Jump to content
Planeta.Ge

ალიანსი რომელიც ნაციონალების ალტერნატივა გახდება

Recommended Posts

გამოთქვით თვენი შეხედულება საქართველოს დემოკრატიული პარტიისა ( გიორგი თორთლაძე ) და ქრისტიანულ დემოკრატიული პარტიის ( იასონ ფავლენიშვილი , ლევან ჩოლოყაშვილი ) ალიანსზე . ჩემის აზრით ეს ალიანსი მალე ნაციონალების სერიოზული ალტერნატივა გახდება და მე მხოლოდ მივესალმები ამას , რადგან ეს ალიანსი წარმოადგენს ეროვნული , ანტირუსული პოლიტიკური კურსის ლიდერების და პარტიების გაერთიანებას , ხოლო ის თუ როგორ გახდება ეს ალიანსი ნაციონალების ალტერნატივა უახლოეს მომავალსი გამოჩნდება , შეიძლება ბევრ თქვენგანს ეს არასერიოზულად მოეჩვენოს , მაგრამ საქართველოს დემოკრატიულ პარტიას ( იგივე პარტია დემოკრატებს ) გააჩნიათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ელექტორატი დასავლეთ საქართველოში და ასევე გააჩნიათ პარტია ითვლის 30000 - ზე მეტ ოფიციალურ წევრს . ამას გარდა დაგეგმილია ძალიან სერიოზული ანტისაოკუპაციო მოძრაობის დაწყება იგივე იასონ ფავლენიშვილის და ეროვნული მოძრაობის ძველ ლიდერთა აქტიური მონაწილეობით . ნაციონალების რუსეთუმეების აზრი ვიცი წინასწარ და შეუძლიათ არ დაპოსტონ ამ თემაში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 79
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

shamili

ამას გარდა დაგეგმილია ძალიან სერიოზული ანტისაოკუპაციო მოძრაობის დაწყება იგივე იასონ ფავლენიშვილის და ეროვნული მოძრაობის ძველ ლიდერთა აქტიური მონაწილეობით

იქნება უფრო კონკრეტულად თქვათ რას ნიშნავს სერიოზული ანტისაოკუპაციო მოძრაობა. და ზოგადად, როგორი ხედვა აქვს ამ ხალხს კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიანსი რომელიც ნაციონალების ალტერნატივა გახდება

:D

"ეროვნულებს" თემა მივუძღვენი. არაფერი პირადული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო შამილ ამ ბოლო დროს დიდი სიმპატიები გამიჩნდა ეროვნუ-

დემოკრატიული პარტიის მიმართ,

განსაკუთრებით პატივისცემით და ნდობით ვარ განმსჭვალული

ჩახვაძეს და ქარდავას მიმართ,

ჩემის აზრით ჩახვაძე და ბაჩუკი გადაარჩენენ საქართველოს,

თქვენ როგორ ფიქრობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

იქნება უფრო კონკრეტულად თქვათ რას ნიშნავს სერიოზული ანტისაოკუპაციო მოძრაობა. და ზოგადად, როგორი ხედვა აქვს ამ ხალხს კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით.

ამ ალიანსის ხედვაა საქართველოს უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთის იმპერიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღუდგენლობა , რუსეთის იმპერიის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება საერთაშორისო პოლიტიკური ორფგანიზაციების მეშვეობით მსოფლიო სამართლით გათვლილი ყველა მუხლის გამოყენებით . მკვეთრი დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი , ქვეყნის მაქსიმალური მილიტარიზაცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთუმეების აზრი ვიცი წინასწარ და შეუძლიათ არ დაპოსტონ ამ თემაში

ბატონო სიკნადმო ეს ციტატა ვერ შეამჩნიეთ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ალიანსის ხედვაა საქართველოს უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთის იმპერიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღუდგენლობა

მიღწეულია.

რუსეთის იმპერიის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება საერთაშორისო პოლიტიკური ორფგანიზაციების მეშვეობით

ახორციელებენ

. მკვეთრი დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი

იმდენად მკვეთრია რომ მეტი არ შეიძლება

ქვეყნის მაქსიმალური მილიტარიზაცია

ეს ეტაპი გავიარეთ.

მაგრამ მაინც ცუდადააა საქმე და გამოსავალი?

არის ერთადერთი გზა -რაციონალური პოლიტიკა, ტვინების"ეროვნული" ( ძალით ეროვნული) თუ სხვა სახის სოვეტური აბსურდუისგან გამონთავისუფლება.

თორთლაძეზე კი სერიოზულად მიჭირს საუბარი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

პარტია ითვლის 30000 - ზე მეტ ოფიციალურ წევრს

ბატონო შამილ ყველაფერთან ერთად კარგი მეზღაპრე ყოფილხართ. ეგეთი პარტია საქართველოში არ არსებობს ნაციონალების გარდა. რომელსაც წევრები იმიტომ ყავს რომ სახელისუფლოა.

