proletari Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 “მაისის ბოლოს გასამართავი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურობას სოციოლოგები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში სოციოლოგიური კვლევა ამ საკითხზე არ გამართულა, ექსპერტების შეფასებით, დედაქალაქის მოქმედი მერი გიგი უგულავა კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებს. ოპოზიციას მოუწევს, რამე მკვეთრად განსხვავებული და საინტერესო შესთავაზოს საზოგადოებას, ამბობენ სოციოლოგები, რომელთა აზრით, თუკი ოპოზიციონერმა კანდიდატებმა სტარტი მალევე არ აიღეს, არჩევნებს წააგებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოპოზიციამ ასე თუ გააგრძელა - წააგებს” / სოციოლოგები თბილისში კანდიდატების რეიტინგებზე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125157.html პ.ს. ვაღიაროთ, მარტო ქართველმა სოციოლოგებმა შეიძება თქვან ეგეთი დეგენერატობა... გია ნოდია იქნება ამ გამოკითხვის უკან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ქვეყნის ბედის სამართავად ურთულესი და გადამწყვეტია უკეთესთა შორის უკეთესის ამორჩევა. “სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით” (I კორ. 15. 41).სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში “ვარსკვლავებს” ჭაობში ეძებენ, რადგან ვარსკვლავის აღმოჩენას ცისკენ ახედვა სჭირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 მე რამდენადაც ვიცი იაგო კაჭკაჭიშვილის გამიკითხვით და ამ კაცს ვენდობი, უგულავას 32% ქონდა, ხოლო ალასანიას 21%.ამიტომ ადგეს ირაკლი და იაქტიუროს. ბრძოლა სწორედ იმ 68%-სთვის არის რომელიც უგულავას ხმას არ აძლევს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ძუკუ ვერანაირად ვერ ვენდობი იმ სიციოლოგებს, რომლებიც ამ მეცნიერებას მარჩიელობის და ტვინის გამორეცხვის დონეზე დაიყვანენ. შეიძლება გაჩნდეს პირველყოფილი ადამიანის დამახასიათებელი ელემენტები: ტაბუ პიროვნებებზე, აზრებზე. მასას უკვე აღარ სჭირდება რეალობა; მას სჭირდება ილუზია და ის ლიდერისაგან ამას იღებს; მასას ილუზიის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეუძლია. მთავარია ექსპრესია; იმეორო ერთი და იგივე; მასა უკვე ლიდერისაგან არა მხოლოდ ძალის დემონსტრირებას, არამედ _ მის გამოყენებასაც ითხოვს. მისდამი შიში ბრბოს წევრს სიამოვნებას ანიჭებს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ამ შიშის მეშვეობით, ლიდერის გაღმერთებით, პასუხისმგებლობას ნებისმიერ ქმედებებსა თუ შედეგებზე მხოლოდ ლიდერს ეკისრება და იმედი აქვს, რომ აქედან რაიმე ხეირს მიიღებს. იწყება ზიზღი ყველაფრისადმი, რასაც დაფიქრება, შემეცნება სჭირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ragadan Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, უგულავას კონკურენტი არ ჰყავს და ეს რეალობაა, ხოდა იყვირეთ ეხლა გაყალბდა, გაყალბდაო მოკლედ, თუ არ შეცვლის ეს ე.წ. ოპოზიცია თავის სტრატეგიას და ხალხს თუ მეტ პატივს არ სცემენ, დარჩებიან ისევ იმ პოლიტიკურ კლოაკაში სადაც ეხლა არიან, ამით ისევ სააკაშვილის საქმეს აკეთებენ და ეს ხელისუფლებაც თავს გადის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ამ ყველაფერს ისიც ერთვება... რომ ხელისუფლება ჟურნალისტებთან უკვე იწყებს "ჩურჩულს", თუ როგორ ამზადებს ოპოზიცია გადატრიალებას და რუსების შემოყვანას... ლავრომმა იქ ბურჯანაძეს ის უთხრაო, მერე ალასანიას ესო... მერე ამ გეგმას აგერ გრეჩიხა კრავსო/// მოკლედ, არ მჯერა მე ამ ამბების Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.