Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილი ვანკუვერში

Recommended Posts

ოლიმპიადა განვიხილოთ პოლიტიკურ ჭრილში.

მაინტერესებს რამდენი ქვეყნის, განსაკუთრებით განვიტარებადი ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება ოლიმპიადას და ვიპპერსონების დასწრება ოლიმპიური კომიტეტის , მასპინძელი ქვეყნის თუ როგორი მიწვევებით ხდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 44
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მაგალითად რა უნდა და ვისი ფულით არის იქ წასული ვარშალმიძე?

რატომ არის რომ უმეტესობა ქვეყნების პრეზიდენტებისა, ოლიმპიურ სოფელში გაჩერდა მონაწილებთან ერთად, ასე უფრო იაფია. და ბოლშევიკების ლიდერი ქალაქში ( ცხადია ფეშენებელურ სასუმროში).

დელგაციები , ოფიცლაური 3-4 კაცისგან შედგება, რატომ არის რომ ბოლშევიკურო დელგეცია უფრო დიდია ვიდრე ოლიმპიადში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა რაოდენობა?

რა უნდოდა ოფიცილაურ გახსის ცერემონიალში, სილკ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელს, სპორტემენთა რიგებში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"გახსნაზე მცირე ხნით იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც სტადიონი მალევე დატოვა და კანადის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ სახელმწიფო მეთაურთა მიღებას შეუერთდა."

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"სუნთქვის აპარატისა და კუვეზის არქონის გამო უამრავი ბავშვი იღუპება"

"რა ქნას ექიმმა შიშველი ხელებით"

მაშინ, როცა ქვეყნის მთავრობა უშურველად აფინანსებს მრავალმილიონიან საახალწლო კონცერტებს, მედიკამენტებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის არქონის გამო, საქართველოში ჩვილები იღუპებიან... სამწუხაროდ, ასეთ ამბავს ხშირად მოისმენთ, რომ მძიმე ან დღენაკლული ახალშობილის მართვითი სუნთქვის აპარატზე მიერთება და მისი გადარჩენა, ამ უკანასკნელის არარსებობის გამო არ მოხერხდა. ჩვენ ამ სამწუხარო ფაქტებიდან მხოლოდ ერთზე გიამბობთ, რადგან ზოგადი ვითარების გადმოსაცემად ესეც კმარა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა მშობიარე მიიყვანეს. დღენაკლულ ტყუპისცალებს მშობლებმა დავითი და დემეტრე დაარქვეს. ახალშობილებმა მხოლოდ ექვსი დღე იცოცხლეს. მათ გადასარჩენად საავადმყოფოს არც წამალი აღმოაჩნდა და არც გადაუდებელი რეანიმაციისთვის აუცილებელი პირობები.

ეკა შინშიაშვილი (ტყუპის ბებია): "ყოველ ათ დღეში ერთხელ დამყავდა ჩემი შვილი კონსულტაციაზე ექიმთან. ყველა სახის ვირუსზე გამოვიკვლიეთ ორსული.

ვუტარებდით ექოსკოპიურ გამოკვლევას და როგორც ექიმები გვეუბნებოდნენ, ორივე ნაყოფი შესანიშნავად ვითარდებოდა. ორსულობის მერვე თვეზე მოულოდნელად სამშობიარო წ####ბი დაღვარა. მაშინვე მის ექიმს დავურეკე. მითხრა: ღუდუშაურში წაიყვანეთ, რამე რომ დასჭირდეს, ჩვენ ახალშობილების რეანიმაცია არა გვაქვსო.

