Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გეთანხმები. ერთი სტალინს ჰქონდა შექმნილი მტრის ხატი და ამის გამოყენებით ებრძოდა თავის ოპონენტებს და მისი სტილის გამგრძელებელი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობაც არ ღალატობს სტალინურ სტილს

აი საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ჩინებული მაგალითი და ასეთი ბევრია კიდევ თქვენც იძახით და თქვენი კოლეგებიც... პატრიოტის ბანაკები ეს გიტლერის ბანაკებს გაგონებთ რატომღაც სხვასთან არ ასოცირდება და ასევე საკუთარი სამშობლოს სიყვარულიც ეს გიტლერისეულია....

აი კაცი რომ გამოვიდეს და დედა აგინოს საქართველოს და აფურთხოს ეგ იქნება ნამდვილი პატრიოტი... თან ამ ფარისევლების უმეტესობას ვითომ სიკეთე უნდა და მწარე სიმართლეს ამბობს (ვითომ ჭავჭავაძეს ბაძავენ არვიცი) ამ დროს მათ საქართველო ეზიზღებათ საქართველოს დროშა და საქართველოს ჰიმნი, პატრიოტული ბანაკები გიტლერის ბანაკებთან ასოცირდება და საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ქადაგება კი ხალხის დაზომბირებად და დასლევებად მიაჩნიათ, ეხლა მოდაშია არაკაცი ოპოზიციონერობა... მოგზავნილ პროვოკატორად და შსს-ს მონდა უნდა გამოაცხადო ყველა ვინც ოპოზიციით არაა აღფრთოვანებული და დედას უნდა აგინებდე ყველა პოლიციელს თან შევარდნაძის დროს უნდა მისტიროდე და იმას გაიძახოდე ეს ქვეყანა მიშამ როგორ დაგვინგრიაო

:puke:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 79
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

fashisti

ვეცადე მეკამათა შენთან. არ გამოდის.

საკუთარი სამშობლოს სიყვარულიც ეს გიტლერისეულია....
აი კაცი რომ გამოვიდეს და დედა აგინოს საქართველოს და აფურთხოს ეგ იქნება ნამდვილი პატრიოტი
ამ დროს მათ საქართველო ეზიზღებათ საქართველოს დროშა და საქართველოს ჰიმნი
ეხლა მოდაშია არაკაცი ოპოზიციონერობა
შევარდნაძის დროს უნდა მისტიროდე

დაუსაბუთებელი ბრალდებები. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გინდა ვინმე გამოიწვიო.

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა დაუსაბუთებელი ბრალდებები შენ ალბათ ან დაგავიწყდა ან სპეციალურად არ უყურებდი მიტინგების დროს რამდენი ადამიანი იცემა იმის გამო რომ ოპოზიციურ აზრს არ იზიარებდა, მათ შორის ბევრი მძღოლიც იყო რომლებსაც გზა გადაუკეტეს სანაპიროზე დიდმა პატრიოტმა ფარისევლებმა

ვიცი ამაზე რასაც დაწერ და აქვე გიპასუხებ რომ ძალიან ცუდია და ძალიან სამწუხაროა ოპოზიციონერებსაც რომ სცემდნენ ვიღაც ვიღაცეები თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ უფლება გაქ ქუჩა გადაკეტო იქ სადაც გინდა და ვინმე უკმაყოფილო რომ იქნება ანუ შენ აზრს რომ არ დაეთანხმება მაგის გამო უნდა სცემო...

