Jump to content
Planeta.Ge

ნაციონალისტური იდეოლოგიის მომძლავრება


Recommended Posts

იუზერებო თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ნაციონალისტური იდეოლოგიის მომძლავრება ქართულ რეალობაში?

არის თუ არა ეს საგანგაში?

 

ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს, მერე მეც მოგახსენებთ ჩემ აზრს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ობიექტრუი და სუბიექტური მიზეზები,

ბოლო ბოლო ომი გადავიტანეთ, თანაც ვიგემეთ სამარცხვინო დამარცხება,

არის გაღიზიანება რუსებისა და ოსების მიმართ, ბუნებრივი ასე ვთქვათ,

 

ეს ობიექტური მიზეზი,

 

სუბიექტური ხელისუფლება ეწევა ანტირუსულ ისტერიას ნაც. ტელევიზიებისა და ინტერნეტის საშუალებებით-მტრის ხატის შესაქმნელად და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაციონალისტური იდეოლოგიის მომძლავრება სულ უნდა არსებობდეს

 

რომ მტერმა ვერ დაგვიმონოს

 

ჩექმების ქვეშ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღევანდელ ნაციონალისტებს ორ კატეგორიად დავყოფდი.

 

80-იანი წლების ნაციონალისტები (ეროვნული მოძრაობიდან რომ მოდიან) და ახალი ხელვნურად შექმნილი ნაციონალისტები (მოგიდღანთ მძინარე ცხინვალი).

 

80-იან წლებში როგორ ძლიერდებოდა ნაციონალიზმი არ ვიცი. იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ეს მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა და ეს ჭირი ერთდროულად მოედო მთელ საბჭოთა კავშირს და იუგოსლავიას, ალბათ მაშინაც ხელოვნურად მოხდა მისი ჩანერგვა.

 

ახლა მგონი ჩვენი ხელისუფლება თვლის რომ ნაციონალიზმი მისთვის მომგებიანია. (40 კილომეტრში რუსები დგანან და რა დროს დემოკრატიაა.)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხოლოდ ულტრანაციონალიზმია ერის გადარჩენის გზა

სხვათაშორის ევროპაში თანდათან ძლიერდება ნაციონალისტური განწყობა , მათ შორის უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, იტალიაში, გერმანიაში, მოსალოდნელია ძალიან მალე ბრიტანეთში ხელისუფლებაში ნაციონალისტების მოსვლა.

 

რაც ყველაზე მეტად მიხარია ბალტიისპირელი და უკრაინელი ნაციონალისტები ანტირუსული სულისკვეთების და განწყობის ნაციონალისტები არიან . აი ეს ნახეთ :

 

უკრაინელი ნაციონალისტები ”ომი 08.08.08”-ის შემქმნელებს სასამართლოში უჩივლებენ

 

14:06 | 21/ 11/ 2008

 

Print version

 

თბილისი, 21 ნოემბერი, /”ახალი ამბები - საქართველო”/. უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაცია ”უნა-უნსო” კავკასიაში აგვისტოს კონფლიქტში ორგანიზაციის წევრების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გაბათილებას სასამართლოს გზით შეეცდება, განაცხადა ”უნა-უნსოს” ხელმძღვანელმა იური შუხევიჩმა პრესკონფერენციაზე ხუთშაბათს.

 

მისი თქმით, საუბარი ეხება ფილმს ”ომი 08.08.08. ღალატის ხელოვნება”, რომელშიც კერძოდ, ლაპარაკია კონფლიქტში საქართველოს მხარეზე უკრაინის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ.

 

კიევში რუსული ფილმის საპრემიერო ჩვენების ორგანიზების მცდელობა უკრაინის უშიშროების სამსახურის ჩარევის შემდეგ ჩაიშალა.

 

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სასტუმრო ”ჰაიატის”(სადაც ჩვენება უნდა გამართულიყო) ხელმძღვანელობას გაუგზავნა წერილი შესაძლო არეულობების გაფრთხილებით, რის შემდეგაც სასტუმროს ხელმძღვანელობამ ფილმის სადემონსტრაციოდ დარბაზის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

 

”ის რაც გააკეთა ვალერი კონოვალიუკმა (საქართველოსთვის უკრაინული იარაღის მიყიდვის გარემოებათა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, ფილმის ჩვენების ორგანიზატორი), ”ფე-ეს-ბე”-ს პროვოკაციაა. როცა რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა, მასში უკრაინის ჩათრევას ნებისმიერი ხერხებით ცდილობდნენ ”, - განაცხადა შუხევიჩმა. მისი თქმით, ”კონფლიქტის ნამდვილი მიზეზია რუსეთის სწრაფვა იმპერიის აღდგენისკენ და არ დაუშვას ნავთობის გატარება რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით”.

