shavlego91 Posted February 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 რატომ დააჯილდოვა სააკაშვილმა 900 000 ლარით ნოღაიდელი? პოლიტიკა — თავფურცელი13:59 16.02.2010ვერსია პრინტერისთვის •დაამატე რჩეულებში •[რუსიკო მუმლაძე]2007 წელს 16 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელი N642-ე განკარგულებით, “საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი წვლილისთვის” წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. ეს არის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენების და მედლების იერარქიაში ნომერ მეორე ორდენი. ჩვენთვის კარგად ნაცნობი - ვახტანგ გორგსლის ორდენი თავისი ხარისხებით, მხოლოდ მერვე ადგილზეა. ამ ორდენის მფლობელები მრავლად არიან., ნოღაიდელის მსგავსი ორდენის კავალერები კი - არცთუ ისე ბევრნი. რაც მთავარია, თუ ვახტანგ გორგასლის ორდენის მფლობელი (ხარისხების მიხედვით) ხელფასის 100-50-30 ოდენობის თანხით საჩუქრდებიან, წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დაჯილდოებულებს ხელფასის 300 ოდენობის თანხა გადაეცემათ. ნოღაიდელს, როგორც პრემიერს, ხელფასი 3000 ლარზე მეტი ჰქონდა, შესაბამისად, მისი ორდენის “შემოსავალი“ 900 ათას ლარამდე იზრდება. ორდენის მიღების შემდეგ ნოღაიდელმა თანამდებობა დატოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საბაბით. თავად გრიზლოვის პირადი პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ახლა უნდა იყოს მთლად წესრიგში, რადგან მას ჟურნალისტებთან გადატვირთული გრაფიკით მუშაობის პროცესიც კი ისე ღლის, რომ დასასვენებლად ჩამოჯდომა სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პრემიერობის დროს მას გულზე რთული ოპერაცია გაუკეთეს ამერიკელმა ქირურგებმა, წესით, გადატვირთული პოლიტიკური რეჟიმი მისი ჯანმრთელობისთვის სასათბურე პირობები არ უნდა იყოს. თუმცა, ფაქტია, ჯერჯერობით, ექსპრემიერი არც მოსკოვში ვიზიტებით იღლება და არც ჟურნალისტებს ანატრებს თავს თავისი დუმილით. სადღაც გაქრა პრემიერობის დროს ჩვეული მოკლე პასუხებიც – კი, ან - არა. უფრო მეტიც, იმ ფაქტის გადასამოწმებლად, მიიღო თუ არა ბიუჯეტიდან ეს თანხა ნოღაიდელმა, პრესა. გე. დაუკავშირდა მის ერთგულ თანამებრძოლს, პეტრე მამრაძეს და მისგან შეიტყო, რომ ნოღაიდელი გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ ყაზახეთში გაფრინდა. პეტრე მამრაძე: “დიახ, ნოღაიდელს ასეთი ორდენი აღებული აქვს. პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ ასეთი პრემიერი საქართველოს არც ყოლია და არც ეყოლებაო. მე არ მინდა, პესიმისტი ვიყო და ვიფიქრო, რომ ასეთი პრემიერი აღარ გვეყოლება, მაგრამ ის მართლაც კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით, აიღო თუ არა ეს თანხა ნოღაიდელმა, ალბათ, ყაზახეთიდან რომ დაბრუნდება, მაშინ გააკეთებს კომენტარს.” “შეიძლება ეს სწორედ ის თანხაა, რომელზეც თავად ნოღაიდელი ამბობს, ლეგალური გზით ვიშოვეო და ორდენის თანხა დაასახელოს ლეგალურ წყაროდ”, - აცხადებს დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი. ერთი სიტყვით, ჩამოვა ნოღაიდელი და გვეტყვის, აიღო თუ არა ორდენით განსაზღვრული თანხა. