Jump to content
Planeta.Ge

უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?


Recommended Posts

  • Replies 305
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბადრი_წიქორაძე

ბატონო ბადრი.

 

ქალბატონ ლილიკოს წინააღმდეგ ცხინვალში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სწორედ იმიტომ რომ ის არის საქართველოს გაერთიანების მომხრე. თქვენ კიდევ ლამის სამშობლოს ღალატი და სეპარატიზმის მხარდაჭერა დააბრალოთ.

 

დანაშაული როგორც აქეთა მხრიდან იყო ჩადენილი, ასევე იყო იქეთა მხრიდან. გასაგებია, რომ თქვენ არ გჯერათ ოსების ბრალდებების, ოსებს კიდევ არ ჯერათ ჩვენი ბრალდებების. მაგრამ არსებობს დამოუკიდბელი წყაროები: human rights watch - ის დასკვნა, რამდენიმე უცხოური პრესის არქივები (მაგალითად Washington Post - ზე დევს არქივები 1980 წლიდან. რამდენიმე სტატია ქართულ-ოსურ კონფლიქტსაც ეხება), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტატიებიცაა იმ კონფლიქტზე. თუ გაინტერესებთ, შემიძლია მოვიძიო და დავდო. თუ საქართველოს გამთლიანება გვინდა, პირველ რიგში რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. და ის შეცდომები რაც დავუშვით, აღარ გავიმეოროთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დილა მშვიდობისა ბატონო ლიცი და სხვა პატივცემულო მომხმარებლებო!

 

იმედი მაქვს და არ მეეჭვება, რომ ამ პოსტს წაიკითხავენ ადამიანები, რომლებსაც ანალიზის და დასკვნის გაკეთების უნარი გააჩნია, ამიტომ მე ზოგადად გავაანალიზებ ქალბატონ ლილიკოს პოსტებს და დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია (ყველაფერი ამ თემის გარშემო):

 

1. ქალბატონი ლილიკო ამ კონფლიქტში დამნაშავედ ცალმხრივად მიიჩნევს ქართულ მხარეს.

 

2. ქალბატონი ლილიკო მიიჩნევს, რომ ბოდიში ქართველთა მხრიდან ეს ის მინიმუმია, რომელიც აუცილებელია, და რომლის შედეგად ქართული მხარე აღმოჩნდება ცალმხრივად დამნაშავე, რადგან ბოდიშს მარტო დამნაშავე იხდის. ასეთი ნაბიჯის შედეგი მას კარგად აქვს გაანალიზებული და მე მგონი თქვენთვისაც გასაგებია, რა პოლიტიკური შედეგის მომტანი გახდება.

 

3. ქალბატონი ლილიკო მიზან მიმართულად აღვივებს მტრობას ქართველ და ოს ხალხს შორის, მუდმივად იხსენებს ვიღაცას ბოდვას (შეიძლება კრემლის აგენტისას), რომ მას ქართველები ქმართან დაწოლას უკრძალავდნენ, რათა მესამე შვილი არ შესძენოდა.

მე პირადად არ მახსოვს, რომ ქართველებს ასეთი საკანონმდებლო აქტი მიგვეღოს და ამაზე მუდმივი აპელირება ჩემი აზრით არაფერია, თუ არა შუღლის გავრცელების მცდელობა.

 

4. ქალბატონი ლილიკო საყოფაცხოვრებო დონეზეც ცდილობს გააღვივოს ქართველ და ოს ხალხს შორის მტრობა, როდესაც თავის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზად ეროვნებას ასახელებს და არაფერს ამბობს იმაზედ, რომ მასსავით დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად იქნა განთავისუფლებული სამსახურიდან ათიათასობით ქართველი, სომეხი თუ სხვა ეროვნების ადამიანები.

 

5. ქალბატონი ლილიკო არ თვლის თავის თავს საქართველოს მოქალაქედ, რადგან თვითონ აცხადებს: სახელმწიფო კი არა ბარდაკი გაქვთო.

