lasha_alo Posted February 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 ლილიკო, ერთი თემა გახსენი რა აგვისტოს ომის მიზეზებზე,შესაძლებელი იყო თუ არა მოვლენების სხვაგვარად განვითარება-შენი მოსაზრება საინტერესო იქნებანამდვილად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 liliko მე არ დავიწყებ ხელმეორედ შეკითხვების დასმას, რადგან თქვენ იწყებთ რაღაც უზრდელური თუ მუქარების შემცველი კაიფების (მე თქვენთვის ამის უფლება არ მომიცია, რომ მეშაიროთ) წერას პასუხების ნაცვლად. ეს თქვენი ნებაა, რომ გვერდი აუაროთ პირდაპირ დასმულ შეკითხვებს და დაიწყოთ პიროვნებაზე მსჯელობა, თუმცა არც თუ კარგად აჩენს ამის გამკეთებელს. asds მე კარგად მახსოვს შენი პროვოკაციული მოწოდებები პოლიტფორუმის საიტზე. ჩემს თვალში შენ ხარ ტიპიური კრემლის პროექტი, რომელიც თავისი პატრონების დაკვეთებს ასრულებს და შენისთანა კაცთან მე არ მსურს საუბარის გაგრძელება. ქართველებო და საქართველოს მოქალაქეებო!ისტორიულად ქართველი ერი ჩამოყალიბდა ისე, რომ ჩვენ ქართველებს სხვა სამშობლო არსად გვაქვს. თქვენ ამას კითხულობთ ქართულ ენაზე და სახელმწიფოს, რომელშიც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ საქართველო ჰქვია. აქ, რომ ნაციონალური პრობლემები გვქონდეს, როგორც ეს ზოგიერთს უნდა წარმოაჩინოს, მაშინ ბევრი თქვენთაგანი აქ არ იცხოვრებდა. ისინი ვინც წავიდნენ და მათ შორის უმრავლესობა ქართველებია,წავიდნენ ძირითადად ეკონომიკური პრობლემების გამო. განა ცოტაა ქართველთ შორის სხვადასხვა დროის პოლიტემიგრანტი? თუ კი ასეთი პრობლემები არსებობს, არსებობს სახელმწიფოებრივი პრობლემების გამო და არა ამა თუ იმ ეროვნებისადმი კუთვნილების გამო. ქართველებს სხვა სამშობლო არსად გვაქვს, ეს არის ჩვენი ერთადერთი საყუდნელი და ყველამ ერთად, ქართველმა, ებრაელმა თუ საქართველში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნული დიასპორების წარმომადგენლებმა ერთად უნდა ვიდგეთ, გავიზიაროთ ერთმანეთის ჭირი და ლხინი და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისათვის. ახლა ვინ რას დამაბრალებს მე არ ვიცი და არც იმდენი დრო მაქვს, რომ ”სექსუალური მანიაკობის” გამო თავი ვიმართლო. ალბათ, რომ დამეწერა, კარგი ვაჟკაცის დანახვაზე უკანა ადგილი მიტოკდება-თქო, დემოკრატად ჩავითვლებოდი. ახლა კი თურმე ისეთიც ვყოფილვარ და პროვინციული ფაშიზმის მიმდევარიც. ერთი სიტყვით ჩემთვის თემა ამოწურულია და გემშვიდობებით. თუ ვინმეს ჩემთან დისკუსიის გაგრძელება უნდა მომაკითხეთ ჩოხოსანთა ფორუმზე. asds-ს ეს არ ეხება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 სხვას რას აბრალებთ ბატონებო როდესაც, თქვენს საიტზე, გვერდით თემაში, ოსები თუ ნახევრადოსები ბოდიშის მოხდას ითხოვენ და ახალგორელი, კოჯორთან 1921 წელს დაღუპული, 22 წლის შალვა ერისთავის სურათი ორჯერ წაშალეს?იცავთ თქვენ საქართველოს იმ ადგილზე, სადაც შეგიძლიათ ეს გააკეთოთ? არა მგონია.სამშობლოს ყველგან სჭირდება დაცვა, მათ შორის იდეოლოგიურ ფრონტზე.ყველანი ისე ახალგაზრდები ხომ არა ხართ, რომ დემოკრატია და იდეოლოგიური დივერსია ერთმანეთისაგან ვერ გაარჩიოთ?პოსტი ჩასწორებულია შემდგომში კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნითგეთანხმები, ესენი 1918–21 წლებზეც ბოდიშის მოხდას მოგვთხოვენ,როცა წითლების წაქეზებით სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ...შემდეგ კი ბოლშევიკების ანუ რუსეთის დახმარებით სამი ოსური ოჯახის არსებობისქ. ცხინვალი დედაქალაქად გამოცხადდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 (edited) lasha_alo ნამდვილად. ბადრი_წიქორაძე მე არ დავიწყებ ხელმეორედ შეკითხვების დასმას, რადგან თქვენ იწყებთ რაღაც უზრდელური თუ მუქარების შემცველი კაიფების (მე თქვენთვის ამის უფლება არ მომიცია, რომ მეშაიროთ) წერას პასუხების ნაცვლად. ეს თქვენი ნებაა, რომ გვერდი აუაროთ პირდაპირ დასმულ შეკითხვებს და დაიწყოთ პიროვნებაზე მსჯელობა, თუმცა არც თუ კარგად აჩენს ამის გამკეთებელს.