lasha_alo Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 (edited) ტერორისტების მადა რომ დიდია ეს საქვეყნოდ ცნობილია .არც კოკოითია გამონაკლისი.კოკოითის ხელისუფლება ახალი "ტერიტორიული პრეტენზიების" წამოყენებას გეგმავს ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებას "ტერიტორიული პრეტენზიები" აქვს საქართველოსთან და მათ ახლო მომავალში შესაძლოა, "ოფიციალურად" მოითხოვონ გუდაურის მიმდებარე გუდის ხეობა. გარდა ამისა, ოფიციალურ თბილისს შესაძლოა, ტერიტორიული პრეტენზიები ჩრდილოეთ ოსეთმაც წამოუყენოს და თრუსოს ხეობა მოითხოვოს.ასეთი განცხადებები გააკეთა ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ "ოსინფორმთან" საუბრისას. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებით შეიძლება წამოუყენოს თავისი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთმა რეგიონმა ჩრდილოეთ ოსეთმა ოფიციალურ თბილისს.თბილისში აცხადებენ, რომ ეს პრეტენზიები რეალურ საფრთხეს შეიცავს და რომ "ოკუპაცია არ არის ერთჯერადი აქცია და, შესაბამისად, მას გაგრძელებები აქვს". "საქართველოში უნდა შეიგნონ, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება. ქართველები ცდილობენ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის გარკვეული სამუშაოები ჩაატარონ და მათი ნაწილი მოისყოდონ არასამთავრონო ორგანიზაციების მეშვეობით. მაგრამ ყოველი ასეთი მცდელობა არანაირ შედეგს არ მოიტანს. ვფიქრობ, საქართველოში არსებობს საღად მოაზროვნე ძალები. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დატოვებს თავის პოსტს, მის ადგილას საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები მოვლენ. მათთან რთული იქნება მუშაობა, მაგრამ სამაგიეროდ, ისინი ყველაფერს დაითვლიან რეალიებით. "ჩვენ საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს და ამიტომაც თუკი ისინი ლაპარაკობენ რომელიღაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს მათი პრობლემაა. რაც შეეხება თრუსოს ხეობას, მხედველობაში მისაღებია ის, რომ ხეობა მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხრეთ ოსეთი კი განლაგებულია მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ გუდის ხეობა არის სამხრეთში და ყოველთვის ითვლებოდა სამხრეთ ოსეთის ნაწილად. "მე ვთვლი, რომ თრუსოს ხეობის საკითხი უნდა დააყენოს ჩრდილოეთ ოსეთმა, გუდის ხეობის თემა კი სამხრეთ ოსეთმა უნდა წამოსწიოს. ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში ყოველმხრივი სოციალურ-ეკონომიკური დისკრიმინაციისას ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ოსურ მოსახლეობას ეს ხეობა დაეტოვებინა", - ამბობს ძიცოითი და ამასაც დასძენს: "ჩვენ დავაყენებთ საკითხს იმის შესახებ, რომ იქ ოსური მოსახლეობა დაბრუნდეს; შევეცდებით შევქმნათ ყველა პირობა ნორმალური ცხოვრებისათვის, ოსური ენისა და კულტურის განვითარებისათვის, რათა იქ ოსური გაზეთები გამოდიოდეს და სკოლაში მოსწავლეები ოსურ ენაზე სწავლობდნენ. ეს ეხება არა მარტო ამ ხეობას, იმ ოსებსაც, რომლებიც კახეთში, ბორჯომის ხეობასა და ქართლში ცხოვრობენ. იქ დიდი რაოდენობაა ოსებისა და ნახეთ, რა ხდება მათ თავს - მათი გვარები "შვილი"-თ ბოლოვდება, სკოლაში ქართულ ენაზე სწავლობენ და ქართული ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათში აღარაფერი დარჩეს ოსური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოსური ენა და კულტურა შევინარჩუნოთ". ძიცოითისვე თქმით, "აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთში ქართველები კომპაქტურად აქ არ სახლობდნენ. იმედია, ქართველებად არ თვლიან ლენინგორელ სომხებს, რომლებმაც ქართულად გადაიკეთეს გვარები და თამარაშენშიც ცხოვრობდნენ. ქართველები აქ არ ცხოვრობდნენ. მე შევისწავლე ეს საკითხი და გავარკვიე, რომ ქართველების უმრავლესობა ეკონომიკური მიგრაციის წყალობით რაჭის ხეობიდან ვაკეში დაეშვა და ჩასახლდნენ აჩაბეთში, თამარაშენში, ქემერტში... ქართველებს შორის იყო უზარმაზარი რაოდენობა ოსებისა. თამარაშენში, მაგალითად, ოსების 45%". სტეფანწმინდის ერთ-ერთი მცხოვრები ზაზა წიკლაური "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სეპარატისტებს ზემოთ ხსენებული ხეობების გარდა სხვა პრეტენზიებიც აქვთ.ზაზა წიკლაური: "სადაც ახლა გუდაურია, ზემოთ რომ აიხედოთ, ხელმარცხნივ მთები რომ გასდევს, ამას გასულ საუკუნეში გუდის მთას ეძახდნენ. სავარაუდოდ, ოსები ამას - გუდაურის მიმდებარე ტერიტორიას გულისხმობდნენ, რადგან ხშირად ახსენებენ ამ ადგილს. "დიახ, ეს ადგილი სამხრეთ კავკასიაშია. ოსები სისტემატურად საუბრობენ როგორც დღევანდელი გუდაურის ტერიტორიაზე, ასევე გუდაურიდან რომ გადმოიხედავთ, თეთრი არაგვის ხეობასა და თრუსოს ხეობაზე. აპირებენ კავკასიონის ქედის პირიქითა მხარის მთლიან ოკუპაციას. პრეტენზიები აქვთ პანკისის ხეობის ჩათვლით. ბორჯომის ხეობის მხარეს, ბაკურიანის მიმდებარე ტეროტორიას კი "თრიალეთის ოსეთს" უწოდებენ."ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს მოხდეს, მაგრამ რეალური იმდენად არის, რომ ბოლო პერიოდის მოვლენები შიშის საფუძველს გვაძლევს. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ შესაბამისი ღონისძიება არ გაატარა და სათანადო რეაგირება არ მოახდინა, დიდი საშიშროებაა მოსალოდნელი", - აცხადებს წიკლაური. მოსალოდნელ საშიშროებაზე საუბრობს კავკასიელ ხალხთა კონფედერაცის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილიც.ზაალ კასრელიშვილი: "უკვე დიდი ხანია რუსულ პრესაში მიდის იმის პროპაგანდა, რომ ყაზბეგის რაიონის მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად მათია. არსებობს ერთ-ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, რომლის სახელი, სამწუხაროდ, არ მახსოვს, რომელიც სწორედ ამ პროპაგანდაზე მუშაობს. ორგანიზაციის ლიდერი კი რუსეთის დუმის წევრი არსენ ფაძაევია."მინდა აღვნიშნო, რომ არსენ ფაძაევს ჩრდილო ოსეთში მცხოვრებ ქართველებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. უფრო მეტიც, ცხელი ხაზიც გააკეთეს და უთხრეს, რომ თუ ვინმე შეგაწუხებთ, დაგვირეკეთ და შეგვატყობინეთო, ჩვენ მოვთხოვთ პასუხსო. სახლებშიც დაიარეს, ყველას მოეფერნენ და დახმარებას შეჰპირდნენ".