Jump to content
Planeta.Ge

უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?


Recommended Posts

ბადრი_წიქორაძე

იქ რომ ქართველი აღარ დარჩა და ახლა ოსი ცხოვრობს ე. ი. ოსების?

იქ მცხოვრებში იგულისხმება, ყველა ვისაც იქ აქვს საკუთრება, მათ შორის დევნილები. სხვათაშორის ახალგორში ჯერ კიდევ არიან დარჩენილები ქართველები.

 

ხო მე გამოსავალი მაინც მაქვს, როგორც დემოკრატს, რომელმაც სამშობლოს დაცვაზე უკეთ ბოდიშის მოხდა იცის, ალბათ შვეიცარიაში ვილას მომცემენ.

სამშობლოს დაცვაში მაინც რას გულისხმობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 305
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სამშობლოს დაცვაში მაინც რას გულისხმობთ?

 

მე ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მივაღწიე იმ დონეს, რომ კარგად ვხვდები, რას ფიქრობს ადამიანი, როდესაც მის დაწერილს ვკითხულობ. თქვენ რომ ეს აგიხსნათ უბრალოდ ძალიან ბევრი უნდა ვწერო და უკვე მეძინება, თქვენ კი თქვენი ახალგაზრდობიდან ან უფრო სხვა მიზეზიდან გამომდინარე ამას არ გაიგებთ, მაგრამ რაც უნდა მეთქვა იქიდან ბოლო წინადადებას მაინც გეტყვით:

უხილავი მტერი ხილულზე საშიშია. გაცხადებული მტერი არაა ისეთი საშიში, როგორც მოყვარე, რომელიც გულში გმტრობს. სამშობლოს იცავს ჯარისკაციც და გლეხიც, მეცნიერიც და მუშაც, თუ ისინი პირად ინტერესებზე წინ სამშობლოს ინტერესებს აყენებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?

კი ...

 

და არამარტო ოსების წინაშე ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიესალმეთ კიდევ ერთ დემოკრატს და საქართველოს უდიდეს პატრიოტს, რომელმაც საქართველოში ცხოვრებას ძლევამოსილ ”სამხრეთ ოსეთში” პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა არჩია.

 

ქართველო დემოკრატებო!

მიჰყევით ასდსის და მისთანების რჩევას, რომლებიც ამ საიტზეც არიან. იხადეთ ბოდიშები. ოსებისა და სხვა ”კეთილმოსურნეებისათვის” საქართველოში კიდევ ბევრი რამაა მისატაცებელი. ბევრი თქვენთაგანი ხომ ფიქრობს რომ საკუთარი სახლს იქით სამშობლო არ ვრცელდება.

გაწყენინეთ? არა მგონია. თქვენ რომ ასეთი რამეები გწყინდეთ ჩემთვის ”ვიგინდარას” და ”შენ ვინა ხარ”, თქმის უფლებას არ მისცემდით ასეთ ადამიანებს (ყველას, განსაკუთრებით ბატონ აჩიკოს ეს არ ეხება).

 

P.S. მე ამ თემის გარდა უკვე არსად ვწერ. ჩემი სიტყვები არ შეიცავს ვინმეს, კონკრეტულ პიროვნების მიმართ სალანძღავ სიტყვებს, ამიტომ ვთხოვ ადმინებს და მოდერებს იყვნენ ობიექტურები ჩემი ნაწერის შეფასებებში. განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

P.S. მე ამ თემის გარდა უკვე არსად ვწერ. ჩემი სიტყვები არ შეიცავს ვინმეს, კონკრეტულ პიროვნების მიმართ სალანძღავ სიტყვებს, ამიტომ ვთხოვ ადმინებს და მოდერებს იყვნენ ობიექტურები ჩემი ნაწერის შეფასებებში. განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ბადრი_წიქორაძე

ვასხვავებთ ბატონო ბადრი შეურაცხმყოფელ და არა შეურაცხმყოფელ პოსტებს ერთმანეთისგან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

ვასხვავებთ ბატონო ბადრი შეურაცხმყოფელ და არა შეურაცხმყოფელ პოსტებს ერთმანეთისგან

აქ გადავრჩი, მაგრამ ალბათ გვერდით თემაში ოსების შესახებ ვერ გადავრჩები.

