Jump to content
Planeta.Ge

უილიამ შექსპირი


Recommended Posts

ყველამ იცის რენესანსის პერიოდის დიდი რომანტიკოსი მწერალი - უილიამ შექსპირი. რომელიც არის ავტორი უამრავი ტრაგედიის, კომედიის და ტრაგი-კომედიის, მაგრამ ცოტამ თუ იცის შექსპირის სტილის უნიკალურობის შესახებ, რომელიც გამოიხატება მის უდიდეს ლექსიკურ მარაგში, ფილოსოფიური და მარადუკვდავი თემების ჩადებაში მის ძირითათ პიესებში და ტრაგედიებში.

 

66 სონატა.

 

ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

სონეტების რა გითჰრათ მაგრამ ჩემში დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჰამლეტმა. უაღრესად მიყვარს შექსპირის ეს ტრაგედია. როგორ არის გაოგნებული თავიდან ჰამლეტი დედამისი რომ ბიძამისს გაჰყვება ცოლად 3 კვირის შემდეგ მამამისის სიკვდილიდან.

ყველაზე ძალიან ის მიყვარს რომ იცის კაცი უნდა მოკლას, შური იძიოს მამამისის მკვლელზე და მის ერთადერთ სიყვარულს როგორ ზურგს აქცევს და თავს იგიჟიანებს. ენით აუღწერელია ჩემთვის შექსპირისეული გადმოცემა იმ თითოეული სიტყვის, იმ თითოეული აზრის რაც მან ჰამლეტში გადმოაFრქვია. ყოველთვის მომწონდა და მომწონს მისი ნაწარმოებები მაგრამ ჰამლეტი ყოველთვის გამორჩეულად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო აი ეს თემა საჩემოა:

შექსპირი ჩემთვის ნომერ პირველია

მისი ერთერთი წიგნის კითხვისას აღმოვაჩინე ასეთი რამ, მთარგმნელი წერდა:

შექსპირი იმითაც მიაღწევდა ამხელა წარმატებას პიესები რომ არც დაეწერაო.

 

ჩემთვის, ვენეციელი ვაჭარი აღმოცნდა ახლო, დამშოკა ისეთი ფინიში აქ :D გირჩვეთ ყველას წაიკითხოთ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ფინიშიც და მე უდაო სიკვიდილიდან თავის დახსნის ხერხმა გამაკვირვა :P

 

მაგარია მართლა შექსპირი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტრაგედიები აქვს უმაგრესი

 

მე ყველაზე ძაან მეფე ლირი მომეწონა უძლიერესია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მზგავსი განხილვისას იქნებ ვცადოთ და ამონარიდები წამოვიყოლოთ ხოლმე თან, ჩემის აზრით უფრო საინტერესო განხილვის საგანი გახდება ეს უდიდესი ადამიანი :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...