Jump to content
Planeta.Ge

ევროპის მოქმედება არის საქართველოსთვის საზიანო?


Recommended Posts

“მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვას ნიკოლა სარკოზი საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

09 / 02, 2010 11:14

Print

Font size: Decrease font Enlarge font

image

 

“მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვას საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სამხედრო საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს.

“როიტერის” ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა აშშ-ს თავადაცვის მინისტრ რობერტ გეითსთან შეხვედრისას განაცხადა. გეითსმა გამოთქვა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდ “მისტრალის” მიყიდვა ახალი სამხედრო დაპირისიპირების საფრთხეს შეიცავს.

სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათს საფრანგეთი დათანხმდა რუსეთისთვის ერთი ვერტმფრენმზიდის მიყიდვას. რუსეთმა კი, ამავე ტიპის კიდევ სამი ვერტმფრენმზიდი მოითხოვა.

პენტაგონის პრესმდივანი ჯეფ მორელი სარკოზისა და გეითსის შეხვედრამდე აცხადებდა, რომ აშშ-ს მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპასა და განსაკუთრებით საქართველოში ამ გარიგებასთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან.

გეითსთან შეხვედრისას სარკოზი არ დაეთანხმა იმ აზრს, რომ “მისტრალი” რუსეთის ხელში საფრთხეს წარმოადგენს.

~არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი მოიქცევა როგორც პარტნიორი, თუკი თავად არ მოვექცევით, როგორც პარტნიორს”, - განაცხადა სარკოზიმ.

“მისტრალის” ტიპის სადესანტო ვერტმფრენმზიდს, რომლის სიგრძე 200 მეტრია, ექვსი ვერტმფრენის, ოთხი სადესანტო კატერის და 450 ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია.

ამ დროისთვის საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ძალების შეიარაღებაში ამ ტიპის ორი ხომალდია. ფრანგული პრესის ინფორმაციით, “მისტრალის” ღირებულება 400-დან 500 მილიონამდე ევროს შეადგენს.

ოფიციალური ინფორმაცია რუსეთვის “მისტრალის” მიყიდივის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. როგორც “ბი-ბი-სი” წერს, ანალიტიკოსების ვარაუდით, საფრანგეთმა ხომალდში 500 მილიონი ევრო მიიღო. ექპსერტები აცხადებენ, რომ რუსეთს საზღავო ძალების მოდერნიზება სურს.

“პერსპექტივა იმისა, რომ “მისტრალი” შესაძლოა, ნატო-ს წევრი ქვეყნების ან მათი მოკავშირეების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბევრს აწუხებს”,-წერს “ბი-ბი-სი

 

რუსეთმა ნატო-ს წევრი ქვეყნისგან შემტევი ხომალდი იყიდა.

“ბი-ბი-სი”-ს ცნობით, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთს უახლესი სამხედრო ხომალდი მიყიდა და რუსეთი კიდევ სამი “მისტრალის” ტიპის ხომალდის შეძენას ითხოვს.

“მისტრალის” გაყიდვა რუსეთსა და ნატო-ს წევრ ქვეყანას შორის პირველი ასეთი მასშტაბის სამხედრო გარიგებაა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ “მისტრალის” ტიპის სადესანტო ხომალიდის რუსეთისთვის მიყიდვაზე თანხმობა განაცხადა.

როგორც “ბი-ბი-სი” წერს, ანალიტიკოსების ვარაუდით, საფრანგეთმა ხომალდში 500 მილიონი ევრო მიიღო. ექპსერტები აცხადებენ, რომ რუსეთს საზღავო ძალების მოდერნიზება სურს.

“პერსპექტივა იმისა, რომ “მისტრალი” შესაძლოა, ნატო-ს წევრი ქვეყნების ან მათი მოკავშირეების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბევრს აწუხებს”,-წერს “ბი-ბი-სი”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ უფრო სწორედ საფრანგეთის. ზოგადად კარგი ნამდვილად არ არის.

თუმცა რუსები "მისტრალის" გარეშეც დიდი საფრთხეა ჩვენთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპა ტავის ინტერესებზე ფიქრობს, აი ჩვენ თუ ვფიქრობთ ეგაა საკითხავი!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპა ტავის ინტერესებზე ფიქრობს, აი ჩვენ თუ ვფიქრობთ ეგაა საკითხავი!

სხვაზე ორიენტაციამ ისტორიულად ხეირი არასდროს დაგვაყარა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...