უკვე ბოლო ზომიერი პოსტია ჩემი საპასუხო, და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მიდერები მიაქცევენ ყურადღებას. ამ პოსტის შემდეგ ამ იუზერის მიერ ნებისმიერი ფორმით, ვიმეორებ ნებისმიერი ფორმით, ჩემი ნიკის ხსენების შემთხვევაში იქნება ჩემგან ადეკვატური პასუხი, და იმედია მოდერები ამ სუბიექტის მიერ აქამდე მრავალგზის ჩემს შეურაცხყოფას და ბრალდებას, რაზეც, სხვათა შორის მე არ მქონდა სამართლიანი მოთხოვნა მისი დასჯისა, და მისი მხრიდან ჩემს პროვოცირებას მიეცემა შესაბამისი რეაგირება.მოთმინება კი მაქვს და თან სფინქსისაც კი, როდესაც საქმე ეხება ჩემთვის არანაირად საინტერესოს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი! Edited February 15, 2010 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 ბადრი_წიქორაძე asdsმე კარგად მახსოვს შენი პროვოკაციული მოწოდებები პოლიტფორუმის საიტზე. ჩემს თვალში შენ ხარ ტიპიური კრემლის პროექტი, რომელიც თავისი პატრონების დაკვეთებს ასრულებს და შენისთანა კაცთან მე არ მსურს საუბარის გაგრძელება.დიდი ბიჭი გაიზარდე ... სხვა რა უნდა გელაპარაკო მამენტ ..... ? ხოდა ეგრე .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 “ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ აკონტროლებს რუსეთი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას გაზისა და ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით. ეს ძალიან შემაშფოთებელია დანარჩენი ქვეყნებისთვის”, - აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე მაიკლ იენსენი პრესა.გე-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ერთი სიტყვით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები რუსულ-ქართული დაპირისპირემისადმი საერთაშორისო პოლიტიკის შენელების მიზეზებს სხვადასხვა მოტივებით ხსნიან. ამასობაში კი რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა პრეზიდენტი სააკაშვილი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა. ოპოზიციის ლანძღვის ფონზე, სააკაშვილის ხელისუფლება ხან ავღანეთის გზასთან დაკავშირებით ცდილობს საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას, ხანაც შეიარაღებას ითხოვს, ხან კი ავღანელი პოლიციელების გაწვრთვნისთვის მზადყოფნას გამოხატავს. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის რეალური ნაბიჯები არც ნატოსა და არც სხვა საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან აღარ იდგმება და არც მწვავე შეფასებები კეთდება. რუსეთზე ზეწოლის პროცესიც, ფაქტობრივად, შენელებულია. უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაბუქოს” გაზსადენის პროექტიც შეფერხდა, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთ გარანტად განიხილებოდა. პრესა.გე: ქართული მხარე აქტიურად აყენებს ქართული ჯარის შეიარაღების საკითხს, რამდენად გაქვთ რეალური დახმარების იმედი?თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე:– ქართულ მხარეს აქვს აბსოლუტურად დასაბუთებული პოზიცია -ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინაარმდეგო თავდაცვითი სისტემების შეძენის აუცილებლობის თვალსაზრისით. ეს საკითხები მუდმივად ისმება, რამდენად პერსპექტიულია იქნება, არ ვიცი. ავღანეთის გზასთან დაკავშირებით რამდენად სერიუიოზულად განვიხილებით ნატოს მხრიდან?- ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ამ მისიაში საერთოდ განვიხილებით. ჩვენი პოზიცია დაფასებულია ყველა დონეზე, როგორც უშუალოდ მისიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დონეზე. ეს ჩვენთვის საკმარისია. თუ დამატებით ფუნქციას შეიძენს საქართველო ამ მისიის განხორციელებაში, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. დაკარგა თუ არა საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და გვენდობიან თუ არა ისინი, რაზეც ძალიან ხშირად აპელირებს ოპოზიცია?- არა, რა თქმა უნდა,. ამის ბევრი საბუთი არსებობს. მთლიანობაში, ცვლილების სტადიაშია ზოგადპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში. ამას თან ერთვის ეკონომიკური კრიზისი. ამიტომ, თუ რაღაც საკითხებზე აქცენტირება ისე მწვავედ არ ხდება, როგორც აქამდე, ესეც გასაგებია. ანუ რუსეთმა დიპლომატიური ომიც მოგვიგო?