Jump to content
Planeta.Ge

შოკისმომგვრელი ინფორმაციები


Recommended Posts

შენც ხუმრობ? უი ყბისჩამოვარდლის სმაილი რატომ არაა ?

http://s7.rimg.info/93efe53c2561d924da325cf1f263477c.gif

მე არა, ეს სიტყვები პრეზიდენტს ეკუთვნის, ლინკი დევს :TAT:

საცურაო აუზს მტკვრის წყლით შეავსებენ? წყალს გაფილტრავენ?

 

აუზი ცალკე იქნება თუ მტკვარში შევა :)

 

 

ისეთ ინფრასტრუქტურას ქმნის მცხეთაში რომ ბატუმს დაერხა :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მისი სექსუალური თავგადასავლები მაგდებს შოკში...

ეგ შურია და არა შოკი (მიშმაკაკისეულისმაილიკი)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ შურია და არა შოკი (მიშმაკაკისეულისმაილიკი)

 

ხო, შანსი მაქვს ხელისუფლებაში რაიმე სახით მოსვლის, ან რაიმე კარგი ბიზნესის აწყობის, ან ძვირფასი საჩუქრების და ვერ ვიყენებ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

მძიმეა მონომახის ქუდი!

http://geotimes.ge/index.php?m=home&ne...37&lang=geo

 

მიხეილ სააკაშვილის მკვეთრმა გარეგნულმა სახეცვლილებამ საზოგადოებაში მისი ორეულის არსებობის ეჭვებიც კი გააჩინა: არის კი ეს ჩვენი ენერგიული და წარმოსადეგი მიშიკო?!

 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ყურადღებას იქცევდა თავისი ექსცენტრიულობითა და ორიგინალობით. ჯერ კიდევ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, იგი არაერთხელ შემოვარდნილა საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ნახევრად წვერგაპარსული, თმააწეწილი და აქოშინებული. ხშირად, მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები და პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები ერთად ხუმრობდნენ: რაღაც ქარიშხალი ამოვარდა, ეტყობა, მიშა მოდისო. გახშირებული ცხვირის მოხოცვის, ნერწყვიანობის და თმის აჩეჩვის ტიკებიც არ დარჩენილა შეუმჩნეველი.

 

მაგრამ აგვისტოს ომის დროს მისმა გასტრონომიულმა ლტოლვამ ჰალსტუხის ღეჭვისადმი და გორში ვერტმფრენის ხმის გაგონებაზე მთავარსარდლის კუდამოძუებულმა გაქცევამ, ქართული საზოგადოების თავმოყვარე ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მას შემდეგ მისი გარეგნული იერის, ქცევებისა და მიმიკების თვალსაზრისით სააკაშვილზე დაკვირვებაც უფრო გახშირდა და მითქმა-მოთქმაც.

 

შეშფოთებული საუბრები "მიჰაილის" ტრანკვილიზატორებზე დამოკიდებულების შესახებ კულუარებში დიდი ხანია ისმის. იმასაც ამბობენ, სპეციალური ოპერაცია გაიკეთა, რამაც ჭარბნერწყვიანობა და ცხვირის მოხოცვის ინსტიქტი შეუმცირაო. მაგრამ ბოლო დროს მისი სახის ფერმა და თვალების შეშუპებამ კიდევ უფრო ააფორიაქა ქართული საზოგადოება. ამის შესახებ უკვე ქართული და უცხოური პრესაც აქტიურად ალაპარაკდა.

 

"პრესკონფერენციაზე გამოვიდა ავადმყოფურად ფერმკრთალი, თმაგაწეწილი მამაკაცი, გადიდებული თვალებით. დიახ, ეს მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც პრეზიდენტ ილვესს ადრე სიცოცხლით სავსე, გარუჯული და სამხრეთულად ტემპერამენტიანი ესალმებოდა", _ ასე დაიწყო წამყვანმა ესტონურმა გაზეთმა "ესტ აევალეფტმა" საქართველოს პრეზიდენტის დახასიათება, როცა მიხეილ სააკაშვილისა და ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრას აშუქებდა.

