Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დადასტურდა ის რაც ადრე ვიცოდით-უკრაინა ორფეროვანია.

 

პრორუსული ბაწკა რამდენი ხანი იქნება რუსის მსახური? :D ის ძალიან მალე იგრძნობს რომ დიდი სახელმწიფოს მეუფეა და დამოუკიდებელი სვლების გაკეთებას დაიწყებს.

 

დასავლეთ უკრაინა როგორც ფაქტორი რჩება , აგრეთვე ტიმოშენკოს 40+ პროცენტი. ასე რომ მოხდება ხელისუფლების დაბალანსება ა.გ კი ცალსახა პოლიტიკურ კურსზე საუბარი ზედმეტია.

 

რუსეთი დოტაციურ რეჟიმში არ ჩააყენებს ფაქტიურად პოლიტიკურ კონკურენტს,რაც ამ ქვეყნის ავტორიტეტს მიწამდე დასწევს მოძმე სლავების თვალში და ჩემი ვარაუდით ძალიან მალე დაიწყება ანტირუსული განწყობების გაზრდა.

 

იანუკოვიჩი პირველ ეტაპზე ჩვენს მიმართ აგრესიული იქნება. მალე გაუვლის, თუმცა ნატოში შესვლაზე უარს იტყვის.

 

არ დაგვავიწყდეს მის გვერდით არიან ყოფილ რუხთან დაახლოებული პირებიც.ასე რომ პროუკრაინული პოლიტიკა საბოლოოდ ძლევს ვიღაცის სატელიტად ყოფნას.შეიძლება არა ისე აგრესიულად როგორც სხვა შემთხვევაში,მაგრამ მაინც.

 

უკრაინამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა. ვერავინ ვერ შეძლებს შეცვალოს ეს ბალანსი. ასე რომ ნამეტანიც ნუ დავიძაბებით. შეიძლება პრორუსული ბაცილის მოცილებისათვის ეს არჩევანი უკეთესიც კი იყოს განგრძობად დროში, თუმცა საქართველო სერიოზულ დარტყმებს მიიღებს ყბებში .სამწუხაროდ ამასაც ვერ ავცდებით,მაგრამ დრო მკურნალია. ჩვენ ჩვენ სარაიზე უნდა ვიფიქროთ. :hello:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

lasha_alo

უკრაინამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა

 

 

ეს არის მთავარი და ერთმა უკრაინელმა აქ ეგეთი რამ სთქვა.იანუკოვიჩსაც გადავიტანთ და იულიასც,მაგრამ უკრაინა სწორ გზაზე დგას და საპრეზიდენტო ვადა არაფერი არ არის ქვეყნის ისტორიაშიო. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკრაინა სწორ გზაზე დგას და საპრეზიდენტო ვადა არაფერი არ არის ქვეყნის ისტორიაშიო.

ოქროს სიტყვებია. ამაშია საქმე. გაივლის 5 თუ 10 წელი .უკრაინამ კი მთავარი არჩევანიო გააკეთა. არ ჩამოიშალა და დემოკრატიული გზა აირჩია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენიმე დღის წინათ ერთერთმა სოციოლოგმა ძალიან ზუსტად აღნიშნა. დამოუკიდებლობის შემდეგ უკრაინაში უკვე სამი პრეზიდენტი შეიცვალა არჩევნების გზით. ჩვენთან?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

გაივლის 5 თუ 10 წელი .უკრაინამ კი მთავარი არჩევანიო გააკეთა. არ ჩამოიშალა და დემოკრატიული გზა აირჩია

 

 

შეიძლება ხუთი და შეიძლება ათიც,მაგრამ იუჩენკომ მაგარი საქმე გააკეთა სკამს რომ არ ჩამოეკიდა.აი ნახავ რადას არჩევნებში თუ მიიღო მონაწილეობა,გაიმარჯვებს.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე კი უფრო ამ აზრს ვიზიარებ!!

 

ყოველივე მოხდა იმის გამო, რომ უკრაინის სამთავრობო გუნდში ვერ მოხერხდა ერთობის შენარჩუნება, ეს ძალზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. მთელი ეს წლები, პრაქტიკულად, გავიდა არა მხოლოდ მუდმივ ქიშპობასა და დაპირპირებაში სამთავრობო გუნდს შორის, არამედ, მუდმივ რიგგარეშე არჩევნებში, კრიზისებში, ქუჩის აქციებსა და არეულობებში

 

ის, რომ ორი სხვადასხვა ქვეყანა - ძალიან ახლობელი და მეგობრული - სხვადასხვა გზით წავიდა (არ მინდა დავაბრალო ცალკე აღებულ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას, რადგან მართლაც არავის ბრალი არ არის) ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში პოლიტიკურმა ძალებმა ვერ მოახერხეს კონსესუსის მიღწევა მთავარ საკითხებში და მთელი პოლიტიკური კაპიტალი ურთიერთდაპირისპირებაზე, ქიშპობასა და ერთმანეთის ჩაძირვაზე დაიხარჯა. სწორედ ამის ”გამოწერა” უნდა საქართველოსთვის ზოგიერთ რადიკალურ ოპონენტს ჩვენი ქვეყნის შიგნით და მათთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოს გარეთ.

 

არადა, სად უკრაინის პოზიციები და სად ჩვენი - როცა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, სად მათი გეოგრაფია - სტრატეგიულად განლაგებული უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა და სად ჩვენი - თავს დაგვტრიალებს ეს უზარმაზარი ნეგატიურად განწყობილი ძალა.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული მოკავშირის სამწუხარო მაგალითია ის, რომ კომპრომისები რეფორმებთან დაკავშირებით და მთავარი საკითხების თაობაზე ეროვნული ერთიანობის დარღვევა მომაკვდინებელი აღმოჩნდება თუკი დროულად ვერ მოახერხებს ამ პრობლემების დაძლევას, კონსესუსის მიღწევასა და წინ წასვლას.

