Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არ ყოფილა ბავშვის ბრალი :)

ტრასა არ ვარგა

აი რუსები რას წერენ

По мнению тренера сборной России по санному спорту, главной причиной трагедии стали организаторы, которые не смогли обеспечить необходимые условия для безопасного проведения стартов.

 

«Вины спортсмена не было никакой, в основном в этом виноваты лица, проводящие соревнования, поскольку они не обеспечили условия, чтобы он не вылетел. На последние заезды закрыли тенты, хотя по правилам соревнований не должны были этого делать, — сообщил Завьялов. — Нодар проехал трассу отлично, лишь когда он въехал под тенты на последних 50-80 метрах, он потерял ориентацию».

 

Подробнее: http://news.mail.ru/vancouver/luge/3380492/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 107
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე პატივი მიაგეს

 

 

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს ნაკრები შავი სამკლაურებითა და შავი შარფებით გამოვიდა. შავი ლენტი ქონდა საქართველოს სახელმწფიო დროშასაც.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე პატივი მიაგეს.

ოლიმპიური დროშის აღმართვის შემდეგ, მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ როგემ სტადიონზე შეკრებილ 60 ათას ადამიანს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისთვის.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.

უბედური შემთხვევა ვანკუვერში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავდმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

150 километров в час.

აუუ ჩემიიი :):(:)

 

 

 

საწყალი ტოოო :):(

 

ვიდეო ნახეთ?

 

რა ჩათლახი მოსახვევი იყო გაკეთებული, სუფთა ტრამპლინი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ყველა უბედურებამ ჩვენ თავზე უნდა გადაიაროს. საწყალი ბიჭი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟაკ როგე - ოლიმპიურ ქალაქზე შავი ჩრდილი ჩამოწვა

 

 

 

ოლიმპიურ ქალაქზე შავი ჩრდილი ჩამოწვა, - ასეთი შეფასება მისცა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ როგემ ქართველი სპორტსმენის, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.

“ბი-ბი-სი” ავრცელებს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯაფარიძის განცხადებასაც. “გუნდი დაღუპული მეგობრის სახელის უკვდავსაყოფად იბრძოლებს”,-აღნიშნა ირაკლი ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც უცხოური სააგენტოები წერენ, საქართველოს ნაკრები ფიქრობდა, საერთოდ აღარ მიეღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს.

ქართველი მოციგავის დაღუპვის შემდეგ მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციამ საგანგებო ბრიფინგი მოიწვია, ხოლო ნაკრებების კაპიტნებმა გუნდების საგანგებო შეკრება გამართეს.

უისტლერის ტრასა, სადაც სპორტის სამ სახეობაში – ციგაობაში, ბობსლეისა და სკლეტონში ეწყობა შეჯიბრებები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საშიშ ტრასად ითვლება.

ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე გუნდი გამოთქვამდა პრეტენზიას სპორტსმენების უსაფრთხოების გამო. ორგანიზატორებს საყვედურობდნენ, რომ სპორტსმენებს სავარჯიშო დაშვევებისთვის ცოტა დრო ქონდათ გამოყოფილი, რაც ავარიების რისკს ზრდიდა.

“სპორტის სწრაფი სახეობებისთვის მნიშვნელოვანია, სპორტსმენმა ტრასაზე მეტი დრო გაატაროს. ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, ამ დროის არსებობა უზრუნველყონ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ სპორტსმენი კარგად მოემზადოს, არამედ მათი უსაფრთხოებისთვისაც. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს სპორტი სიამოვნებისთვის იყოს და არა - სიკვდილისთვის”, - განაცხადა “ბი-ბი-სი”-სთან საუბრისას ბრიტანელმა სკლეტონისტმა, ეშტონ შმიდმა.

ციგით სწრაფი დაშვების სახეობაში ტრაგიკული შემთხვევები ადრეც მომხდარა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა. ყველა უბედური შემთხვევა სავარჯიშო ან საჩვენებელი გამოსვლების დროს მოხდა.