 

პრეზიდენტის გარეგნული ცვლილებები მხოლოდ უცხოური პრესისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი. საქართველოშიც, განსაკუთრებით ელიტურ საზოგადოებაში, ჩუმად, მაგრამ მაინც ბევრს საუბრობენ პრეზიდენტის ბოლო დროს აშკარად შესამჩნევ ცვლილებებზე. მიხეილ სააკაშვილის ჩაშავებული თვალის უპეები და საოცრად დაღლილი, ქანცგაწყვეტილი იერი არაერთხელ ყოფილა კულუარებში დავის საგანი. ეჭვებიც კი გაჩნდა, ნუთუ ეს ნამდვილად ჩვენი ენერგიული და წარმოსადეგი მიშიკოაო. მართლაც, ბოლო დროს პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლებს თუ კარგად დავაკვირდებით, იგი აშკარად დიდი ხნის უძინარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს... (სამწუხაროდ!) იმასაც ამბობენ, მისი დაცვის წევრებიც ვერ არიან კარგ დღეში მისი მოულოდნელობებით სავსე რეჟიმის გამოო.

 

სააკაშვილთან საკმაოდ დაახლოებულმა პირმა "ჯორჯიან თაიმსს", მის გარეგნულ ცვლილებეზე საუბრისას, საგანგაშო ინფორმაცია მიაწოდა. წყაროს განცხადებით, პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც ალკოჰოლსა და დამამშვიდებელ პრეპარატებს "დაუმეგობრდა". "პრეზიდენტის შეშუპებული თვალები და მისი გამოუძინებელი სახეც ამ "დამხმარე საშუალებების" დიდი დოზით მიღების შედეგია.

 

_ პრეზიდენტი განსაკუთრებით დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა ომის დროს და ძალიან ხშირად პრეპარატებსა და ალკოჰოლში პოულობდა შვებას. ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ პრეზიდენტი ავად არის, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის ნამდვილად ძალიან ხშირად სვამს და დამამშვიდებელ პრეპარატებს იღებს", _ ირწმუნება "ჯორჯიან თაიმსის" ინკოგნიტო წყარო და მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი ექიმის დათხოვნაზეც საუბრობს. მისი მტკიცებით, პრეზიდენტის ყოფილმა პირადმა ექიმმა მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და რამდენიმე თვის წინ უარი განაცხადა ამ მოვალეობის შესრულებაზე.

 

_ პრეზიდენტს ექიმი, რამდენადაც შეეძლო, უშლიდა ყოველგვარი პრეპარატისა და ალკოჰოლის მიღებას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ შეხვედრებზეც კი არ ერიდებოდა. ბოლოს კი პრეზიდენტმა ახალი, უფრო "მორჩილი" ექიმი აიყვანა, რომელიც ნაკლებად რეაგირებს მიხეილ სააკაშვილის მავნე ჩვევებზე, _ ამტკიცებს "ჯორჯიან თაიმსის" წყარო. იგი ჩვენთან საუბრისას რამდენიმე ფაქტსაც იხსენებს, როცა მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

 

_ განსაკუთრებით დამამახსოვრდა სენატორ მაკკეინის ვიზიტი, როცა პრეზიდენტმა ბათუმიდან ზუგდიდში გამგზავრებისას თვითმფრინავში მოწყურებულივით "გადაჰკრა", მაკკეინი პირდაღებული უყურებდა საქართველოს პრეზიდენტის ქცევას. უკრაინაში ვიზიტისას კი, მაშინ, როცა ქართული დელეგაცია იუშჩენკოს ფუტკრებზე ესაუბრებოდა, მიხეილ სააკაშვილი გამალებული სვამდა. გადახედეთ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლებს, რამდენად არაადეკვატურია მისი ქცევები და ყველაფერს მიხვდებით, _ ამტკიცებს წყარო.

 

ამ შემაშფოთებელი ინფორმაციებისა და მოსახლეობის შეკითხვების საფუძველზე, კომენტარისათვის სააკაშვილის პრესსპიკერს, მანანა მანჯგალაძეს მივმართეთ. მას უცნაურად ეჩვენა ჩვენი შეკითხვა სააკაშვილის უსიამოვნო გარეგნობის მიზეზთან დაკავშირებით და არც ოფიციალური კომენტარის მოცემა მიიჩნია მიზანშეწონილად. კოლეგიალურად კი დაგვამშვიდა, რომ პრეზიდენტს არარეალური და საშიში მდგომარეობა ნამდვილად არა აქვს, თავს კარგად გრძნობს და მუშა ფორმაშიაო.

