Jump to content
Planeta.Ge

შოკისმომგვრელი ინფორმაციები


Recommended Posts

80 -იანსა და 2000 -იანებს შორის 90-იანები იყო სხვათაშორის. უფრო რეალური ხომ არ იქნება მაგას შევადაროთ დღევანდელი მდგომარეობა და არა კომუნისტურ პერიოდს, როცა სულ სხვა რეალობა იყო.

ემიგრაცია და ეკონომიკური სიდუხჭირე განაპირობებს შობადობის შემცირებას,

დღეს გაცილებით მძიმე ვითარებაა ამ მხრივ ვიდრე ვთქვათ 2007 წელს,

როდესაც საქართველოში მართლაც ბევრი ფული ტრიალებდა საბანკო სექტორში არსებული დიდი თანხების გამო,

კრედიტები გაიცემოდა თითქმის უპრობლემოდ, რაც ქმნიდა ეკონომიკური აღმავლობის ილუზიას

 

აი ვერ ვიჯერებ, რომ ამ შემთხვევაში, ბელადს დავიცავ ახლა :D :D

 

მაგრამ..

მგლის ხახა სულ სხვა რამეა. არსებობს მართლა და არის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური დეფექტი, რომელსაც ახასიათებს ასევე სპეციფიკური ხმა (რაც სააკაშვილს არ აქვს) და არანაირ კავშირში არ არის მგლურ ფსიქოლოგიასთან :D და მაგ დეფექტის ოპერაცია, როგორც წესი, სკოლამდელ ასაკში კეთდება.

მართალი ხარ :beach:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა

 

 

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან Podesta Group (PG) ექვსთვიანი შეთანხმება გააფორმა, რომელიც ამერიკის მთავრობაში საქართველოს ინტერესების დაცვას ითვალისწინებს - იტყობინება რუსული მედია Civil Georgia-ზე დაყრდნობით.

ამერიკის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქართველოს ლობირებისთვის კომპანია 300 ათას დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, ფირმა ორგანიზებას გაუკეთებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს ამერიკელ კონგრესმენებთან და ჩინოვნიკებთან.

ინფორმირებულმა წყარომ საქართველოს მთავრობაში "კომერსანტს" დაუდასტურა ინფორმაცია ლობისტურ კომპანასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და მის ტექსტსაც გაეცნო. აღსანიშნავია, რომ შეთანსმების ერთერთი პუნქტი მის კონფიდენციალობას ითვალისწინებს. გამორიცხული არ არის, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

2010 წლის 12 იანვრით დათარიღებულ კონტრაქტს ხელს აწერს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი და ლობისტური კომპანიის გენერალური დირექტორი კიმბერლი ფრიტსი. აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში იგი 3 თებერვალს არის რეგისტრირებული. საქართველოს გარდა კომპანიის კლიენტები არიან იაპონია და ჰონგკონგი, ასევე BP, Google, Heineken, Lockheed Martin и Wal-Mart.

 

გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, ლობისტური კომპანიის ძალისხმევით, უკვე მიღწეულია წინასწარი მოლაპარაკება უახლოეს ხანში ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტის თაობაზე.

 

Podesta Group 1980-იან წლებში ძმებმა ტონი და ჯონ პოდესტებმა დააფუძნეს. ეს უკანასკნელი კომპანიას უდგას სათავეში. ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იგი გარდამავალი ადმინისტრაციის ერთერთი ხელმძღვანელი იყო.

 

2010 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ხელისუფლებასთან საქართველოს ინტერესების ლობირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულებები გააფორმა ასევე ლობისტურ კომპანიასთან Gephardt Group.

 

 

 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

 

"ამბები.ge"

 

http://www.maestro.ge/?address=news1&id=4539&page=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ემიგრაცია და ეკონომიკური სიდუხჭირე განაპირობებს შობადობის შემცირებას,

დღეს გაცილებით მძიმე ვითარებაა ამ მხრივ ვიდრე ვთქვათ 2007 წელს,

როდესაც საქართველოში მართლაც ბევრი ფული ტრიალებდა საბანკო სექტორში არსებული დიდი თანხების გამო,

კრედიტები გაიცემოდა თითქმის უპრობლემოდ, რაც ქმნიდა ეკონომიკური აღმავლობის ილუზიას

და ამ აღმავლობას არანაირი რეალური საფუძველი არ ქონდა, და იმიტომ გვენგრევა თავზე ქვეყანა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ვერაფერი ვერვნახე "დასაშოკებელი" აუზიც კარგია და ტურიზმის ცენტრიც... კრიზისს სააკაშივილს კი არა ძაღლტაპირ ყვერთმოყვარე პუტინსაც ვერ დააბრალებენ, ეს პერიოდულად ხდრება მსოფლიოში. სააკაშვილის დროს რესტავრირებული ეკლესიების, სხვა კულტურული ძეგლების, მთელი უშესანიშნავესი ძველი არქიტექტურული კომპლექსების აღდგენა იმხელა მასშტაბით მიმდინარეობს, რომ წარმოუდგენელია!