 

6. ყველაზე დიდი დანაშაული რაც მან დაინახა ოსების მხრიდან ეს არის:

 

ციტატა

Achiko1972

საპირისპიროს კი იმას გეტყვით, რომ რასაც აქ ჩვენ გვავრალებთ, ეს გინდათო, ეს ოსებმა უკვე პრაკტიკულად აღასრულეს!!!! სამაჩაბლოში აქვთ სტერილურად უქარტულო სივრცე, ღალატითა და უმადურობით მოპოვებული!!!

.........................

თავად სამხრეთ ოსეთი, როგორც შენ ამბობ, პრაქტიკულად აღასრულა ეთნო-წმენდა,

 

თურმე ამას მარტო აჩიკო ამბობს და და მისთვის ეს ფაქტი არაა.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს ქალბატონი აცხადებს: სახელმწიფო კი არა ბარდაკი გაქვთო, ოსებს ეთნოწმენდა არ გაუკეთებიათო და კეთილი ინებეთ, თავზე ნაცარი დაიყარეთ და ბოდიში მოგვიხადეთო. ამასაც არ სჯერდება, ხაზგასმით აღნიშნავს რა ჩემს ეთნიკურ, სტერილურ სიწმინდეს, ვიგინდარას უწოდებს ჩემნაირ ქართველს, დიახ ჩემნაირს, რომელსაც ერთი დღეც არ უცხოვრია ტაო-კლარჯეთის დანგრეული ეკლესიების აღდგენაზე რომ არ ეფიქრა და რომელიც თავის შესაძლებლობებზე მეტს აკეთებს ოჯახის საზიანოდ და სამშობლოს საკეთილდღეოდ.

 

ამ პოსტის მიზანი არ არის ქალბატონ ლილიკოს დასჯა, ამ პოსტის მიზანია ბოდიშის მოხდით მოვუწოდო პატივცემულ საზოგადოებას, რომ გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები და ერთიანი აზრით შევუტიოთ ყველა მტერს, როგორც ომის ასევე იდეოლოგიურ ფრონტზე.

გამარჯობა ბატონო ბადრი

 

ქალბატონი ლილიკო ცალსახად არ მიიჩნევს ქართულ მხარეს კონფლიქტში დამნაშავედ +არც მტრობას არ აღვივებს ქართველ და ოს ხალხს შორის.

 

დამიჯერეთ, ჩემო ბატონო ბადრი, ვიცნობ რა ამ ქალბატონს ,სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრა, რომ საქართველო ჩვენზე ნაკლებად ნამდვილად არ უყვარს

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობდა კონცეფცია თითქოს კულტურათა კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და არა რუსეთ-საქართველოსი...ამით ასაბუთებდნენ თითქოს ჩვენს და ოსებს შორის არსებობს კონფლიქტი და რუსეთი არაფერ შუაშია აქ ზოგიერთებს აქითკენ მიყავთ საუბარი ანუ ფსბ-ს მიმართულებას მიყვებიან,რომელიც ოსებისა და ქართველებისთვის დამღუპველია...ამ მიმართულებით მუშაობენ ბოდიშის მომხდელი ზაქარეიშვილი, ძუკუ, ლილიკო სიკ...და მრავალი სხვა... ასე იცავდნენ ეროვნულ უმცირესობებს რესპუბლიკელები, ედპ,"მოქალაქეები","დაიცავი საქართველო", "ალიანსი"....თავისუფლების ინსტიტუტი,ტალიავინი ანუ ყველანი რუსულ პროექტში ზიან უფრო სწორედ სხედან და ზიანს აყენებენ საქართველოს...ყორღან-ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა საჭიროა ამდენი ტაპიტუპი და უაზრო აგრესია ისევ და ისევ( თუნდაც ვირტუალური?)