უბედური შემთხვევა ვანკუვერში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.

ქართველ სპორტსმენს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა და 21 წლის ქართველი მოციგავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი მიმდინარე სეზონზე მსოფლიო პირველობის ხუთ ეტაპზე მონაწილეობდა და 44-ე ადგილი დაიკავა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტრაგედია, გარდაიცვალა ქართველი ბობსლეისტი

ძალიან ცუდია :)

არც ვიცოდი საქართველოს ბობსლეის გუნდი თუ ჰყავდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანკუვერში მომხდარი ტრაგედიის გამო, მოციგავე ლევან გურეშიძე ოლიმპიადაზე აღარ გამოვა

 

 

ვანკუვერში მომხდარი ტრაგედიის გამო, ქართველი მოციგავე ლევან გურეშიძე ოლიმპიადაზე აღარ გამოვა, - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს დელეგაციის მისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” კანადიდან აცნობა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოციგავე ლევან გურეშიძე, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბავშვობის მეგობარი და კლასელია, შეჯიბრებიდან მოვხსნათ. ეს ტრაგედია მის თვალწინ მოხდა. ისინი ერთად ვარჯიშობდნენ, ორივე ბაკურიანელია და ერთად იზრდებოდნენ, ოლიმპიადაზეც ერთად მოხვდნენ. პირველი ჩამოსვლა კარგად გაიარეს, მეორე დაშვება ლევანმა კარგად მოეახერხა, ნოდარს კი, ბოლო “ვირაჟზე” ეს უბედურება შეემთხვა”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, უბედური შემთხვევის შემდეგ, ოლიმპიური სოფლის “ქართულ სახლში” საათნახევრით საქართველოს პრეზიდენტი მივიდა, რომელმაც ოლიმპიურ ნაკრებს წევრის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

ამასთ, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებიც 4 წელია, ამ თამაშებისთვის ემზადებიან, ოლიმპიადაში მონაწილეობა გააგრძელონ.

“ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძნელია. ყველა გაოგნებულები ვართ. აქ საქართველოს მოქალაქეების დიდი დიასპორაა, ჩვენი თანამემამულეები გვერდზე გვიდაგანან და გვამხნევებენ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, უისტლერის ოლიმპიური ტრასა ძალიან ცუდად არის დაპროექტებულია, რის გამოც გუშინ ბევრი სპორტსმენი დაშავდა.

“არ არის გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები. ხომ შეიძლებოდა, ბეტონის ნაცვლად რბილი დამცავი ბალიშები ყოფილიყო ან ისე დაბალი რატომ უნდა ყოფილიყო ყინულის ბორტი, რომ სპორტსმენი გადავარდნილიყო. დღეს ძალინ ბევრი სპორტსმენი დაშავდა. მაგალითად, იტალიის მსოფლიო ჩემპიონს ციგა ამოუტრიალდა და ძლივს გადარჩა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრასა შეამოწმონ და შეიტანონ კორექტივები, რადგან ბევრმა სპორტსმენმა უარი თქვა შეჯიბრებაში მონაწილეობაზე.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რურუას ჩართვა იყო ეხლა იმედზე.

 

ყველა ქვეყნის დელეგაციამ მოგვისამძიმრა, რუსეთის გარდაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რურუას ჩართვა იყო ეხლა იმედზე.

 

ყველა ქვეყნის დელეგაციამ მოგვისამძიმრა, რუსეთის გარდაო

 

 

ყოჩაღთქო, ეგ რომ გადარდებს თქო. არა რა საშინელი ხალხია ეს ნაც.ბოლშევიკები, რომ ახალგაზრდა კაცის სიკვდილსაც პოლიტიკური მიზნებისათის იყენებენ. უბინძურესი ხალხია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის ბობსლეის მწვრთნელმა სთქვა, რომ ნოდარის ბრალი არაფერი არ იყო, ძალიან კარგად ეშვებოდა და ორგანიზატორების ბრალიაო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...