ღუდუშაურში რომ მივედით, ღამის ორი საათი იყო. ექოსკოპისტი ძლივს გააღვიძეს. წუწუნებდა: ვერაფერს ვხედავ, პლაცენტაში წყალი არ არისო. ამის შემდეგ ჩემი შვილი სამშობიარო ბლოკში აიყვანეს და მხოლოდ დილის ექვს საათზე გაუკეთეს საკეისრო კვეთა. დროულად რომ ამოეყვანათ ბავშვები დედის მუცლიდან, დღეს შესაძლოა ორივე შვილიშვილი ცოცხალი მყოლოდა. უმწიფარია, უმწიფარიო - სულ ამას გაიძახოდნენ ექიმები, მაგრამ უფრო დღენაკლული ბავშვებიც გადარჩენილან. რა ქნას ექიმმა შიშველი ხელებით, თუ საავადმყოფოს არც წამალი აქვს და არც რეანიმაციის საშუალება?

ბიჭები დაბადებისას 2 კილოგრამსა და 200 გრამს იწონიდნენ. რეანიმაციაში კი კილოგრამი და ცხრაასი შევიდნენ. ექიმებმა შემოგვითვალეს: კუვეზი და მართვითი სუნთქვის აპარატი მოიძიეთ, ჩვენ რესურსი ამოგვეწურაო. თავიდან ორივე ახალშობილი ერთ კუვეზში ეწვინათ და ერთს ხელით აწვდიდნენ ჟანგბადს. მთელი საქართველო შევძარით და გორში აღმოვაჩინეთ თავისუფალი აპარატი.

კატასტროფის ცენტრიდან გამოვიძახეთ რეანიმობილი. მახსოვს, თინა ერქვა ექიმს, გაგვაფრთხილა: კარგად დაფიქრდით, გადაიტანს კი ეს ბავშვი ტრანსპორტირებასო? სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გაგვერისკა, რადგან თუ ღუდუშაურში დავტოვებდით, ბავშვი ხელში ჩაგვაკვდებოდა. როგორც კი დემეტრე გორში ჩაიყვანეს, კიდევ უფრო დამძიმდა... ამასობაში მეორე ტყუპისცალი დავითიც დამძიმდა, აღარც აპარატი შველოდა. ექიმები ამბობდნენ: ფილტვები არ ეშლებაო. საავადმყოფოში ერთი ამპულა "სურფაქტანტი" ჰქონდათ და ის გაუკეთეს. ბავშვი მომჯობინდა და ექიმებმა ახლა ამ წამლის მოძიება დაგვავალეს და თან დააყოლეს: მეორე ამპულა აუცილებლად ექვსი საათის შემდეგ უნდა მივაშველოთო.

თბილისში წამალი რომ ვერ ვიშოვეთ, უცხოეთში მყოფ ახლობელ-ნათესავებს დავუკავშირდით. იქ იყიდეს "სურფაქტანტი". წამალი ვიშოვეთ, მაგრამ რამდენიმე საათის დაგვიანებით... ამასობაში ჟვანიას კლინიკაში სხვა ახალშობილი გარდაიცვალა და მართვითი სუნთქვის აპარატი გათავისუფლდა. დემეტრე გორიდან ისევ თბილისში ჩამოიყვანეს, მაგრამ ახალშობილის გულმა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო და ბავშვი დაგვეღუპა".

გელა მეცხვარიშვილი (ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის მთავარი ნეონატოლოგი): "ჩვენთან ახალშობილთა რეანიმაცია გათვლილია ათ საწოლზე და ეს ათი საწოლი დაკომპლექტებული გვაქვს ათი კუვეზით, მაგრამ 16-18 ბავშვზე ნაკლები არასდროს გვიწევს. ზოგჯერ იძულებული ვართ, ერთ კუვეზში ორი ბავშვიც კი დავაწვინოთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია, თუნდაც ინფექციის გავრცელების გამო. როცა კუვეზი არ გვყოფნის, ზოგჯერ ასეც ვახერხებთ - ვიღაცას შევაწვენთ, ვიღაცას გამოვიყვანთ, ვისაც იმ წუთში ეს ძალიან არ სჭირდება.