გმადლობთ ბატონო ლიცი.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ გადავრჩი, მაგრამ ალბათ გვერდით თემაში ოსების შესახებ ვერ გადავრჩები.

ბადრი_წიქორაძე

"ნაკოლი" მომეცით? :duel:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიესალმეთ კიდევ ერთ დემოკრატს და საქართველოს უდიდეს პატრიოტს, რომელმაც საქართველოში ცხოვრებას ძლევამოსილ ”სამხრეთ ოსეთში” პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა არჩია.

სამხრეთ ოსეთი რომ საქართველოდ აღარ მიგაჩნიათ მაგაშიც არის თქვენი პრობლემა ალბათ ...

 

ისე კი ვისი რა საქმეა სად შევაფარე ოჯახი ცხინვალში თუ თელავში? ქართული საზოგადოება დაიცავდა ჩემ ოჯახს? საერთოდ ვინმე დაიცვა ქართულმა საზოგადოებამ?

Edited by lasalexx
ვისაუბროთ თემის ირგვლივ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ცხინვალში გადავედი თურმე .. ძალიან კარგიც გავაკეთე ცხინვალში რომ გადავედი ..

ვუი! ასდს?

ვსეე, გაიარე ადაპტაციის ძნელი პერიოდი?

მიხარია კარგად, რომ ხარ :duel:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ და კიდევ ვრწმუნდები, ამ 20 წლის განმავლობაში რაცა გვჭირდა, გვჭირს და სამწუხაროდ კიდევ გადაგვხდება ყველაფერი ლოგიკურია და ჩვენითა გვჭირს!

ამ უზნეობას, ბოღმას, გესლს, სიზარმაცეს, გამყიდველობას და კიდევ სხვა ათას უბედურებას ან სახადივით მოვიხდეთ და გამოჯანსაღებულნი მერე შევძლებთ თაივს და ქვეყნის განკურნებასაც, ან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ან?

ეს უკვე თითოეული ჩვენთაგანის ინფორმირებულობის, რწმენის, ფანტაზიის უნარის მიხედვით საქართველოს მომავლის სხვადასხვაგვარი ვარიაციებია :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული საზოგადოება დაიცავდა ჩემ ოჯახს? საერთოდ ვინმე დაიცვა ქართულმა საზოგადოებამ?

asds

და რუსეთის საზოგადოებამ დაიცვა შენი ოჯახი? არა, ჩემო ბატონო, რუსეთის სახელმწიფომ შეგიფარა საქართველოს ხელისუფლების ნიშნის მოსაგებად. ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა რუსეთის სახელმწიფოს მოღალატე დეზერტირები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ან?

არ ვიცი რამდენად გასაგებად ვიტყვი, მაგრამ მაინც

 

ამას ქვია - не мытьем , так катаньем - არის ესეთი რუსული გამოთქმა

აი ეს ხდება ეხლა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული საზოგადოება დაიცავდა ჩემ ოჯახს? საერთოდ ვინმე დაიცვა ქართულმა საზოგადოებამ?

 

 

წინა გვერზე ეს პოსტი ბოლოში მოყვა . მოკლედ, ამ გვერზეც გავაკეთებ "რეპეტეს", რამეთუ დიდი სურვილი მაქვს ადრესატმა წაიკითხოს :))

asds

და რუსეთის საზოგადოებამ დაიცვა შენი ოჯახი? არა, ჩემო ბატონო, რუსეთის სახელმწიფომ შეგიფარა საქართველოს ხელისუფლების ნიშნის მოსაგებად. ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა რუსეთის სახელმწიფოს მოღალატე დეზერტირები

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...