lasha_alo Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 (edited) დადასტურდა ის რაც ადრე ვიცოდით-უკრაინა ორფეროვანია. პრორუსული ბაწკა რამდენი ხანი იქნება რუსის მსახური? ის ძალიან მალე იგრძნობს რომ დიდი სახელმწიფოს მეუფეა და დამოუკიდებელი სვლების გაკეთებას დაიწყებს. დასავლეთ უკრაინა როგორც ფაქტორი რჩება , აგრეთვე ტიმოშენკოს 40+ პროცენტი. ასე რომ მოხდება ხელისუფლების დაბალანსება ა.გ კი ცალსახა პოლიტიკურ კურსზე საუბარი ზედმეტია. რუსეთი დოტაციურ რეჟიმში არ ჩააყენებს ფაქტიურად პოლიტიკურ კონკურენტს,რაც ამ ქვეყნის ავტორიტეტს მიწამდე დასწევს მოძმე სლავების თვალში და ჩემი ვარაუდით ძალიან მალე დაიწყება ანტირუსული განწყობების გაზრდა. იანუკოვიჩი პირველ ეტაპზე ჩვენს მიმართ აგრესიული იქნება. მალე გაუვლის, თუმცა ნატოში შესვლაზე უარს იტყვის. არ დაგვავიწყდეს მის გვერდით არიან ყოფილ რუხთან დაახლოებული პირებიც.ასე რომ პროუკრაინული პოლიტიკა საბოლოოდ ძლევს ვიღაცის სატელიტად ყოფნას.შეიძლება არა ისე აგრესიულად როგორც სხვა შემთხვევაში,მაგრამ მაინც. უკრაინამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა. ვერავინ ვერ შეძლებს შეცვალოს ეს ბალანსი. ასე რომ ნამეტანიც ნუ დავიძაბებით. შეიძლება პრორუსული ბაცილის მოცილებისათვის ეს არჩევანი უკეთესიც კი იყოს განგრძობად დროში, თუმცა საქართველო სერიოზულ დარტყმებს მიიღებს ყბებში .სამწუხაროდ ამასაც ვერ ავცდებით,მაგრამ დრო მკურნალია. ჩვენ ჩვენ სარაიზე უნდა ვიფიქროთ. :hello: Edited February 9, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 თუმცა საქართველო სერიოზულ დარტყმებს მიიღებს ყბებშირატომ?> Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 (edited) lasha_alo უკრაინამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა ეს არის მთავარი და ერთმა უკრაინელმა აქ ეგეთი რამ სთქვა.იანუკოვიჩსაც გადავიტანთ და იულიასც,მაგრამ უკრაინა სწორ გზაზე დგას და საპრეზიდენტო ვადა არაფერი არ არის ქვეყნის ისტორიაშიო. Edited February 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 უკრაინა სწორ გზაზე დგას და საპრეზიდენტო ვადა არაფერი არ არის ქვეყნის ისტორიაშიო.ოქროს სიტყვებია. ამაშია საქმე. გაივლის 5 თუ 10 წელი .უკრაინამ კი მთავარი არჩევანიო გააკეთა. არ ჩამოიშალა და დემოკრატიული გზა აირჩია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 რამდენიმე დღის წინათ ერთერთმა სოციოლოგმა ძალიან ზუსტად აღნიშნა. დამოუკიდებლობის შემდეგ უკრაინაში უკვე სამი პრეზიდენტი შეიცვალა არჩევნების გზით. ჩვენთან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 (edited) lasha_alo გაივლის 5 თუ 10 წელი .უკრაინამ კი მთავარი არჩევანიო გააკეთა. არ ჩამოიშალა და დემოკრატიული გზა აირჩია შეიძლება ხუთი და შეიძლება ათიც,მაგრამ იუჩენკომ მაგარი საქმე გააკეთა სკამს რომ არ ჩამოეკიდა.აი ნახავ რადას არჩევნებში თუ მიიღო მონაწილეობა,გაიმარჯვებს. Edited February 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 მე კი უფრო ამ აზრს ვიზიარებ!! ყოველივე მოხდა იმის გამო, რომ უკრაინის სამთავრობო გუნდში ვერ მოხერხდა ერთობის შენარჩუნება, ეს ძალზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. მთელი ეს წლები, პრაქტიკულად, გავიდა არა მხოლოდ მუდმივ ქიშპობასა და დაპირპირებაში სამთავრობო გუნდს შორის, არამედ, მუდმივ რიგგარეშე არჩევნებში, კრიზისებში, ქუჩის აქციებსა და არეულობებში ის, რომ ორი სხვადასხვა ქვეყანა - ძალიან ახლობელი და მეგობრული - სხვადასხვა გზით წავიდა (არ მინდა დავაბრალო ცალკე აღებულ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას, რადგან მართლაც არავის ბრალი არ არის) ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში პოლიტიკურმა ძალებმა ვერ მოახერხეს კონსესუსის მიღწევა მთავარ საკითხებში და მთელი პოლიტიკური კაპიტალი ურთიერთდაპირისპირებაზე, ქიშპობასა და ერთმანეთის ჩაძირვაზე დაიხარჯა. სწორედ ამის ”გამოწერა” უნდა საქართველოსთვის ზოგიერთ რადიკალურ ოპონენტს ჩვენი ქვეყნის შიგნით და მათთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოს გარეთ. არადა, სად უკრაინის პოზიციები და სად ჩვენი - როცა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, სად მათი გეოგრაფია - სტრატეგიულად განლაგებული უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა და სად ჩვენი - თავს დაგვტრიალებს ეს უზარმაზარი ნეგატიურად განწყობილი ძალა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული მოკავშირის სამწუხარო მაგალითია ის, რომ კომპრომისები რეფორმებთან დაკავშირებით და მთავარი საკითხების თაობაზე ეროვნული ერთიანობის დარღვევა მომაკვდინებელი აღმოჩნდება თუკი დროულად ვერ მოახერხებს ამ პრობლემების დაძლევას, კონსესუსის მიღწევასა და წინ წასვლას. ეს ჩვენთვის არის „აცრა“, რათა არასოდეს არ დაგვემართოს მსგავსი რამ აი ასე ვფიქრობ მეც და მომწონს რომ ასევე მოულოცს არჩენვები უკრაინას, ჩვენს სტრაეგიულ პარტნიორს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ძუკუ უკრაინაში უკვე სამი პრეზიდენტი შეიცვალა არჩევნების გზით. ჩვენთან?