 

ჩვენც გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ მისი შეცვლილი გარეგნობა მხოლოდ ქვეყნის პრობლემებზე მოფიქრალი ახალგაზრდა ხელისუფალის უძილო გამომეტყველებაა და ორგანულად არაფერი აწუხებს. ხოლო, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ქვეყანა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტის იმედზეა, მაშინ დამშვიდების საფუძველიც არ გვქონია. მითუმეტეს, იმასაც ამბობენ, ვანო მერაბიშვილი მთვრალ სააკაშვილს ტელეფონს უთიშავს, მორიგი არაადეკვატური დავალება რომ არ მისცესო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

OMFG!!!! ნანახი არ მქონდა ეს ვიდეო ასე სრულად, მხოლოდ გადმოცემით მქონდა გაგებული და სადღაც, მაინც მეგონა აბუქებენთქო.

რა საჯდომში ვართ... ვაი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

აგვისტოს ომის დროს მისმა გასტრონომიულმა ლტოლვამ ჰალსტუხის ღეჭვისადმი

თავს ვდებ ინფორმაციის უტყუარობაზე-ჩემი ნატესავის ტვალწინ ერთი პაჩკა სელპაკი დაახრამუნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

თავს ვდებ ინფორმაციის უტყუარობაზე-ჩემი ნატესავის ტვალწინ ერთი პაჩკა სელპაკი დაახრამუნა

მაგან რომ არ თქვლიფოს არ შეუძლია, მაშინაც კი როდესაც შოკურ მდგომარეობაში არაა,

წესიერად ვერც ღეჭავს, ხახა ეგრე აქვს მოწყობილი, იმიტომაც თქლაფუნით ჭამს,

თანაც დანაყრებას ვერ გრძნობს,

როდესაც შია თავშეკავების უნარი არა აქვს,

ახლობელმა მომიყვა, მოქკავშირელი იყო და თანაპარტიელები პიკნიკზე წავიდნენ ბუნ წიაღში,

ხოდა მწვადისთვის გაამზადა ტიპმა ხორცი დადო თეფშზე, სამწვადედ დაჭრილი და ელოდება ეხლა ნაკვერჩხალს,

პიკნკინია რა ხან ვის ელაპარაკება და დახედა თეფშს ხორცი აკლიაა, ვაააა, გაუკვირდა,

მერე ვიღაცამ დაუძახა და მივიხედეო,

როცა უკან შემოტრიალდა შეამჩნია რომ თეფშს კიდევ მოაკლდა ხორცი და რას ხედავს

მიშიტო იქვე ახლოს ილუკმება და თვალებს აცეცებს კურდღელივით :friends:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგან რომ არ თქვლიფოს არ შეუძლია, მაშინაც კი როდესაც შოკურ მდგომარეობაში არაა,

წესიერად ვერც ღეჭავს, ხახა ეგრე აქვს მოწყობილი, იმიტომაც თქლაფუნით ჭამს,

თანაც დანაყრებას ვერ გრძნობს,

როდესაც შია თავშეკავების უნარი არა აქვს,

ახლობელმა მომიყვა, მოქკავშირელი იყო და თანაპარტიელები პიკნიკზე წავიდნენ ბუნ წიაღში,

ხოდა მწვადისთვის გაამზადა ტიპმა ხორცი დადო თეფშზე, სამწვადედ დაჭრილი და ელოდება ეხლა ნაკვერჩხალს,

პიკნკინია რა ხან ვის ელაპარაკება და დახედა თეფშს ხორცი აკლიაა, ვაააა, გაუკვირდა,

მერე ვიღაცამ დაუძახა და მივიხედეო,

როცა უკან შემოტრიალდა შეამჩნია რომ თეფშს კიდევ მოაკლდა ხორცი და რას ხედავს

მიშიტო იქვე ახლოს ილუკმება და თვალებს აცეცებს კურდღელივით :friends:

ლოლ, თან მგელივით პირსისხლიანი იყო ხო? და უმი სამწვადის წვენები გადმოსდიოდა ტუჩების კუთხეებთან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

ლოლ, თან მგელივით პირსისხლიანი იყო ხო? და უმი სამწვადის წვენები გადმოსდიოდა ტუჩების კუთხეებთან

არის ასეთი დაავადება, მგლის ხახა ზუსტი სამედიცინო ტერმინი არ ვიცი,

 

ამ დაავადების მქონე ადამიანები წესიერად ვერ ღეჭავენ არამედ ყლაპავენ საჭმელს, ვერ გრძნობენ სიმაძღრეს და აწუხებთ გადამეტებული შიმშილის გრძნობა და საკვებთან მიმართებაში არიან თავშეუკავებელნი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ვერ ვიჯერებ, რომ ამ შემთხვევაში, ბელადს დავიცავ ახლა :no: :D

 

მაგრამ..