არ არსებობს კონფლიქტი( მითუმეტეს პოლიტიკური) სადაც ორივე მხარე არაა დამნაშავე( მეტნაკლები თანაფარდობით) და თუ ორივემხრიდან არის ნორმალიზაციის კეთილი ნება( თუნდაც აქაც პროცენტული თAნაფარდობით) ცხადია ბოდიში უნდა მოუხადონ -არა კონკრეტულად მოწინააღმდეგეს( თAნ ეთნიკური თAვმოყვარეობაც არ დაკნინდება:) )- არამედ საერტო, ერტობლივი ბოდიში ამ კონფლიქტში დაზარალებულებს-ბოდიშით თუ ვერ გაერტიანდა დაპირისპირება დანარჩენზე რაღაზეა ბაასი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დანაშაული როგორც აქეთა მხრიდან იყო ჩადენილი, ასევე იყო იქეთა მხრიდან. გასაგებია, რომ თქვენ არ გჯერათ ოსების ბრალდებების, ოსებს კიდევ არ ჯერათ ჩვენი ბრალდებების. მაგრამ არსებობს დამოუკიდბელი წყაროები: human rights watch - ის დასკვნა, რამდენიმე უცხოური პრესის არქივები (მაგალითად Washington Post - ზე დევს არქივები 1980 წლიდან. რამდენიმე სტატია ქართულ-ოსურ კონფლიქტსაც ეხება), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტატიებიცაა იმ კონფლიქტზე. თუ გაინტერესებთ, შემიძლია მოვიძიო და დავდო. თუ საქართველოს გამთლიანება გვინდა, პირველ რიგში რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. და ის შეცდომები რაც დავუშვით, აღარ გავიმეოროთ.

 

ბატონო 'lasalexx'!

 

უბრალოდ არ ყოფილა შემთხვევა, რომ კონფლიქტების მოგვარებაზე ჩემი აზრი გამომეთქვა, ამიტომ თემას რომ გავყვე მარტო ოსურ კონფლიქტზე ვილაპარაკებ, თუმცა ეს საერთო აზრია ნებისმიერი კონფლიქტუსათვის.

 

ყველა ომი მრთავდება ზავით, ან ერთ-ერთი მხარის სრული განადგურებით, მეორე ვარიანთისაგან ღმერთმა ორივე მხარე დაგვიფაროს და ზავი აუცილებლად იქნება, საქართველოსთვის მისაღები თუ მიუღებელი ვარიანტებით.

 

არ შეიძლება მოლაპარაკის მაგიდაზე დაჯდეს, რომელიმე მხარე დამნაშავის როლში. ჩვენ მაშინ კი არ დავაშავეთ როდესაც ომი დავიწყეთ, ოსებმა მაშინ დააშავეს როდესაც ქართველებს ცხინვალში მშვიდობიანი მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცეს და რუსის ჯარს ამოეფარენ (გახსოვთ ალბათ, თუ ძალიან ახალგაზრდა არ ბრძანდებით). იმ დღიდან გახდა ცხინვალი დამოუკიდებელი და არა 2008 წლიდან.

როგორც ძლიერმა მხარემ ჩვენ შეგვიძლია არ დავიწყოთ წარსულის გარჩევა და მოვუწოდოთ ოსებს რომ თვითონაც ასე მოიქცნენ.

საქართველოში ბევრად უფრო მეტი ოსი ცხოვრობს, ვიდრე ცხინვალის რეგიონში (ტერმინი - ”სამხრეთ ოსეთი”, აპრიორი არ არსებობს), ასევე ცხოვრობენ სხვა ეროვნების ადამიანებიც და მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ცდილობს ჩემი ეთნიკური ”სტერილობის” გამო დნკ-ს ანალიზი ჩამიტაროს და ფაშისტად წარმომაჩინოს, ეს ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს და არ მაყენებს შეურაცხყოფას, რადგან: ”ტყუილი არ შეურაცყოფს, შეურაცყოფს სიმართლე”. ასე რომ მე არ ვანსხვავებ და არ ვეკითხები ადამიანებს, რა ერის ხარ, ან რამდენ პროცენტიანი ქართველი-თქო.

 

გთხოვთ მიპასუხოთ შეკითხვაზე, რაც მე დავწერე ზემოთ, გამომდინარეობს ქალბატონ ლილიკოს პოსტების ანალიზიდან თუ რამეში ცილი დავწამე? ”საქმენმან შენმა გამოგაჩინოსო”, ასეა მგონი ბიბლიაში ნათქვამი და თუ ცილი არ დამიწამებია, რაში ვარ არასწორი?

 

პოლიტიკა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ძმები ქარქუსოვების წინააღმდეგაც იყო აღძრული საქმე ცხინვალში და ხომ არ იცით სად არიან დღეს ისინი?

