Jump to content
Planeta.Ge

უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?


Recommended Posts

  • Replies 305
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Nukriko

თუ არ იქნებოდა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტები, რუსეთი ვერ შეძლებდა შემოსვლას..

 

ამიტომ ჩვენი ბრალია, რომ დაიწყო ეთნოკონფლიქტი, ამით რუსებს მივეცით საშვალება შემოსულიყვნენ.

ეჰ ისტორია ვიღაცის დამახინჯებული მონაყოლით იცი და რა ვქნა, მე ალბათ გამიჭირდება შენი აზრის შეცვლა.

ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი სიტუაცია, რა ხდებოდა და როგორ. ნაძირლები ნებისმიერ ერში არიან, მაშინაც აღმოჩნდნენ ასეთები ოსებშიც და ქართველებშიც, რუსებმაც მშვენივრად ისარგებლეს ამით.

რომ იძახი ჩეჩნეთი რუსეთის შიდა საკითხიაო, საქართველო ხომ არაა რუსეთის შიდა საკითხი? ვერ განახორციელეს აგრესია 2008 წლის ზაფხულში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ განახორციელეს აგრესია 2008 წლის ზაფხულში?

მხოლოდ მას შემდეგ რაც ქართველები შევარდნენ ცხინვალში

ეჰ ისტორია ვიღაცის დამახინჯებული მონაყოლით იცი და რა ვქნა, მე ალბათ გამიჭირდება შენი აზრის შეცვლა.

ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი სიტუაცია, რა ხდებოდა და როგორ. ნაძირლები ნებისმიერ ერში არიან, მაშინაც აღმოჩნდნენ ასეთები ოსებშიც და ქართველებშიც, რუსებმაც მშვენივრად ისარგებლეს ამით

ხელისუფლება იმიტომაა საჭირო რომ რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოს. თორე ემოციურ გადაწყვეტილებებს ბრბოც იღებს და სულ არ არის საჭირო ბრბოს შესაქმნელად სახელმწიფო.

 

რა თქვა უნდა ხდებოდა საშინელებები, ორივე მხრიდან და რა თქმა უნდა ეს უნდა Aშეეჩერებინა ყველანაირ ფასად ხელისუფლებას, მარა პირიქით მოხდა, ხელი შეუწყო ამას და ამ ემოციურ ტალღაზე ახალ ეთნოკონფლიქტები შეიქმნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხოლოდ მას შემდეგ რაც ქართველები შევარდნენ ცხინვალში

და რა?

ცხინვალიც რუსეთის შიდა საქმეა?

თუ რუსების ჰუმანიტარული მიზნების გჯერა?

ისიც საკითხავი ვინ როგორ როდის და სად შევარდა

Edited by aiv
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ლ ი ც ი

დიდი მადლობა ნდობისთვის და თქვენი შეფასებისთვის :2kiss:

არავისთვი არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. მე ვაკეთებდი, ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ იმას, რასაც ჩავთვლი საჭიროდ და შევაფასებ ყველაფერს ისე, როგორც მე ვთვლი, რომ სწორია.

სამწუხაროდ დღემდე ჩემი ბევრი მოსაზრება და შეფასება ამ კონფლიქტისადმი ახდა, და არც ახლა ველი, რომ ის, რასაც მე ვამბობ და ვფიქრობ მცდარია. სამწუხაროდ, უფრო პირიქით!

სულ არ მაინტერესებს ვინ ჩამთვლის სტუმრად, ღორად ან ქვეყნის მოღალატედ!

 

პოსტი ჩასწორებულია შემდგომში კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

თუ ვინმე თვლის რომ ოსს შეიძლება "ღორი" უწოდო, მისთვის სიტყვა "ვიგინდარა" კიდევ ცოტაა!

ამას ვამბობ მე, ოსი! და ვინც ჩათვლის რომ სწორი არ ვარ, დამვორნ-დამბან-დამბლოკეთ

ასეთ შემთხვევაში ის ვინმეც დაივორნება და შენც. ამიტომ უკეთესი გამოსავალი იქნება, რომ მოითმინოთ და მოგვწეროთ ამ განყოფილების ნებისმიერ მოდერატორს პოსტის ბმული, სადაც მოხდა შეურაცხყოფის მიყენება. აუცილებლად იქნება რეაგირება მოდერაციის მხრიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ ცაასწორე, ლიცი?მე შეიძლება მიწოდონ "ღორი"მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ვარ, და ამაზე არ უნდა მქონდეს რეაქცია და ეს უკვე უნდა წაიშალოს კონფლიქტის თAვიდან აცილების მიზნით? ვინმე რომ თვლის რომ მე მოღალატე ვარ, რატომ გონიათ ამ ხალხს, რომ ასე ადვილია ასეთი ბრალდებები? ეს ვაჟბატონები ერთს ვერ თვლიან, რომ მაგ. მე ახლა რომ მართლა მათ მოსაზრებას ვითვალისწინებდე, მინიმუმ სასამართლოში მოუწევდათ ჩემთვის ბოდიშის მოხდა, ან დამიმტკიცონ - რომ მოღAლატე ვარ!

არასოდეს არავისთვის დაუმსახურებლად ზედმეტი არც მითქვია და არც მიკადრებია, ხოდა გაითვალისწინონ, რომ ჩემს თვალში იდიოტია ყველა, ვინც მხოლოდ იმიტომ, რომ თAვად ქართველია მე კი ოსი, მოღალატეობას მწამებს :)

 

 

Saturn

ასეთ შემთხვევაში ის ვინმეც დაივორნება და შენც

 

.........................

მერე რატომ არ დავორნე გუშინწინ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა?

ცხინვალიც რუსეთის შიდა საქმეა?

