ლ ი ც ი Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 (edited) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიუნჰენიდან თბილისში დაბრუნდა. აეროპორტიდან კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში მიბრძანდა, სანთლები დაანთო და მრევლი დალოცა. “ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ”, _ ბრძანა უწმინდესმა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: რა თქმა უნდა გამორჩეული ქვეყანაა, გამორჩეული ხალხით დასახლებული. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ უფალი მეორედ მოსვლის ჟამს ხომ ამ ენით დაელაპარაკება კაცობრიობას ("შიოსა და ევაგრეს ცხოვრება") . მეორე: ქრისტეს კვართიც ხომ საქართველოშია დასაფლავებული. მესამე: საქართველო ხომ ღვთიშობლის ქვეყანაა. მეოთხე: ჩვენი მეფეებიც ხომ : "ჩვენ იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატიონმან მეფეთ მეფემან..." ესე იგი, ქრისტეს წინაპართა შთამომავლები იყვნენ. რომელი ერს შეუძლია კიდევ მსგავსი დინასტიით იამაყოს.ჰოდა, ჩემო კარგებო, პატრიარქიც გვაჩვევს (გვახსენებს) იმ აზრს, რომ ქართველი ხალხი საგანგებო და განსაკუთრებული მისიის მატარებელია. მოკლედ, ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა, ვ ე რ ა ფ ე რ ი კოტე მაყაშვილის ლექსი გამახსენდა: "ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ, სულ, სულ ვლაპარაკობთ!სიტყვებითა ჰაერს ვათბობთდა ვირთაგვებს ვაფრთხობთ" მოჭამა ქართულმა მესიანისტურმა იდეამ ჭირი, მ ო ჭ ა მ ა!!! რაც უფრო მალე გავიგებთ ამას , მით უფრო მალე მივხვდებით , რომ ჩვეულებრივი ერი ვართ, რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს მაღალიც და მდაბალიც, გონიერიც და უგუნურიც. უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? პატივცემულო კოლეგებო: თემა პოლიტიკურია Edited February 13, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frank Einstein Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 რაში არ მეთანხმებით?თემის პათოსში თუ აზრში თუ არსში თუ რაცაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 თემის პათოსში თუ აზრში თუ არსში თუ რაცაა...Frank Einstein კომბინაციაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 საქართველო ყველაზე მაგარია, მარა წავედი ეხლა მიუნჰენში, იქ უკეთესია ყველაფერი :DD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 მოჭამა ქართულმა მესიანისტურმა იდეამ ჭირი, მ ო ჭ ა მ ა!!!ძალიანაც კარგი თუ მოჭამადროა უკვე, დაგვიანებულიც კია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 “ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ”, _ ბრძანა უწმინდესმაალბათ ის იგულისხმა რომ თვითონ ხომ ქართველია და მოენატრა საქართველო რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ყველა ჩვენი ”პოლიტიკოსის”, ”საზოგადო მოღვაწის” კრებაზე, მიტინგზე, გაზეთიდან თუ ეკრანიდან ”გადმოფრქვეული” აზრები, ადამიანზე ”ზრუნვის” ყველა მცდელობა ერთად აღებული, უსუსური ილუზიაა იმ რამდენიმე სიტყვასთან შედარებით, რაც ნაბადწაფარებულმა, განმარტოებულმა მამულიშვილმა თქვა:”ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! - მძინარიც ამას ვდუდუნებ”.ამ ფრაზას მეორედ წაკითხვა აღარ სჭირდება. ის უკვე ჩვენშია და ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება . . . და მის შემდეგაც ჩვენში დარჩება.ეჭვგარეშეა, რომ იდეათა პროპაგანდა _ იდეის არსებობას მოითხოვს; იდეის არსებობა "რაღაცის" შექმნას საჭიროებს;ხალხისთვის სიკეთის გაღება _ სიკეთის ფლობას მოითხოვს. ჩვენი ცხოვრების უკეთესით შეცვლა ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს. აღმშენებლობასა და რაციონალური წესრიგის დამყარებას ყველა უძლიერეს სახელმწიფოში რწმენა უდევს საფუძვლად. ქრისტიანული სიყვარული დისციპლინას, მოთმინებას, სიმამაცეს, აქტიურობას, შრომისმოყვარეობას მოიცავს.