 

მე პირადად მიმაჩნია, რომ ქალბატონ ლილიკოს უბრალოდ ობიექტურობა აკლია ამ კონფლიქტის შეფასებაში და ქალური ემოციებით ისეთ რაღაცეებს წერს, მერე თვითონაც რომ არ უნდა წაკითხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ქალბატონ ლილიკოს წინააღმდეგ ცხინვალში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სწორედ იმიტომ რომ ის არის საქართველოს გაერთიანების მომხრე.

საქმის აღძვრა არაფერს არ ამტკიცებს. მე არ ვცდილობ მის რამეში დადანაშაულებას, მაგრამ ვიმეორებ რომ აი ეს ფაქტი, ცხინვალში სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ავტომატურად არ ნიშნავს ამას:

ის არის საქართველოს გაერთიანების მომხრე

 

human rights watch - ის დასკვნა, რამდენიმე უცხოური პრესის არქივები (მაგალითად Washington Post - ზე დევს არქივები 1980 წლიდან. რამდენიმე სტატია ქართულ-ოსურ კონფლიქტსაც ეხება), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტატიებიცაა იმ კონფლიქტზე. თუ გაინტერესებთ, შემიძლია მოვიძიო და დავდო.

დადე, საინტერესო იქნება. მხოლოდ ის მასალებიც დადე, სადაც წერია რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში განხორციელდა ეთნიკური წმენდა. ბოლო ომის შემდეგ გაკეთებულ დასკვნაშიც არის მაგაზე საუბარი.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

ამ მიმართულებით მუშაობენ ბოდიშის მომხდელი ზაქარეიშვილი, ძუკუ, ლილიკო სიკ...და მრავალი სხვა

მართლა და მართლა არ აქვს საზღვარი თქვენს ტყუილებს. დამიდეთ პოსტი სადაც მე ბოდიშს ვიხდი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოდიში თქვენ მოიხადეთ.

ისე ამავე თემაში #44 პოსტი მესამე გვერდზე თუ წაიკითხეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

გთხოვთ მიპასუხოთ შეკითხვაზე, რაც მე დავწერე ზემოთ, გამომდინარეობს ქალბატონ ლილიკოს პოსტების ანალიზიდან თუ რამეში ცილი დავწამე? ”საქმენმან შენმა გამოგაჩინოსო”, ასეა მგონი ბიბლიაში ნათქვამი და თუ ცილი არ დამიწამებია, რაში ვარ არასწორი?

ქალბატონ ლილიკოს მაგივრად მე ვერ გიპასუხებთ. მე ჩემს მაგივრად შემიძლია გიპასუხოთ. მე ვერ ვხედავ ამ კონფლიქტის მოგვარების ძალისმიერ გზას. ერთადერთი საშუალებაა იმ ხალხთან შერიგება. ვიღაცამ იკითხა ამ თემაში, რატომ ურჩევნიათ რუსებთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვენთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას? 2008 წლის აგვისტო ერთერთი მიზეზია. ახლა თქვენ შეგიძლიათ ისტორიული ფაქტები მოიყვანოთ, მაგრამ მათთვის ამ ისტორიულ ფაქტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი სხვა ისტორიას სწავლობენ, და როგორც თქვენ არ გინდათ ობიექტური ინფორმაციის მიღება, ისე არ უნდათ მათაც.

 

კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია იმ ფაქტების აღიარება რაც მოხდა. ჩვენ მათ მაგივრად ამას ვერ ვიზამთ. მაგრამ ჩვენით ხომ შეგვიძლია გადავხედოთ რეალობას და დავგმოთ ის რაც ჩვენ დავაშავეთ. თუ არადა ვიქნებით ასე როგორც ახლა ვართ და ბოლობოლო მიიერთებს რუსეთი ამ ტერიტორიებს.

