Jump to content
Planeta.Ge

  

24 members have voted

  1. 1. მომხრე ხართ ნოდარის სახელობის ტრეკის აშენების ბაკურიანში?

    • დიახ
      17
    • არა
      3
    • არ ვიცი
      4


Recommended Posts

ადრე ვიფიქრე,რომ ეგრე გადაწყვეტდა მიშა,მაგრამ თავი შევიკავე ამის თქმისგან.

 

ეხლა ვუყურებ NBC–ს,ოლიმპიადას მხოლოდ ეს კანალი გადასცემს ამერიკაში და ბაკურიანიდან იყო რეპორტაჟი.ამ რეპორტაჟში სთქვეს,რომ საქართველოს ხელისუფლება ნოდარის საპატივცემულოდ აპირებს „ტრეკის“ აშენებას და მას მისი სახელი დაერქმევა.

 

 

თქვენ რას ფიქრობთ.მე ბოლოს მოგახსენებთ ჩემს აზრს.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომხრე ხართ ნოდარის სახელობის ტრეკის აშენების ბაკურიანში?

და რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი?

 

დილა მშვიდობისა დიტო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადრე ვიფიქრე,რომ ეგრე გადაწყვეტდა მიშა,მაგრამ თავი შევიკავე ამის თქმისგან.

 

ეხლა ვუყურებ NBC–ს,ოლიმპიადას მხოლოდ ეს კანალი გადასცემს ამერიკაში და ბაკურიანიდან იყო რეპორტაჟი.ამ რეპორტაჟში სთქვეს,რომ საქართველოს ხელისუფლება ნოდარის საპატივცემულოდ აპირებს „ტრეკის“ აშენებას და მას მისი სახელი დაერქმევა.

თქვენ რას ფიქრობთ.მე ბოლოს მოგახსენებთ ჩემს აზრს.

მისი სახელის უკვდასაყოფად არაა აუცილებელი იმ ტრასის გაუქმება სადაც (გუშინ ჩანდა)მრავალი ადამიანი ისვენებდა ანუ დამსვენებლების ხარჯზე არა...ისე თანახმა ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასაც კარგს გააკეთებენ კი ბატონო. ოღონდ კარგად უნდა ააშენონ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიახ, მაგრამ გააჩნია რა ჯდება და თუ უცხოელები დააფინანსებენ.

აგრეთვე გააჩნია საასპარეზო ტრასა იქნება თუ სავარჯიშო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხოლოდ იმ შემტხვევაში თუ დეგენერატი ორგკომიტეტი( დღეს ფიგურისტების ტრასას დაერხა აგერ) როგორც საჯარიმო სანქციას ისე აუშენებს ჩვენს ქვეყანას ამ ტრეკს...ჩვენმა მტავრობამ ისევ შადრევნების მშენებლობაში დააბანდოს თAნხები გმირჩევნია ამომრჩეველს.

 

 

 

ნუ წიტელ ლენტოჩკას დაღუპულის ოჯახის წევრტან ერტად ცხადია მიშა გადაჭრის!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცის დავაჭირე, იმიტომ, რომ ზოგადად აშენების წინააღმდეგი როგორ და რატომ უნდა იყო ნორმალური ადამიანი, მაგრამ ყველაფერი რაც შენდება მიშას ცხვირის ჩაყოფით, ბიუჯეტის ფულით, შენდება მაქსიმალურად გაუმჭვირვალედ, ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვით, ძალიან დიდი რაოდენობით "ატკატებით", უამრავი ნებართვის გარეშე, კანონის და სხვადასხვა ნორმების დარღვევით, თანაც ნაჩქარევად, ფაცი-ფუცით, უხარისხოდ და უგემოვნოდ. ნორმალური და პატიოსანი ხელისუფლების ხელში თანახმა ვიქნები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომხრე ხართ ნოდარის სახელობის ტრეკის აშენების ბაკურიანში?

არა.

არაა ეს სპორტის ის სახეობა, რომელში წარმატების მოპოვების საშუალოზე მაღალი შანსი მაინც ექნება საქართველოს. უმჯობესი იქნება ეგ ფული რაგბის, ფეხბურთის, კალათბურთის და ჭიდაობის განვითარებას მომხმარდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უმჯობესი იქნება ეგ ფული რაგბის, ფეხბურთის, კალათბურთის და ჭიდაობის განვითარებას მომხმარდეს.

ხო ფეხბურტზე არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ფეხბურტზე არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება

ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთს ვგულისხმობ (სტადიონების მშენებლობა და კვალიფიციური მწვრთნელების მომზადება) და არა მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების მოწვევას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა.

არაა ეს სპორტის ის სახეობა, რომელში წარმატების მოპოვების საშუალოზე მაღალი შანსი მაინც ექნება საქართველოს. უმჯობესი იქნება ეგ ფული რაგბის, ფეხბურთის, კალათბურთის და ჭიდაობის განვითარებას მომხმარდეს.

არ არის აუცილებელი, რომ ოქროს მედლები ხვეტოს ყველამ. სპორტია და საკმაოდ აზარტულიც, თან ბაურიანის გარემო პირობებთან შეთავსებული. თუ ყურადღება მიექცევა ჩემპიონებიც გვეყოლება.

 

უბრალოდ დღეს მაგაში ფულის ხარჯვა ნაადრევია და არაა მიზანშეწონილი. თუ უცხოელები ააშენებენ -კაი ბატონო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე წესით და კანონით როგორაა?

თუ ორგკომიტეტი გამოცხადდა დამნაშავედ-ტრეკების და დაროჟკების მოუმზადებლობის გამო მაშინ ალბატ სანქციებია რამე? ფულადი კომპენსაცია ოჯახს, ქვეყანას, სპორტის სახეობას?

იმიტომ ხომ არ ტენიან ამ საწყალ ბავშვს -შეცდომა დაუშვაო?:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

დღეს მაგაში ფულის ხარჯვა ნაადრევია

ჰოდა მაგას ვამბობ ზუსტად.

 

თუ უცხოელები ააშენებენ

მაშინ ხო, მაშინ ხო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცის დავაჭირე :)

მართლა არ ვიცი ამგვარი ტრასების ფუნქციონალობა - ვინ სარგებლობს, შეიძლება თუ არა მაგაზე ვარჯიში და მომავალი სპორტსმენების გაზრდა და ა.შ

იქნებ ჯობდეს მისი სახელობის სპორტსკოლა აეშენებინათ სადაც ბავშვები გაიზრდებიან ( ძალიან ძვირი სიამოვნებაა ზამთრის სახეობები) იქნებ პერსპექტიული სპორტსმენებისთვის დასახმარებლად სულაც მისი სახელობის ფონდის შექმნა ჯობდეს - მართლა არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...