 

როგორც შუხევიჩმა აღნიშნა, ”ფე-ეს-ბე” შეეცადა გადაებირებინა ”უნა-უნსოს” ზოგიერთი წევრი კონფლიქტში მონაწილეობისათვის”. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის რუსლან ზაიჩენკოს თქმით, მათგან, ვის გადაბირებასაც ცდილობდნენ, მოითხოვდნენ მენაღმის სპეციალობით უკრაინული სამხედრო ბილეთისა და საკუთარი პასპორტის თან ქონას. ”მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფულს სთავაზობდნენ, ეს მცდელობა ჩაიშალა”- განაცხადა ზაიჩენკომ.

 

შუხევიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორ ორგანიზებულ ძალას, კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და არც ”უნსოს” გაუგზავნია ვინმე საქართველოში.

 

”არ არის გამორიცხული, რომ კონფლიქტში ერთი-ორი უკრაინელი მონაწილეობდა, მაგრამ ხომ შეიძლება, რამდენიმე რუსსაც მიეღო მონაწილეობა ამ ომში ქართველების მხარეზე. ამაში რუსეთი ხომ არავის დაუდანაშაულებია”, - განაცხადა შუხევიჩმა. ”უნსოს” ხელმძღვანელის თქმით, ისინი სასამართლოში შეიტანენ სარჩელს ფილმის შემქმნელების და ასევე იმ უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწეების წინააღმდეგ, რომლებსაც ასეთი ფილმები უკრაინაში შემოაქვთ”.

 

სექტემბრის დასაწყისში კონოვალიუკი სათავეში ჩაუდგა უმაღლეს რადაში შექმნილ დროებით საგამოიებო კომისიას, რომლის ამოცანა იყო საქართველოსთვის უკრაინული იარაღის მიწოდების შემოწმება, ასევე უკრაინის კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების დარღვევის გარემოებებათა შესწავლა. 11 ნოემბერს კონოვალიუკმა განაცხადა, რომ საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის აგვისტოს კონფლიქტში 15-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე მონაწილეობდა. მანამდე ამ კონფლიქტში უკრაინელების მონაწილეობის შესახებ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელებიც საუბრობდნენ. ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.

 

14 ნოემბერს კონოვალიუკმა უკრაინის ხელისუფლებას ბრალი დასდო იმაში, რომ იგი ხელს უშლის უმაღლესი რადას დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ამასთან მან დაადასტურა უკრაინელი მოქალაქეების სამხრეთ ოსეთის ომში მონაწილეობის ფაქტები, თუმცა აღნიშნა, რომ ამას მასიური ხასიათი არ ჰქონია. დეპუტატმა განაცხადა, რომ კომისიამ მოიპოვა ცნობები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ იქ უკრაინის მოქალაქეები სამხედრო სპეციალიტების როლში იმყოფებოდნენ. ამ პირთა მონაწილეობა დაფიქსირებულია და სათანადო მასალებიც არსებობს, განაცხადა მან.

 

13 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა სამხრეთ ოსეთის მოვლენებისა და კავკასიის კონფლიქტში უკრაინის მხარის მონაწილეობის შესახებ სიმართლის დამალვაში. კიევში ინტერნეტ-ფილმის ”ომი 08.08.08. ღალატის ხელოვნება” ჩვენების კომენტირებისას, რომელშიც კავკასიის მოვლენებში უკრაინის მონაწილეობის შესახებაც არის მოთხრობილი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ”მსგავსი ამკრძალავი, შემზღუდველი ქმედებები ნაკლებად ჯდება საყოველთაოდ მიღებულ ნორმებში და დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნებებში”. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფუძვლო უწოდეს უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებას იმის შესახებ, რომ ”ფილმს საფუძვლად დაედო რუსეთის ინტერნეტ-გაოცემის მიერ, მოგონილი და შეთითხნილი მტკიცებულებები”, ასევე უკრანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზიებს კიევში რუსეთის საელჩოს მიმართ”.

 

უკრაინელი ნაციონალისტები მხარს ქართველებს უჭერენ ბეჭდვა ელფოსტა

Saturday, 26 April 2008

 

26 აპრილი, 2008 წელი

რუსთავი 2

 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელ ნაციონალისტმა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში ქართველ სამხედროებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უკრაინელი რადიკალი ნაციონალისტები დაეხმარებიან.

 

გუშინ რუსეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ აღნიშნულ თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.

 

სიუჟეტში პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ თუ საქმე ბრძოლის დაწყებაზე მიდგა, საქართველოში წამოსვლის ასობით მსურველი გამოჩნდება.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
იუზერებო თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ნაციონალისტური იდეოლოგიის მომძლავრება ქართულ რეალობაში?

მატერიალურმა სიდუხჭირემ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ თქვენ ცდილობთ თემის სხვაგან წაყვანას.