 

Saturn

საქმის აღძვრა არაფერს არ ამტკიცებს. მე არ ვცდილობ მის რამეში დადანაშაულებას, მაგრამ ვიმეორებ რომ აი ეს ფაქტი, ცხინვალში სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ავტომატურად არ ნიშნავს ამას:

ციტატა(lasalexx @ 13th February 2010 - 11:03 AM)

ის არის საქართველოს გაერთიანების მომხრე

და ის ხალხი ვინც ამბობს "რუსეთი დაიშლება და მერე დავიბრუნებთ ტერიტორიებს" საქართველოს გაერთიანების მომხრეა, ხო?

 

დადე, საინტერესო იქნება. მხოლოდ ის მასალებიც დადე, სადაც წერია რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში განხორციელდა ეთნიკური წმენდა.

http://www.hrw.org/legacy/reports/pdfs/g/g...rgia923full.pdf

 

ამ ანგარიშში აღწერილია კონფლიქტის მსვლელობისას ადამიანის უფლებების დარღვევა როგორც აქეთა, ისე იქეთა მხრიდან. კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი.

 

48 გვერდზეა თავი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ეროვნული ნიშნით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც თქვენ არ გინდათ ობიექტური ინფორმაციის მიღება, ისე არ უნდათ მათაც.

 

რატომ ასკვნით, რომ მე არ მინდა ობიექტური ინფორმაციის მიღება და არ ვცდილობ ობიექტური ვიყო?

ეს ფაქტები აისბერგის ხილული ნაწილია (ასეთ რამეებს ვერ ვკითხულობ, გულს მტკენს), რომელ მხარესაც არ უნდა ეხებოდეს და ჩვენ თუ საქართველოს გაერთიანება და ძმურად თანაცხოვრება გვინდა, ავადმყოფობის შედეგს კი არა მიზეზს უნდა ვეძებდეთ. მიზეზი არ იყო ჩვენგან დამოკიდებული, ამის შესახებ ზემოთ დავწერე და აღარ გავიმეორებ.

მე რომ ადამიანი ვიგინდარას დამიძახებს ის არ დამხვრეტდა რომ შეეძლოს? და ასეთი ადამიანი სხვას რამეს ძრახავს?

სხვას თუ არაფერს, ბოდიშს მაინც ველი მაგ ქალბატონისაგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

რატომ ურჩევნიათ რუსებთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვენთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას?

შენ მარსზე ხო არ ცხოვრობ? რუსეთი ოსებს და აფხაზებს ეკითხება სად და ვისთან უნდათ ცხოვრება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ მარსზე ხო არ ცხოვრობ? რუსეთი ოსებს და აფხაზებს ეკითხება სად და ვისთან უნდათ ცხოვრება?

არასწორად აღქმულია პრობლემა...

 

რა თქმა უნდა ოსების და აფხაზების გარეშე რუსები ვერაფერს ვერ შეძლებდნენ იმ რეგიონებში.

 

მათი უმთავრესი ძალა იქ ის არის, რომ ოსები და აფხაზები მათ აღიქვავენ როგორც საკუთარ მფარველსა და მოკავშირეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რა თქმა უნდა ოსების და აფხაზების გარეშე რუსები ვერაფერს ვერ შეძლებდნენ იმ რეგიონებში

ხო როგორ არა. ერთი ჩეჩნეთში ვერ შესძლეს ვერაფერი თავის დროზე, როცა გროზნო მიწასთან გაასწორეს და მეორე მანდ ვერ შეძლებდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო როგორ არა. ერთი ჩეჩნეთში ვერ შესძლეს ვერაფერი თავის დროზე, როცა გროზნო მიწასთან გაასწორეს და მეორე მანდ ვერ შეძლებდნენ

:))))

შერცხვებოდათ ხო იცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო როგორ არა. ერთი ჩეჩნეთში ვერ შესძლეს ვერაფერი თავის დროზე, როცა გროზნო მიწასთან გაასწორეს და მეორე მანდ ვერ შეძლებდნენ.

ჩეჩნეთი ითვლება რუსეთის შიდა საკითხად.

 

ხოლო თუ არ იქნებოდა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტები, რუსეთი ვერ შეძლებდა შემოსვლას..

 

ამიტომ ჩვენი ბრალია, რომ დაიწყო ეთნოკონფლიქტი, ამით რუსებს მივეცით საშვალება შემოსულიყვნენ.

 

მარტივ ჭეშმარიტებაა

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...