gege Posted January 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2011 დოსტოევსკი ნამდვილად არაა ის მწერალი რომელიც ჯერ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ადამიანს შეიძლება ურჩიო წასაკითხად. სავსებით შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკაზე. მის ყოველ ნაწარმოებში ღმერთისა და ადამიანის ძიებაა. ძალიან რთული თემებია წამოწეული და ღრმა ანალიზს მოითხოვს. აღსანიშნავია რომ მისიპერსონაჟები არც ”კარგები” არიან და არც ”ცუდები” - დეტალურადაა აღწერილი მათი ფსიქიკის მუშაობის მექანიზმი და ზუსტად ამ მექანიზმის ლოგიკის მიხედვით მოქმედებენ. ძირითადად სიბრალულის გრძნობას იწვევენ მკითხველში. მისი შემოქმედების ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს მისი უკანასკნელი რომანი ”ძმები კარამაზოვები”. ავტორს დაგეგმილი ქონდა ამ რომანის გაგრძელების დაწერაც. გაგრძელებას ამ რომანის პერსონაჟთა შორის დიალოგის სახით გეგმავდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოასწრო. დოსტოევსკის შემოქმედებამ მრავალ მწერალზე იქონია გავლენა. მათგან აღსანიშნავია შტეფან ცვაიგი, რომელიც დოსტოევსკის თავის მასწავლებლად მიიჩნევდა, მისით ასევე აღფრთოვანებული იყო გრიგოლ რობაქიძე (რომანი ”ჩაკლული სული”). დოსტოევსკის რომანების უმეტესობა ნათარგმნია ქართულ ენაზე,მაგრამ საერთოდ თუ არის შესაძლებლობა, მწერლის შემოქმედების გაცნობა ორიგინალში სჯობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kasper Posted January 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2011 კარამაზოვები ძლივს ვიშოვეუნდა წავიკითხო თებერვალში(რიგი დასაცავია) დოსტოევსკი ნამდვილად არაა ის მწერალი რომელიც ჯერ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ადამიანს შეიძლება ურჩიო წასაკითხად. სავსებით შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკაზე.სულში შეგიძვრება და აგირევს ყველაფერს ზე მწრეალი ,ზე მოაზზროვნე მარტო იმად ღირს რუსეთის სიყვარული რომ ასეთი ადამიანი ჰყავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2011 ჰო,დოსტოევსკი მართლა გენიალურია... სულ სხვა რამეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
darichina Posted May 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2012 ახლა ვკითხულობ ქართულად ' ძმები კარამაზოვებს' და 'ეშმაკნი' დავასრულე . კარგია. დიდებულია. მერე 'იდიოტი' მინდა სადმე გავჩითო რომ წავიკითხო. darichina დარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted May 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2012 ჩემზე მკვდარი სახლის ჩანაწერებმა მოახდინა კარგი შთაბეჭდილება: ბევრჯერ შევხვედრივარ ცხოვრებაში ამ ნაწარმოების მსგავს სიტუაციებს....მაგალითად შობის დღესასწაულის მზადება კატორღელებს შორის სულ თვალწინ მიდგა როცა საახალწლო საქმიან ფუსფუსს ვუყურებ კაცებში....რა დრო გავიდა და არაფერი არ შეცვლილა ადამიანები ისევ ისე იქცევიან როგორც იქ საშობაო საქმიან ფუსფუსშია აღწერილი.....თეოდორე სლავურ აზროვნებას გაცდა და ამიტომ კოსმოპოლიტურია ბევრი მისი ნაწარმოები....ირონია განსაკუთრებული აქვს ფედიას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.