თუ ესაა ვიღაცის დასაშოკი, მას ვუსურვებ სულ "შოკში ყოფნას", მართლაც მშვენდება საქართველო, თუმც ბევრია კიდევ გასაკეთებელი... ყველაფერს გავაკეთებთ, ავაშენებთ ვისწავლით უკეთ აშენებასაც, ოღონდ ეს ქართული ფრესკების კირითშემთხუპნელი, ჩვენი ეკლესიის გამანადგურებელი ჩრდილოელი სატანაილი შემკავებელი ფაქტორი შევქმნათ ევროკავშირ-ნატო-სთან და ამერიკასთან ერთად!

ისე რამდენი მილიონი უნდა დაიხარჯოს და იხარჯება რუსების მიერ კირით წაშლილი ქართული უძველესი ფრესკების აღსადგენად?

მაინც რამდენი საეკლესიო და უძველესი ქართული წიგნები გადაყარეს რუსეთის ძაღლმა ეგზარხოსებმა და წითელმა ეშმაკებმა?

ან ახლა რამდენი ეკლესია დაანგრიეს ამ ძაღლისგან გაგდებულმა ოკუპანტებმა?

მომაწოდეთ ერთი ინფორმაცია.. ესაა მართლა დასაშოკი - რუსეთის სიველურეს არც 21-ე საუკუნემ უშველა და ახლაც გალელი გარდაცვლილი ქართველების საფლავთა ქვებიტ ამავე სასაფლაოზე რუსულ ბაზებს აშენებენ, კომანის ეკლესიის მღვდელმსახურთა და ინვალიდი მრევლის დახვრეტები ეკლესიაში იოანე ოქროპირის და წმიდა ბასილიკოსის საფლავზე, ხომ საერთოდ წარმოუდგენლად დასაშოკებელი სიმხეცეა.. აი რუსების დემაგოგია და მათი სიველურე მართლაც დასაშოკებელია!

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შემდეგ განცხადებას ავრცელებს: „ცოტა ხნის წინათ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სარეკლამო კამპანია წამოიწყო. რეკლამაში საქართველო ნახსენებია, როგორც „მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით“. ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ დაყრდნობით გაკეთდა.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არასდროს გაუკეთებია ასეთი განცხადება. რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემები.

ზემოხსენებული სარეკლამო რგოლი BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ.

[/b]

http://republicans.ge/index.php?module=%E1...lay&sid=839

 

 

ეს ხელისუფლება პროდასავლურობაზე თავს დებს,

არადა როგორც ვხედავთ უკვე დასავლეთი არსებული დემოკრატიული ინსტიტუები ტყუილში ამხელს

დემოკრატიის შუქურა სახელწმიფოს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არასდროს გაუკეთებია ასეთი განცხადება. რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემები.

ზემოხსენებული სარეკლამო რგოლი BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ.

სირცხვილო!

ხომ გეუბნებით გაამარგინალა ამ გიჟმა ქვეყანა და არ მიჯერებთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამ კასეტას თემურ შაშიაშვილი მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, სახალხო სასამართლოზე გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თეთრების“ ლიდერმა განაცხადა.

„სამ კასეტას, რომელზეც ბუნკერში გაკეთებული ფარული ჩანაწერი ჟვანიას სიკვდილის დაგეგმვის, სხვა ფაქტების შესახებ და, რომელშიც პრეზიდენტიც მონაწილეობს, მანამდე არ გამოვაქვეყნებ, ვიდრე“,-აღნიშნა შაშიაშვილმა.

ამის მიზეზად მან ბოლო დღეებში „იმედის“ იმიტირებულ „ქრონიკასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების „გაბაიბურების“ ფაქტი დაასახელა.

როგორც შაშიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, რომ ზემოაღნიშნულ სამ კასეტასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდეს.

„თეთრების“ ლიდერმა განაცხადა, რომ „იმედთან“ დაკავშირებული ბოლო პერიოდის მოვლენებმა ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება წარმოაჩინეს; ასევე, რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ხალხის განწყობა დაანახა, რაზეც სხვა შემთხვევებში მთავრობები უამრავ თანხებს ხარჯავენ.

