T_A_T Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 პერსპექტიული სპორტსმენებისთვის დასახმარებლად სულაც მისი სახელობის ფონდის შექმნა ჯობდესპატარკაციშვილი აღარაა და ვინ გაავსებს მაგ ფონდის ყულაბას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 T_A_T პატარკაციშვილი აღარაა და ვინ გაავსებს მაგ ფონდის ყულაბას?სამწუხაროდ არც ეს ვიცი, ესენი რომ არაფერს გაიმეტებენ ამაში კი ვარ დარწმუნებული - გრძელვადიანი პროექტები არ არის მაგათი პრიორიტეტი. ფაციფუცით მითითხნილი ურჩევნიათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
WALLTER Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 დიახ ეს ბიჭი იმსახურებს ამას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 T_A_T ორგკომიტეტი ვერ გამოცხადდება დამნაშავედ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ორგკომიტეტი უშუალოდ სპორტული შეჯიბრის ორგანიზებას ახდენს, ანუ რომელი სპორტსმენი როდის უნდა გამოვიდეს, რომელმა რა შედეგი აჩვენა, რომელი ადგილი დაიკავა, ასევე სად უნდა მოათავსონ მწვრთნელები, მაყურებლები, მსაჯები, ჟურნალისტები, ჩაატარონ დაჯილდოების ცერემონიალი და ა.შ. ნებისმიერ სპორტულ სარბიელს ყოველთვის თავისი ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი ყავს, ვინც მის კეთილმოწყობაზე, კონდიციებზე და ყოველგვარ მომსახურებაზე ზრუნავს. ესენი ცალკე ხალხი არიან და ყოველთვის მათთან ერთად ქირაობს ნებისმიერი შეჯიბრის ორგანიზატორი ამა თუ იმ სპორტულ კომპლექსს. უსაფრთხოებაზეც სწორედ მომსახურე პერსონალი და ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი. ანუ ეგ დაახლოებით იგივე იქნება სადღაც შუქნიშანი რომ გადაიწვას, ამის გამო მოხდეს ავარია, რომელსაც ლეტალური შედეგი მოყვა და საპატრულო პოლიცია დაისაჯოს, რატომ დროულად არ შეამჩნია შუქნიშნის ჩაქრობა და ზომები არ მიიღოო. კიდევ უფრო არაადეკვატური იქნება ამის გამო საპატრული პოლიციას რაიმე ფინანსური ვალდებულებები რომ დაეკისროს გარდაცვლილის ოჯახთან. ჰოდა, ჩემი აზრით ვანკუვერში მომხდარ სამწუხარო ფაქტზე, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ უშუალოდ სასრიალო კომპლექსის მომსახურე ტექნიკურ პერსონალს, თუ დადასტურდა, რომ მათ სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხოების ზომები, ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და აუცილებლად დაეკისრებათ ფინანსური კომპენსაციის გადახდა, თუმცა მხოლოდ აწ განსვენებულის ოჯახის მიმართ. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეუძლია მხოლოდ თავისი კეთილი ნება გამოხატოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 analgin ხო მარა ანალგინ საქართველოში მშენებლობა ხომ არაა ტიპმა( ორგკომიტეტმა) ვიღAც ელიავადან სასტავი აიყვანოს, ხ.ე.ზ. გააკეტებინოს და მერე ტექნიკური ინსპექცია რა გააკეტოს ჩაბარებისას? ორგანიზატორი ქვეყანა ჩატარებული ღონისძიების ტეხნიკურ მხარეზე არაა პასუხიმგებელი? აი სოჩაში რომ რუსებს ტრამპლინი ჩაენგრეთ--ჩუჩმეკ მუშებს გატისკავენ და ორგანიზატორი ქვეყანა გაფრენილებს- და არ დაფრენილ სპორცმენების წარმომადგენლებს უპს-ბოდიშიო ეტყვის? აბა რას ვერჩი უგულავას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 T_A_T აჰა, გასაგებია გეპატიება, ქალბატონი ხარ და სპორტით ნაკლებად დაინტერესებული და იმიტომ მოხდა მცირე გაუგებრობა. შენ რასაც ამბობ და ვისაც ორგკომიტეტად