Jump to content
Planeta.Ge

ალიანსი რომელიც ნაციონალების ალტერნატივა გახდება


Recommended Posts

გიორგი თორთლაძეს პატივს ვცემ განსაკითრებით მას მერე როცა პარლამენტის წინ დახვდნენ ახალგაზდრა ოპოები

 

და უკან არ დაიხია შეშინებულმა

და მერე

 

საგანალიძე

"ბავშვებს" იცავდა რადიოში

 

თუ ვინმე თავს დამესხმებაო იარაღსაც გამოვიყენებო

 

კარგია როცა ადამიანი თავის პოზიციას ინარჩუნებს

 

და რუსებზე არ იყიდება

ფრიდრიხ თან გაითვალისწინე ის კურდღლები სათითაოდ რომ შეხვდნენ სადმე კუდამოძუებულები გადავლენ გზის მეორე მხარეს . ეგ არის ტურების პრინციპი . სოსო ვარ ასიტაშვილი და მე ვეძახი იმათ კურდღლებს აბა ერთი ვის რა პრეტენზია აქვს პირადში მომწეროს .

ყველაზე მეტად ის ტეხავს რომ არ უნდათ იმის არიარებაც კი რომ ეს ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი იყო მაგის მხრიდან :

 

გია თორთლაძემ სეპარატისტებს მიმართა

11.11.09 16:40

 

გია თორთლაძე რუსული საოკუპაციო ჯარების სარდლობისგან პასუხს ელოდება. დეპუტატი უკვე შეხვდა ოკუპანტების სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილეს, უშიშროების თანამშრომელს და საკუთარი მოთხოვნები წერილობით გადასცა.

 

გია თორთლაძე მზად არის, გატაცებულ მოზარდებს ცხინვალის ციხეში თავად ჩაენაცვლოს. ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ ამ წინადადებით მარიონეტულ რეჟიმს ერგნეთის საგუშაგოდან მიმართა. იმ შემთხვევაში, თუ სეპარატისტები თორთლაძის ინიციატივას არ მიიღებენ, ოპოზიციონერი ითხოვს, მისცენ უფლება, მოინახულოს მოზარდები და ბავშვების გათავისუფლებამდე ციხეში მათთან ერთად დარჩეს.

 

პასუხის მიღებამდე თორთლაძე ამჟამადაც ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში რჩება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 79
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ქრისტიანულ დემოკრატიული პარტიის ( იასონ ფავლენიშვილი , ლევან ჩოლოყაშვილი )

რაღა ალტერნატივა, ნაცებას დამატებაა ეს პარტია ისედაც. ფეისბიკზე ჩოლოყაშვილის კომენტარებს რომ ვკითხობ პალიკო კუბლაშვილის ნააზრევი მგონია :eeh:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფრიდრიხ თან გაითვალისწინე ის კურდღლები სათითაოდ რომ შეხვდნენ სადმე კუდამოძუებულები გადავლენ გზის მეორე მხარეს . ეგ არის ტურების პრინციპი . სოსო ვარ ასიტაშვილი და მე ვეძახი იმათ კურდღლებს აბა ერთი ვის რა პრეტენზია აქვს პირადში მომწეროს .

ყველაზე მეტად ის ტეხავს რომ არ უნდათ იმის არიარებაც კი რომ ეს ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი იყო მაგის მხრიდან :

 

გია თორთლაძემ სეპარატისტებს მიმართა

11.11.09 16:40

 

გია თორთლაძე რუსული საოკუპაციო ჯარების სარდლობისგან პასუხს ელოდება. დეპუტატი უკვე შეხვდა ოკუპანტების სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილეს, უშიშროების თანამშრომელს და საკუთარი მოთხოვნები წერილობით გადასცა.

 

გია თორთლაძე მზად არის, გატაცებულ მოზარდებს ცხინვალის ციხეში თავად ჩაენაცვლოს. ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ ამ წინადადებით მარიონეტულ რეჟიმს ერგნეთის საგუშაგოდან მიმართა. იმ შემთხვევაში, თუ სეპარატისტები თორთლაძის ინიციატივას არ მიიღებენ, ოპოზიციონერი ითხოვს, მისცენ უფლება, მოინახულოს მოზარდები და ბავშვების გათავისუფლებამდე ციხეში მათთან ერთად დარჩეს.