ბოდიში თქვენთან და პადოშას ნატრაკი არ გაიშვას. ხოლო ეს ქრისტიან-დემოკრატები საერთოდ ვინ არიან თქვენს მეტი თუ ვინმემ იცის?

ისე პადოშას თუ ამდენი წევრი ყავს, შესაბამიად ოფისებიც უნდა ქონდეს. მაგას სახელმწიფო დაფინანსება არ აქვს.ყოველ შემთხვევაში ოფიციალური. მა ფული საიდან?

ჩემი პოსტი თუ ნახეთ ე.დ.პ-ს გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით? ნაცების კიდევ ერთი შნირები პადოშასთან ერთად.ოღონდ რა თქმა უნდა არუმენტირებულად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო სიკნადმო ეს ციტატა ვერ შეამჩნიეთ ?

ბატონო შამილ, რუსეთუმეები ისინი არიან,

ვიცნ რუსებს აგინებენ და მერე ომის ნაცვლად ტერიტორიებს აბარებენ :D

ბატონი თორთლაძე დემოკრატიული პარტიის ლიდერია?

სამი პარტიის მჯერა მე

ნაცმოძრაობის შემდეგ

1. საქ. დემოკარტიული პარტია

2. ქრისტიანულ-დემოკრატიული

3. ეროვნული დემოკრატიული,

ხედავთ მეგობრებო ყველგან დემოკრატია ფიგურირებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ამ ალიანსის ხედვაა საქართველოს უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთის იმპერიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღუდგენლობა

კიბატონო, მაგრამ ეგ ხომ ვერ მოაგვარებს კონფლიქტებს?

რუსეთის იმპერიის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება საერთაშორისო პოლიტიკური ორფგანიზაციების მეშვეობით მსოფლიო სამართლით გათვლილი ყველა მუხლის გამოყენებით . მკვეთრი დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი , ქვეყნის მაქსიმალური მილიტარიზაცია

2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ხელი მოაწერა ძალის არ გამოყენებას სეპარატისტების წინააღმდეგ. იასონ ფავლენიშვილისა არ ვიცი, მაგრამ პადოშა სააკაშვილს კანონიერ პრეზიდენტად აღიარებს. შესაბამისად ის ხელმოწერაც კანონიერია. და ტერიტორიების დაბრუნების ნებისმიერი ძალისმიერი მცდელობა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. და როგორ აპირებენ ეს ბატონები საერთაშორისო სამართლის ძალით რუსეთზე ზეწოლას, როცა თავად არ სცნობენ ამ საერთაშორისო სამართალს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

კიბატონო, მაგრამ ეგ ხომ ვერ მოაგვარებს კონფლიქტებს?

2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ხელი მოაწერა ძალის არ გამოყენებას სეპარატისტების წინააღმდეგ. იასონ ფავლენიშვილისა არ ვიცი, მაგრამ პადოშა სააკაშვილს კანონიერ პრეზიდენტად აღიარებს. შესაბამისად ის ხელმოწერაც კანონიერია. და ტერიტორიების დაბრუნების ნებისმიერი ძალისმიერი მცდელობა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. და როგორ აპირებენ ეს ბატონები საერთაშორისო სამართლის ძალით რუსეთზე ზეწოლას, როცა თავად არ სცნობენ ამ საერთაშორისო სამართალს?

სააკაშვილის მომხრე არ ვარ , მაგრამ არ მოუწერია ხელი სეპარატისტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე და ნუ დებ დეზინფორმაციებს . ეს მოღალატე ოპოზიცია აპირებს მაგის გაკეთებას ზელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში . დადე წყარო და ნუ ავრცელებ დეზინფორმაციებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილის მომხრე არ ვარ , მაგრამ არ მოუწერია ხელი სეპარატისტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე და ნუ დებ დეზინფორმაციებს .

სარკოზის შეთანხმებას გადახედე და თუ მის პერიპეტიებსაც კარგი იქნება .

მაგაზე მეტი წყარო და ნაკადული რა გინდა, ჯარი არ აომეს და გადამალეს,

ქართული სოფლები უბრძოლველად ჩააბარეს მტერს და კოდორიც,

არ იყო ეგრე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ციტატა(shamili @ 9th February 2010 - 04:50 PM)

სააკაშვილის მომხრე არ ვარ , მაგრამ არ მოუწერია ხელი სეპარატისტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე და ნუ დებ დეზინფორმაციებს .

სარკოზის შეთანხმებას გადახედე და თუ მის პერიპეტიებსაც კარგი იქნება .

დავაზუსტოთ. რუსეთთან მოაწერა ხელი ძალის გამოუყენებლობაზე და არა სეპარატისტებთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...