მოიხსენიებ, ეგ სწორედ ის ხალხია ვის პასუხისმგებლობაზეც მე ვსაუბრობდი ჩემს პოსტში ანუ მართალი ხარ. უბრალოდ, ორგკომიტეტი ანუ საორგანიზაციო კომიტეტი წარმოადგენს ამა თუ იმ სპორტული სახეობის ფედერაციის (ასოციაციის) წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ორგანოს, რომელიც კონკრეტულად სპორტის იმ სახეობაში გამართულ კონკრეტულ შეჯიბრებზე უშუალოდ სპორტული ნაწილის ორგანიზებას ახდენს. ანუ შეიტანს მონაცემებს ვინ მონაწილეობენ, შეადგენს გრაფიკს ვინ ვის შეეჯიბრება და რომელ საათზე, ვინ უმსაჯებს თითოეულს, მერე შეაჯიბრებს, შედეგებს დაითვლის, შეაჯამებს და ა.შ. გაიგე, ხო? უსაფრთხოებაზე და ა.შ. იმ სპორტული კომპლექსის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი, რომელსაც ეს კონკრეტული სპორტული ფედერაციები ქირაობენ.აი, მაგალითად შენ რომ კონცერტის გამართვა გინდოდეს, გინდა ფილარმონია იქირავე, გინდა სპორტის სასახლე და გინდა ლოკომოტივის სტადიონი, მაგათ ყავთ თავიანთი დირექტორები, დაცვა, დამლაგებლები, მოლარეები და სხვა ტექნიკური პერსონალი (განათება, სტერეო სისტემები, გათბობა და ა.შ.) შენ შეგიძლია შენი საორგანიზაციო კომიტეტი გაუშვა (რეჟისორები, ტექნიკური ინჟინრები, მხატვრები, გამნათებლები, ქორეოგრაფები) და იქ რომ რამე მოხდეს უსაფრთხოებაზე პასუხი ვინ უნდა აგოს, შენ თუ ადმინისტრაციამ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 analgin ოკ გასაგებია ტერმინი ვიხმარე არასწორად ხოდა ამიხსენი ტეხნოლოგია როგორაა------ტუ სპორცმენი ვტქვატ მტვრალი გამოვიდა ან არაპროფეწსიონალი ოლიმპიურ ასპარეზობაზე და დაზარალდა...დამნაშავეა სპორცმენი და იშტრაფება, დისკვალიფიკაცია თუ რამე მაგდაგვარი? დათუ სპორცმენი მაგარი პროფია, და ტრასა, საასპარეზო ადგილი არ ვარგა-დამნაშAვე ამ ყველაფრის " პასტავშიკია" რა ხდება ამ შემთხვევაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 T_A_T ცალცალკე გაგცემ პასუხს. თუ სპორტსმენი გამოვიდა მთვრალი ეს ძალიან ეწინააღმდეგება ნებისმიერი სპორტის წესებს და ეთიკას, ამიტომ სპორტსმენი მიიღებს ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას და შესაძლოა დიდ ფინანსურ ჯარიმასაც. ამას ამა თუ იმ სპორტის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და თავიანთი წესდების მიხედვით დასჯიან. სპორტის სხვადასხვა სახეობაში სვხადასხვა ფორმის და სიმძიმის სასჯელს ითვალისწინებს ამგვარი საქციელი, ოღონდ ყველა ითვალისწინებს; თუ არაპროფესიონალია, მხოლოდ სპორტსმენს დაბრალდება და არავინ ისჯება; თუ უბედური შემთხვევა საასპარეზო ადგილის მოუწყობლობის ბრალია ისჯებიან: მოუწყობელი სპორტული კომლექსის ადმინისტრაცია, როგორც სისხლის სამართლებრივად ასევე ფინანსურად, რომელსაც გადაიხდიან იმ სპორტული ფედერაციის ანგარიშზე, ჯარიმის სახით;კონკრეტული ადამიანები, ვისაც იმ დაზიანებულ მონაკვეთზე მეთვალყურეობა, მისი წესრიგში ყოფნის და უსაფრთხოების ზომების კონტროლი ევალებოდათ;ზემოთ აღნიშნული პირები და იშვიათად მთლიანად სპორტული კომპლექსიც მიიღებენ დისკვალიფიკაციას სხვადასხვა ვადით, ანუ აეკრძალებათ იმ სპორტის სახეობაში იმ ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა. მოკლედ მანდ თუ დამტკიცდა რომ იმ სასრიალოს თანამშრომლებმა გამოიჩინეს გულგრილობა, მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდეს, იმ თანამშრომლებს გაანთავისუფლებს სამსახურიდან მათივე ადმინისტრაცია, ის ორგანო ვის დაქვემდებარებაშიც არის სასრიალო გადაიხდის ჯარიმას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და მომავალში გასამართ შეჯიბრებებზე მოხდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.