კასრელიშვილი სეპარატისტებისგან მოსალოდნელ საფრთხეს ხედავს ახალგორი-ცხინვალის გზის მშენებლობაშიც, რომლის მოწყობისთვისაც სეპარატისტული მთავრობა გამალებით მუშაობს. "ჩემი აზრით, ამ მხრივ სერიოზული საფრთხეა ის გზა, რომელიც ახალგორში გაჰყავთ. საფრთხეა, რადგან ეს არის გრუნტის გზა, რომლითაც ტექნიკის გამოდსროლა და ცოცხალი ძალის გადმოსვლა ადვილი იქნება. თუკი ეს მოხდა, გამოდის, რომ ყაზბეგის რაიონი თრუსოს ხეობასთან ერთად ავტომატურად მოწყვეტილია ჩვენგან, რადგან მლეთამდე გადმოდიან პირდაპირ", - აცხადებს "რეზონანსთანვე" საუბრისას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე.კონფლიქტლოგ პაატა ზაქარეიშვილს ყოველივე ეს არ უკვირს. პირიქით, ამბობს, რომ ყველაფერი იმის სრულიად ბუნებრივი გაგრძელებაა, რაც 2008 წლის აგვისტოს მოხდა. პაატა ზაქარეიშვილი: "ოკუპაცია არ არის ერთჯერადი აქცია და, შესაბამისად, მას გაგრძელებები აქვს. რუსეთმა იმიტომ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რომ თავისი ინტერესები ბოლომდე დაეცვა. გარდა ამისა, ოსებსა და აფხაზებში არ არის ოკუპაციის განწყობა. ისინი არ თვლიან რუსებს ოკუპანტებად. ყველაფერი უნდა მოვკითხოთ სააკაშვილს, რომელიც წამოეგო რუსეთის ავანტიურას და ქვეყანა ჩაითრია საშინელ უფსკრულში. ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში, ასე გაგრძელდება, მისი წასვლის შემდეგ კი იქნება შანსები ამ პროცესის შეჩერებისა".http://www.ambebi.ge/conflicts/16305-kokoi...as-gegmavs.htmlსამარცხვინოა, დღისით ,მზისით სახეზე გვაქვს ფაშიზმის და ქსენოფობიის აპოლოგია და თითსაც ვერ ვანძრევთ საკუთარი ინტერესების დასაცავად. ტერორისტებისგან ვართ დაცულნი? მუშავდება მათი თავდასხმის შემთხვევაში კონტრზომები?თუ "მელოჩ ნო პრიატნაში" ფაქ რაშას ძახილი შველის რეალობას ?! საჭიროა სისტემური მიდგომები, თანმიმდევრული პოლიტიკა და ეს რომ არაადეკვატური ხელისუფლების პირობებში ძნელად მოხერხდება ,ფაქტია. არაა საპანიკო თემა. პირიქით სიფხიზლისაკენ მოგიწოდებთ რუსეთის და ტერორისტების, აგრეთვე სააკაშვილის უთავბოლობის წინაშე. Edited February 14, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 lasha_alo თუ "მელოჩ ნო პრიატნაში" ფაქ რაშას ძახილი შველის რეალობას ?!ზუსტად ეგრეა ლაშა. მამისონი ისე წაიღეს რუსებმა და ოსებმა. რომ ჩვენ მთავრობას არა თუ ხმა არ ამოუღია, არამედ კატეგორიულად უარყოფდა ფაქტს.მე მგონი ასე გაგრძელდება.ჩვენ კი სტუდენტურ მოძრაობებს შევქმნით ქვეყნის მტრების გამოსავლენად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 (edited) სხვას რას აბრალებთ ბატონებო როდესაც, თქვენს საიტზე, გვერდით თემაში, ოსები თუ ნახევრადოსები ბოდიშის მოხდას ითხოვენ და ახალგორელი, კოჯორთან 1921 წელს დაღუპული, 22 წლის შალვა ერისთავის სურათი ორჯერ წაშალეს?იცავთ თქვენ საქართველოს იმ ადგილზე, სადაც შეგიძლიათ ეს გააკეთოთ? არა მგონია.სამშობლოს ყველგან სჭირდება დაცვა, მათ შორის იდეოლოგიურ ფრონტზე.ყველანი ისე ახალგაზრდები ხომ არა ხართ, რომ დემოკრატია და იდეოლოგიური დივერსია ერთმანეთისაგან ვერ გაარჩიოთ? პოსტი ჩასწორებულია შემდგომში კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით Edited February 14, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 (edited) ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონგაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას პრინციპით? Edited February 14, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 თქვენს საიტზეხალხნო, ესაა ფორუმი.