 

პასუხის მიღებამდე თორთლაძე ამჟამადაც ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში რჩება.

 

 

მართალი ხარ კურდღლები და ტურები არიან

 

რუსების ფულით გულგამაგრებული ტურები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თორთლაძის ხსენებაზე ლუსტრაციის კანონი და მოღალატის იარლიყის არტყმა უდგებათ თვალწინ ''საშას'' , ''მაესტროს'', ''მალიშას'' და მთელ ამ ვითომრადიკალურ ოპოზიციას ვისი კაგებეშნიკური ფსევდონიმებიც პრესაში ჯერ არ გამოქვეყნებულა და გასაკვირია რომ ვერ იტანდნენ ეგენი და მაგათი მომხრეები ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ამ დროს სად იყო ეს ოპოზიცია ? ვაჟკაცობა მტრისაც უნდა დაინახოს ადამიანმა არათუ პოლიტიკურად მოწინააღმდეგე ქართველის

ძალიან კარგად იცოდა პადოშამ რომ არც არავინ არ ჩასვამდა ცხინვალის ციხეში იმ ბავშვების ნაცვლად. რაც შეეხება იმ ბავშვებს ვინც მართლა იმათ გასათავისუფლებლად ჩავიდა და იმ ოს დედებს შეხვდა რომლებიც ამათი გამოშვების წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან თავისი შვილების ბედი დღემდე არ იციან. ძალიან მძიმე შეხვედრა იყო, რადგან ძალიან ძნელია ასეთ ადამიანებთან საუბარი. ჰოდა ეს კაცი იმწუთში მოღალატეთ შერაცხეს. კი კოკოთსაც შეხვდა ამ ბავშვების გულისთვის. პაატა ზაქარეიშვილზე მაქვს საუბარი.

ესაა ნაცების სიმართლე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თორთლაძის ხსენებაზე ლუსტრაციის კანონი და მოღალატის იარლიყის არტყმა უდგებათ თვალწინ

ლუსტრაციის კანონის მიღების საკითხს რესპები(და არა მარტო რესპები) წინა პარლამენტში სულ აყენებდნენ, მაგრამ ნაცები კი სულ უარს ამბობდნენ.

ეხლა პადოშამ კუკავას მიერ დაწერილი კანონპროექტი გადაწერა და იმას აფრიალებს, მიუხედავად იმისა რომ კარგად იცის რომ ნაცები არ იღებენ. თანაც ძალიან დაგვიანებულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით პირდაპირ ვთქვათ . ამ რუსეთუმე ვითომრადიკალურ ოპოზიციას თორთლაძე აღიზიანებს არა იმით რომ პარლამენტში შევიდა ( აზრზე არ ვარ რატომ არ უნდა შესულიყო ) , არამედ იმით რომ ანტირუსული პოზიცია უჭირავს და ამ რუსეთუმეებს სამართლიანად ეძახის მოღალატეებს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

‘’საქართველოს დემოკრატიული პარტია’’ და ‘’ქრისტიან-დემოკრატიული პარტია’’ ალიანსს ქმნიან

2009-10-13

 

‘’საქართველოს დემოკრატიული პარტია’’ და ‘’ქრისტიან-დემოკრატიული პარტია’’ ალიანსს ქმნიან. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა გია თორთლაძემ და ლევან ჩოლოყაშვილმა დღეს პარლა მენტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

 

