Jump to content
Planeta.Ge

ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ

Recommended Posts

Saturn

არაფერი პირადული...

მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა.

ყველა ვინც თვლის რომ საქართველომ უნდა აღიაროს რუსეთის საშუალებით შექმნილი სეპარატისტული ანკლავების დამოუკიდებლობა, საქართველოს ყველაზე მაღალი წერტილიდან გამოექანოს.

თუ ადმინისტრაცია ამ პოსტს მოდერატორისათვის ძალიან შეუფერებლად ჩათვლის, მომხსნას. არ მეწყინება

და ვინც აგვისტოს ომში ქართული სოფლები და მოსახლეობა მიატოვა და

ოკუპანტს შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწია

და მტერს ჩვენი მიწები ჩააბარა, მათ შორის კოდორიც

და პლიუს ხალხს აბოლებდა თვეების განმავლობაში რომ ომი მოვიგეთ

ისიც-გამოექანოს :))

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ყველა ვინც თვლის რომ საქართველომ უნდა აღიაროს რუსეთის საშუალებით შექმნილი სეპარატისტული ანკლავების დამოუკიდებლობა, საქართველოს ყველაზე მაღალი წერტილიდან გამოექანოს.

Saturn

+1

თუ ადმინისტრაცია ამ პოსტს მოდერატორისათვის ძალიან შეუფერებლად ჩათვლის, მომხსნას. არ მეწყინება

მეც მანდ ვარ

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

და ვინც აგვისტოს ომში ქართული სოფლები და მოსახლეობა მიატოვა და

ოკუპანტს შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწია

"სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან"

მსხვერპლის გაზრდის მეტს არაფერს არ მოიტანდა ეგ წინააღმდეგობა. მე ასე ვთვლი.

ხალხს აბოლებდა თვეების განმავლობაში რომ ომი მოვიგეთ

ისიც-გამოექანოს

ეგრე იყოს. მე საფუძვლიანად ვთვლი რომ ეგ მითია და არავის არ უთქვამს რომ ჩვენ ომი მოვიგეთ. მაგრამ თუ ვინმემ თქვა გამოექანოს კი ბატონო. და ისიც მოყვეს ვინც დაიჯერა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

შეიძლება არა, უკვე მოითხოვეს კაი ხანია. ჯერ კიდევ თვეების წინ მამუკა არეშიძე ლაპარაკობდა ამაზე, უფრო ადრე კი, აგვისტოს ომის მერე სულ ცოტა ხანში ვლადიკავკაზში და მოსკოვში დაიწყეს ამ თემის გაპიარება.

არც კოკოითია გამონაკლისი.

კოკოითი ვის დაკარგვია, მაგი ყბრალოდ რუპორია, უფრო დიდი ღლავები მუშაობენ მაგაზე

საჭიროა სისტემური მიდგომები, თანმიმდევრული პოლიტიკა და ეს რომ არაადეკვატური ხელისუფლების პირობებში ძნელად მოხერხდება ,ფაქტია.

არაა საპანიკო თემა. პირიქით სიფხიზლისაკენ მოგიწოდებთ რუსეთის და ტერორისტების, აგრეთვე სააკაშვილის უთავბოლობის წინაშე.

რაის სისტემური მიდგომა და კონკრეტული და სწორი გათვლები მოქმედებისა? აქ მაგაზე ფიქრი და ერთი ადგილის განძრევა არ უნდათ, უფრო ადვილი და კომფორტულია ოსი აგინო, ღორი უძახო და საკუთარი უმწეობა ამ ბოღმას გაატანო. სამშობლო რომ მხოლოდ ლამაზი სიტყვა არაა და მისთვის ხელებდაკაპიწებული შრომა არის საჭირო და კიდე ჭკუის დატანება, მაგი არ იციან!

Saturn

ციტატა(Siknadmo @ 14th February 2010 - 01:21 PM)

და ვინც აგვისტოს ომში ქართული სოფლები და მოსახლეობა მიატოვა და

ოკუპანტს შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწია

"სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან"

მსხვერპლის გაზრდის მეტს არაფერს არ მოიტანდა ეგ წინააღმდეგობა. მე ასე ვთვლი.

სატურნ, ეს შენთვისაც კი ნამეტანია.

მართლა ალალად და უბოროტოდ გთხოვ, კარგად წაიკითხე რა დაწერე და რა გამოგივიდა, ალბათ სხვას გულისხმობდი, მარა მთლიანობაში აღიქვი, და თუ მიხვდები, რაც გამოგივიდა, კაი იქნება თუ ჩაასწორებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროზე ადრე ნუ ჩავი#ვამთ მეგობრებო!