პრობლემა უფრო მართვითი სუნთქვის აპარატებთან დაკავშირებით არის. არადა, ეს ერთადერთი პერინატალური ცენტრია საქართველოში, სადაც მძიმე ორსული მოჰყავთ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება თან მძიმე ახალშობილი. მიიჩნევა, რომ რეანიმაცია გაქვს იმდენ საწოლზე, რამდენი მართვითი სუნთქვის აპარატიც გაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეანიმაციული განყოფილება მხოლოდ ქაღალდზეა გაწერილი, რადგან სრულფასოვანი დახმარების აღმოჩენა პაციენტისთვის ვერ ხერხდება. მოკლედ, ათ საწოლზე ოთხი ძველი მართვითი სუნთქვის აპარატი გვაქვს, რომლებიც, ფაქტობრივად, გამოსულია მწყობრიდან და შვიდიც ახალი. ხდება ხოლმე ისე, რომ იბადება ახალშობილი და ჩვენ პრაქტიკულად არა გვაქვს არც თავისუფალი მართვითი სუნთქვის აპარატი, არც კუვეზი, არადა ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება რეანიმაცია.

- როგორ იქცევით ასეთ შემთხვევაში?

- ვიწყებთ რეკვას სხვა რეანიმაციულ ცენტრებში, რომ როგორმე დაგვეხმარონ... ბავშვთა პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც აქვთ ეს აპარატები, ჟვანიას სახელობის კლინიკაშიც, მაგრამ ყველა ერთად აღებული მაინც არ არის საკმარისი არსებული საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

- თუ იქაც არ არის?

- ასეთ შემთხვევაში ხელით მართვითი სუნთქვის მეთოდი არსებობს მანამ, სანამ აპარატზე გადაიყვან ახალშობილს, ამბუსპარკიდან ხელით უბერავს ჟანგბადს ექთანი. მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენ ხანს შეიძლება გაუძლოს ასეთ დატვირთვას ექთანმა, შეიძლება ხელიც კი მოსტყდეს.

- იყო შემთხვევა, როცა თბილისიდან რაიონში გადაუყვანიათ ბავშვი მართვითი სუნთქვის აპარატის გამო და ტრანსპორტირებამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა...

- იყო ასეთი შემთხვევა, გორში შედარებით ახალი კლინიკაა, მათ აქვთ რამდენიმე აპარატი და გავუშვით ის ახალშობილი გორში. რეანიმობილი რომ ნახოთ, ეს არის ერთი რეანიმაციული პალატა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ტრანსპორტირებას დაემძიმებინოს ახალშობილის მდგომარეობა. ამერიკაში ასეთი ბავშვები ვერტმფრენით გადაჰყავთ, ჩვენ რეანიმობილები გვყავს.

მძიმე ბავშვები ყოველთვის იბადებოდნენ, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ისეთი პათოლოგიები წამოვიდა, რომელიც ადრე არც ისე ხშირი იყო. სიკვდილის მაჩვენებელიც დღენაკლულზე მოდის უფრო მეტად. დროული ბავშვი დიდი ხანია თვალითაც აღარ მინახავს.

სამინისტრო რამდენჯერმე შევაწუხეთ: გვიშველეთ, ბავშვები გვეხოცებიან-თქო. იქაც ხომ ადამიანები მუშაობენ. ველოდებით, კუვეზები უნდა შემოგვიტანონ. ძალიან მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ისრაელთან. სამი კუვეზი გამოგვიგზავნეს და ორი მართვითი სუნთქვის აპარატი გვაჩუქეს აქედან წასულმა ქართველებმა, მაგრამ არ არის საკმარისი. ახალი მართვითი სუნთქვის აპარატი დაახლოებით 50 ათასი ევრო ღირს. კუვეზი უფრო ნაკლები, დაახლოებით 20-25 ათასი ევრო.

- როგორც გაირკვა, არც სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლის მარაგი გაქვთ საავადმყოფოში, მაგალითად "სურფაქტანტი"...