თუ რუსების ჰუმანიტარული მიზნების გჯერა?

და ის რომ რუსებს მივეცით საშვალება შემოსულიყვნენ.

 

რუსეთს მხოლოდ მშვიდობიანად შეიძლება დაუპირისპირდე და დაამარცხო, ომით ვერაფერს ვერ გახდები...

 

თუ კიდე სულ სხვა შეკითხვებს დამისვავთ, რომელიც არ შეესაბამება ჩემს გამოთქმულ აზრებს, მე არ ვუპასუხებ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მხოლოდ მას შემდეგ რაც ქართველები შევარდნენ ცხინვალში

ქართველები შევარდნენ თავიანთი ქვეყნის პროვინციაში, რომელიც არანაირად არაა რუსეთის შიდა საქმე. ხოლო მანამდე რუსებმა საქართველოში შემოიყვანეს სამხედრო ფორმირებები, რომელთა შემოყვანა არ იყო გათვალისწინებული სამშვიდო მანდატით. უფრო ადრე დაბომბეს საქართველოს ტერიტორია, ჩამოაგდეს უპილოტო მფრინავი აპარატი, ხოლო უშუალოდ "შევარდნის" წინ მათ მიერ სეპარატისტულ ფორმირებებზე გადაცემული იარაღით "სამშვიდობოების" ბაზის სიახლოვეში განთავსებული საცეცხლე წერტილებიდან ინტენსიურად იბომბებოდა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. გაახილეთ რა თვალები ამის დდშვ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ყოველი პოსტი და ნათქვამი არის მხოლოდ რეაქცია, არა მყისიერი, მარა ადეკვატური რეაქცია. ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს ღირსება, და როდესაც მას ან მის ერს აყენებენ შეურაცხყოფას, მისი ვალია ამაზე რეაგირება მოახდინოს.

ბედის ირონია ისაა, რომ ოსები ცხინვალში მე ქართველს და ერის მოღალატეს მკეძახიან! ნეტა რატომ? :) მიხვედრილები უცებ მიხვდნენ - იმიტომ, რომ მე მათაც სიმართლეს ვეუბნები :)

მე მათაც და აქაურ ვაი-ქართველებსაც კიდევ ერთხელ ვუცხადებ: მე ვიტყვი ყველაფერს ისე, რომ არ ვიყო რომელიმე მხარეს, ჩემთვის ოსურიც და ქართულიც ერთი მთლიანის ორი თანაბარი ნაწილია.

ხოდა ბატონებო, კეთილი ინებეთ, მოისმინეთ, აიტანეთ და გაიაზრეთ ჩემგან ის სიმართლე, რაც არ გსიამოვნებთ ან არ გესმით, მე მიუხედავად თქვენი უსურვილობისა, ამას ისევ და ისევ გავაკეთებ! :)

 

სატურნ და ლიცი, აქ ერთი დაუოკებელი იუზერი გყავთ და სანამ კვლავ მიპასუხია, იმედი მაქვს დააოკებთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაახილეთ რა თვალები ამის დდშვ

აი ეხლა გავახილე თვალები :DD :DD :DD

ქართველები შევარდნენ თავიანთი ქვეყნის პროვინციაში, რომელიც არანაირად არაა რუსეთის შიდა საქმე. ხოლო მანამდე რუსებმა საქართველოში შემოიყვანეს სამხედრო ფორმირებები, რომელთა შემოყვანა არ იყო გათვალისწინებული სამშვიდო მანდატით. უფრო ადრე დაბომბეს საქართველოს ტერიტორია, ჩამოაგდეს უპილოტო მფრინავი აპარატი, ხოლო უშუალოდ "შევარდნის" წინ მათ მიერ სეპარატისტულ ფორმირებებზე გადაცემული იარაღით "სამშვიდობოების" ბაზის სიახლოვეში განთავსებული საცეცხლე წერტილებიდან ინტენსიურად იბომბებოდა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია

არსებობს ესეთი ცნება, პოლიტიკური სიტუაცია.

 

ჯარის შეყვანით ის ტეროტიები თავისთავდ უფრო დეზინტეგრირებული აღმოჩნდებოდნენ საქართველოსგან.

ერთი სიტყვით იურიდულ უფლებებზე მაღლა დგას პოლიტიკური სიტუაცია და თუ არ გაითვალისწინე პოლიტიკური სიტუაცია შეგრჩება ის რაც შეგრჩა.

 

რუსებს რომ შეეწყვიტათ თავიანთი შეტევა ცხინვალის რეგიონში და აქ არ გადმოსულიყვნენ, ნახავდი რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქარტველო (ისეთად არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა)

 

ერთი სიტყვით რა უფლებებზე მელაპარაკები? თუ ამართლებ რაც ჩაიდინა ქართულმა მხარემ აგვისტოს და აქამდე 90-იან წლებში, მაშინ მისი შედეგითაც უნდა დაკმაყოფილდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

ქალბატონს ელაპარაკებით და ჩემი აზრით, მეტი კორექტულობა გმართებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

სატურნმა გაგცა პასუხი და თუ მართლა სატურნის თქმის არ იყოს თვალების გახელას არ აპირებ ეგ შენი პრობლემაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ქალბატონს ელაპარაკებით და ჩემი აზრით, მეტი კორექტულობა გმართებთ

......................

ეს არ არის ყველაზე წონადი არგუმენტი. რა შუაშია "ქალბატონი", როცა ეს ქალბატონი ოსია? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არ არის ყველაზე წონადი არგუმენტი. რა შუაშია "ქალბატონი", როცა ეს ქალბატონი ოსია?

liliko

ანგელოზს ეროვნება არ გააჩნია :D :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...