და საქართველო რომ ეზიზღებათ მაგას დიდი მტკიცება არ უნდა ეგ ისედაც იგრძნობა ადამიანს რომ არ სიამუვნებს როცა კარგი რაღაც კეთდება საქართველოში და მხოლოდ ცუდს ხვდება დიდი ბედნიერებით აქედან ლოგიკური დასკვნის გამოტანა რთული არ უნდა იყოს ერთი ოპოზიციონერი შემხვდა აგვისტოს ომის დროს ჩემი მეგობრის კაფეში ვიჯექით ისეთი გახარებულები იყვნენ ბედნიერებას ვერ მალავდნენ მერე წუწუნი დაიწყეს ჩემა შვილმა მითხრა დისკოტეკა რომ იხსნება ჰიმნს უკრავენო ხოდა ეგენი გიჟები არიანო დისკოტეკა ჰიმნით რატო უნდა იხსნებოდეს და რატო უნდა იხურებოდესო მერე თავისივე ოპოზიციონერ მეგობარს მსოფლიო რუკა სთხოვა და დაიწყო ლაპარაკი ჩინეთი ინდოეთი რუსეთი და ბრაზილია ეხლა გაერთიანებას აპირებენო და ეს ტილიანი ამერიკა რას იპარჭყებაო მოკლედ ტიპიური საქართველოს მოძულე არაკაცი ოპოზიციონერი იყო მაგი, კიდევ ბევრი შემთხვევა მქონია ყველას აქ ვერ დავწერ ბოლოს მათემატიკაზე რომ დავდიოდი ჩემი მასწავლებლის სიძე მოვიდა და მაგის შვილს საქართველოს დროშა რომ ეჭირა უთხრა ფუი მამი ეს რა გიჭირავს დააგდე და ფეხი დააბიჯეო... მოკლედ მე ეგეთი ბევრი ოპოზიციონერი შემხვედრია და პირადი მაგალითების მოყოლა არცაა საჭირო ტელევიზორს რომ უყურო კარგად მანდაც დაინახავ ზურაბიშვილი რა მონდომებით და სიხარულით ამტკიცებდა რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და რუსეთს დავესხით თურმე თავს და ტალლიავინის კომისიის დასკვნის მერე ხო მთლად სანუკვარი ოცნება აუსრულდა ოპოზიციას დარწმუნებულივარ პატარა ფართი მოაწყვეს მაგ ფაქტის აღსანიშნავად...

თქვენ რა ფიქრობთ რომ ტალიავინის კომისიას თავის დასკვნაში რომ ეთქვა რომ საქართველო 100 პროცენტით მართალია და მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ კონფლიქტში ოპოზიციას ეს გაუხარდებოდა? უბრალოდ იმას ვერ გაბედავდნენ რომ მოსყიდული არაკაცები ეძახათ მაგ ექსპერტებისთვის თორე გუნებაში ბლომად დასწყევლიდნენ მაგ კომისიის წევრებს იმიტომ რომ მათთვის სასურველი დასკვნა არ გამოიტანეს...

მოკლედ ოპოზიცია იყოფა ორ ნაწილად ერთს მართლა უნდა რაღაცის გამოსწორება და ის ერთი ნაწილი პირიქით საჭირო და აუცილებელია რომ სახელმწიფომ ნორმალურად იფუნქციონიროს... ხოლო მეორე და ყველაზე დიდი ნაწილი შესდგება ფარისეველი არაკაცებისგან, ზოგს სადარბაზოში მორბენალი ვირთხები ენატრება ზოგიც კორუფციის გამო გააგდეს და ეხლა შურით ივსება ზოგს პირადი ინტერესები აქვს ზოგსაც კი საქართველო ეზიზღება ფიზიოლოგიურად

არაფერი ახალი. უკვე მრავალჯერ გადაღეჭილი და გაცვეთილი ფრაზები. არაფერი ორიგინალური. ამის მოსმენა ყოველდღე შეიძლება. ჩართე ტვ და უსმინე ხერხეულიძეს და წიკალურს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

ვიცი ამაზე რასაც დაწერ და აქვე გიპასუხებ რომ ძალიან ცუდია და ძალიან სამწუხაროა ოპოზიციონერებსაც რომ სცემდნენ ვიღაც ვიღაცეები თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ უფლება გაქ ქუჩა გადაკეტო იქ სადაც გინდა და ვინმე უკმაყოფილო რომ იქნება ანუ შენ აზრს რომ არ დაეთანხმება მაგის გამო უნდა სცემო...

თუ კამათი გინდა, მაშინ ფაქტები მოიყვანე. მიტინგების დროს იმენა რასაც ქვია ცემა, მახსოვს, რომ 9 აპრილის ქუჩაზე ცემეს ორი ტიპი. დედას იგინებოდნენ და იმიტომ ცემეს. აზრს არ დაეთანხმება აქ არაფერ შუაშია. კარგი, ცუდია, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში დედის გინების გამო ცემენ ხოლმე.

