Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დღევანდელი ქართულ პოლტიკურ და სოციოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: მიშა - 1. სირცხვილი 2. ერთგვარი დაკნინება და დავრდომა, უძლურება პოლიტიკური ძალების ინსტიტუტების და იდეებისა ქვეყანაში.

 

რა არის მიშა თუ არა ჩრდილი ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე.

 

რა არის მიშა თუ არა იმპოტენცია დღევანდელი პოლიტიკური საზოგადოებისა.

 

რა არის მიშა თუ არა უქონლობა ერთიანი მწყობრი იდეოლოგიისა და პრინციპებისა ქვეყანაში.

 

რა არის მიშა თუ არა სიცრუის აღლუმი ქვეყანაში და ცხენთა საცხოვრებელში გაძევებული უპატრონო, დაუცველი დაბეჩავებული სიმართლე და ნება ხალხისა.

 

რა არის მიშა თუ არა სიმახინჯედ გადაქცეული შიში და ტყუილის ნიღაბი რომელიც ამახინჯებს და ბილწავს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცესა და რეალობას, მენტალობას ერისას.

 

რა არის მიშა თუ არა დაცინვა და დახურდავება საკუთარი ხალხისა.

 

მიშა - ეს არ არის კონკრეტული პიროვნება ეს ჩვენი დღევანდელი რეალობაა რომელიც ზოგიერთს ასე მაგარი ეჩვენება... მიშა ეს ჩვენი დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნიადაგია თავისი პოზიცითა და ოპოზიციით ერთად აღებული, ნიადაგი რომლის ყველაზე "რჩეული და მწიფე" ნაყოფი კონკრეტული პიროვნება მიშაა და ნიადაგი რომელიც ასე საზარლად ყარს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ეხლა ისწავლა რო მარტო თითი მოისვას ცხვირზე თორე თავიდან იდაყვიდან რო დაიწყებდა ნეკა თითით ამთავრებდა :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა არის ძალიან მაგარი ვიღაც, რამდენჯერ გამოავლო ჩალა ოპოზოციას?

 

საპრეზიდენტო არჩევნები რომ დანიშნა ვადამდელი ეს იყო პირველი ჩალა

 

შაბათს რომ დანიშნა სხდომა აი ეს კი იყო ძნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა არის ძალიან მაგარი ვიღაც, რამდენჯერ გამოავლო ჩალა ოპოზოციას?

მაგარი საკუთარი ხალხის დაწამვლაში?

 

მე ჩემი ქვეყნის ბედი მაღელვებს. ნაკლებადაა მნიშვნელოვანი ჩემთვის კონკრეტული პირები ლევანი მიშა და გრიშა. სისტემაა დამპალი და გამოსაცვლელი

საქართველოს კიდევ ის ღუპავს რომ იერიში მიაქვთ მიშა ნაძირალაზე, ბენდუქიძე იუდაზე, უზრდელ გაჩეჩილაძეზე...

მე აქ დავწერე მიშა არაა კონკრეტული პიროვნება ეს არის დღევანდელი რეალობა და სისტემა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია, რომ კონკრეტულად არ ამბობ, მაგრამ მე რომ კონკრეტულად მომწონს?

 

ჩვენ ამ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მმაგრამ შენს აზრს პატივს ვცემ, მე ჩემი აზრი მაქვს თან არაერთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

მემგონი თემები არ უნდა ვხსნათ ყველამ ჩვენი აზრის დასაფიქსირებლად... :rolleyes:

ამ თემაზე ვერ იმსჯელებ :blink:

და რა კომენტარები უნდა მოყვეს პირველ პოსტს? :rolleyes:

ან "გეთანხმები" ან "არ გეთანხმები"

 

მაშინ დასაბალანსებლად გახსენით ოპოზიციის სირცხვილები და ნო პრობ.

ან ეს თემაც დახურეთ... :)) ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი ჩემს პოზიციას აქაც დავაფიქსსირებ

იმას ვისაც მიშას პოლიტიკურ სიძლიერეში ეჭვი ეპარება პოლიტიკის აზრზე არ არის და მოდი ფლეიმში იაზროს :(

ხოდა ახლა ამ პოლიტიკურ სიძლიერეს სწორი მიზნებისთვის თუ არ იყენებს ეს სხვა თემააა.

 

იმაზე ხაზის გასმა კი რომ თითს იყენებს სისულელეა უბრალოდ რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმაზე ხაზის გასმა კი რომ თითს იყენებს სისულელეა უბრალოდ რა

 

 

ბავშვობაში მიშას სერიოზული ოპერაცია ჰქონია გადატანილი ცხვირზე, სასუნთქ-საყლლაპავ სისტემაზე, ასე რომ ფიზიკურ ნაკლზე ყურადღების გამახვილება და დაცინვა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელია...

 

ასევე ბოკერიაზეც, გაუხურეს ამ ბიჭს საქმე, დაავადებული თვალები აქვს და აღარ იციან, როგორ დასცინონ, სამარცხვინოა და ასეთ რამეს როცა განსაკუთრებულ და გადაჭარბებულ ყურადღებას ვაქცევთ და პიროვნებაზე აზრს ამით ვიქნმით, ცოტა დავფიქრდეთ და საკუთარ შვილებზე წარმოვიდგინოთ

 

ფრთხილად ვიყოთ!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ მეცნობა ეს სიტყვები! სხვა ფორუმზეც იყო! უკვე ფონოგრამაზე გადახვედით ხომ ეს ოპოზიციონერები! ერთმა რომელიღაცამ მოიფიქრა ვითომ ეს რაღაც ვითომ ცინიკური, ვითომ მწარე რეალობის ამსახველი სიტყვები, რომელიც სინამდვილეში სიტყვების უბრალო რახარუხია და მეტი არაფერი! სირცხვილი პრეზიდენტზე ასე ლაპარაკია!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...