აქ შემოდიან ფაშისტებიც და კომუნისტებიც, ქართველებიც და სომხებიც, რელიგიური უმცირესობებიც და მმკს წევრებიც, ცისფრებიც და მწვანეებიც , ხუჭუჭთმიანი და ქაჩლებიც, ქალებიც და შესაძლოა ტრანსსექსუალებიც .არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და მხოლოდ წესები ზღუდავთ . ასე რომ მინდა გთხოვოთ ეს გაითვალისწინოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 lasha_alo ქალებიც და შესაძლოა ტრანსსექსუალებიც .:duel:)ქალები რატომ დაგვსვი ტრანსსექსუალების გვერდზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 აქ შემოდიან ფაშისტებიც და კომუნისტებიც, ქართველებიც და სომხებიც, რელიგიური უმცირესობებიც და მმკს წევრებიც, ცისფრებიც და მწვანეებიც , ხუჭუჭთმიანი და ქაჩლებიც, ქალებიც და შესაძლოა ტრანსსექსუალებიც .lasha_alo ჩაგეთვალა :duel: :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 (edited) ბადრი_წიქორაძე ოსი სეპარატისტების იდეოლოგიური მამა ვარ : ))) ვემხრობი კი არა და საჭიროდ ვთვლი საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას (კონფედერაცია სხვაგვარად არ-ვერ გამოვა არადა ალტერნატივა საქართველოს სრული დეზინტეგრაცია და დეესუვერენიზაციაა). მერე რა გინდა? შენ ვინ გეკითხება მე რას ვთვლი და როგორ ვთვლი? ოსობას და ნახევარ ოსობას რაც შეეხება და შემოევლე იმ ოსებს რა ასი წელი შენც და ყველა სხვა დანარჩენიც... ის ბიჭიც ოსი იყო ოლიმპიადაზე რომ დაიღუპა და რა მერე? ალალი იყო მასზე არა რადგან ოსი იყო? ეს ქართველები ვიზე უკეთესები ხართ მამენტ ეგ შეგიძლია თქვა? საკუთარი ისტორია ისწავლეთ რომ ილუზიები არ გაწუხებდეთ ... ძალით მაზიზღებს ეს ხალხი ყველაფერ ქართულს .. თქვენგან განსხვავებით ქართველებზე დადებით შთაბეჭდილებას მაინც ვქმნიდი და ვქმნი სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო ... Edited February 14, 2010 by lasalexx კიდევ ერთხელ გთხოვ კორექტულობას. არ მინდა რომ პოსტვის უფლება შეგიზღუდო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 ქალები რატომ დაგვსვი ტრანსსექსუალების გვერდზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 ხალხნო, ესაა ფორუმი.აქ შემოდიან ფაშისტებიც და კომუნისტებიც, ქართველებიც და სომხებიც, რელიგიური უმცირესობებიც და მმკს წევრებიც, ცისფრებიც და მწვანეებიც , ხუჭუჭთმიანი და ქაჩლებიც, ქალებიც და შესაძლოა ტრანსსექსუალებიც .არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და მხოლოდ წესები ზღუდავთ . ასე რომ მინდა გთხოვოთ ეს გაითვალისწინოთ. პატივცემულო ადმინო!მე არა მაქვს ფიქრადაც კი, რომ თუნდაც გაურკვეველი სქესის, ან სხვა რამე ნიშნით შეზღუდოთ ვისმეს სუვერენული უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი.მე სხვა რამეს გამოვთქვამ:რატომ არ გამოხატავენ ამ საიტის აქტიური მომხმარებლები თავიანთ პატრიოტულ პოზიციას? თუ მათთვის პატრიოტიზმი ისაა, რომ ქართველებს ბოდიშის მოხდას, თრუსოს ხეობას, ყაზბეგს და ა.