Jump to content
Planeta.Ge

რა არის ბოროტება?


Recommended Posts

Guest ჭანო

იგივე უქორწილოდ სიყვარულს და სექს აქვს დადებიტი მხარეებიც, ხდება ყოველგვარი ვალდებულების გარეშე იმ ცხოვრებაში შებიჯება რასაც თანაცხოვრება ქვია.

რა უფრო დიდი ბოროტება გამოვა სექისთვის დაქორწინება და მოგვიანებით განქორწინება, თუ ჯერ ერთმანეთი გაიცნო, ანუ იმრუსო,შემდეგ დაქორწინდე და ბედნიერი ოჯახი შექმნა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტკბილეული,შაქარი და ა.შ. ორგანიზმს საერთოდ არ სჭირდება,

 

მავნებელია და დიდი ზომით მიღება იწვევს ისეტ გართულებას როგორიცა დიაბეტი.

ჭანო

 

ორგანიზმს ტკბილეული, შაქარი და ა.შ. მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებლად სჭირდება. ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის "საწვავი" (ანუ ცხიმები) სჭირდება. ორგანიზმი ცხიმებსა და ცილებს იყენებს რათა ადამიანის სხეული ენერგიული და სიცოცხლის უნარიანი იყოს. ცხიმების წვის შედეგად წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებსაც კეტონები ეწოდება. ეს ნივთიერებები ჯერ სისხლში გროვდება, ხოლო შემდეგ შარდთან ერთად გამოიყოფა. როდესაც ცხიმებს ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს, ორგანიზმში წარმოიშობა დიდი რაოდენობით კეტონების რაც არღვევს ორგანიზმის ტუტე-მჟავურ წონასწორობას და სისხლში ამ ნივთიერებების დიდი რაოდენობით დაგროვების გამო შეიძლება სერიოზული მდგომარეობა განვითარდეს, რომელსაც კეტოაციდოზი ეწოდება. ხოლო როგორც აღვნიშნე, ზომიერი რაოდენობის ცხიმების მიღება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

 

რაც შეეხება დიაბეტს (ტკბილეულის, შაქრის და ა.შ. მიღებას). თუ ადამიანი კვების რაციონიდან საერთოდ ამოიღებს ტკბილეულს და შაქარს, და საერთოდ არ მიიღებს მას, ორგანიზმი დასუსტდება და განუვითარდება ჰიპოგლიკემია. ეს დაავადება ვითარდება ტკბილეულის და შაქრის შემცველი პროდუქტების მთლიანად ამოღება კვების რაციონიდან. ასეთი ქმედება, სისხლში შაქრის ნორმაზე დაბლა დაცემაც (ჰიპოგლიკემიას) იწვევს და სიცოცხლისათვის საშიშია. სწორედ ამიტომ, ტკბილეულის (და შაქრის) ნორმალური დოზით მიღება არათუ არაა საჭირო, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამას კი ვერ ვიტყვით ვერც თამბაქოს მოწევაზე, ვერც ნარკოტიკული ნივთიერების გასაბრუებლად ("კაიფისთვის") მიღებაზე ან თუნდაც მრუშობის აუცილებლობაზე.

 

რაც შეეხება ამას:

 

იგივე უქორწილოდ სიყვარულს და სექს აქვს დადებიტი მხარეებიც, ხდება ყოველგვარი ვალდებულების გარეშე იმ ცხოვრებაში შებიჯება რასაც თანაცხოვრება ქვია.

გეთანხმები, უქორწილოდ ცხოვრებას დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ როგორც წინა პოსტებში აღვნიშნე, ბევრიუარყოფითი მხარეებიც აქვს.

 

 

რა უფრო დიდი ბოროტება გამოვა სექისთვის დაქორწინება და მოგვიანებით განქორწინება, თუ ჯერ ერთმანეთი გაიცნო, ანუ იმრუსო,შემდეგ დაქორწინდე და ბედნიერი ოჯახი შექმნა?

გეთანხმები, სექსისთვის დაქორცინება არაგონივრულია და მრავალ პრობლემას წარმოშობს. რაც შეეხება იმ აზრს, რომ დაუქორცინებლად იცხოვრო და თუ გაამართლა ურთიერთობამ შემდეგ იქორცინო, 100%-იან გარანტიას არ იძლევა რომ მომავალში მთელი ცხოვრება ასეთი წყვილი უპრობლემოდ იცხოვრებს. ამწუთას არ მაქვს სტატისტიკური მონაცემები მაგრამ სპეციალისტების აზრს გავცნობილვარ და ამბობენ რომ იმ წყვილთა ურთიერთობა, რომლებსაც ქორწინებამდე სექსი არ ჰქონიათ, უფრო მდგრადი და წარმატებულია, ვიდრე მათი, რომლებიც ქორწინებამდე თანაცხოვრობდნენ და მოგვიანებით შექმნეს ოჯახი.