- ღრმა დღენაკლულის პირველი უბედურება ის არის, რომ ფილტვები არა აქვს გახსნილი და ამიტომაც სჭირდება ხელოვნურად გახსნა. "სურფაქტანტი" საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატია, ჩვენი საავადმყოფოს პროტოკოლში გვაქვს გაწერილი და როცა გვაქვს, უფასოდ ვუკეთებთ პაციენტებს.

- ახლა თუ გაქვთ?

- შემომტანს შეექმნა შეფერხება და თებერვლის შუა რიცხვებიდან ჩვეულებრივად შემოვა. ახლა რომ დასჭირდეს პაციენტს, ვერ გავუკეთებთ.

P.S. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, "სურფაქტანტი" საქართველოში მხოლოდ ფარმაცევტულ კომპანია "ჯი-პი-სის" შემოაქვს. სწორედ მას აქვს მოგებული ტენდერი კლინიკების წამლით მომარაგებაზე და მედიკამენტის ექსკლუზიური მიმწოდებელია. ერთი ამპულა "სურფაქტანტის" საბაზრო ღირებულება დაახლოებით 600 ლარია, მაგრამ დღენაკლული ახალშობილების გაჭირვებულ მშობლებზე გადამყიდველები მას 1.500 ლარადაც კი ყიდიან.

ემა ტუხიაშვილი

http://www.kvirispalitra.ge//medicina/2452...-ighupebaq.html

იქით ვნახე ეს თემა და ისე მეტკინა გული,რომ მინდა გაგიზიაროთ.

მიშა თავის სასტავთან ერთად დასაჭერები არიან.რამდენი ფული დაიხარჯა მისი ვანკუვერში ვიზიტით და რამდენი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა ამ ფულით შესაძლებელი?

უგულო ადამიანების ხელშია საქართველო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმხელა დელეგაციაა ჩვენგან თურმე ჩასული, ამერკილებს შეშურებიათ!

სანამ დრო აქვთ,მსოფლიოს ნახავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ჩვენს მედიაში ზოგან წერია არაოფიციალური ვიზიტიტააო ზოგან ოფიციალურითო-ინვესტიციების მოსაზიდადო... საპიაროდ კაი ცრემლდენის ფოტოებიც გაჩითა ბიჭმა:licemer: ფუუუუ ბრრრრ!

არ გამიკვირდბა ბებიაც რომ ჰყავდეს წაყვანილი, სახელმწიფო ფულით. რა ენაღვლება, ქვეყანა გააერტიანა, ნატოში შევედით, საცაა ევრო კავშირის წევრი გავხდებით. ხელფასები მატულობს. დედა ნომერ პირველი უნვერსიტეტის ხელმძღვანელი გახდა. მეულე საქარტველოს მედიცინის სახეა. ეკუთვნის კიდეც ჩვენგან ასეთი პატივი და დასასვენებლად გაშვება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილი ვანკუვერში
რა ჯანდაბა უნდა?

T_A_T

რა უნდა და ჯანდაბა და დოზანა :licemer: უკვე დიაცივით წყევლა-კრულვა დამაწყებინა ამ ჩემის ტრულაილამ:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკვე დიაცივით წყევლა-კრულვა დამაწყებინა ამ ჩემის ტრულაილამ

აჰა შენ მუხტისთვის:licemer:

http://i063.radikal.ru/1002/2c/d9991d465ec9.jpg

რურუს სურათიც გინდა როგორ იწირპლება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

მე ვარ ჰომოსექსუალი, მაშასადამე მე ვარ ქართველი დემოკრატი

რამდენიმე დღის წინ გთხოვე შეურაცხმყოფელი ხელმოწერის დარედაქტირება. ხვალ დილამდე გაქვს ვადა. თუ ხელმოწერა არ შეიცვლება, პოსტვა შეგეზღუდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აჰა შენ მუხტისთვის:licemer:

http://i063.radikal.ru/1002/2c/d9991d465ec9.jpg

რურუს სურათიც გინდა როგორ იწირპლება?

არა ვარშალომიძის და ამერიკაში ჩვენი ელჩის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...