როგორც გია თორთლაძემ აღნიშნა, ‘’საქართველოს დემოკრატიულ პარტიასა’’ და ‘’ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას’’ შორის მიღწეულია შეთანხმება ერთიანი სამოქმედო გეგმის შესახებ. მისივე თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ტაქტიკურ და სტრატეგიულ საკითხებს დაგეგმავენ და განახორციელებენ, ასევე იმოქმედებენ საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, გია თორთლაძემ გაერთიანების მიზნებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ახალი ალიანსი მიზნად დეოკუპაციის მოთხოვნის საფუძველზე ქართველი ერის კონსოლიდაციას ისახავს, ასევე, ლუსტრაციის კანონის მიღებას აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების გათვალისწინებით. გარდა ამისა, “პატრიოტის აქტის კანონის” მიღებას როგორც კოლაბორაციონიზმისა და უცხო ქვეყნის ჯაშუშობის მამხილებელ და აღმკვეთ რეალურ საშუალებას; 1991-92 წლების მოვლენების შესახებ დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა; ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მაქსიმალურ მხარდაჭერას და განსაკუთრებულ პრიორიტეტად გამოცხადებას და რუსეთის გვერდის ავლითა და დემოკრატიულ ფასეულობებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ალიანსი საქართველოს დემოკრატიული პარტია" მოუწოდებს ევროპას, საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდების მცდელობა გააპროტესტოს ბეჭდვა ელფოსტა

13:49 - 22.12.2009

"ალიანსი საქართველოს დემოკრატიული პარტია" ევროპის ქვეყნებს და საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მოუწოდებს, საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდების მცდელობა გააპროტესტონ. როგორც დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ალიანსის თანათავმჯდორემ ლევან ჩოლოყაშვილმა უცხოურ ინტერნეტ-საშუალებებზე დაყრდნობით განაცხადა, საფრანგეთსა და რუსეთს შორის "მისტრალთან" დაკავშირებით შეთანხმების გაფორმება მიმდინარე კვირას იგეგმება. "გარიგება უკვე შედის დასკვნის ფაზაში. მოვუწოდებთ ყველას, საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრებ თანამემემულეებს, ევროპის ქვეყნებს, გააპროტესტონ საქართველოს ოკუპანტისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდების მცდელობა, მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავაც არ ასრულებს საქართველოს დეოკუპაციის 6 პუნქტიან შეთანხმებას. ამასთან, მივმართავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, უფრო მეტად გაააქტიურონ მუშაობა, გაავრცელონ მოწოდება ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ, რათა არც ამჯერად და არც მომავალში მათი მოკავშირის - საქართველოს ოკუპანტისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება არ შედგეს", - განაცხადა ჩოლოყაშვილმა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა იმ ამერიკელ კონგრესმენებს, რომლებმაც სპეციალური რეზოლუცია მიიღეს მოთხოვნით, საფრანგეთმა და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა მსგავსი გარიგებებისგან და ქმებებებისგან თავი შეიკავონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით პირდაპირ ვთქვათ . ამ რუსეთუმე ვითომრადიკალურ ოპოზიციას თორთლაძე აღიზიანებს არა იმით რომ პარლამენტში შევიდა ( აზრზე არ ვარ რატომ არ უნდა შესულიყო ) , არამედ იმით რომ ანტირუსული პოზიცია უჭირავს და ამ რუსეთუმეებს სამართლიანად ეძახის მოღალატეებს

 

 

რა თქმა უნდა

 

სწორი შეფასებაა

 

 

ლუსტრაციის კანონი ოპოებს არ აწყობთ

 

იმიტომ რომ მოქმედი აგენტები არიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

24 პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსული საფრთხის წინააღმდეგ

 

24.04.2009

ავტორი ნონა მჭედლიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებულ მიმართვაზე ხელმოწერა. მიმართვის ადრესატი საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობები იყვნენ, ხოლო საგანი - საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო შენაერთების ინტენსიური კონცენტრაცია. მიმართვაზე ხელმოწერა დასრულდა. ხელმომწერთა საერთო რაოდენობამ 24 პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შეადგინა. მათ რიცხვში არ აღმოჩნდა 9 აპრილის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი.

 

საქართველოს დემოკრატიული პარტია პრაქტიკულად უკვე შეუდგა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი მიმართვის გავრცელებას საელჩოებისა და ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მეშვეობით.

 

„ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, - წაიკითხავთ მიმართვაში, - გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო შენაერთების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსეთის მხრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე დიდძალი რაოდენობის ჯავშან-ტექნიკის, ცოცხალი ძალის, სარაკეტო-საზენიტო დანადგარებისა და სამხედრო კორესპონდენტების შემოდინების, აგრეთვე საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის აკვატორიაში დამატებითი რუსული სამხედრო გემების თავმოყრის გამო. ყოველივე ამის ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის მოხელეებისა და ხელისუფლების უმაღლეს პირთა აგრესიული განცხადებები და პირდაპირი მუქარები შემდგომი სამხედრო ინტერვენციის შესახებ. პოლიტიკური გაერთიანებები მოგმართავთ თხოვნით, აქტიურად ჩაერთოთ და გამოიყენოთ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი შემუშავებულ მიმართვაში, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელი პირველმა საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ მოაწერა.

