one Posted May 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2008 აკაკი წერეთელი დაიბადა სოფელ სხვიტორში (საჩხერის მახლობლად). 1852 წ. შევიდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1859 წ. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსვლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ (1862) საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, 1897-1900 წ. გამოსცემდა საკუთარ ჟურნალს "აკაკის თვიურ კრებულს", სადაც დაბეჭდა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები ("ბაში-აჩუკი", "მედია", "ჩემი თავგადასავალი", "ნათელა", "გამზრდელი", "თორნიკე ერისთავი"). 1907 წ. 11 თებერვალს გამოსცა იუმორისტული ყოველკვირეული ჟურნალი "ხუმარა", რომელიც პირველი ნომრიდანვე აიკრძალა, ხოლო პოეტი დააპატიმრეს. ხალხი ამან აღაშფოთა და მთავრობა იძულებული გახდა, იგი მეორე დღესვე გაეთავისუფლებინათ. აკაკის არასდროს უმსახურია სახელმწიფო დაწესებულებაში, სამაგიეროდ მთელი სიცოცხლე თავის ქვეყანას და ხალხს ემსახურებოდა. მისი შემწეობით მუდმივი ბინა დაიმკვიდრა ქართულმა თეატრმა, ილიასთან ერთად 1880 წ. დააარსა "ქართული დრამატული საზოგადოება", რომლის ხელმძღვანელიც ერთხანს თვითონ იყო, აქტიურად მონაწილეობდა "ვეფხისტყაოსნის" კომისიაში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლექციებს კითხულობდა რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. აკაკი იყო პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, სატირიკოს-იუმორისტი. მისი შემოქმედება ღრმა პატრიოტიზმითა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეითაა განმსჭვალული. ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. დაუცხრომლად, მიზანმიმართულად იბრძოდა ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მისი ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში დიდმნიშვნელოვანი როლი შეასრულა აკაკის როგორც ლექსებმა, ასევე ისტორიულმა პოემებმა და დრამებმა ("თორნიკე ერისთავი", "თამარ ცბიერი", "კიკოლას ნაამბობი", "პატარა კახი", "ნათელა" და სხვ.), რომლებშიც ქართველი ხალხის გმირული წარსულის სურათებია გაცოცხლებული. აკაკის შემოქმედებამ წარუშელელი კვალი გაავლო საქართველოს სულიერი კულტურის ისტორიაში. აღმავალი ეტაპი შექმნა მხატვრული აზროვნების განვითარებაში, მკვეთრი მამულიშვილური და მოქალაქობრივი პათოსითა და პოზიციით. აკაკი წერეთელი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში რას ფიქრობთ ამ ადამიანზე და მის პოეზიაზე. მე როგორც კარგ პოეტს ვაღიარებ. მაგრამ არ ვეთანხმები სიტყვებში რომელიც ილიას სიკვდილის შემდეგ თქვა "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველომ" ეს რომ ვინმე ჩვეულებრივს ეთქვა კიდე ჰო. მაგრამ როცა ადამიანმა თქვა რომელიც აღიარებული იყო იმ დროს ილიას მერე თითქმის ერის მამად. თავისი სიტყვების გაკონტროლება უნდა შეძლებოდა როცა ილიას საფლავთან იდგა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted May 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2008 ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო სხვათაშორის გალაკტიონს მიაჩნდა აკაკი თავისზე დიდ პოეტად, ქუჩაში ხალხს აჩერებდა ხოლმე და დიდი წევრი როქონდა მააგსაც უკვე, აკაკის ხო ვაგვარო : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nik0L0za Posted May 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2008 ქვეყნის ჭირისუფლობის, მშვენიერი ლექსების, დიდებული გარეგნობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხის გამო თანამედროვეები მას თითქმის აღმერთებდნენ. არც ერთი გვირგვინსან მეფეს არ ღირსებია ასეთი თაყვანისცემაო - წერდა მისი ერთ-ერთი თანამედროვე. აკაკი უსაზღვროდ პატრიოტი და ერის ერთგული ადამიანი იყო. აკაკი ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პოეტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შუშანა Posted June 1, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2008 აკაკი ძალიან მაგარია. მაგრად მომწონს მისი "გამზრდელი". ალბათ არ აარსებობს ქართველი რომელსაც აკაკი არ მოსწონს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
forests enigma Posted June 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2008 აკაკის გამზრდელზე ვაფრენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.