გაიხსენეთ, დეგრადირებული სახელმწიფოების საფუძველია ძალადობა, სიყალბე, შიში, რაც თავის მხრივ, დაქვეითებული რწმენის შედეგია. ნუ დავხუჭავთ თვალს, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საკუთარი ქვეყნის უსუსურობის მიზეზს _ დაქვეითებულ რწმენას _ უცილობლად დავინახავთ.მთავარია სიყვარული. ის ქმნის ამაღლებულ, ზნეობრივ საზოგადოებას და იწყება უნიკალური უკუკავშირი . . . როცა მოქალაქე საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას ან ხმას რომელიმე პარლამენტარობის კანდიდატს აძლევს, ერთიც და მეორეც უნდა დაფიქრდეს, რომელ გზას ირჩევს.ჩვენი მომავლისა და ქვეყნის წინაშე საზოგადოების ყოველი წევრი ქრისტიანულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს! საზოგადოებრივ რეფორმებს, წესრიგს, საკანონმდებლო ქმედებას, ნორმებს, კონტროლს, რწმენის, ზნეობის ამაღლების პრინციპი უნდა განსაზღვრავდეს.სახელმწიფოში, სამართლიანობის დამკვიდრებისა და რაციონალური ინტერესიდან გამომდინარე, უნდა შეიზღუდოს ადამიანთა ეგოიზმი, ბოროტება, უსამართლობა, ქაოსი.არ დაიჯეროთ, რომ მას სამშობლო უყვარს, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია;არ დაიჯეროთ, რომ ძლიერი პიროვნებაა, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია;არ დაიჯეროთ, რომ ქრისტიანია, თუნდაც ეკლესიები აშენოს, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია;არ დაიჯეროთ, რომ ჰუმანისტია, თუნდაც უპატრონო ბავშვთა სახლს ორი ყუთი ვერმიშელი გადასცეს, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია;არ დაიჯეროთ მისი დანაპირები, რომ ხალხს სიკეთეს მოუტანს, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია;მას ერთი სიტყვაც არ დაუჯეროთ, თუ ეთვისებოდა და კომფორტულად გრძნობდა თავს იმ ადამიანთა ჯგუფში, რომელსაც არა მარტო არ უყვარს მოყვასი, არამედ ძარცვავს და ავიწროვებს მას;პრეზიდენტად, პარლამენტარად, გუბერნატორად კი არა, ფილატელისტთა კლუბის თავმჯდომარედაც კი არ აირჩიოთ, თუ მოყვასის სიყვარული არ შეუძლია;მას შეუძლია ყველა როლი შეასრულოს, მაგრამ ამ სიყვარულის გარეშე ხალხის ბედის მართვის უფლება არა აქვს; მხოლოდ ქრისტიანულ პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით გვენიჭება უფლება: მხარი დავუჭიროთ იმ აზრობრივი ზეგავლენის მცდელობას, რომელიც სიკეთის საწინდარია; მხარი არ დავუჭიროთ პოლიტიკური და სოციალური ფანატიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას.ირღვევა ეს პრინციპი _ ირღვევა სახელმწიფო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ეხ ლევანა სანიკიძე....სად არის შენი ერთი ხელის მოქნევით ათი კაცის მმუსვრელი ერი, ჰა>>>>??? ეგეც ტიპიური ლუარსაბი იყო, ხოდა, იჯდა, ოცნებობდა და წერდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ეგეც ტიპიური ლუარსაბი იყო, ხოდა, იჯდა, ოცნებობდა და წერდაmachkatela კარგად გაარტყი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 “ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ”,-ნუ ეს ჩვეულებრივი გურჯული ავტოტრენინგია -სიახლეს ვერ ვხედავკოტე მაყაშვილის ლექსი გამახსენდა: "ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ, სულ, სულ ვლაპარაკობთ!სიტყვებითა ჰაერს ვათბობთდა ვირთაგვებს ვაფრთხობთ" მოჭამა ქართულმა მესიანისტურმა იდეამ ჭირი, მ ო ჭ ა მ ა!!!100% სიმართლეა მარა ............ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიუნჰენიდან თბილისში დაბრუნდა. აეროპორტიდან კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში მიბრძანდა, სანთლები დაანთო და მრევლი დალოცა. “ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ”, _ ბრძანა უწმინდესმა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: რა თქმა უნდა გამორჩეული ქვეყანაა, გამორჩეული ხალხით დასახლებული. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ უფალი მეორედ მოსვლის ჟამს ხომ ამ ენით დაელაპარაკება კაცობრიობას ("შიოსა და ევაგრეს ცხოვრება") . მეორე: ქრისტეს კვართიც ხომ საქართველოშია დასაფლავებული.მესამე: საქართველო ხომ ღვთიშობლის ქვეყანაა.მეოთხე: ჩვენი მეფეებიც ხომ : "ჩვენ იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატიონმან მეფეთ მეფემან..." ესე იგი, ქრისტეს წინაპართა შთამომავლები იყვნენ. რომელი ერს შეუძლია კიდევ მსგავსი დინასტიით იამაყოს.ჰოდა, ჩემო კარგებო, პატრიარქიც გვაჩვევს (გვახსენებს) იმ აზრს, რომ ქართველი ხალხი საგანგებო და განსაკუთრებული მისიის მატარებელია. მოკლედ, ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა, ვ ე რ ა ფ ე რ ი კოტე მაყაშვილის ლექსი გამახსენდა: "ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ, სულ, სულ ვლაპარაკობთ!სიტყვებითა ჰაერს ვათბობთდა ვირთაგვებს ვაფრთხობთ" მოჭამა ქართულმა მესიანისტურმა იდეამ ჭირი, მ ო ჭ ა მ ა!!! რაც უფრო მალე გავიგებთ ამას , მით უფრო მალე მივხვდებით , რომ ჩვეულებრივი ერი ვართ, რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს მაღალიც და მდაბალიც, გონიერიც და უგუნურიც. უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?პატივცემულო კოლეგებო: თემა პოლიტიკურია პატრიარქიც გვაჩვევს (გვახსენებს) იმ აზრს, რომ ქართველი ხალხი საგანგებო და განსაკუთრებული მისიის მატარებელია. მცდარი და მიკერძოებული დასკვნა იმასთან დაკავშირებით რასაც პატრიარქი გულისხმობდა როდესაც ამბობდა “ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ”, მორიგი მცდელობა პატრიარქის წინააღმდეგ ითქვას რაიმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frank Einstein Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ეხ ლევანა სანიკიძე....სად არის შენი ერთი ხელის მოქნევით ათი კაცის მმუსვრელი ერი, ჰა>>>>??? ეგეც ტიპიური ლუარსაბი იყო, ხოდა, იჯდა, ოცნებობდა და წერდაკარგად გაარტყირა გაარტყა აბა... რას ოცნებობდა...არ იყო ერთი ხელის მოქნევით ათის შემმუსრავი ქართველი ერი?აბა როგორ მოაღწია პატარა საქართველომ XXI საუკუნემდე როცა მონსტრები - ირანი, თურქეთი, მონღოლეთი და ა.შ. ცდილობდნენ ჩვენ ჩაყლაპვას?თუ ეგეც ლევან სანიკიძის მოგონილია და საქართველოს არავინ ემტერებოდა?სიბრალულთან ერთად სხვა ცუდ რაღაცეებსაც იწვევს ეს საკუთარი ერის თუ ქვეყნის "გინება" (მარტო პირდაპირი მნიშვნელობით გინებას ნუ გაიგებთ) უფრო მეტ სიბრალულს ან ზიზღს კი ის იწვევს რომ ეგ "გინება" გულიდან კი არ ამოდის, იმიტომ "ვიგინებით" რომ მერე ვიღაცამ ტაში დაგვიკრას... (მართალია ეს "ვ" ზედმეტია, მაგრამ იყოს)ქართველთმოძულეები ხო მოდაშია დღეს, XXI საუკუნეში საქართველოში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ქართველთმოძულეები ხო მოდაშია დღეს, XXI საუკუნეში საქართველოშიFrank Einstein ამით რისი თქმა გინდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ნაციონალიზმი - თუ არ თქვი რომ 1 ქართველი 100 მტერ ერეოდა, მაშინ ქართველთმოძულე ხარნაციონალიზმი - თუ არ თქვი რომ ყველაზე მაგრები ვართ, ქართველთმოძულე ხარ პრობლემა ის არის რომ საქართველოს ისტორია არ არსებობს, არსებობს ქართული ზღაპრები ისტორიის შესახებ და ვინც ამბობს რომ ნამდვილი ისტორია დავწეროთ, ყველა ქართველთმოძულეა :DD გურჯულ ნაციონალიზმ! :DD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 დღეს თუ ბუტაფორია ერი ვართ, რა გარანტია გვაქვს,ადრეც ესეთები რომ არ ვიყავით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.