 

პარტიის ლიდერი გია თორთლაძე გაოცებულია იმ ფაქტით, რომ მიმართვის 24 ხელმომწერს შორის 9 აპრილის აქციის ერთი ორგანიზატორიც კი არ აღმოჩნდა. „როგორც ჩანს, მათთვის არ არის პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლა“, - ამბობს გია თორთლაძე და დასძენს, რომ შეტყობინება მიმართვის არსისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინდივიდუალურად დაეგზავნა ყველა პარტიასა და ორგანიზაციას.

 

შეტყობინება მიიღო „საქართველოს გზამაც“, რომლის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტის იგნორირება შემდეგნაირად ახსნა: „მე არ ვიცი რომელია ეს პარტია და რას წარმოადგენს გია თორთლაძე. ასე რომ, თვითონ დაწეროს და თვითონ მოაწეროს ხელი.“

 

პრაქტიკულად იმასვე იმეორებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი:“მე გია თორთლაძის აზრი არ მაინტერესებს ალპინიზმზეც კი, არათუ პოლიტიკაზე.“

 

ასე რომ, არათუ ხელისუფლებასა და 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებს შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორისაც კი ჭირს კომუნიკაცია თუნდაც სრულიად ნეიტრალურ და არასადავო თემებზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი გაგზავნილი მიმართვის ხელისმომწერთა შორის არ არის არც მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“.

 

როგორც საქართველოს დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი ფანჩულიძემ განგვიმარტა, პარტიამ ”ნაციონალური მოძრაობის” საქმის კურსში ჩაყენება თავად არ მიიჩნია საჭიროდ, რადგან ხელისუფლებამ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ უკვე განაცხადა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო და ასე შემდეგ. უშუალოდ თვითონ ოფიციალურად უკვე გააკეთა განცხადება.

 

დაბოლოს, საქართველოს დემოკრატიული პარტია, მიმართვის დანარჩენ 23 ხელმომწერთან ერთად, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობები ყველა პოლიტიკურ ბერკეტს აქტიურად აამოქმედებენ რუსული სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად.

 

 

ნეტავ რაშია საქმე ???!!!

 

 

 

და ირაკლი რომელიც მიშას ალტერნატივა გახდება კარგით რაააა

ვიცოდი რომ ვინმეს შეესლებოდა . აქ სხვა ალიანსზეა საუბარი . ყურადღებით წაიკითხეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და მით უმერეს ეგ ალიანი ხო ნადმვილად არ იქნება ლტერანტივა

 

ვააა აქ 180 წუთი არ ვიცდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

sexi-bicola

30 წამი იცდი..

 

 

ალიანს რაც შეეხება მაგას 30 მაისს ვნახავთ როგორი ალტერნატივაც არის :D :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი ბოდიში დამსწრე საზოგადოებასთან, მაგრამ 1991-92 წლების ტრაგიედია დიდ წილად სწორედ ირაკლი წერეთლის დაუნობის შედეგიცაა, არავინ იფიქროს, რომ მასზე იმხელა რამოდგენა მქონდეს, რომ მას ასეთი რამ დავაბრალო, მაგრამ ყველაზე მეტს სწორედ ეგ შეცდომა ბღაოდა, თუმცა როცა მიხვდა რატომაც და ვინც აბღავლა მაგდენი, უკვე ძალზედ გვიან იყო ყველასთივს.

მეტსაც გეტყვით.ირაკლი წერეთელს ეკისრება პასუხისმგებლობა 89-91 წლების პროცესებისათვის, როცა ეწროვნული მოძრაობა უძრაობად იქცა. ამ კაცს აზრებში აქვს ხოლმერ გამონათათებებიც,მაგრამ ბევრი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...