ჩვენთანაც პრინციპში, ყველას თავის დემოიკრატიული მეთოდი აქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ და ვლანძღოთ იუშენკო, ფაქტი ფაქტად რჩება, უკრაინული არჩევნები თვისობრივად უნიკალურიმოვლენაა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთი არ ითვლება), ეს არჩევნები ყველაზე მეტად გავს ევროპულ (თავისუფალ) არჩევნებს, არავითარი ისტერია "აუ ესეი მოვლენ დაგვხვრიტავენ და ა.შ.", ბიუროკრატია ავად თუ კარგად ასრულებს თავისფუნქციას და არ "ჩამოშლილა". როგორი პრეზიდენტი იქნება იანუკოვიჩი ,ამას მომავალი გვაჩვენებს (ჩემის აზრით მაგარი ტლუა) მაგრამ ერთი რამ ცხადიატიმოშენკო ოპოზიციაში, "სისხლს გაუშრობს" . რაც შეეხება რუსეთს, მათთვისაც გაკვეთილია, თურმე რა ხდება, აქვე მოსკოვიდან 1200 კილომეტრში, ხალხი სერიოზულად ირჩევს!!!!თავის ხელისუფლებას. გაყალბების გარეშე!!!, ერთ პრეზიდენტს მეორე ცვლის და ქვეყანა არ იქცევა. რაც არ უნდა ტლუ და ერთუჯრედიანი იყო, დაფიქრდებაი: ეეეე, ეგ როგორ??? "ესლი ხახლი სმაგლი, მოჟეტ ი მიიი........" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted February 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2010 უკრაინა გააგრძელებს დაბალანსების პოლიტიკასუახლოეს მომავალში ის არ გადაიხრება რუსეთისაკენ ან დასავლეთისაკენ მკვეთრად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
4L2M Posted February 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2010 უკრაინამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა.თუ დღის წესრიგში რომელიმე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, მაშინ დემოკრატია პირველ პლანზე ვერადავერ დადგება, ხელში იარაღი უნდა აიღო და შემოსეულ მტერს არადემოკრატიულად უნდა მოექცე. პ.ს. ეს ისე, უბრალოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted February 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2010 4L2M ხელში იარაღი უნდა აიღო და შემოსეულ მტერს არადემოკრატიულად უნდა მოექცე.საქმეც მაგაშია, რომ ჩვენს ხელისუფლებას არც დემოკრატია უნდა და არც იარაღის ხელში აღება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2010 თუ დღის წესრიგში რომელიმე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, მაშინ დემოკრატია პირველ პლანზე ვერადავერ დადგება, ხელში იარაღი უნდა აიღო და შემოსეულ მტერს არადემოკრატიულად უნდა მოექცე. სწორედ ამიტომ, საფრთხე რომ არ არსებობდეს, ის უნდა გამოიგონო. ამას ეწოდება პოლიტიკური მითი. პუტინის პოლიტიკა ამის სარკისებრი ანარეკლია (ალბათ, უფრო პირიქითა ქრონოლოგიურად): იქ ხალხს ტვინში სტენიან, რომ ნატო და კატო რუსეთს ალყაში აქცევს, ხოლო ადგილობრივი დისიდენტები (ოპოზიცია იქ უკვე აღარ არსებობს) - მტრის მეხუთე კოლონაა. სხვათაშორის, მადლობა ღმერთს, საქართველოში ამ პოლიტიკას ნაკლები წარმატება აქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნიფო Posted February 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2010 4L2M თუ დღის წესრიგში რომელიმე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, მაშინ დემოკრატია პირველ პლანზე ვერადავერ დადგება, ხელში იარაღი უნდა აიღო და შემოსეულ მტერს არადემოკრატიულად უნდა მოექცე. მტერთან დემოკრატიულად მოქცევა რას ნიშნავს ? ან მე არ მესმის სწორად, რა არის დემოკრატია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2010 Янукович: Я не кремлевская марионетка Побеждающий на выборах Виктор Янукович обещает на посту президента принимать решения исключительно в интересах Украины, а не России. По словам Януковича, он не "кремлевская марионетка" и не будет делать то, что требует Москва. Как передает Инфокс.Ру, об этом он заявил в интервью CNN. В основе его деятельности, сказал он, "будет политика, основанная на взаимных интересах и хороших отношениях как с Россией, так и Евросоюзом". Янукович также пообещал объединить Украину, расколотую итогами голосования на две части. "Эта страна является демократической на протяжении пяти лет, и это вновь подтвердили эти выборы, — сказал Янукович. – Не желая признавать поражение, Юлия Тимошенко изменяет своим принципам оранжевой революции". Что касается отношений с Москвой, то здесь Янукович собирается сосредоточиться на стабильных поставках энергетических ресурсов. В отношениях с ЕС он хочет предпринять шаги к достижению соглашения о свободной торговли и внедрить европейские стандарты жизни на Украине.http://www.grani.ru/Politics/World/Europe/...e/m.174576.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.