Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ალასანია მიუნჰენში შეხვედრებს განაგრძობს.

Recommended Posts

http://www.ogfd.ge/index.php?lang=geo&...show&id=423

ირაკლი ალასანია მიუნჰენში შეხვედრებს განაგრძობს. “ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი აშშ-ს პერეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსს და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

ირაკლი ალასანიას თქმით, ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის გამოცდაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება. ასევე, მისი თქმით ძალიან დიდი ინტერესია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ, რადგან მიიჩნევენ, რომ მხოლოდ შიდა პროცესების სტაბილურობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხობას და მას ევროპის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

„დღეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესებზე. შეხვედრა მქონდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ეს საკითხები დეტალურად განვიხილეთ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიმს ჯონსთან.

შეხვედრები შედგა ბალტიის ქვეყნების და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. ძირითადი თემა უსაფრთხოების საკითხების განხილვა იყო, მაგრამ რათქმაუნდა, ვისაუბრეთ ასევე საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი ინტერესი გამოხატა, თუ როგორ ჩატარდება საქართველოში ადგილობრივი არჩევნები. ეს საკითხი, პრაქტიკულად აყვანილია უსაფრთხოების ერთ-ერთი საკითხის რანგში, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ, თუ საქართველო შედგა დემოკრატიულ ქვეყნად, მისი უსაფრთხოებაც საერთო ევროპულ სახლში გარანტირებული იქნება.

კონფერენცია გრძელდება და იმედი მაქვს მომავალი შეხვედრები, ასევე საინტერესო იქნება. რაც მთავარია, ჩვენ ვუდასტურებთ საერთაშორისო თანამეგობრობას იმას, რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკური განსხვავებებისა, ჩვენი საერთო სწრაფვა ევრო-ატლანტიკური და ევროპული სტრუქტურებისკენ, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მშვიდობიანი განვითარებისკენ, არის მთელი ქართული საზოგადოების საერთო ხედვა.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

“ალიანსის” ლიდერის თქმით, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან, ჯოზეფ ლიბერმანთან და ჯონ მაკკეინთან. ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვა ასევე, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.

ფრიად სოლიდური ხალხი ხვდება. :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა

იმ ადამიანებისათვის, ვინც საქართველოს მომავალს პროდასავლურ კურსში და დასავლური ღირებულებების თანხლებით ხედავს, დასკვნების გამოტანა არ უნდა იყოს ძნელი

კიდევ უფრო მეტად საინტერესო და ნიშანდობლივია ამ ყველაფერზე ოფიციოზის ისტერიული რეაქცია და ამ ფაქტის დაკნინების უბადრუკი მცდელობა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ყველაფერზე ოფიციოზის ისტერიული რეაქცია

სულელური ანტიპიარი. კომიკურიც კი.

ეს კარგია. დაკარგეს წონასწორობა და არადეკვატურნი ხდებიან .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

სულელური ანტიპიარი. კომიკურიც კი.

ხანდახან მგონია რო ძალით იჩალიჩებენ :)

ეს კარგია. დაკარგეს წონასწორობა და არადეკვატურნი ხდებიან .

რასაკვირველია, ეს მათ წინააღმდეგ მუშაობს, თუმცა არაადექვატურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლასაც არანაკლებ სიფრთხილე სჭირდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაადექვატურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლასაც არანაკლებ სიფრთხილე სჭირდება

ისე ყველაზე საშიში ტვინდაჭრილი ოპონენტია. ეს თავისთავად. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.ogfd.ge/index.php?lang=geo&...show&id=423

ირაკლი ალასანია მიუნჰენში შეხვედრებს განაგრძობს. “ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი აშშ-ს პერეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსს და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

ირაკლი ალასანიას თქმით, ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის გამოცდაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება. ასევე, მისი თქმით ძალიან დიდი ინტერესია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ, რადგან მიიჩნევენ, რომ მხოლოდ შიდა პროცესების სტაბილურობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხობას და მას ევროპის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

„დღეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესებზე. შეხვედრა მქონდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ეს საკითხები დეტალურად განვიხილეთ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიმს ჯონსთან.

შეხვედრები შედგა ბალტიის ქვეყნების და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. ძირითადი თემა უსაფრთხოების საკითხების განხილვა იყო, მაგრამ რათქმაუნდა, ვისაუბრეთ ასევე საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი ინტერესი გამოხატა, თუ როგორ ჩატარდება საქართველოში ადგილობრივი არჩევნები. ეს საკითხი, პრაქტიკულად აყვანილია უსაფრთხოების ერთ-ერთი საკითხის რანგში, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ, თუ საქართველო შედგა დემოკრატიულ ქვეყნად, მისი უსაფრთხოებაც საერთო ევროპულ სახლში გარანტირებული იქნება.

