Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არსებული ფაქტებიდან დასკვნის გამოტანა არაა შენი ძლიერი მხარე.

მე ჩემი შეფასება თქვენთვის არ მითხოვია.

 

მეორეც მე ვთვლი შეურაცმყოფელად თქვენს პოსტს

 

მესამეც, თქვენს მიერ პასუხზე თავსი არიდება და პირად შეურაცყოფაზე გადმოსვლა არ არის გასაკვირი, ეს ტქვენთვის დამახასიათებელი სტილია.

 

მეოთხე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ თქვენთვის მტავარია ის რაც გებელსმა სთქვა

 

და ბოლოს შენობით ნუ მელაპარაკებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

მე ჩემი შეფასება თქვენთვის არ მითხოვია

და მე გთხოვე დასკვნის გაკეთება იმის შესახებ თუ რა მჯერა და რა არა?

 

მე ვთვლი შეურაცმყოფელად თქვენს პოსტს

არსებობს განყოფილება სადაც შეგიძლია დააფიქსირო შენი პრეტენზია: პრეტენზიების ოთახი

 

შენობით ნუ მელაპარაკებით

ფორუმის არცერთი წესი არ მავალდებულებს თქვენობით გელაპარაკო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s002.radikal.ru/i198/1002/56/8d9de32a3eca.jpg

 

მეც ესე განვიხილავ ალასანიას..

 

მარა მიშა უფრო ნიჭიერია ვიდრე ალასანია, ალასანია მაინც ვერ შეძლებს ხალხის მოტყუებას ისე როგორც ეს მიშამ შეძლო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

 

და მე გთხოვე დასკვნის გაკეთება იმის შესახებ თუ რა მჯერა და რა არა?

არსებობს განყოფილება სადაც შეგიძლია დააფიქსირო შენი პრეტენზია: პრეტენზიების ოთახი

ფორუმის არცერთი წესი არ მავალდებულებს თქვენობით გელაპარაკო.

და მე გთხოვე დასკვნის გაკეთება იმის შესახებ თუ რა მჯერა და რა არა?ხომ გაგიგიათ სად ერეკლე და სად მისი ქალიშვილი თეკლეო.

 

არც ის წერია ფორუმის წესებში რომ ნაც-ბოლშევიკი შეურაცმყოფელი სიტყვაა. ასე რომ არ გინდათ ეს დემაგოგია, პარტიულ კრებაზე არ ვართ ( ბანი, დემაგოგია შეურაცმყოფელი სიტყვაა ).

 

მე კი ვწყვეტ თქვენთან კამათს რამეთუ დონაძის დადებიტ პიროვნებად გამომყვანთან საუბარი, საკუთარი თავის შეურაცყოფად მიმაჩნია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს სიუჟეტი იყო ტიპიური "შავი პიარი" .

 

მთავარ ნიუსად გამოტანილი იყო,არა კრიმინალი, არამედ ბრალდებულის და ალასანიას ნათელმირონობა., რომელიც როგორც დღეს ალასანიამ დაადასტურა, სიცრუე აღმოჩნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე ცალკე თემის გახსნა არ მინდა, ამიტომ აქ განვიხილოთ

 

 

ირაკლი ალასანია - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა სახელმწიფოთა მეთაურების პრეროგატივაა

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

10 / 02, 2010 16:40

Print

Font size:

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკების შედეგად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ალიანსის” მიუნჰენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენცია და კონფერენციის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა შეაფასა.

“სერგეი ლავროვთან შეხვედრა დაიგეგმა ადგილზე, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი და პრინციპული იყო. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, მას ქართული მხარის პრინციპული პოზიცია გავაცანი, თუ რა არის აუცილებელი ჩიხში შესული ურთიერთობების დასარეგულირებლად. ჩემი მხრიდან ნათლად ითქვა, რომ აუცილებელია 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაცია. ამან, ბუნებრივია, ჩვენს შორის აზრთა სხავადასხვაობა გამოიწვია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობა დაფიქსირდა”, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთოებები, პირველ რიგში, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში უნდა აღდგეს, რათა მხარეებს შორის ნდობა გაჩნდეს. ევროპული უსაფრთხოების სტურუქტურების მონაწილეობით კი, უნდა დავიწყოთ საუბარი რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

“ორმხრივ ურთიერთობებში რომ ხელშესახები ცვლილებები მოხდეს, ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს. ბატონ ლავროვს ვუთხარი, რომ არ შეიძლება, პოზიცია იყოს ასეთი - არ დაველაპარაკები საქართველოს ხელისუფალს. ეს არასწორია”, - განაცხადა ალასანიამ.

“ალიანსის” ლიდერის თქმით, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ, “ფრთხილი ოპტიმიზმის საბაბი გაუჩნდა”, რადგან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებების დარეგულირების სურვილი იგრძნობოდა.

“შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ჩვენ არ გვისაუბრია. მივიჩნევ, რომ საქართველოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მხოლოდ საქართველოს საქმეა. ჩემს რუსეთში მიწვევაზე საუბარი არ ყოფილა. ლავროვთან შეხვედრაზეც ვთქვი, რომ ოპოზიციას შეუძლია, საზოგადოებრივი აზრი შექმნას, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკების პრეროგატივაა. რუსეთთან ამ სიტუაციაში არანიარი პარტნიორული ურთიერთობები არ შეიძლება გვქონდეს. საუბარია მხოლოდ დიალოგის დაწყებაზე”, - განაცხადა ალასანიამ.

 

მე მგონი ძალიან ზუსტი და სწორი პოზიციაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s002.radikal.ru/i198/1002/56/8d9de32a3eca.jpg

 

მეც ესე განვიხილავ ალასანიას..

 

მარა მიშა უფრო ნიჭიერია ვიდრე ალასანია, ალასანია მაინც ვერ შეძლებს ხალხის მოტყუებას ისე როგორც ეს მიშამ შეძლო.

ვოვ, მაგარი პლაკატია))) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა ძლიერი მსროლელი ყოფილა, 7 ტყვია უსროლია, ისიც ოთახში და ყველა გაუმაზია, როგორ მოახერხა!!! :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...