 

ჩემი აზრით, წყვილმა რომ ერთმანეთი გაიცნოს, ამისათვის დრო, ახლო ურთიერთობა, ღია საუბარი და საერთო მიზნების თანხვედრაა საჭირო, რათა წყვილების ურთიერთობა წარმატებული იყოს.

 

სამწუხაროდ თემას, თუ რა არის ბოროტება ძალიან გავცდით, მაგრამ რადგან სიტყვამ მოიტანა და ამ საკითხებსაც შევეხეთ, მეც ოდნავ ვრცლად შევეხე ამ საკითხებს.

 

კარგი იქნება დაწერო, თავად რას მიიჩნევ ბოროტებად და რა არის შენი აზრით ბოროტება. ჩემი აზრი, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ბოროტება, ამ თემის პირველ გვერდზე, პოსტ #2-ში დავწერე:

 

ბოროტება არის ის, რაც (ზნეობრივად) ძალიან ცუდია და ცუდის მოტანა შეუძლია. ბოროტებაში იგულისხმება ის, რაც ზიანის მომტანია, ღვარძლიანია და გამანადგურებელია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ორგანიზმს ტკბილეული, შაქარი და ა.შ. მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებლად სჭირდება.

არ არის ეგრე, ის შაქარა რასაც სხეული ხილისგან(და ასევე ბოსტნეულისგან) იღებს საკმარისია, ხოლო სახარინი ორგანიზმას საერთოდ არ ჭირდება და რიგ შემთხევაში მავნებელია.

 

ორგანიზმი ცხიმებსა

ორგანიზმს მხოლოდ თევზის და მეცნერეული ცხიმები ყოფნის, ცხოველური ცხიმები კიდევ რთულად ამუშავებს,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის ეგრე, ის შაქარა რასაც სხეული ხილისგან(და ასევე ბოსტნეულისგან) იღებს საკმარისია, ხოლო სახარინი ორგანიზმას საერთოდ არ ჭირდება და რიგ შემთხევაში მავნებელია.

წინა პოსტებში არ დაგიკონკრეტებია რას გულისხმობდი. შენ წერდი ზოგადად, რომ ტკბილეული და შაქარიო. ხილი შაქარს შაიცავს, ისევე როგორც ტკბილეულობა, რომლის მომზადებისას გამოიყენება შაქარი. წინა პოსტში აღვნიშნე, რომ საკვების (მნივნელობა არ აქვს ხილია თუ რაიმე სახის ტკბილეული), რომელიც საერთოდ არ შეიცავს შაქარს, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არასაკმარისია.

 

 

ორგანიზმს მხოლოდ თევზის და მეცნერეული ცხიმები ყოფნის, ცხოველური ცხიმები კიდევ რთულად ამუშავებს,

აქაც იგევეს ამბობ. თავიდან არ აკონკრეტებდი მცენარეულ თუ ცხოველურ ცხიმს გულისხმობდი. უფრო მეტიც, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ცხვოველურ თუ მცენარეულ (ან თევზეულ) ცხიმს მიიღებს ზომაზე მეტად, ორგანიზმისთვის მავნებელია და ზომიერად მიღება კი, როგორც ცხოველური, ისე მცენარეულ (თევზეული) ცხიმები კი სიცოცხლისათვის აუცილებელია.

 

როგორც წინა პოსტში გწერდი:

კარგი იქნება დაწერო, თავად რას მიიჩნევ ბოროტებად და რა არის შენი აზრით ბოროტება. ჩემი აზრი, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ბოროტება, ამ თემის პირველ გვერდზე, პოსტ #2-ში დავწერე
Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
კარგი იქნება დაწერო, თავად რას მიიჩნევ ბოროტებად და რა არის შენი აზრით ბოროტება

მე არ ვიცი, ასე ვთქვათ ძიებაში ვარ(მაგრამ არ ველი რაიმე სიის მაგვარის შექმნას, არამედ "კონტურებს")

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 years later...
ბოროტება ესაა უვიცობა და უმეცარი ხეპრეს აგრესია მცოდნე ადამიანის მიმართ. ცოდნა კი ესაა – რელიგია და ფილოსოფია + ფიზიკა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...