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, საზოგადოებაში აქტიურად მუსირებს ეჭვები და კითხვები იმის თაობაზე, რაში სჭირდება ექსპრემიერს პოლიტიკური აქტიურობა, როცა არაკები დადის მის ენერგოინტერესებსა და ბიზნესზე, რომელსაც ოფიციალურად მისი მეუღლე მართავდა. მით უმეტეს, რომ მილიონერობისთვის ექსპრემიერს ჯერ მარტო ორდენის თანხა ეყოფა. აქედან გამომდინარე, ისიც საკითხავია, რაში სჭირდება მას “საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში წვლილის შესატანად” ბრძოლის გაგრძელება და თანაპარტიელებისა, თუ ძველებურად მისთვის ოპოზიციენერების ლანძღვის მოსმენა? “სააკაშვილს რუსეთისგან გარანტიის მიღება რომ შეეძლოს მუხლებზე ფორთხვით ჩავიდოდა მოსკოვში”, - ირწმუნება ოპოზიციონერი პრესა.გე-თან საუბარში და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ლანძღვაზე არც ის იკავებს თავს. რა წვლილისთვის დააჯილდოვა უმადური ქვეშევრდომი პრეზიდენტმა? ხომ არ არის ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ნოღაიდელი რუსული ალყის გარღვევას პრეზიდენტის დავალებით ოპოზიციური ფლანგიდან ცდილობს? ერთი შეხედვით დამაბნეველ სიტუაციაში, როცა ნოღაიდელი ყველა მხრიდან მოღალატედ ცხადდება და ისიც კარგად ილანძღება, ეს ვერსია ეჭვქვეშაც კი დგება. მაგრამ საკითხავი ისაა, არსებული სიტუაცია ასეც არის თუ არა ჩაფიქრებული დიდი სცენარით და ქართულ პოლიტიკაში მავანთა და მავანთა მართლაც გადაწყვიტეს, ფოფხვის ნაცვლად ორჯონიკიძისეული ნაბიჯებით ევლოთ რუსული პოლიტყინულის გასალღობად? თუ არა და ნოღაიდელის დაჭერას რა უნდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 ჭანტურია იყო ჩეკას კომისარი-ზვიად გამსახურდიათან მებრძოლი კომიტეტის წევრი ჯაბასთან,ყარყარაშვილთან,ბათიაშვილთან,დავით მაღრაძესთან,გია ჟორჟოლიანთან,ვაჟა ლორთქიფანიძესთან.... ერთად...ჭანტურია ზვიადისტებს კითხავდა...იყო ფეხებში სროლა და დაჭრებიც.." ჯაბა იოსელიანი -"სამი განზომილება"გვ.361. ჭანტურია პირდაპირ ასრულებდა შევარდნაძის მითითებებს მოსკოვიდან (მან ეს კავშირი აღიარა და ედიკას ჩამოყვანისთანავე ეს ნათელი გახდა) და იარაღით ხელში ებრძოდა ეროვნულ ხელისუფლებას ჯაბასთან,კიტოვანთან,ბალტინთან (აფხაზეთის ოკუპაციაში მისმა ფლოტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა),ბეპაევთან,ძერჟინსკის დივიზიასთან(9 აპრილის დამბრევი ძალასთან).1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქარტველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქარტველო ," მცირე იმპერიად " გამოევხადებინათ?!მის კისერზე შევარდნაზესა რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!ი.ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთში ქართველთა დაბრუნების ,რადგან ეს გამოიწვეწდა აფხაზების ასიმილაციას?! საწყალი აფხაზები! იმპერიალისტი ქართველები?! ამ პარტიები არსი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 შავლეგო არის სახე გამსახურდიას რეჟიმისდა თქვენ როგორ ფიქრობთზვიადისტები რომ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში რა შედეგს მივიღებდით? და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, თუკი რეჟიმი არღვევს ადამიანების უფლებებს, მაგრამ ის არჩეულია ლეგიტიმური გზითდა მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს,რა უნდა მოიმოქმედოს უმცირესობაში დარჩენილმა ადამიანებმა? მშვიდობიანი მეთოდებით იბრძოლონ ხო?