 

ამანაც გაახურა საქმე რა...ატვირთოს რაიმე უცხოურ სერვერზე და მერე მოსთხოვოს უცხოელ ექსპერტებს შეამოწმონ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სირცხვილო!

ხომ გეუბნებით გაამარგინალა ამ გიჟმა ქვეყანა და არ მიჯერებთ!

ეგ გიჟი კი არააა მხოლოდ დასაჯელი არამედ ნაცმოძრაობის აქტივისტებიც,

მე დიდი სურვილი მაქვს, რომ მათ გაიზიარონ ქართველი კრიმინალების ბედი,

ანუ აღმოჩნდნენ ციხეში ან საზღვარგარეთ და ვერანაირი ზემოქმედება ვეღარ მოახდინონ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე,

 

ანუ უნდა მოხდეს კომკავშირის წელში გადატეხვა

 

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამ კასეტას თემურ შაშიაშვილი მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, სახალხო სასამართლოზე გამოაქვეყნებს

მაგან ხომ გადაიიიი............. თუ მართლაც საინტერესო მასალა აქვს და სენსაციური

აქამდე ან დაბრიდავდნენ ან იყიდიდდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეული...

 

ამერიკულმა გამოცემა "თაიმმა" ყველაზე შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეული გამოქვეყნა. ათეულში პირველ ადგილს საქართველო ტელეკომპანია "იმედი"- ს ეთერში გასული "ქრონიკის" მოდელირებული გამოშვებით იკავებს.

შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულში სქართველო ისეთ მოვლენებს უსწრებს, როგორიცაა, 1999 წელს ცენტრალური ორეგონის შტატის რადიოეთერით გავრცელებული ინფორმაცია კაშხალის დანგრევის შესახებ, რამაც თითქოს წარმოუდგენელი წყალდიდობა გამოიწვია.

 

ასევე საქართველო უსწრებს 1938 წელს ორსონ უელსის რადიო ადაპტაციასაც, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

 

ამ სიის გამოქვეყნება "თაიმმა" მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 13 მარტს ქართულმა ტელეარხმა ეთერით ცრუ "ახალი ამბები" გადასცა, რომელიც ქვეყანაში რუსულ ინტერვენციას იუწყებოდა.

 

 

 

http:www.time.com/time/specials/packages/completelist/0,29569,1931133,00.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

დედოფლისწყაროში ხელისუფლება მოსახლეობას არეკეტებს,

დედოფლისწყაროში აღმოჩენილ იქნა გაზი, მოსახლეობა 9 წლის წინათ საკუთარი სახსრებით გაიყვანა მილები და სარგებლობდა გაზით უფასოდ,

5 წლის წინათ ნაციკებმა 10 თეთრი დაუტეცეს გაზზე, ხოლო ამჯერად ფირმა კანარგომ გაზის გადასახადი გახადა იმდენივე რამდენსაც ვიხდით თბილისელები,

მოსახლეობა აღშფოთებულია ღელავს,

ეხლა კავკასიაზე გადის ამის შესახებ გადაცემა და უყურეთ,

ყაჩაღები არიან, ნამდვილი ყაჩაღები

 

შევარდნაძის დროს ხალხს გაზი ამ სოფელში ჰქონდა უფასოდ დღEს კი

სიტუაცია შეიცვალა, ეს ხალხი ბოლომდე აპირებს ბრძოლას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შიკი ის იყო ეგ კალანდაძე თვითმფრინავიდან ქვეყნის სატავეში რომ მოექცა

კალანდაძე ქალიშვილია?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

:D :)) :))

 

სააკაშვილი გეია? :holmes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ბოლოს ერთთვიანი არდადეგეგები რომ მოიწყო აშშ-ში, ვაშინგტონში რომელიღაც ბარში მაგრად დამთვრალა და თავის დაცვას დაუტყდა თურმე, მოახტა პიპიას და ჯლიგინობდა, ხოდა გადაჭარბებული სიჩქარის გამო საჭე ვერ დაუმორჩილებია და მანქანა ამოტრიალებია. პოლიცია მოვიდა და დააკავა. ეს ეუბნება თურმე საქართველოს პრეზიდენტი ვარო და საგიჟეთში მიყავდათ. :D

სანამ დარეკვის უფლება არ მისცეს მანამდე გიჟი ეგონათ.

ნუ მერე გამოუშვეს და ჩაფარცხეს ყველაფერი. :020:

 

წყარო: მიშას დაცვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

სანამ დარეკვის უფლება არ მისცეს მანამდე გიჟი ეგონათ.

არა მგონია დარეკვის შემდეგ აზრი შეეცვალათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...