proletari Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 (edited) როგორ ჰგავს მერიის ეს პასუხი, ამ ფორუმზე, პრეტენზიების განყოფილებაში მოთავსებულ პასუხებს ფორუმის ზოგიერთი მაღალჩინოსანი წარმომადგენლისგან. აი ასე იმართება ქვეყანა, პატარა მაგრამ უკვე კომპეტენტური მენეჯერების მიერ, ამ ნაც.ბოლშევიკურ ქვეყანაში საჯაროობა მერიულად, ანუ "პეშკომ პასტაიმ" ბატონებო!თებერვალი 11, 2010 ალექსანდრე ელისაშ...ბუნებრივია, დაგაბნევდათ ეს სათაური, თანაც ორი, მაგრამ დაბნევა მაშინ უნდა გენახათ, როდესაც წელს 21 იანვარს, ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს მერიის შენობიდან გამოვიტანე ჩვენი ორგანიზაციის, "ტფილისის ჰამქრის" მერიისადმი მიმართვის პასუხი და იქ, გზადაგზა საოცრებები ამოვიკითხე. საქმე იმაშია, რომ გასული წლის 7 დეკემბერს თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარმა" წერილით მიმართა თბილისის მერიას და მოითხოვა მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთი მეტად საინტერესო საბჭოს სხდომებზე დასწრება. სრულად ამ საბჭოს ასე ეწოდება: "საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო". ეს ის საბჭოა, სადაც თბილისის ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, მეტად უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს და ნამეტანი აფორიაქებს ხოლმე ჩვენს გონებასა და გრძნობებს და არცთუ იშვიათად გვიბიძგებს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებისაკენ. წერილში მერიას უბრალო რამეს ვთხოვდით: ჩვენი ორი წარმომადგენლისათვის მიეცა ნება რეგულარულად დასწრებოდა საბჭოს სხდომებს, რათა წინასწარ გვცოდნოდა ის საკითხები, რომლებიც იქ იხილება. ეს იყო და ეს. მიმართვის პასუხს ლამის ორი თვე ველოდით. თავად განსაჯეთ, 2009 წლის 7 დეკემბერს შეტანილ წერილზე 20 იანვარს გვიპასუხეს, ამ შუალედში კი არ მოგვცეს საბჭოზე დასწრების უფლება. არადა, სწორედ ამ დროს განიხილა და დაამტკიცა საბჭომ მაგალითად აღმაშენებლის გამზირზე - პლეხანოვზე (რა ვქნა, ასე ვეძახი მაინც იმ პროსპექტს) რეაბილიტაცია-რესტავრაციის მასშტაბური სამუშაოები. ამ გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და უამრავი შეკითხვა გააჩინა ხელოვნებათმცოდნეებსა და რესტავრატორებს შორის. დარწმუნებული ვიყავი, რომ მერიის ჩინოვნიკები რამე მიზეზს მოძებნიდენ და საბჭოზე დასწრების უფლებას არ მოგვცემდნენ. ასე ყველაფერი აგიხდეთ, მაგრამ იქვე საოცრად მაინტერესებდა რა მიზეზს მოიგონებდნენ უარის სათქმელად. ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ ჩვენს უაღესად საინტერესო ქვეყანაში ვერაფერი გამაოცებს-მეთქი. მე რომ ჩემს გაუოცებლობაზე ვბჭობდი იმ დროს "მერიელი" მოხელე ვინმე არისი ბოჭოიძე, თურმე იცინოდა, ან სულ მცირე საოცარ პასუხზე ფიქრობდა. აფერუმ, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსო არისი ბოჭოიძევ! თქვენმა 2010 წლის 20 იანვრის უსტარმა კი არ გამაოცა, პირიც კი დამაღებინა! იმდენად, რომ მერიიდან პასუხწამოღებული 161-ე სკოლასთან გავჩერდი და რამდენჯერმე გადავიკითხე პასუხი, სადაც წერია: "საბჭო შედგება 13 წევრისგან, სადაც პარიტეტი არის დაცული სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიასა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. სხდომები მიმდინარეობს მცირე დარბაზში, სადაც საბჭოს წევრებსა და მოწვეული პირების (დაინტერესებული მხარეების) განთავსება არის მხოლოდ შესაძლებელი". აი, ეს მოიწერა ბატონმა არისი ბოჭოიძემ. 