shavlego91 Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 ნიკო ლორთქიფანიძესაშობაო მინიატურები იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცა მოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი... აქ კი... დღეს...2საქართველო იყიდება იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით. ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული. იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში. იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით. იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 shavlego91 მე მგონი მოსახლეობიანად იყიდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 newstudio მე მგონი მოსახლეობიანად იყიდება!საზარბაზნე ხორაცდ და მონებათ -კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DMS Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 newstudio საზარბაზნე ხორაცდ და მონებათ -კი მონები უკვე ბევრია ამა ბოლშევიკურ ქვეყანაში, ასე რომ მონებად გაყიდვა აღარ ხდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 ოჰ.. ეგ ქვეყანა არ გაყიდულა ჯერ???? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 (edited) მე არ ვყიდი, პირიქით, ვყიდულობ Edited February 12, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 მე არ ვყიდი, პირიქით, ვყიდულობ'Siknadmo' შენც ერთერთი ამათთაგანი ხარ....დასკვნა გამოიტანე ყიდი თუ არა?! "ქართული იმპერიალიზმის" მითი რუსებმა შექმნეს ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში(1988-89 წწ.).. სერგო შევარდნაძე,ალიხანიან-ბონერი, სახაროვი, სტარავოიტოვა, ჟვანია, ჭანტურია, ბერძენიშვილ-ხაინდრავები, ბუკოვსკი, პარუნ აირიკიანი, შენგელაიები,იოსელიანი- ავტორებია ამ მითის... "პროვინციალური ფაშიზმი","ზვიადისტი",დიქტატორი...მოიგონა რუსულმა კგბ-მ რათა დემოკრატიის ნიღბით დაემხო ეროვნული ხელისუფლება ,დაესვა მისი საოკუპაციო რეჟიმი, მიითვისებინა სამაჩაბლო და აფხაზეთი...Siknadmo თქვენ აგრძელებთ ამ პროცესს ამჟამად...ახლა ამ მითს ახალი ავტორი ტალიავინის კომისიის სახით გამოუჩნდა....ეს მითი ხშირადაა კოკოითის,ბაგაფშის,ულვაშა ჩოჩიევის,შამბას... სხვათა ლექსიკონში....პრაღის 24 -ე დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი გმირები-მინდიაშვილები გოგა ხაინდრავამ კინოგადაღებით ოსებად გაასაღა ამ კონფერენციაზე რუსების,კერძოდ მოსკოვიდან შევარდნაძის დაფინანსებით..საქართველო მცირე იმპერიად გამოაცხადეს კრემლის დავალებით...ამით გაამამართლეს საქართველოს დაშლისთვის ბრძოლა...ჰელსინკის რეზოლუციით თვითგამორკვევის,ადამიანის უფლებების შესახებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 უსიოკ, უსიოკ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 machkatela ოჰ.. ეგ ქვეყანა არ გაყიდულა ჯერ???? : : : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 ოჰ.. ეგ ქვეყანა არ გაყიდულა ჯერ????ჯერ ბოლომდე არა, ფასში ვერ შეთანხმდნენ "მეგობრები".. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.