ვის წინააღმდეგ,როგორ წარმოგიდგენიათ ესSiknadmo' არის სახე სერგო შევარდნაძის რეჟიმის ,რომელმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო 20 000 კვ. კმ. გააჩუქა ედუარდ ორჯონიკიძესავით... :givi : მე კი ზვიად გამსახურდიასთან ერთად დამოუკიდებლობა მოგიპოვე,არცერთი გოჯი მიწა არ დამგვითმია, არც საშინაო და საგარეო ვალკები არ დაგვიტოვებია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 Siknadmo შავლეგო არისshavlego91 Siknadmo' არისსოკოლ ი იასტრებ პრეკრაწიწე ზასარიაც ეფირ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2010 Siknadmo shavlego91 სოკოლ ი იასტრებ პრეკრაწიწე ზასარიაც ეფირ :lol: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებით “ალიანსის” პოზიცია ერთიანია სიახლე — თავფურცელი17:03 18.02.2010ვერსია პრინტერისთვის •დაამატე რჩეულებში •[„ინტერპრესნიუსი“]ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებით “ალიანსის” პოზიცია იდენტურია, - ამის შესახებ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს, “ახალი მემარჯვენეების” ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ოპოზიციაში შეთანხმება შესაძლებელია. დღესაც ვადასტურებ, რომ მეც და ჩემი პოლიტიკური გუნდიც მტკიცედ ვდგევართ ამ პოზიციაზე. ოპოზიციურ ძალებთან შევძლებთ, მივაღწიოთ იმ შეთანხმებას, რომელიც გამოავლენს ერთიან კანდიდატს მერის არჩევნებში. “ალიანსის” პოზიცია არის საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისი, რადგან საზოგადოებისთვის დიდი სტიმული იქნება ერთიანობა”, - აღნიშნა ალასანიამ. რაც შეეხება ნოღაიდელს, ალასანიას განმარტებით, ამასთან დაკავშირებით “ალიანსის “პოზიცია არის აბსოლუტურად იდენტური. “ნოღაიდელს რაც შეეხება, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად იდენტური. საგარეო პოლიტიკური და სხვა იდეოლოგიური განსხვავებები ჩვენს შორის იმდენად დიდია, რომ ნოღაიდელის პოლიტიკურ გუნდთან ალიანსში ან რაიმე პოლიტიკურ შეთანხმებებში ვერ შევალთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვისაც კანდიდატები ჰყავს დასახელებული, ვერ მივაღწიოთ შეთანხმებას”, - განაცხადა ალასანიამ. ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, ნოღაიდელის მხრიდანაც იქნება ანალოგიური პოზიცია, რომ თავადაც ვერ ხედავს თანხვედრას “ალიანსის” პოზიციასთან ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების გამო. “ნოღაიდელთან დაკავშირებით ჩვენ ყველას “ალიანსში” გვაქვს პოზიციების თანხვედრა. ნოღაიდელთან გვაქვს იმდენად განსხვავებული ფუნდამენტური და იდეოლოგიური შეხედულებები, რომ პოლიტიკურ პროცესებში ერთად მონაწილეობის გზას ვერ ვხედავთ”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2010 09:34, 20.02.2010 სოზარ სუბარი: ოპოზიციის ერთობას თუ დასჭირდება, მზად ვარ საერთოდ წავიდე პოლიტიკიდანგია ჭანტურია ისე აქებს გიგი უგულავას, მიკვირს რატომ არ ინიშნება მისი საარჩევნო შტაბის უფროსად. თუ ასე ძალიან მოსწონს უგულავა, რატომ იბრძვის მის ვითომცდა მის შესაცვლელად... ერთია ყველა...სხვის დაკრულზე მოცეკვავენი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.