- არ მოუგია ეს ომი, მანამ, ვიდრე ამ შენობაზე რუსლი დროშა არ იფრიალებს”. რუსული დროშა კი უკვე ფრიალებს სამაჩაბლო-საქართველოს “საზღვარზე”.- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და დანიის პარლამენტის დელეგაციების თავმჯდომარე მაიკლ იენსენი: – “ჩვენ ჩვენი თვალით გვინდოდა, გვენახა, რა ხდებოდა საქართველოში. ვიდრე აქ ჩამოვიდოდით, რუსულ მხარესთანაც გვქონდა შეხვედრა. ჩვენ საუბრები გვქონდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და გვითხრეს, რომ რეალურად არ იციან, რა ხდება რუსეთ-საქართველოს შორის. თქვენ ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ საშუალება გვქონდა გვენახა ე.წ. საზღვარი რუსეთ-საქართველოს შორის. იქ ნანახმა ყველა ეჭვი გააქრო. საინტერესო იყო იმის ნახვა, რომ ე.წ. საზღვარზე კონფლიქტურ რეგიონში რუსული დროშაა აღმართული. პირადად მე, ჩართული ვარ ევროსაბჭოს განხილვებში, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება. მომხრე ვიყავი, რომ რუსეთისთვის ჩამოგვერთვა ევროსაბჭოს აკრედიტაცია. საქართველოში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, ყველაზე კარგად რაც გავიგეთ, ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე მკაცრი და არა - რბილი ფორმებით. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არ სძინავს. პუტინის მთავრობაზე ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ ვისაუბროთ, ვისაუბროთ და ვისაუბროთ. რამდენიმე ქვეყანა ბედნიერია, რომ პარტნიორად რუსეთი ჰყავს, მაგრამ არიან ქვეყნები (მაგალითად ბალტიისპირეთის), რომლებიც შეშფოთებულები არიან არსებული სიტუაციით. რა გარანტიაა, რომ რუსეთი იქაც .იგივეს არ იზამს? ვერავითარი რბილი ხერხებით რუსეთზე ზეწოლა ვერ მოხდება. პრესა.გე: - თუმცა, ფაქტია, ევროპამ შეაჩერა ზეწოლა რუსეთზე. დანიის დელეგაცის ვიზიტი რამდენად იმოქმედებს ევროსაბჭოს განწყობაზე გაამკაცროს პოლიტიკა რუსეთის მიმართ?- მე მჯერა, რომ ვინაიდან, ჩვენ მაინც ერთი ოჯახი ვართ (ჩვენ ოჯახში საქართველო ჩვენს მეგობრად მოიაზრება, ასევე სხვა ევროპელებიც), ეს ვიზიტი იმოქმედებს და ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი ხმა იქამდე მიაღწევს, რათა რაღაც პოზიციები ზოგმა შეცვალოს და ყველაფერს გავაკეთებთ, რაღაც გავლენა ჰქონდეს. მე შემიძლია, დაგპირდეთ თქვენ, რომ ევროპის საბჭოში ამ დღის წესრიგს არ მოვეშვები და ყოველთვის ვიმოქმედებთ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ აქ არსებობს მეორე პრობლემა – ევროპის ენერგოუსაფრთხოება. ევროპამ თავის თავზე გამოსცადა შარშანდელი ცივი ზამთარი., რამაც ის ძალიან შეაშინა. საქართველოს პრობლემამ გვერდზე გადაიწია. ალტერნატიული ენერგიოუსაფრთხოების პროექტების განხორციელება ფერხდება. საქართველო რუსეთის პირისპირ რეალურად დგას მარტო.- ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ აკონტროლებს რუსეთი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ამ გაზის და ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით. ეს ძალიან შემაშფოთებელია დანარჩენი ქვეყნებისთვის. ჩვენ თუ მივუშვით და არ ვიქნებით ჩვენთვის იზოლირებელი, ასე რუსეთს საშუალება მივეცმთ, რომ იყოს ამის ყოველდღიური მცდელობა, რაც ძალიან სახიფათოა. რა თქმა უნდა, ეს უნდა აღმოიფხვრას. მე, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენ მარტო არ დარჩებით, იმიტომ რომ თქვენ გყავთ მეგობრები, თქვენ გაქვთ ევროპული დროშა, თქვენ ხართ ევროპული ქვეყანა და აუცილებლად გამოგიჩნდებიან ის მეგობრები, რომლებიც გვერდზე დაგიდგებიან. ამასობაში ვრცელდება ინფორმაციები, რომ არსებობს საშიშროება რუსთ-საქართველოს ომი განახლდეს.- მე ნამდვილად არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, მაგრამ მჯერა რუსეთი ასეთი ბრიყვი არ იქნება და მეორედ ამას არ გაიმეორებს. თუმცა, ასეთი ბრიყვული შეცდომა მან უკვე დაუშვა. ძალიან ძნელია მომავლის განჭვრეტა, მაგრამ მჯერა, რომ ეს არ უნდა მოხდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.