ეს არის მაქსიმუმი, სამწუხაროდ გადაუხდიან თუ არა ოჯახს კომპენსაციას და ვინ გადაუხდის, მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თუ რა თქმა უნდა ოჯახმა სასამართლოში არ უჩივლა და სასამართლომ არ დააკისრა ვინმეს ამის გაკეთება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 მოკლედ მანდ თუ დამტკიცდა რომ იმ სასრიალოს თანამშრომლებმა გამოიჩინეს გულგრილობა, მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდეს, იმ თანამშრომლებს გაანთავისუფლებს სამსახურიდან მათივე ადმინისტრაცია, ის ორგანო ვის დაქვემდებარებაშიც არის სასრიალო გადაიხდის ჯარიმას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და მომავალში გასამართ შეჯიბრებებზე მოხდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.ეს არის მაქსიმუმი, სამწუხაროდ გადაუხდიან თუ არა ოჯახს კომპენსაციას და ვინ გადაუხდის, მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თუ რა თქმა უნდა ოჯახმა სასამართლოში არ უჩივლა და სასამართლომ არ დააკისრა ვინმეს ამის გაკეთებასაშინელებაა.სასტიკი უპასუხიმგებლობა..და ფინთხზე დაკიდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 (edited) ოლიმპიური კომიტეტი ალბათ გადაუხდის რაღაც კომპენსაციის ფულს,აი ოჯახი მიიღებს იმ ფულს თუ არა,ეგ სხვა საქმეა.მაგ ტრეკს არავინ არ აშეენებს ჩვენს გარდა და ძალიან ძვირი დაჯდება.ორჯერ ძვირი კიდევ ექსპლუატაცია. მე არ ვამბობ არ აშენდეს მეთქი.არ ვიცი და რაც დავწერე ეგრე ვფიქრობ. Edited February 16, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 გადაუხდიან თუ არა ოჯახს კომპენსაციას და ვინ გადაუხდის, მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თუ რა თქმა უნდა ოჯახმა სასამართლოში არ უჩივლა და სასამართლომ არ დააკისრა ვინმეს ამის გაკეთება.რომც გადაუხადონ - გააცოცხლებს ეს კომპენსაცია იმ საბრალო ბავშვს? გასაგებია, რომ რისკთან არის ეს სპორტი დაკავშირებული ( და არა მარტო ეს), მაგრამ მაწსიმალურად ხომ უნდა იყოს დაცული სპორტსმენის სიცოცხლე. იმ ოხერ მოსახვევში არმატურების და რკინების საფარად რაიმე ბადე ან უფრო მაღალი კედელი ან კიდე რამე ამდაგვარი - სხვატაშორის სტარტი მაინც იყო ქვმოდ ჩატანილი - ესე იგი რაღაცაშია საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 kisa ეგ სხვა საკითხია ქალბატონო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 (edited) ყველა საქმეს ემოციურად ვუყურებთ და ემოციურად გვინდა ყველაფრის გადაწყვეტა.არ ივარგებს ეგრე. Edited February 16, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 კარგით რა , რა უბედურებაა ყველაფერზე ლაპარაკი კარგს აკეთებენ თუ ცუდს . ძალიან კარგი იქნება თუ ააშენებენ იმ იმ ცხონებულის სახელობის ტრეკს . ელემენტარული დაფასებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 (edited) shamili კარგით რა , რა უბედურებაა ყველაფერზე ლაპარაკი კარგს აკეთებენ თუ ცუდს . ძალიან კარგი იქნება თუ ააშენებენ იმ იმ ცხონებულის სახელობის ტრეკს . ელემენტარული დაფასებაა მაგ ბიჭის სახელის დაფასება სხვანაირადაც შეიძლება. Edited February 16, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.