ტალლიავინის კომისიის დასკვნის მერე ხო მთლად სანუკვარი ოცნება აუსრულდა ოპოზიციას

როგორ შეიძლება ტალიავინის დასკვნა გახდეს ვინმეს ოცნება. ტალიავინის დასკვნა ასახავს იმას რაც მოხდა აგვისტოში. თუ რამე არ მოგწონს ამ დასკვნაში ოპოზიცია რა შუაშია აქ? აგვისტოში ოპოზიცია არ იღებდა გადაწყვეტილებებს. და ახლა გაუხარდა ეს ოპოზიციას თუ არა, შენ საიდან იცი? ფორუმ.გეზე რახან ასე წერენ, ე.ი. მართლა ასეა? თუ რახან ვიღაცა კაფეში შეგხვდა აგვისტოს ომის დროს და მისი ნალაპარაკევი არ მოგეწონა?

მოკლედ ოპოზიცია იყოფა ორ ნაწილად ერთს მართლა უნდა რაღაცის გამოსწორება და ის ერთი ნაწილი პირიქით საჭირო და აუცილებელია რომ სახელმწიფომ ნორმალურად იფუნქციონიროს... ხოლო მეორე და ყველაზე დიდი ნაწილი შესდგება ფარისეველი არაკაცებისგან

ესეც რაღაც მითია, რომელიც საიდანღაც შეგექმნა. სადარბაზოებში ვირთხები ენატრებათო? ვინმემ გითხრა ვირთხები მენატრებაო?

საერთოდ სამშობლოს სიყვარული და ღალატი, კაცობა და არაკაცობა საქმით მჟღავნდება და არა სიტყვით. საქმით ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა ქვეყნის ღალატი, მაგრამ შენ ამას არ იმჩნევ. სამაგიეროდ რაღაც ვარაუდების საფუძველზე ამბობ, რომ ოპოზიციონერთა უმრავლესობას საქართველოს ცუდი უხარია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ შეიძლება ტალიავინის დასკვნა გახდეს ვინმეს ოცნება. ტალიავინის დასკვნა ასახავს იმას რაც მოხდა აგვისტოში. თუ რამე არ მოგწონს ამ დასკვნაში ოპოზიცია რა შუაშია აქ? აგვისტოში ოპოზიცია არ იღებდა გადაწყვეტილებებს. და ახლა გაუხარდა ეს ოპოზიციას თუ არა, შენ საიდან იცი? ფორუმ.გეზე რახან ასე წერენ, ე.ი. მართლა ასეა? თუ რახან ვიღაცა კაფეში შეგხვდა აგვისტოს ომის დროს და მისი ნალაპარაკევი არ მოგეწონა?

ვთქვათ ორ ადამიანს შორის მოხდა რაღაც კონფლიქტი და ერთ ერთი ადამიანი არის შენი ძმა ან ვინმე ძალიან ახლობელი, ეგ შენი მეგობარი რომ გაამართლონ ხო გაგიხარდება არა? და რომ გაამტყუნონ გეწყინებ ხო? ხოდა ომის დროს სინამდვილეში რა მოხდა და რა არ მოხდა მაგას დიდი მნიშვნელობა არააქვს ფაქტია რომ ოპოზიციას ძალიან გაუხარდა დასკვნის ის ნაწილი სადაც წერია რომ სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო

საქმით ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა ქვეყნის ღალატი, მაგრამ შენ ამას არ იმჩნევ

მაინც? რამე შესამჩნევი თუ არის მაგას ვამჩნევ და ხელისუფლებამ რო საქართველოს უღალატა ეგ ნამდვილად არ შემიმჩნევია აი ნოღაიდელმა რომ უღალატა ეს ძალიან კარგად შევამჩნიე ასევე ბურჯანაძეც მზადაა 100 პროცენტით უღალატოს ვისაც გინდა და რა მიზეზითაც გინდა ხოლო შენ თუ იცი რამე სადაც ხელისუფლებამ უღალატა საქართველოს და ასე შემდეგ, საიდუმლოდ ნუ ინახავ მეც მაინტერესებს...