სავარაუდოდ სტატუს-კვო შენარჩუნდება.

იდეაში კი საჭიროა მაგ ხეობების გარკვეულწილად გამაგრება, მაგრამ კეთდება თუ არა ეს - არ ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

Saturn

აჩქარებაზე და მკვეთრ დაშვებაზე იყო სადაც იყო საუბარი, ორივეს +

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოკოითის ხელისუფლება ახალი "ტერიტორიული პრეტენზიების" წამოყენებას გეგმავს

ეს არსი სრული სისულელე - არავითარი საშიშროება არ არის კიდევ სხვა მიწები დავკარგოთ. რაც წაიღეს, ის მიწები საბჭოთა რუკებზე აფხაზეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის აო-ს შემადგენლობაში შედიოდა.

მგონი, ორივე მხარეს აწყობს პერმანენტული დაძაბულობის კერების არსებობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რასაც ვგულისხმობდი ის წერია ზუსტად.
და ვინც აგვისტოს ომში ქართული სოფლები და მოსახლეობა მიატოვა და

ოკუპანტს შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწია

"სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან"

მსხვერპლის გაზრდის მეტს არაფერს არ მოიტანდა ეგ წინააღმდეგობა. მე ასე ვთვლი.

ანუ, ამართლებ ჯარის მიერ ქართული მოსახლეობის მიტოვებას თამარაშენში, კეხვში, ქურთაში, სვენში და კიდევ სხვადასხვა პატარ-პატარა უბნებში იმით, რომ ამით თავიდან ავიცილეთ კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი?

იმიტომ ჩაგეკითხე, რომ მგონი საერთოდ არ იცნობ იქაურ რელიეფს და გამოდის, რომ ამ შემთხვევაში გგონია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება გამართლებული იყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

მოსახლეობის დატოვება არაა გამართლებული. ჯარის მიერ იმ ტერიტორიის დატოვებაა გამართლებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოსახლეობის დატოვება არაა გამართლებული. ჯარის მიერ იმ ტერიტორიის დატოვებაა გამართლებული.

და ცხინვალის შტურმი გამართლებული იყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

მოსახლეობის დატოვება არაა გამართლებული. ჯარის მიერ იმ ტერიტორიის დატოვებაა გამართლებული.

:husein:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოსახლეობის დატოვება არაა გამართლებული. ჯარის მიერ იმ ტერიტორიის დატოვებაა გამართლებული.

და რატომ დავბომბეთ ცხინვალი?

არა, კი მეც მსმენია უზულას ფრთიანი გამონათქვამი მდზინარი ცხინვალის შესახებ,

მაგრამ მაინც,

თუ თავი არ გვქონდა რას ვბომბავდით?

და აქ რომ ტაშფანდური იყო გამართული რუსთაველზე და ჩვენი გამარჯვება

ბევრმა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ქართველმა რომ დაიჯერა საინფორმაციო საშუალებების

დემაგოგიის გამო

და არ მიატოვა თავისი სახლკარი ეგრე არ იყო?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

და ცხინვალის შტურმი გამართლებული იყო?

მე ვფიქრობ რომ როცა იქიდან იბომბებოდა ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, საცეცხლე წერტილების ჩახშობა აუცილებელი იყო. ცოცხალი ძალის შეყვანაზე მიჭირს პასუხის გაცემა. შედეგიდან გამომდინარე ალბათ არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

მე ვფიქრობ რომ როცა იქიდან იბომბებოდა ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, საცეცხლე წერტილების ჩახშობა აუცილებელი იყო. ცოცხალი ძალის შეყვანაზე მიჭირს პასუხის გაცემა. შედეგიდან გამომდინარე ალბათ არა.

ქართული სოფლები უნდა გაგვემაგრებინა, ცხინვალზე შტურმი არ უნდა მოგვეხდინა

და დღეს ლიახვის ხეობა და ახალგორი ჩვენი იქნებოდა,

რუსეთი სწორად ცხინვალის შტურმის გამო დაგვესხა, ეს იყო საბაბი რაც რუსეთმა გამოიყენა

ცხინვალზე შტურმი გახდა ასევე საბაბი, რის გამოც რუსეთმა თავს უფლება მისცა ეღიარებინა აფხაზეთის და სამხ. ოსეთის დამოუკიდებლობა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...