შ. მოსთხოვენ და ეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ნიშნულია, რომლითაც ისინი თავიანთ პატრიოტულ სიხარულს გამოხატავენ, რომ თურმე დემოკრატია გვაქვს? ნუთუ ძნელი მისახვედრია ასეთი ადამიანებისათვის, რომ მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი საქართველოს წინააღმდეგ და ყოველი, უპასუხოდ დატოვებული საქართველოს დაკნინების მცდელობა, ეს ჩვენი მტრების ის პატარა გამარჯვებაა, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება უფრო დიდში? აჩიკოს და ბადრის გარდა ეს არავის უნდა აწუხებდეს? როდესაც სვამ კულტურულად შეკითხვას და პასუხად ღებულობ "შენ ვინა ხარ", "რატომ უნდა გიპასუხო", ამაზე თვალის დახუჭვა დემოკრატია არ არის, ამაზე უნდა უპასუხოს საზოგადოებამ და მათ შორის ვისაც მოეთხოვება. დასჯა არაა პასუხი, დაე ილაპარაკოს, თავისი თავის და აზრების ლუსტრაცია გააკეთოს, ჩვენ კი პასუხი გავცეთ. აი ამას ვუწუნებ საზოგადოებას. ნათქვამია: მტერი უნდა გყავდეს ახლოს, "მეგობარი" უფრო ახლოსო". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 ოსი სეპარატისტების იდეოლოგიური მამა ვარ : ))) ვემხრობი კი არა და საჭიროდ ვთვლი საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას (კონფედერაცია სხვაგვარად არ-ვერ გამოვა არადა ალტერნატივა საქართველოს სრული დეზინტეგრაცია და დეესუვერენიზაციაა). მერე რა გინდა? შენ ვინ გეკითხება მე რას ვთვლი და როგორ ვთვლი? ოსობას და ნახევარ ოსობას რაც შეეხება და შემოევლე იმ ოსებს რა ასი წელი შენც და ყველა სხვა დანარჩენიც...asds ზედმეტად აგრესიული ტონი არ არის საჭირო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 asds ოსი სეპარატისტების იდეოლოგიური მამა ვარ : ))) ვემხრობი კი არა და საჭიროდ ვთვლი საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას (კონფედერაცია სხვაგვარად არ-ვერ გამოვა არადა ალტერნატივა საქართველოს სრული დეზინტეგრაცია და დეესუვერენიზაციაა). მერე რა გინდა? შენ ვინ გეკითხება მე რას ვთვლი და როგორ ვთვლი?და რა აზრი აქვს კონფედერაციას მაშინ?შენის აზრით ვერანაირად ვერ მოხერხდება ის რომ ოსებმა და ქართველებმა ერთ სახელმწიფოში ვიცხოვორთდა საქართველო იყოს გარანტია ყველა მისი მოქალაქის, ეროვნების განურჩევლად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 გაღმა შეედავე - გამოღმა შეგრჩება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 აჩიკოს და ბადრის გარდა ეს არავის უნდა აწუხებდეს?ბადრი_წიქორაძე და რატომ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი თქვენზე ნაკლებად გვაწუხებს? ის თემა ვისი გახსნილია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 (edited) asds ვემხრობი კი არა და საჭიროდ ვთვლი საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასარაფერი პირადული...მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა. ყველა ვინც თვლის რომ საქართველომ უნდა აღიაროს რუსეთის საშუალებით შექმნილი სეპარატისტული ანკლავების დამოუკიდებლობა, საქართველოს ყველაზე მაღალი წერტილიდან გამოექანოს.თუ ადმინისტრაცია ამ პოსტს მოდერატორისათვის ძალიან შეუფერებლად ჩათვლის, მომხსნას. არ მეწყინება ბადრი_წიქორაძე ნუთუ ძნელი მისახვედრია ასეთი ადამიანებისათვის, რომ მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი საქართველოს წინააღმდეგარა მხოლოდ იდეოლოგიური. ეკონომიკური, პროპაგანდისტული და ცოტა ხნის წინ იარაღიც ჩაერთო აქტიურად საქმეში. Edited February 14, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.