ესეც რაღაც მითია, რომელიც საიდანღაც შეგექმნა. სადარბაზოებში ვირთხები ენატრებათო? ვინმემ გითხრა ვირთხები მენატრებაო?

კაცი რომელიც სწყევლის დღევანდელ საქართველოს და ოცნებობს შევარდნაძის დროზე მაგას ვირთხებიც ენატრება და დანგრეული ქუჩებიც, ვიცი ოპოზიცია ძალიან ცოფდება ქუჩების ხსენებაზე თუმცა მე ძალიან მიხარია რომ დღეს ნორმალური გზები გვაქ შუქი 24 საათიან რეჟიმში გვაქ კიდევ ვიცი რომ სადარბაზოსთან ვიღაც არ დამხვდება დანით და არ დამაყაჩაღებს, რათქმაუნდა დღესაც არის კრიმინალი თუმცა ისე მასიურად არ არის როგორც წინათ იყო და საერთოდ მე ძალიან მომწონს ყველა შადრევანი და ყველა შეღებილი სახლი რათქმაუნდა ბევრირამის გაკეთება უფრო წინდახედულად და გონიერად შეიძლება თუმცა ის ადამიანი ვისაც მოსწონდა შევარდნაძის დრო და დღეს შადრევნები აღიზიანებს არის განწირული ოპოზიციონერი რომელთანაც კამათს არანაირი აზრი არააქვს...

ხო ისე ეხლა მახსენდება მაშინ შუქი რა ხშირად მიდიოდა ხალხი ძალიან ხშირად მეტროდან ფეხით მობობღავდა იმიტომ რომ შუა გვირაბში შუქი გაითიშებოდა და შუქის მოსვლა პატარა დღესასწაული იყო უბანში სტვენა და კივილი ისმოდა ხოლმე... მეც რომ ვისწავლე თითებით სტვენა მაგარს ვუსტვენდი შუქი რომ მოვიდოდა :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

ვთქვათ ორ ადამიანს შორის მოხდა რაღაც კონფლიქტი და ერთ ერთი ადამიანი არის შენი ძმა ან ვინმე ძალიან ახლობელი, ეგ შენი მეგობარი რომ გაამართლონ ხო გაგიხარდება არა? და რომ გაამტყუნონ გეწყინებ ხო?

პარალელს არასწორად ავლებ. სად რაღაც ჩხუბი ან პირადული კონფლიქტი და სად ქვეყნის ბედი. რატომ გგონიათ რომ ხელისუფლების მომხმრეებს, რომ მთავარი ისაა, დასავლეთში რას იტყვიან. მთავარი ისაა, რაც მოხდა. ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ. ამ დროს არ ქონდა გამაგრებული არც ერთი თავდაცვითი პოზიცია. შენ თუ რამე გსმენია, როგორ აიღეს რუსებმა თამარაშენი, კეხვი, ქურთა, ერედვი, ავნევი? არ გსმენია ხო? იმიტომ რომ ეს სოფლები რუსებმა უბრძოლველად აიღეს. როცა იწყებოდა ცხინვალის შტურმი, რეალურად ქართული სოფლების დაცვაზე არც არავის უფიქრია. მეტიც, ცხინვალის რეგიონის აქეთ როცა გადმოვიდნენ, აქაც სანგრები არ ქონდათ გათხრილი ჩვენებს. სპონტანურად ამზადებდნენ ჯარისკაცები თავდაცვით ზღუდეებს. რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი? იწყებ საომარ მოქმდებებს და ამ დროს თავდაცვისთვის მზად არ ხარ.

რაც შეეხება ოპოზიციას გაუხარდაო. ტალიავინის კომისიის დასკვნის კომენტირებისას ყველა ოპოზიციონერი იძახდა, რომ მას ეს არ უხარია. და მათი შინაგანი განწყობა რა იცი შენ?

ხელისუფლებამ რო საქართველოს უღალატა ეგ ნამდვილად არ შემიმჩნევია აი ნოღაიდელმა რომ უღალატა ეს ძალიან კარგად შევამჩნიე

ხელისუფლების ღალატზე დაგიწერე ზემოთ. და ნოღაიდელმა რითი უღალატა. კონკრეტულად რა ზიანი მიადგა საქართველოს მისი მოქმედებით?