მგლის ხახა სულ სხვა რამეა. არსებობს მართლა და არის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური დეფექტი, რომელსაც ახასიათებს ასევე სპეციფიკური ხმა (რაც სააკაშვილს არ აქვს) და არანაირ კავშირში არ არის მგლურ ფსიქოლოგიასთან :D და მაგ დეფექტის ოპერაცია, როგორც წესი, სკოლამდელ ასაკში კეთდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წყარო - http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=15531&ct=17

 

გაზეთ "კვირის პალიტრის" მიხედვით

 

გოგონების რაოდენობა საგანგაშოდ შემცირდა

 

საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. თუ გასული საუკუნის 80–იან წლებში საქართველოში წელიწადში ასი ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 2000–იან წლებში მათი რიცხვი თითქმის განახევრდა.

პროფესორი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ძირითადად მიგრაცია და ეკონომიკური სიდუხჭირეა.

 

„ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ბევრი კი საზღვარგარეთ არის გადახვეწილი და ოჯახს იქიდან არჩენს. საქართველოში ძალიან გაიზარდა სიკვდილიანობა და კრიზისულ ზღვრამდე შემცირდა შობადობა“, – ამბობს პროფესორი ანზორ თოთაძე.

 

მისი თქმით, ეკონომიკურმა კრიზისმა თვით ყველაზე განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის გამრავლებაზეც იქონია გავლენა და შობადობა აშშ–შიც კი შემცირდა, რადგან ბავშვები ამერიკელების საოჯახო ბიუჯეტის ყველაზე ხარჯვით ნაწილს წარმოადგენენ.

 

„ეკონომიკური ფაქტორი რომ გადამწყვეტია, ამაზე კარგად მეტყველებს საჩხერის რაიონის მაგალითიც: იქ ბუნებრივი მატება გაცილებით მაღალია, ვიდრე მეზობელ რაიონებში. ამას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც ყველანაირად უწყობს ხელს თავისი რაიონის მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს, რის გამოც საჩხერეში ყოველწლიურად იზრდება შობადობა. იქვე, მეზობლად მდებარე ჭიათურაში კი სიკვდილიანობა მატულობს და მოსახლეობა თანდათან მცირდება. იგივე მდგომარეობაა იმერეთის სხვა რაიონებში. საქართველოდან მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია წასული და შეიძლება ითქვას, ეს ხალხი დაკარგული გვყავს. საგანგაშო ტენდენციად მიმაჩნია ისიც, რომ ძალიან შემცირდა გოგონების რაოდენობა: თუ 1985–95 წლებში საქართველოში დაახლოებით 456 ათასი გოგონა დაიბადა, 1995–2004 წლებში მათი რიცხვი 238 ათასამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი დედების რიცხვი განახევრდა“, – ამბობს თოთაძე.

 

ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ხომასურიძეც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოგრაფიული ზამთარი კარგა ხანია დგას. „დემოგრაფიული თვალსაზრისით საქართველოში უმძიმესი სიტუაციაა. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენი ერისა და ქვეყნის მომავალს საშიშროება ელის. ქართველების რაოდენობა თანდათან მცირდება“, – ამბობს ხომასურიძე.

ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას თქმით, საქართველოში ძალიან მაღალია შვილისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს ყველაფერი იმდენადაა დაკავშირებული ეკონომიკურ მხარესთან, რომ არსებობს არცთუ უსაფუძვლო შიში, რომ შვილებს ვერ მოუვლიან.

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. თუ გასული საუკუნის 80–იან წლებში საქართველოში წელიწადში ასი ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 2000–იან წლებში მათი რიცხვი თითქმის განახევრდა.

80 -იანსა და 2000 -იანებს შორის 90-იანები იყო სხვათაშორის. უფრო რეალური ხომ არ იქნება მაგას შევადაროთ დღევანდელი მდგომარეობა და არა კომუნისტურ პერიოდს, როცა სულ სხვა რეალობა იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...