14 სართულიან შენობაში განთავსებული მერიის თანამშრომელი ამბობს, ჩვენთან სივიწროვეა და "ჰამქრის" ორ წევრს ვერაფრით დავატევთო და მერე რა, რომ საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის N10 ბრძანების, მე-9.2 მუხლის თანახმად, საბჭოს სხდომის ორგანიზების და მისი მიმდინარეობის წესი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამ კოდექსის 32-ე მუხლი ამბობს, რომ ყველა კოლეგიური საჯარო დაწესებულება ჰამქრელებმა, საპასუხო წერილში ქალაქის მერიას მივწერეთ, ჯერ ერთი, ბატონი არისის უსტარი პირდაპირ და უხეშად არღვევს საჯაროობის საფუძვლებს და მეორეც, თქვე დალოცვილებო, თუ მაგოდენა მერიაში 2 კაცის ადგილი გაგჭირვებიათ, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ საბჭოს სხდომების უფრო ფართო დარბაზში გამართვას-თქო. ვიცით, რომ ამ პასუხის პასუხს ისევ ორი თვის შემდეგ მოაყოლებენ, რატომღაც გვგონია, რომ იმ პასუხში კიდევ უფრო საოცარი რამეები ეწერება (ნეტაიმც შევცდეთ, ნეტაიმც!) და ისღა დაგვრჩება სასამართლოში ვაფრინოთ საქმე. ისიც ვიცით, რომ სასამართლოს მსგავსი საკითხების განხილვისათვის 5 თვიანი ვადა აქვს. ჰოდა, თუ ყველაფერი ასე ჩვენებური ვარაუდით წავიდა, შეიძლება, არაფერი დარჩეს იმისგან, რის გამოც იმ საბჭოზე დასწრება გვსურს, ანუ იმ კულტურული მემკვიდრეობიდან, რომლის ბედსაც არცთუ იშვიათად ხელაღებით და უსულგულოდ (ჩვენი შეფასებაა ამგვარი) წყვეტენ ხოლმე მერიის "უვიწროვეს" სხდომათა დარბაზებში. დასასრულ, ორი რამის თქმა მსურს - ერთი იმის, რომ ჩვენ, ჰამქრელები გარდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს სხდომებზე დასწრებისა, აწ უკვე მოვითხოვთ ჩვენი ორგანიზაციის და ეკოლოგიური პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის თითო-თითო წარმომადგენლის საბჭოში სრულფასოვან წევრებად შეყვანას. წლების მანძილზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის განკუთვნილ ადგილებს უძრავი ქონების და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ინაწილებდნენ. ისინი ძირითადად საკუთარი კომპანიების ჯიბეზე და ინტერესებზე ზრუნავდნენ და არა ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობაზე. მეორეც - გპირდებით, რომ უახლოს მომავალში უფრო წვრილად და გასაგებად აგიხსნით, რას წარმოადგენდა წლების მანძილზე გრძელსახელწოდებიანი საბჭო, რომლის სინდისზეც თბილისის ისტორიულ ნაწილში ის უკანონობები, რომლებსაც სხვადასხვა მანქანებით სწორედ საბჭომ მისცა დასტური. ასევე ჩამოგითვლით იმ გვარ-სახელებსაც, რომლებიც "საზოგადოებრივი სექტორის" კვოტას იკავებდნენ იმ საბჭოში. ამ წერილს სულ მალე გაახლებთ, დარწმუნებული ვარ იმაზე გაცილებით მალე, ვიდრე ჩვენს მიერ არჩეულ-დაქირავებული "მერიელი" მოხელე არისი ბოჭოიძე უცნაურ პასუხთა ახალ ნაზავს მოიფიქრებს და მოგვწერს..ალექსანდრე ელისაშვილის ბლოგი Edited February 13, 2010 by proletari Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 კი არ უნდა სთხოვო, უნდა მიხვიდე და დაესწრო - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 machkatela კი არ უნდა სთხოვო, უნდა მიხვიდე და დაესწრო - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად......და რო სთხოვო?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.