩევნო კამპანია. კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ.

 

- პრაიმერის საორგანიზაციო კომიტეტში ზურაბ ნოღაიდელიც მონაწილეობს, მასთან თანამშრომლობას აპირებთ?

 

- ის არ აყენებს საკუთარ კანდიდატურას და ამ პროცესში შესაბამისად არც მონაწილეობს. თუკი ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადეობის წევრები შევლენ

.

- ამ პროცესიდან დისტენცირებული იქნება ზურაბ ნოღაიდელის ფინანსური რესურსი?

 

- რა თქმა უნდა. აფსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნოღაიდელისგან წამოსული დაფინანსება. მისგან წამოსული ნებისმიერი დაფინანსება ჩვენთვის არის მიუღებელი და არანაირ მონაწილეობას მაგაში არ მივიღებთ.

 

- ეს არის თქვენი პირობა?

 

- რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი პირობა, რომელიც თუ არ შესრულდა იმ პროცესში მე არ წავალ. ჩემი პირობაა, რომ მხოლოდ საოზგადოებამ უნდა ჩაატაროს ეს პროცესს, იქნება დებატები და ამ გზით გამოვლინდება ერთიანი კანდიდატი. მე კამპანიას ვაწარმოებ მხოლოდ ჩემი პარტიის ფინანსური შესაძლებლობებით. სხვა ფული, მით უმეტეს ნოღაიდელის, რა თქმა უნდა ჩემითვის მიუღებელია.

- თქვენი ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე აპირებს თუ არა საკუთარი კანდიდატურის დასახელებას მერობისთვის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში?

- მე რამდენადაც ვიცი ლევან გაჩეჩილაძე დღეს არ არის მერობის კანდიდატი, მაგრამ თუ ის დააყენებს თავის კანდიდატურას, სწორედ ამ არჩევენებში დავამარცხებ ლევან გაჩეჩილაძეს.

- პრაიმერში მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მხოლოდ

 

ოპოზიციურიად განწყობილი ელექტორატი დარეგისტრირდეს, რომელაც, შესაძლოა, თქვენ არ მოგანიჭოთ უპირატესობა. ასეთ შემთხვევაში რას აპირებთ?

 

- ოპოზიციური ამომრჩეველიც დასარწმუნებელია, ჩვენს უპირატესობაში. ჩვენ გვჭირდება საზოგადეობის სრული მხარდაჭერა. დარმუწნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ, ამაზე ვისაუბროთ პრაიმერი რომ ჩატარდების შემდეგ.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126168.html

 

მოვიდნენ შარი და ჩეგესტო და აგვიხსნან რა ხდება! :)

Edited by Blaugranator
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...