კონფერენცია გრძელდება და იმედი მაქვს მომავალი შეხვედრები, ასევე საინტერესო იქნება. რაც მთავარია, ჩვენ ვუდასტურებთ საერთაშორისო თანამეგობრობას იმას, რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკური განსხვავებებისა, ჩვენი საერთო სწრაფვა ევრო-ატლანტიკური და ევროპული სტრუქტურებისკენ, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მშვიდობიანი განვითარებისკენ, არის მთელი ქართული საზოგადოების საერთო ხედვა.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

“ალიანსის” ლიდერის თქმით, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან, ჯოზეფ ლიბერმანთან და ჯონ მაკკეინთან. ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვა ასევე, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.

ფრიად სოლიდური ხალხი ხვდება. :hello:

არ იძახის მიშა რომ ალასანია ჩმორიკს ვინ მისცა ამის მანდატი?

თუ არ იძახის.

მეორე მიშას ელოდეთ და კრწანისში ახალ რეზიდენციურ მემუარებს.

პ.ს. რა წაიკითხავს ამდენ მემუარებს ამის დედავტირე მე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მეორე მიშას ელოდეთ და კრწანისში ახალ რეზიდენციურ მემუარებს.

არაა მიშა კრწანისში დამჯდომი. თუ რამე მოხდა, უბრალოდ დაახვევს სადმე.მემუარები შეიძლება ამანაც დაწეროს

რა წაიკითხავს ამდენ მემუარებს ამის დედავტირე მე.

ედიკასი ხომ ჩავაბულბულეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ მიშასუფლება თავად ჩალიჩობს ხავერდოვან რეინკარნაციას ალასანიაში?

იქნებ ალასანიას ვითომ შავი პიარიც ამ გეგმის ნაწილია?

იქნებ...?

ეჰ...

დავიღალე ამ სიბნელეში ძრომიალით, აანთეთ რაღა ეს მზე ხალხი არა ხართ....

ნუ მინიმუმ მიშამ არ სთქვა რომ ჩმორიკია და არც ის "ვინ მისცაო მანდატი" რაც ეჭვებს იწვევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.ogfd.ge/index.php?category=munhen&lang=geo

ვიდეო, სადაც ჩანს მოვლენათა მიმდინარეობა

შედი ჯიზე და ნახავ კომენტებს :)

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.ogfd.ge/index.php?category=munhen&lang=geo

ვიდეო, სადაც ჩანს მოვლენათა მიმდინარეობა

შედი ჯიზე და ნახავ კომენტებს :)

ლაშა ჯე არ არის საინტერესო, არამე ის რაც ხდება.

ალასანია ძალიან სკოლსკი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას სტოვებს.

მეორე რომელი პოლიტიკოსი არ "გააკრიტიკა" მიშამ რომელიც საზღვარგარეთ "ჩმორიკობდა"?

ეს ალასანიას ვოიაჟი რომ მიშას თანხმობითაა ეჭვი გეპარება?

ხო და აქედან გამომდინარე რა უნდა ვთქვათ ეხლა, ის რაც ედოს დროს ვიძახდით? "ოღონდ ედო წავიდეს და......" წავიდა და რ მივიღეთ? მიშამაკაკური დიქტატურა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ მიშასუფლება თავად ჩალიჩობს ხავერდოვან რეინკარნაციას ალასანიაში?

იქნებ ალასანიას ვითომ შავი პიარიც ამ გეგმის ნაწილია?

იქნებ...?

ეჰ...

დავიღალე ამ სიბნელეში ძრომიალით, აანთეთ რაღა ეს მზე ხალხი არა ხართ....

ახურებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

იქნებ მიშასუფლება თავად ჩალიჩობს ხავერდოვან რეინკარნაციას ალასანიაში?

იქნებ ალასანიას ვითომ შავი პიარიც ამ გეგმის ნაწილია?

იქნებ...?

მე უბრალოდ მგონია რომ იდიოტები არიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

მე უბრალოდ მგონია რომ იდიოტები არიან

არა, ამ ჩემსს ვერსიაზე სერიოზულად ვვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იდიოტები იყვნენ არ მგონია, მაშინ ბოდიში და ჩვენ ათმაგი იდიოტები გამოვდივართ... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...