oddo Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 (edited) სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. სპეციალურად პრესა.გე-ს მან ინტერნეტის საშუალებით წერილი გამოუგზავნა, რომელშიც თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რის გამოც იგი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს: „მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრა¬ტიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ. მუქარა მოჰყვა ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან და ქალბატონ მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში ვიზიტს, სადაც მივიღე მნიშვნელოვანი მასალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ზეწოლა დაიწყო სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ წარმოებული ღია კამპანიით, რასაც მოჰყვა ქუჩაში დახვედრა და ხელისუფლების სახელით მკაცრი მუქარა. დევნა და თვალთვალი იქამდე მივიდა, რომ თბილისიდან ჟენევაში გამომგზავრებისას, თბილისის აეროპორტში გამთენიის 4 საათზე „გაცილება“ მომიწყო კუდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ, მისი ყველაზე ცნობილი სახეების მონაწილეობით. იმის გამო, რომ დევნის საქმე დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული, უფრო დეტალური ინფორმაციის და მტკიცებულებების საჯარო გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ. დოკუმენტური ფილმი, რომლის გამოც განხორციელდა მუქარა, ასახავს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს და ვფიქრობ, ეს ინფორმაცია უაღრესად საინტერესოა საქართველოს საზოგადოებისთვის. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მტკივნეული საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე 6 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი ცხივნალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობა ხელში შეატოვა რუსეთის არმიას, თუ ჩემს ხელთ არსებულმა რაიმე სხვა ინფორმაციამ აღძრა ხელისუფლების აგრესია ჩემი მისამართით. თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გარანტირებული გზა იყო, რომ ფილმი დასრულებულიყო იმ სახით, რა სახითაც მას საზოგადოება აუცილებლად ნახავს. და ბოლოს, ამ ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლებლობებზე ჩემი ცოდნა და წარმოდგენა მაიძულებდა თავშესაფრის მოთხოვნით და ამ განცხადებით შემექმნა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. ამასთან ერთად, დღევანდელი საკომუნიკაციო შესაძლებლობების გამოყენებით, ყველაფერს გავაკეთებ, იმისათვის, რომ ბოლოსდაბოლოს დადგეს ის დრო, როცა საქართველო აღარ იქნება განდევნილი ადამიანების სამშობლო“. http://internet.ge/v3/index.php?action=new...&news=66839 ალბათ სერიოზულად ემუქრებიან ესეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო.. როდემდე უნდა უნდა გაგრძელდეს ესე?... მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე 6 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი ცხივნალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს : Edited February 9, 2010 by oddo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 oddo „მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრა¬ტიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ. ესეც უნდა ჩავყლაპოთ საზოგადოებამ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 newstudio ესეც უნდა ჩავყლაპოთ საზოგადოებამ?!რა? კომახიძეს რომ აშშ-ს ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა მოუნდა? კი არ უნდა ჩაყლაპოთ უნდა დაიკიდოთ. "მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრა¬ტიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ.asds -ს დაწერილს გავს ისე მაგრად : მასეთი პათოსით წერდა ხოლმე ისიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 კომახიძე არასერიოზული კაცი არაა ზოგი ოპოსგან განსხვავებით.ეტყობა მუქარები რეალურია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს ეეეჰჰ, მე ეს წინა კვირას ვიცოდი, მაგრამ თავი გაიგიჟა - არ გააბაზროთო. რაღაცაშია აქ საქმე. იმხო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ესეც უნდა ჩავყლაპოთ საზოგადოებამ?! მაგისთანები გვიყლაპია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 „მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრა¬ტიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.რა? კომახიძეს რომ აშშ-ს ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა მოუნდა? კი არ უნდა ჩაყლაპოთ უნდა დაიკიდოთ. არა ხარ სატურნ მართალი ეგეთ შეფასებაში.ჯერ არ იცი მართლა რა ხდება და ეგეთი ცინიზმი სხვის მიმართ არ არის მართალი საქციელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ძალიან სამწუხარო ფაქტია ეს.Saturn asds -ს დაწერილს გავს ისე მაგრად 056.gif მასეთი პათოსით წერდა ხოლმე ისიც.შენგან სხვა კომენტარი გამიკვირდებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 მოკლედ უნდა შევქმნა თავსესაფარის მიღების მეგზური რა. რა ვერ ისწავლა ამ ხალხმა, რომ თუ გინდ 9 ნაკუწად გჭრიდნენ, შორიდან თავსესაფარს არავინ მოგცემს.უბრალოდ არ დაუშვებენ პრეცედენტს. თან შვეიცარია კაცო.გაქცევა თუ გინდა რომელიმე ახალ ევროპულში. გადათით ბატონო ჟურნალისტო საღვარს, მიბრძანდით იმ ქვეყანაში სადაც თავსეაფარი გნებავთ და იქ მოითხოვეთ. თავშესაფარი შეგიძლიათ მოითხოვოთ ევროპის პირველ სახელმწიფოში. ასე რომ თუ სადმე შუაგულში გნებავთ, საზღვარი არ უნდა გადაკვეთოდ. ან გემი ან ჰაერით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობაამ ქალის ბებია ბებიაა და სხვისი შვილები ბებიები, ბაბუები და დედ-მამა ადამიანები არ არინ? Saturn შენ გეკითხები! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 კომAXიძის პრობლემამდე იცით რამდენი პრობლემაა...ისე აჭარაში დაკვეთით რო ალახვინებდა თავს მაშინ კარგად იყო ჩახუტებული?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 babuagiorgi დევნა და თვალთვალი იქამდე მივიდა, რომ თბილისიდან ჟენევაში გამომგზავრებისას, თბილისის აეროპორტში გამთენიის 4 საათზე „გაცილება“ მომიწყო კუდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ, მისი ყველაზე ცნობილი სახეების მონაწილეობით. შენ პოსტებს არ კითხულობ ბოლომდე? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 babuagiorgi შენ პოსტებს არ კითხულობ ბოლომდე? : აააააა, გადაფრინდა?ხო აბა მაშინ მეორე შეცდომა დაუშვია. შვეიცარია ნაღდათ არ უნდა ამოერჩია. :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ნოღაიდელს უნდა გაყოლოდა რუსეთში...ერთად მუშაობდნენ ვარდების რევოლუციის დროს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 kisa შენგან სხვა კომენტარი გამიკვირდებოდამოიცა, გაფიცებ ყველაფერს არ გავს asds-ს პოსტს? ახლა იმის პოსტების ამოქექვა მეზარება თორე დაგიდებდი და ნახავ რომ ერთი ერთზეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.