ბურჯანაძეც მზადაა 100 პროცენტით უღალატოს ვისაც გინდა და რა მიზეზითაც გინდა

ეს ხო საერთოდ. რა იცი მზადაა თუ არა?

მე ახლა ბურჯანაძეს ან ნოღაიდელს კი არ ვიცავ. არც ერთი არ მევასება, და არც მეორე. უბრალოდ ვიღაც გდის თანამშრომელი ფორუმ.გეს იუზერები რასაც იტყვიან, რატომ გგონია 100%-იანი სიმართლე ეს არ მესმის.

ვიცი ოპოზიცია ძალიან ცოფდება ქუჩების ხსენებაზე

ოპოზიცია არ ვიცი, მაგრამ მე მართლა ვცოფთები. მარტო ტრასები და ცენტრალური გამზირებია გაკეთებული. ჭავჭავაძეზე სამი პირი ასფალტი დააგეს, და სოლოლაკში კიდე საფლავებით იამკებია.

ის ადამიანი ვისაც მოსწონდა შევარდნაძის დრო და დღეს შადრევნები აღიზიანებს

ესეც ერორების პროპაგანდა. შევარდნაძე არჩევნებზე აგროვებდა მაქსიმუმ 10-15%-ს. ისიც ძირითადად ქვემო ქართლის ხმების წყალობით. ეს ხმები დღეს სააკაშვილს ეკუთვის. ასე რომ ფიზიკურად შეუძლებელია დღევანდელი ოპოზიციონერების უმრავლესობას შევარდნაძე მოწონდეს.

შუქის მოსვლა პატარა დღესასწაული იყო უბანში სტვენა და კივილი ისმოდა ხოლმე

ისე მე პურის ორდღიანი რიგებიც მახსოვს. და ამ პრობლემის მოგვარების გამო შევარდნაძე სამუდამოდ უნდა დაგვეტოვებინა პრეზიდენტად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

მე მიშას მომხრე კაცი არ მინახია ვისაც საქართველო ეზიზღება

ქართველებს გრუზინებს ვინ ეძახის და ვინ ამბობს, მიშა კარგია, ქართველი ხალხია უვარგისიო, გამახსენე ერთი რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მე პურის ორდღიანი რიგებიც მახსოვს. და ამ პრობლემის მოგვარების გამო შევარდნაძე სამუდამოდ უნდა დაგვეტოვებინა პრეზიდენტად?

პურის რიგები სხვა იყო და შუქის პრობლემა სხვა... ჩვენთან ჩვოულებრივი მდგომარეობა რომ ყოფილიყო და პურის რიგების პრობლემა წლების განმავლობაში რომ ყოფილიყო აქტუალური მერე კი იქნებოდა სათქმელიც და დასაფასებელიც ის რომ "შევარდნაძე მოვიდა და გვიშველა აღარ ვშიმშილობთ"

და რას გადაეკიდე ამ ფორუმჯის? მანდ პოლიტიკის განყოფილებაში კაი ხანია აღარ შევსულვარ და თუ შევდივარ ისიც ჩემ თემას ვხსნი მაგის ნერვები სად მაქ რომ ამდენი სისულელე და უტვინო აზრები წავიკითხო რაც მანდ იწერება ხოლმე... პლანეტაზე კიდე არაა ძალიან ბლომად ხალხი და შეიძლება ხანდახან პოლიტიკაში შემოსვლა იქ კი ძალიან რთულია მაგის გაკეთება და მე საერთოდ სხვის აზრებს და რაღაც უსაფუძვლო ფანტაზიებს არ ვიმეორებ ეს ყველაფერი არის ჩემი პირადი აზრი და ბურჯანაძე რაზეა წამსვლელი მაგას უნდა გრძნობდე ბურჯანაძის გამოსვლებიდან გამომდინარე და მისი ქცევიდან გამომდინარე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

და რას გადაეკიდე ამ ფორუმჯის?