მე კი მაინტერესებს სულ სხვა რამ - რატომ მომძლავრდა ეს ჩვენში? ჯერ ეს გავარკვიოთ, შემდეგ კი გამოსავალი ვეძებოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლება ეწევა ანტირუსულ ისტერიას
მტრის ხატის შესაქმნელად

ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ვინმეს კიდევ ხატის შექმნა თუ ესაჭიროება ან ძალიან გულუბრიყვილოა ან ჩამოყალიბებული იდიოტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ვინმეს კიდევ ხატის შექმნა თუ ესაჭიროება ან ძალიან გულუბრიყვილოა ან ჩამოყალიბებული იდიოტი.

მტრის ხატს უნიჭო ხელისუფლება ქმნის გულუბრყვილოების და იდიოტებს სამართავად :D

 

ხოლო ნორმალური ხელისუფლება მტრის ხატის შექმნის გარეშეც ახერხებს

საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ თქვენ ცდილობთ თემის სხვაგან წაყვანას.

მე კი მაინტერესებს სულ სხვა რამ - რატომ მომძლავრდა ეს ჩვენში? ჯერ ეს გავარკვიოთ, შემდეგ კი გამოსავალი ვეძებოთ

გამოსავალი უნდა ვეძებოთ ამ გლოვბალისტური სამყაროსგან და ბოლო დროს მომრავლებული უთავმოყვარეო, კოლაბორაციონისტი რუსეთუმეებისგან .

მე პირადად ვარ ულტრანაციონალისტი და მხოლოდ მივესალმები ულტრანაციონალისტური ძალების მომძლავრებას საქართველოში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ვინმეს კიდევ ხატის შექმნა თუ ესაჭიროება ან ძალიან გულუბრიყვილოა ან ჩამოყალიბებული იდიოტი.

მტრის ხატის შექმნაში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერ საპროტესტო აქციას რუსეთს უკავშირებენ. ყველა ოდნავ მაინც რეიტინგულ ძალას რუსეთის დაფინანსებულს ეძახიან. ვინც ამ მთავრობას ხმას არ აძლევს, ის 37 მანეთიანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღევანდელ ნაციონალისტებს ორ კატეგორიად დავყოფდი.

 

80-იანი წლების ნაციონალისტები (ეროვნული მოძრაობიდან რომ მოდიან) და ახალი ხელვნურად შექმნილი ნაციონალისტები (მოგიდღანთ მძინარე ცხინვალი).

 

80-იან წლებში როგორ ძლიერდებოდა ნაციონალიზმი არ ვიცი. იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ეს მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა და ეს ჭირი ერთდროულად მოედო მთელ საბჭოთა კავშირს და იუგოსლავიას, ალბათ მაშინაც ხელოვნურად მოხდა მისი ჩანერგვა.

 

ახლა მგონი ჩვენი ხელისუფლება თვლის რომ ნაციონალიზმი მისთვის მომგებიანია. (40 კილომეტრში რუსები დგანან და რა დროს დემოკრატიაა.)

სწორი შენიშვნაა, ზვიადისტური ნაციონალიზმი სხვანაირი იყო,

ის სამშობლოს ინტერესების დამახინჯებული აღქმიდან მოდიოდა,

ხოლო მიშისტური ნაციონალიზმი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლები შენარჩუნებას

ემსახურება და პიარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია

 

მოგიდღანთ მძინარე ცხინვალი, ეს მიშისტური აზროვნების აპოგეააა :blink:

ტალიავინის დასკვნა უმალვე აბათილებს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ზვიადისტური ნაციონალიზმი

ის მხოლოდ ზვიადისტური არ იყო. არც ირაკლი წერეთელია ზვიადისტი, არც ნოდარ ნათაძე. მაგრამ ორივე ტიპიური ნაციონალისტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გამოსავალი უნდა ვეძებოთ ამ გლოვბალისტური სამყაროსგან და ბოლო დროს მომრავლებული უთავმოყვარეო, კოლაბორაციონისტი რუსეთუმეებისგან .

მე პირადად ვარ ულტრანაციონალისტი და მხოლოდ მივესალმები ულტრანაციონალისტური ძალების მომძლავრებას საქართველოში

ნეოფაშიზმის კლასიკური მაგალითი ბრძანდებით - გილოცავთ :)

თუ რატომ ვამბობ ამას მოგვიანებით დავწერ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ის მხოლოდ ზვიადისტური არ იყო. არც ირაკლი წერეთელია ზვიადისტი, არც ნოდარ ნათაძე. მაგრამ ორივე ტიპიური ნაციონალისტია.

ვიცი, ხო, მაგრამ ერთი და იგივე იდეოლოგიურად, იყო პიროვნული შეუთავსებლობები ამბიციებიდან გამომდინარე, სულაც ნახე დღეს ირაკლი წერეთელთან დაახლოვებული ადამიანები დიდ სიმპატიას გამოხატავენ ზვიადის მიმართ,

სხვათა შორის ნათაძეც კი, რომელიც თავის დროზე ანტიზვიადისტი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...