Jump to content
Planeta.Ge

ალასანია შეხვედრა ლავროვთან


Recommended Posts

ირაკლი ალასანია - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა სახელმწიფოთა მეთაურების პრეროგატივაა

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

10 / 02, 2010 16:40

Print

Font size:

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკების შედეგად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ალიანსის” მიუნჰენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენცია და კონფერენციის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა შეაფასა.

“სერგეი ლავროვთან შეხვედრა დაიგეგმა ადგილზე, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი და პრინციპული იყო. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, მას ქართული მხარის პრინციპული პოზიცია გავაცანი, თუ რა არის აუცილებელი ჩიხში შესული ურთიერთობების დასარეგულირებლად. ჩემი მხრიდან ნათლად ითქვა, რომ აუცილებელია 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაცია. ამან, ბუნებრივია, ჩვენს შორის აზრთა სხავადასხვაობა გამოიწვია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობა დაფიქსირდა”, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთოებები, პირველ რიგში, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში უნდა აღდგეს, რათა მხარეებს შორის ნდობა გაჩნდეს. ევროპული უსაფრთხოების სტურუქტურების მონაწილეობით კი, უნდა დავიწყოთ საუბარი რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

“ორმხრივ ურთიერთობებში რომ ხელშესახები ცვლილებები მოხდეს, ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს. ბატონ ლავროვს ვუთხარი, რომ არ შეიძლება, პოზიცია იყოს ასეთი - არ დაველაპარაკები საქართველოს ხელისუფალს. ეს არასწორია”, - განაცხადა ალასანიამ.

“ალიანსის” ლიდერის თქმით, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ, “ფრთხილი ოპტიმიზმის საბაბი გაუჩნდა”, რადგან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებების დარეგულირების სურვილი იგრძნობოდა.

“შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ჩვენ არ გვისაუბრია. მივიჩნევ, რომ საქართველოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მხოლოდ საქართველოს საქმეა. ჩემს რუსეთში მიწვევაზე საუბარი არ ყოფილა. ლავროვთან შეხვედრაზეც ვთქვი, რომ ოპოზიციას შეუძლია, საზოგადოებრივი აზრი შექმნას, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკების პრეროგატივაა. რუსეთთან ამ სიტუაციაში არანიარი პარტნიორული ურთიერთობები არ შეიძლება გვქონდეს. საუბარია მხოლოდ დიალოგის დაწყებაზე”, - განაცხადა ალასანიამ.

 

მაინტერესებს ამ ფორუმის მიშისტების და არა მარტო მათი აზრი ამაზე. ალასანიაც მოღალატეა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მაინტერესებს ამ ფორუმის მიშისტების და არა მარტო მათი აზრი ამაზე. ალასანიაც მოღალატეა?

ც მე მგონი ზედმეტია

 

ედინაია რაისასთან ხელშეკრულების გაორმება ნოღაიდელის მიერ, მე ღალატად მიმაჩნია, ალასანია როგორც ჩანს სულ სხვა ფორმატით შეხვდა და უთხრა ის, რაც ნებისმეირ ქართველმა უნდა თქვას რუსებთან!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...