იმიტომ რომ იქაა პოპულარული ასეთი თემები, ვარაუდებზე დაყრდნობით მოღალატეობას რომ აბრალებენ ხალხს. თან რაც მეტი ლანძღვა გინება და +1 დაიწერება ასეთ თემაში უფრო დამაჯერებელი გონიათ საკუთარი ნათქვამი.

ზუსტი შენიშვნაა

ა, კიდევ ერთი. არაკაცი ოპოზიციონერობა მოდაშიაო კი გეთანხმება. მარა ვკითხავ ახლა საიდან დაასკვენი თქო, და დამიწყებს იმის ახსნას რომ ინტუიციურად გრძნობს ოპოზიციონერების სიხარულს ტალიავინის დასვკვნის გამამტყუნებელ ნაწილთან დაკავშირებით.

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ვკითხავ ახლა საიდან დაასკვენი თქო

აი აქედან:

კაცი რომ გამოვიდეს და დედა აგინოს საქართველოს და აფურთხოს ეგ იქნება ნამდვილი პატრიოტი... თან ამ ფარისევლების უმეტესობას ვითომ სიკეთე უნდა და მწარე სიმართლეს ამბობს
ეზიზღებათ საქართველოს დროშა და საქართველოს ჰიმნი, პატრიოტული ბანაკები გიტლერის ბანაკებთან ასოცირდება და საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ქადაგება კი ხალხის დაზომბირებად და დასლევებად მიაჩნიათ
მოგზავნილ პროვოკატორად და შსს-ს მონდა უნდა გამოაცხადო ყველა ვინც ოპოზიციით არაა აღფრთოვანებული და დედას უნდა აგინებდე ყველა პოლიციელს თან შევარდნაძის დროს უნდა მისტიროდე და იმას გაიძახოდე ეს ქვეყანა მიშამ როგორ დაგვინგრიაო

შენ ტყუილად აიგივებ თავს ე.წ. ოპოზიციასთან. დარწმუნებული ვარ რომ პიროვნულად ათასჯერ ჯობიხარ მაგ ხალხს, ვაიპოლიტიკოსებს და სკამების მაძიებლებს.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კაცი რომ გამოვიდეს და დედა აგინოს საქართველოს და აფურთხოს ეგ იქნება ნამდვილი პატრიოტი...
ქართველებს გრუზინებს ვინ ეძახის და ვინ ამბობს, მიშა კარგია, ქართველი ხალხია უვარგისიო, გამახსენე ერთი რა.

ეზიზღებათ საქართველოს დროშა და საქართველოს ჰიმნი, პატრიოტული ბანაკები გიტლერის ბანაკებთან ასოცირდება და საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ქადაგება კი ხალხის დაზომბირებად და დასლევებად მიაჩნიათ

უბრალოდ პატრიოტული ბანაკები საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ქადაგებად არ მიმაჩნია (მიგვაჩნია). ანუ სამშობლოს და ბელადს ვყოფთ ერთმანეთში.

მოგზავნილ პროვოკატორად და შსს-ს მონდა უნდა გამოაცხადო ყველა ვინც ოპოზიციით არაა აღფრთოვანებული და დედას უნდა აგინებდე ყველა პოლიციელს თან შევარდნაძის დროს უნდა მისტიროდე და იმას გაიძახოდე ეს ქვეყანა მიშამ როგორ დაგვინგრიაო
შევარდნაძე არჩევნებზე აგროვებდა მაქსიმუმ 10-15%-ს. ისიც ძირითადად ქვემო ქართლის ხმების წყალობით. ეს ხმები დღეს სააკაშვილს ეკუთვის. ასე რომ ფიზიკურად შეუძლებელია დღევანდელი ოპოზიციონერების უმრავლესობას შევარდნაძე მოწონდეს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიპოლიტიკოსებს და სკამების მაძიებლებს.

ნებისმიერი პოლიტიკოსის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, ნებისმიერ ქვეყანაში. არც პოზიციაა გამონაკლისი არც ოპოზიცია.

უბრალოდ ხელისუფლებას საქმის გამო აკრიტიკებენ, და ოპოზიციას ხშირ შემთხვევაში ვარაუდებზე დაყრდნობით ლანძღავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...