 

ეს ჩვენთვის არის „აცრა“, რათა არასოდეს არ დაგვემართოს მსგავსი რამ

 

 

აი ასე ვფიქრობ მეც და მომწონს რომ ასევე მოულოცს არჩენვები უკრაინას, ჩვენს სტრაეგიულ პარტნიორს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

უკრაინაში უკვე სამი პრეზიდენტი შეიცვალა არჩევნების გზით. ჩვენთან?

ჩვენთანაც პრინციპში, ყველას თავის დემოიკრატიული მეთოდი აქვს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ და ვლანძღოთ იუშენკო, ფაქტი ფაქტად რჩება, უკრაინული არჩევნები თვისობრივად უნიკალური

მოვლენაა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთი არ ითვლება), ეს არჩევნები ყველაზე მეტად გავს ევროპულ (თავისუფალ)

არჩევნებს, არავითარი ისტერია "აუ ესეი მოვლენ დაგვხვრიტავენ და ა.შ.", ბიუროკრატია ავად თუ კარგად ასრულებს თავის

ფუნქციას და არ "ჩამოშლილა".

როგორი პრეზიდენტი იქნება იანუკოვიჩი ,ამას მომავალი გვაჩვენებს (ჩემის აზრით მაგარი ტლუა) მაგრამ ერთი რამ ცხადია

ტიმოშენკო ოპოზიციაში, "სისხლს გაუშრობს" .

 

რაც შეეხება რუსეთს, მათთვისაც გაკვეთილია, თურმე რა ხდება, აქვე მოსკოვიდან 1200 კილომეტრში, ხალხი სერიოზულად ირჩევს!!!!

თავის ხელისუფლებას. გაყალბების გარეშე!!!, ერთ პრეზიდენტს მეორე ცვლის და ქვეყანა არ იქცევა.

რაც არ უნდა ტლუ და ერთუჯრედიანი იყო, დაფიქრდებაი: ეეეე, ეგ როგორ??? "ესლი ხახლი სმაგლი, მოჟეტ ი მიიი........"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკრაინა გააგრძელებს დაბალანსების პოლიტიკას

უახლოეს მომავალში ის არ გადაიხრება რუსეთისაკენ ან დასავლეთისაკენ მკვეთრად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკრაინამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა.

თუ დღის წესრიგში რომელიმე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, მაშინ დემოკრატია პირველ პლანზე ვერადავერ დადგება, ხელში იარაღი უნდა აიღო და შემოსეულ მტერს არადემოკრატიულად უნდა მოექცე.

 

 

პ.ს. ეს ისე, უბრალოდ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

4L2M

ხელში იარაღი უნდა აიღო და შემოსეულ მტერს არადემოკრატიულად უნდა მოექცე.

საქმეც მაგაშია, რომ ჩვენს ხელისუფლებას არც დემოკრატია უნდა და არც იარაღის ხელში აღება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ დღის წესრიგში რომელიმე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, მაშინ დემოკრატია პირველ პლანზე ვერადავერ დადგება, ხელში იარაღი უნდა აიღო და შემოსეულ მტერს არადემოკრატიულად უნდა მოექცე.

 

სწორედ ამიტომ,

 

საფრთხე რომ არ არსებობდეს, ის უნდა გამოიგონო.

 

ამას ეწოდება პოლიტიკური მითი.

 

პუტინის პოლიტიკა ამის სარკისებრი ანარეკლია (ალბათ, უფრო პირიქითა ქრონოლოგიურად):

 

იქ ხალხს ტვინში სტენიან, რომ ნატო და კატო რუსეთს ალყაში აქცევს, ხოლო ადგილობრივი დისიდენტები (ოპოზიცია იქ უკვე აღარ არსებობს) - მტრის მეხუთე კოლონაა.

 

სხვათაშორის, მადლობა ღმერთს, საქართველოში ამ პოლიტიკას ნაკლები წარმატება აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

4L2M

თუ დღის წესრიგში რომელიმე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, მაშინ დემოკრატია პირველ პლანზე ვერადავერ დადგება, ხელში იარაღი უნდა აიღო და შემოსეულ მტერს არადემოკრატიულად უნდა მოექცე.

 

მტერთან დემოკრატიულად მოქცევა რას ნიშნავს ?

 

ან მე არ მესმის სწორად, რა არის დემოკრატია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Янукович: Я не кремлевская марионетка

Побеждающий на выборах Виктор Янукович обещает на посту президента принимать решения исключительно в интересах Украины, а не России. По словам Януковича, он не "кремлевская марионетка" и не будет делать то, что требует Москва. Как передает Инфокс.Ру, об этом он заявил в интервью CNN. В основе его деятельности, сказал он, "будет политика, основанная на взаимных интересах и хороших отношениях как с Россией, так и Евросоюзом".

 

Янукович также пообещал объединить Украину, расколотую итогами голосования на две части. "Эта страна является демократической на протяжении пяти лет, и это вновь подтвердили эти выборы, — сказал Янукович. – Не желая признавать поражение, Юлия Тимошенко изменяет своим принципам оранжевой революции".

 

Что касается отношений с Москвой, то здесь Янукович собирается сосредоточиться на стабильных поставках энергетических ресурсов. В отношениях с ЕС он хочет предпринять шаги к достижению соглашения о свободной торговли и внедрить европейские стандарты жизни на Украине.

http://www.grani.ru/Politics/World/Europe/...e/m.174576.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...